9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რე­ფორ­მა უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში — შე­დე­გე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი

spot_img

5 და 6 დე­კემ­ბერს, სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა — „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის რე­ფორ­მა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“. კონ­ფე­რენ­ცია საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი რე­ეს­ტ­რის (EQAR), სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME), პარ­ტ­ნი­ო­რი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თაშ­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ე­ბის წევ­რე­ბი და სხვე­ბი. ეს ის ხალ­ხია ვინც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თ­ვის წლე­ბია იღ­ვ­წის. იმ რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, ჩვე­ნი გა­ზე­თი სის­ტე­მა­ტუ­რად აშუ­ქებ­და.

კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ვე­ლი დღის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერ­თ­გ­ვა­რი შე­ფა­სე­ბა მის­ცეს მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მას, ისა­უბ­რეს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ახალ მიდ­გო­მებ­ზე, ECTS საკ­რე­დი­ტო სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე, გა­კეთ­და საგანმანათლებლო და­წე­სებულებების ავტორიზაციის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვის ანა­ლი­ზი, კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­­ნენ დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექტს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ პრაქ­ტი­კას.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღე პა­ნე­ლის დის­კუ­სი­ას და­ეთ­მო, რო­მელ­შიც უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და, ზო­გა­დად, სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ — უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, დე­კა­ნე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი ბევრ მწვა­ვე სა­კითხს შე­ეხ­ნენ. ისა­უბ­რეს დიპ­ლო­მამ­დე­ლი და დიპ­ლო­მის შემ­დ­გო­მი უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე, რაც სა­სურ­ვე­ლია და­ი­ნერ­გოს ამ სფე­რო­ში, აღი­ნიშ­ნა, რომ ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და არც დიდ რე­სურ­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე სა­უბ­რი­სას თსუ-ს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა დი­მიტ­რი კორ­ძა­ი­ამ, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ვიდ­რე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა არ უპა­სუ­ხებს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხის მიღ­წე­ვა, თით­ქ­მის, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. „ძა­ლი­ან გან­ვი­თარ­და მეც­ნი­ე­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ო­ქი­მია. ჩვე­ნი პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბელ­ნი არი­ან ამ საგ­ნის შე­სას­წავ­ლად. იქ­ნებ სა­მი­ნის­ტ­რომ იფიქ­როს ამა­ზე და მო­მა­ვა­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ექი­მო­ბას აპი­რე­ბენ, ბო­ლო კლა­სებ­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­დეს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლად სწავ­ლე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ მო­მა­ვა­ლი ექი­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია კარ­გი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა ქი­მი­ა­ში, ბი­ო­ლო­გი­ა­ში და, ალ­ბათ, მა­თე­მა­ტი­კა­შიც“.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა და დას­ძი­ნა, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს 3 ძი­რი­თა­დი გა­მოც­დის — ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ჩა­ბა­რე­ბას. „გარ­და ამი­სა, ჩვენ და­ვა­ყე­ნებთ სა­კითხს რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ზე, რომ, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის მსურ­ვე­ლის­თ­ვის ფი­ზი­კის ჩა­ბა­რე­ბა იყოს აუცი­ლე­ბე­ლი, ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე — ქი­მი­ის და ა.შ.“.

ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლ კომ­პო­ნენ­ტე­ბად ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბიც და­სა­ხელ­და, რა­საც აქამ­დე ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ით­ქ­ვა, რომ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­რავ­ლე, რაც სხვა ტი­პის სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლას ითხოვს, რომ სტუ­დენ­ტებს მარ­თა­ლია ჰყავთ მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრო­ფე­სო­რე­ბი, მაგ­რამ აღარ ჰყავთ მენ­ტო­რე­ბი, რაც აიხ­ს­ნე­ბა დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბით, რო­ცა ერ­თი პრო­ფე­სო­რი კლი­ნი­კი­დან კლი­ნი­კა­ში გარ­ბის ან უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში; ით­ქ­ვა, რომ ჯან­დაც­ვა­ში სულ უფ­რო და უფ­რო დიდ ად­გილს და­ი­ჭერს მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც გა­აძ­ვი­რებს სერ­ვისს, მო­მა­ვა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კად­რე­ბის და­გეგ­მ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა­საც შე­ეხ­ნენ და იმა­საც, რომ მო­მა­ვა­ლი ექი­მის­თ­ვის ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა, რაც ემ­პა­თი­ა­ზე გა­დის — სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი — ბედ­ნი­ე­რე­ბის ფაქ­ტო­რი თურ­მე მე­დი­კო­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლია.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ერ­თ­გ­ვა­რი შე­ჯა­მე­ბის სა­ხით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­და­დე­ბებ­სა თუ სურ­ვი­ლებს, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს — გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო. ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი სწო­რედ ამ ორი უწყე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი უნ­და გახ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, აქ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად ექ­ს­პერ­ტ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და­სა­ხელ­და, რაც პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს შე­ფა­სე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­ზე. სა­პა­სუ­ხოდ, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ტრე­ნინგ მო­დუ­ლებს შეს­თა­ვა­ზებს ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს, რაც და­ეხ­მა­რე­ბა მათ შე­ფა­სე­ბა­სა და დას­კ­ვ­ნე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვად და­სა­ხელ­და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში შე­მო­სუ­ლი გა­ნაცხა­დე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა — 250-300 პროგ­რა­მის შე­ფა­სე­ბა ერთ წე­ლი­წად­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს დიდ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლია არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა, კერ­ძოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ან მოხ­დეს ფა­კულ­ტე­ტის აკ­რე­დი­ტა­ცია.

ანა ფირცხალაიშვილი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები