13 ოქტომბერი, კვირა, 2024

რესურსი საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის

spot_img

მარინე მოცრაძე

სსიპ ჭიათურის სოფ. უსახელოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ამა წლის იანვარ-თებერვლის თვეში მე-9 კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ კომპლექსურ დავალებაზე: „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები“. დავალების შესასრულებლად, მთელ რიგ გრამატიკულ საკითხებთან ერთად, უნდა გამოეყენებინათ პირობითი წინადადების სხვადასხვა ტიპები, მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ მათ გაუჭირდათ პირობითი წინადადებების გამოყენება. უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ ვერ იყენებდნენ აღნიშნულ კონსტრუქციებს და თუ იყენებდნენ, შეცდომებით.

https://docs.google.com/document/d/1JKPyx7f1V4R0ALhzHdZ-fahx8h7Gk57T/edit?usp=drive_link&ouid=111460811661387589224&rtpof=true&sd=true

დიაგნოსტირების შედეგების გათვალისწინებით, შევქმენი მეთოდური რესურსი, რომელიც წარმოდგენილია 5 სვეტოვანი ცხრილის სახით: პირველ სვეტში მოცემულია პირობითი წინადადების დასახელება, მეორე სვეტში – კონკრეტული პირობითი წინადადების განმარტება: კერძოდ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს აღნიშნული ტიპის გამოყენება; შემდეგ ორ სვეტში მოეცემულია კონკრეტულად რომელი გრამატიკული დროების გამოყენება უნდა მოხდეს მთავარ და დამოკიდებულ წინადადებებში, ასევე, ის დამხმარე კავშირებითი სიტყვები, რომელიც წინადადებების ასაწყობად უნდა იქნეს გამოყენებული; ბოლო სვეტში რეალურ, ყოფით სიტუაციაზე დაფუძნებული შესაბამისი მაგალითებია.

რესურსი ორენოვანია, წესები და მაგალითები ნათარგმნია ქართულ ენაზე, რაც მის გამოყენებას აადვილებს.

რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე, განსაკუთრებით სარგებლიანი აღმოჩნდა მეთორმეტეკლასელთათვის, რომელთაც აღნიშული რესურსი მნიშვნელოვნად უადვილებს წერის პროცესს.

https://docs.google.com/document/d/1VdvMi9iAjTTCRo8YwgK9NmiBFEek_yHk/edit?usp=drive_link&ouid=111460811661387589224&rtpof=true&sd=true

Email: believeme57@gmail.com

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები