18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

რესურსი და დიაგნოსტირება

spot_img
მარინა ტარიელაძე
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ტაკიძეებისა და სოფ. ცხემლისის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს დანახულის ასახვა წერილობითი ფორმით. მოსწავლეებს მივაწოდე თემა: „აღწერე შენი საცხოვრებელი გარემო“. დავალება საკითხის შესაბამისად და პირობის გათვალისწინებით უნდა შეესრულებინათ, თუმცა სასწავლო პროცესში გამოკვეთილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდა ცნება „ბარბარიზმი“. მოსწავლეებს, ტექსტის შედგენისას, გამოეყენებინათ საჭიროების გარეშე შემოსული და დამკვიდრებული სიტყვები.

(მოსწავლეების ნაწერის დიაგნოსტირება-ანალიზი ჩატარებულია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის „ანგარიშის ფორმა“ მიხედვით). მოსწავლეების მიერ შესრულებულ დავალებაზე ჩატარებული დიაგნოსტირების ანგარიში იხილეთ ბმულზე:

მე-5 კლასი დიაგნოსტირება აღწერითი სახის ტექსტის შექმნა.docx – Google Docs

კარგი მასწავლებელი სწორედ დიაგნოსტირება-ანალიზის საფუძველზე წარუდგენს საგნობრივ კათედრას მომდევნო წლის კურიკულუმში შესატანი ცვლილებების ნუსხას.

ეს ცვლილებები შეიძლება იყოს:

  • სავალდებული თემის ფარგლებში, ძირითადი საკითხების გამოკვეთა/ძირითადი საკითხების სხვაგვარად გადაჯგუფება;
  • ძირითადი კონტექსტმაგალითის ამსახველი რესურსის დახვეწა/სხვა რესურსებით ჩანცვლება;
  • თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების განსხვავებულად ფორმულირება;
  • კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება; ორიენტირება მოსწავლის უფრო საინტერესო პერფორმანსზე/პროდუქტის შექმნაზე;
  • აქტივობებისა და დამატებითი რესურსების ჩანიშვნა, რომლებზე დაყრდნობითაც ეფექტურად მოხერხდა სამიზნე ცნების ცოდნის კონსტრუირება და სხვა.

ჩემ მიერ განხორციელებული დიაგნოსტორებისა და ანალიზის საფუძველზე, დავგეგმე სასწავლო რესურსის შექმნა. პრობლემის აღმოფხვრისთვის შევქმენი ელექტრონული რესურსი, რომელიც მოიცავს ბარბარიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს და ჩვენ ირგვლივ გავრცელებული ტერმინოლოგიის განმარტებას. მისი გამოყენება, მოდიფიცირება მარტივია და საჭიროებს მხოლოდ მცირეოდენი ციფრული კომპეტენციის ფლობას. აღნიშნული რესურსის მატერიალური ფორმით გამოყენებაც მარტივია (საჭიროა მხოლოდ ამობეჭდვა).

რესურსი იხილეთ ბმულზე:

რესურსი ბარბარიზმები.pptx – Google Slides

რესურსის ავტორი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ყურადღებას და გამოიყენებს აღნიშნულ რესურსს. მსურველებს შეუძლიათ უკუკავშირისთვის გამოიყენონ ელექტრონული ფოსტა: tarieladzemarina4@gmail.com

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები