3 დეკემბერი, შაბათი, 2022

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ერთ-ერ­თი რგო­ლი

spot_img

ნი­ნო ჩი­ტა­ძე

ლან­ჩხუ­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

 

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მი­ზა­ნია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა და, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, ისე­თი უსაფ­რ­თხო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყობს ხელს. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რგო­ლი, აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­ტექ­ს­ტი, რაც გუ­ლის­ხ­მობს, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა თუ პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად, სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბას. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ში გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი და წარ­მა­ტე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი — ერ­თი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა არ რჩე­ბა მხო­ლოდ ამ სკო­ლის წარ­მა­ტე­ბად, ხდე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თის გა­ზი­ა­რე­ბა სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის, რაც სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის მა­გა­ლი­თია.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მი­მარ­თუ­ლია სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში:

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ;

უსაფ­რ­თხო და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით, სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ;

სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­კენ;

ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მხარ­და­ჭე­რის­კენ.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად მი­მაჩ­ნია, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სტრუქ­ტუ­რე­ბის ერთ მთლი­ან ორ­გა­ნიზ­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­დაც ყვე­ლა რგოლს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, გა­უმ­კ­ლავ­დეს მის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბაა, მათ შო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გზით. იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, ხე­ლი შე­უწყოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ რგოლს ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში, რაც მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხში­რად ხელ­შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რე­ბად ვლინ­დე­ბა მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში ინ­ტერ­ნე­ტის ნაკ­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. არის სოფ­ლე­ბი, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ქსე­ლის ოპე­რა­ტო­რი ვერ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის­თ­ვის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფ­რო მე­ტად შე­ვუწყო ხე­ლი მას­წავ­ლებ­ლებს, მშობ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა და გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ში. რე­ფორ­მა ქმნის ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, გახ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წევ­რე­ბი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად სკო­ლებს აწუ­ხებთ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა დაწყე­ბუ­ლია და ეტა­პობ­რი­ვად აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა. გა­სულ სას­წავ­ლო წელს 3 სკო­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­ტარ­და, მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის  3 სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და 5 სკო­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სკო­ლე­ბის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას.

2022 წლის 27-28 ივ­ნისს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, რა­ი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და, სა­დაც მო­ნა­წი­ლე სკო­ლებ­მა ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რეს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვი­სა და ლი­დე­რო­ბის შე­სა­ხებ. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი წარ­მოდ­გე­ნილ იქ­ნა რეს­პუბ­ლი­კურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია. აუცი­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და სკო­ლის მხარ­დამ­ჭე­რი რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ გაძ­ლი­ე­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები