20 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2021

რექტორები ონლაინ სწავლების პრობლემებსა და უპირატესობებზე

spot_img

ლა­ლი ხვე­დე­ლი­ძე

ბა­თუ­მის ნა­ვი­გა­ცი­ის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, კან­ც­ლე­რი

 

ბა­თუ­მის ნა­ვი­გა­ცი­ის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა 4 ოქ­ტომ­ბერს და­იწყე­ბა. სწავ­ლის დაწყე­ბას ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში ვგეგ­მავთ, ამი­ტომ, მთე­ლი ჩვე­ნი რე­სურ­სი სწო­რედ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­დი­სა­კენ მივ­მარ­თეთ. და­იხ­ვე­წა და შე­ივ­სო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, არ­სე­ბულ ბა­ზას და­ე­მა­ტა სას­წავ­ლო მა­სა­ლა — წიგ­ნე­ბი, რი­დე­რე­ბი, და­იხ­ვე­წა და გა­მარ­ტივ­და სტუ­დენ­ტ­თა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ის სის­ტე­მა.

სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია ისიც, რომ შევ­ქ­მე­ნით სა­ტე­ლე­ფო­ნო აპ­ლი­კა­ცია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ბნსუ-ს სტუ­დენ­ტე­ბი მარ­ტი­ვად და სწრა­ფად უკავ­შირ­დე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნულ პორ­ტალს.

ბნსუ-ს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რი ატა­რებს სტუ­დენ­ტ­თა ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ ონ­ლა­ინ ან­კე­ტი­რე­ბას აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვი­ნა­ი­დან მო­ნა­ცე­მე­ბი სა­სურ­ველ­ზე და­ბა­ლია, ამ ეტაპ­ზე, მარ­თე­ბუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს, ვცდი­ლობთ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და არ დავ­წი­ოთ მა­ღა­ლი თა­მა­სა, რო­მე­ლიც საზღ­ვაო გა­ნათ­ლე­ბა­ში იმ­თა­ვით­ვეა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­კითხი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საზღ­ვაო გა­ნათ­ლე­ბა, თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ი­აზ­რებს რე­ა­ლურ წვრთნებს სი­მუ­ლა­ტო­რებ­სა და სას­წავ­ლო გემ­ზე, აგ­რეთ­ვე სა­ო­კე­ა­ნო-სა­ცუ­რაო პრაქ­ტი­კას, რო­მელ­თა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის გა­მოც­დი­ლე­ბით, ახ­ლაც შე­ვეც­დე­ბით, ისე დავ­გეგ­მოთ თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტე­ბის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბა, რომ სტუ­დენ­ტ­თათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფ­რ­თხო გახ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მუდ­მი­ვი ზრდა ჩვე­ნი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის, ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გიაა. ამ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის მიღ­წე­ვა იმ დათ­ქ­მით, რომ პრო­ცეს­ში ყვე­ლა მხა­რე სრულ­ფა­სოვ­ნად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი.

გა­სუ­ლი წე­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, თუმ­ცა მან დაგ­ვა­ნა­ხა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. სწო­რედ გა­სულ წელს, ბა­თუ­მის ნა­ვი­გა­ცი­ის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­ი­მა­ტა ორი ახა­ლი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გა­ვა­ფარ­თო­ოთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის არე­ა­ლი და მას­ში, ქარ­თ­ვე­ლებ­თან ერ­თად, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც ჩავ­რ­თოთ.

პან­დე­მი­ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მე­ლიც გვა­ი­ძუ­ლებს, ავით­ვი­სოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, დავ­ნერ­გოთ ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი და ამას­თან, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რო­ბა.

მინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი სას­წავ­ლო წე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი­სა და ფორ­მა­ტი­სა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სტუ­დენ­ტე­ბის აუდი­ტო­რი­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე, შევ­ძ­ლებთ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის.

                                       მა­მუ­კა თავ­ხე­ლი­ძე

                           გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის                                  უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი

 

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი, მათ შო­რის, უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხე­ბი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, ვემ­ზა­დე­ბით ყვე­ლა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­თ­ვის. ვიწყებთ სწავ­ლას ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, თუმ­ცა მზად ვართ ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვი­საც, ყვე­ლა აუდი­ტო­რია თუ პრაქ­ტი­კულ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სივ­რ­ცე მზად არის და, ასე­ვე, ელის სტუ­დენ­ტებს. გან­ვა­ახ­ლეთ მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, შე­ვი­ძი­ნეთ ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო და რა­დიო ტექ­ნი­კა. გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნეთ მე­დი­ცი­ნის სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ცენ­ტ­რი, გა­ვამ­დიდ­რეთ კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რია. გარ­და ამი­სა, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ვაღ­რ­მა­ვეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტეგ­რა­ცია, და­მა­ტე­ბით გა­ფორ­მ­და პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ევ­რო­პის წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან… ასე რომ, მზად ვართ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე ჰიბ­რი­დუ­ლი და პი­რის­პირ ფორ­მა­ტით.

გა­სულ წელს მარ­თ­ლაც იყო სტუ­დენ­ტ­თა ერ­თი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და პი­რის­პირ ფორ­მა­ტით სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. დი­დი დრო დაგ­ვ­ჭირ­და მათ სა­პი­რის­პი­რო­ში და­სარ­წ­მუ­ნებ­ლად, თუმ­ცა, უნ­და ით­ქ­ვას, რომ იყ­ვ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი (შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტიც), რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდ­ნენ რე­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში სწავ­ლას. არ­გუ­მენ­ტად მათ ადა­მი­ან­თა მო­ბი­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე მოჰ­ყავ­დათ, რა­შიც ძნე­ლია, შე­ე­და­ვო.  ამ ორი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის შე­სა­ხებ, ანუ თე­ო­რი­უ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და დის­ტან­ცი­უ­რად, ხო­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შო­ბა — პი­რის­პირ ფორ­მატ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­ლახ­ვას — ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი ამ მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რებს. ერთ-ერ­თი სტუ­დენ­ტის სიტყ­ვებს მო­ვი­ტან: „…ვი­საც სწავ­ლა გვინ­და, ასეც ვის­წავ­ლით და ისეც, ლექ­ტო­რი რო­გორც გვას­წავ­ლი­და, ისე გვას­წავ­ლის ახ­ლაც…“. დი­ახ, პი­რის­პირ ფორ­მა­ტით სწავ­ლე­ბის დრო­საც იყ­ვ­ნენ და­ბა­ლი მოს­წ­რე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი და ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით სწავ­ლე­ბი­სა­საც არი­ან. „სი­ზარ­მა­ცე“ არ ცნობს ონ­ლა­ინ და არა ონ­ლა­ინ სწავ­ლის ფორ­მას, ის ყო­ველ­თ­ვის თან ახ­ლ­და და ახ­ლავს სას­წავ­ლო პრო­ცესს. პრობ­ლე­მა სხვა რა­მაა, რაც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დე­ფი­ციტ­მა  წარ­მოშ­ვა. ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბაა და მას სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე გარ­კ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­კომ­ფორ­ტი ექ­მ­ნე­ბა — მით უფ­რო ახალ­გაზ­რ­დას. კარ­გად მეს­მის მა­თი.

სხვა კუთხით შევ­ხე­დოთ ამ მოვ­ლე­ნას. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ პან­დე­მია არ არის კა­ცობ­რი­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი ისე­ვე, რო­გორც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის  40-იანი წლე­ბის თა­ო­ბის­თ­ვის არ იყო არ­ჩე­ვა­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი… მაგ­რამ იმ­დ­რო­ინ­დელ­მა თა­ო­ბამ მი­ი­ღო გა­მოწ­ვე­ვა და ცხოვ­რე­ბა ომის წე­სე­ბით და­იწყო. ეს ჩვენ­მა თა­ო­ბა­მაც უნ­და მო­ა­ხერ­ხოს — გან­საზღ­ვ­როს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და ჩვე­უ­ლი ქცე­ვა ახა­ლი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. მეტს გეტყ­ვით,ზო­გი ჭი­რი მარ­გე­ბე­ლიაო — უთ­ქ­ვამს ქარ­თ­ველ კაცს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მამ ძა­ლი­ან სწრა­ფად აუღო ალ­ღო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, დი­დი ხა­ნია, ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნე­ბენ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ნე­ბის­მი­ერ არა­სა­სურ­ველ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი კი არ უნ­და ავა­რი­დოთ, არა­მედ პი­რის­პირ შევ­ხე­დოთ. ხომ ვუ­ყუ­რებთ რო­გო­რი ტემ­პით იკა­ვებს ად­გილს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჩვენს ყო­ფა­ში. გვინ­და თუ არა, ხვა­ლინ­დე­ლი დღე სწო­რედ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ეკუთ­ვ­ნის. თუ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ პრო­ცესს ბრძო­ლას გა­მო­უცხა­დებს, აუცი­ლებ­ლად და­მარ­ცხ­დე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუ­დენ­ტი-ახალ­გაზ­რ­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩა­მორ­ჩე­ბა უცხო­ელ თა­ნა­ტო­ლებს ისე, რო­გორც ეს საბ­ჭო­თა სტაგ­ნა­ცი­ით მოხ­და. დი­ახ, კი არ ვებ­რ­ძო­ლოთ, არა­მედ ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რო­გორ შევ­ძ­ლოთ ადაპ­ტა­ცია ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ისე, რომ არ დავ­კარ­გოთ მთა­ვა­რი — ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სუ­ლი­ე­რე­ბა. დღეს, ეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები