9 ივნისი, პარასკევი, 2023

რეკომენდაციები წამყვანობის მსურველი პირებისთვის (მეორე მიმართულება)

spot_img

წამყვანობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მეორე მიმართულებისთვის დოკუმენტი/დოკუმენტაცია  სკოლისა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება.

 2.1. კრიტერიუმი: აქვს მკაფიო ხედვა სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ;

კრიტერიუმის აღწერის მიხედვით, აპლიკანტის მიერ დეტალურადაა აღწერილი და არგუმენტირებულად დასაბუთებულია სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროება/საჭიროებები სკოლის განვითარებისთვის; წარმოდგენილია აღნიშნული საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდები, ინსტრუმენტები და გადაჭრის გზები.

ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გქონდეთ რამდენიმე სახის დოკუმენტი (პირობითად, დავარქვათ: სკოლის/თემის საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ხედვის დოკუმენტი“), მათ შორის, სამოქმედო კვლევა, პროექტი, საკლუბო მუშაობის გეგმა, სტატია რომლებიც  პასუხს სცემს კითხვებზე:

  1. როგორ დადგინდა სკოლის/თემის წინაშე არსებული საგანმანათლებლო საჭიროება/საჭიროებები (თვისებრივი/რაოდენობრივი მეთოდიკით შეგროვებული მასალა: დაკვირვების შედეგები, რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, დიალოგში გაყოლით დადგენილი მოცემულობები და ა.შ.);
  2. რომელი გზებია პრობლემის გადასაჭრელად ეფექტიანი? ამ თვალსაზრისით, სასურველია, თუ გადმოცემული იქნება ინტერვენციათა ჩამონათვალი, რომელიც პრობლემის მოგვარების ან შემცირების გზა იქნება.

კრიტერიუმი2.2. : შეუძლია, სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;

კრიტერიუმის აღწერის მიხედვით, აპლიკანტის მიერ სკოლის/თემის საჭიროებების გაანალიზების შედეგად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი. დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა და  შეფასებულია განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობა.

ამ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ წარმოვადგენთ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს, ფასეულ სასწავლო აქტივობას, სტატიას, საკლუბო მუშაობის აღწერას, სამოქმედო კვლევას, რომლებიც ზუსტად აჩევენებს პრობლემის/გამოწვევის იდენტიფიცირებიდან პროგრესის ასახვამდე  დოკუმენტს.

შენიშვნა: წამყვანის სტატუსის მისაღებად საჭიროა ამ ორი კრიტერიუმიდან ერთის დადასტურება მაინც. აქვე დავძენ, რომ აუცილებელია ყველა აქტივობა, მიგნება, ინტერვენცია, რესურსი და ა.შ. პასუხობდეს მესამე თაობის ესგ-ის მოთხოვნებს (საგნობრივი, გლობალური კომპეტენციების, ფუნქციური უნარების, პრიორიტეტული თემების… მიხედვით).

ესგ-ს ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი 

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები