9 დეკემბერი, შაბათი, 2023

რეკომენდაციები მენტორობის მსურველი პირებისთვის

spot_img

მიმართულება – პროფესიული პასუხისმგებლობა

პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს მენტორობის მსურველი პირის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებსა და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას.

ამ მიმართულებაში ორი კომპეტენციაა და ერთ-ერთს მაინც უნდა ადასტურებდეს მენტორობის მსურველი პირი.

კომპეტენცია 1 გულისხმობს იმას, რომ აპლიკანტს შეუძლია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება სკოლის/თემის საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში;

ამ კომპეტენციის შესაბამისი კრიტერიუმია ასეთი: სკოლის/თემის საჭიროებების საპასუხოდ განხორციელებულ აქტივობებში გათვალისწინებულია წარმატებული

საერთაშორისო გამოცდილება; აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინების სარგებელს მიზნის მისაღწევად.

ამ კომპეტენციის დასადასტურებლად საკმარისია სამოქმედო კვლევევები, სტატია, პროექტი და ა.შ. მთავარია, რომ ამ დოკუმენტით ჩანდეს შემდეგი:

  1. გამოკვეთილია სკოლის/თემის საჭიროება/საჭიროებები (მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ან დაკვირვებით…);
  2. გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილია საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული ინტერვენციები (ღონისძიებები);
  3. უნდა ჩანდეს სარგებელი (რა მოგებას მიიღებს სკოლა/თემი).

კომპეტენცია 2. აპლიკანტის მიერ სკოლის/თემის საჭიროებების გაანალიზების შედეგად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები/საქმიანობები დეტალურადაა წარმოდგენილი. დასაბუთებულია მათი მიზნობრიობა და შეფასებულია განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობა.

ამ კომპეტენციის შესაბამისი კრიტერიუმია ასეთი: სკოლის/თემის საჭიროებების საპასუხოდ განხორციელებული აქტივობების ფარგლებში, დამყარებულია მიზნობრივი პარტნიორული ურთიერთობები გარე ინსტიტუციებთან. აპლიკანტი ასაბუთებს აღნიშნული პარტნიორობის მნიშვნელობას.

ამ კომპეტენციის დასადასტურებლად საკმარისია სამოქმედო კვლევევები, სტატია, პროექტი და ა.შ. მთავარია, რომ ამ დოკუმენტით ჩანდეს შემდეგი:

  1. გამოკვეთილია სკოლის/თემის საჭიროება/საჭიროებები (მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ან დაკვირვებით…);
  2. გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილია პარტნიორული ურთიერთობები გარე ინსტიტუციები (სახელმწიფო, არასამთავრობო ორგანიზაციები) და გატარებულია ინტერვენციები (ღონისძიებები);
  3. უნდა ჩანდეს სარგებელი (რა მოგება მიიღეო სკოლამ/თემმა).

შენიშვნა: მეორე მიმართულებიდან ერთი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაციით. აპლიკანტმა უნდა შეძლოს წერილობით რეფლექსირებით (არასავალდებულოა), ან გასაუბრების დროს დოკუმენტის დაცვა (აუცილებელია).

ესგ-ს ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი 

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები