1 ივლისი, პარასკევი, 2022

რეკომენდაციები მათემატიკის მასწავლებლებისთვის საკონფერენციო მასალის შესაქმნელად

spot_img

წარმოგიდგენთ მათემატიკის მასწავლებლებისთვის საკონფერენციო მასალის შესაქმნელად რეკომენდაციებს, სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ხათუნა სვანაძის პრაქტიკაზე დაყრდნობით. პუბლიკაცია იმ პედაგოგებს გამოადგება, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობას აპირებენ.

კონფერენციისთვის მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი თემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ნაშრომის პრეზენტაციისთვის განკუთვნილია, მაქსიმუმ, 20 წუთი – პრეზენტაცია, როგორი ფორმითაც არ უნდა იქნეს წარმოდგენილი, უმჯობესია, მინიმალურ დროში იყოს გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზენტაცია ხდება მოსაწყენი აუდიტორიისთვის. პრეზენტაცია შეიძლება მომზადდეს ყველა იმ ფორმატით, რომელიც თავსებადია მაიქროსოფტის სისტემისთვის და ციფრული წარდგენისთვის ეფექტიანია (ვორდი, პრეზი, პოვერ პოინტი და სხვა). დასაშვებია სხვა ოპერაციული სისტემების გამოყენებაც.
  2. ნაშრომი უნდა წარმოაჩენდეს კონკრეტული მოსწავლეების/კლასის მიღწევების ანალიზს – პრეზენტაცია შეეხება კონკრეტულ „ქეისს“, მაგრამ არ უნდა მოხდეს მოსწავლის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, „დაუბლარავი“ ფოტო და ვიდეომასალა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ უნდა წარმოვადგნოთ!).
  3. ანალიზი უნდა ეფუძნებოდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს და უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მაგალითებით (მოსწავლეების პასუხები, მოსწავლეების ნაშრომები) გაჯერებული – პრეზენტაციაში ნაჩვენები შემოქმედებითი პროდუქტი და დავალების შესრულებამდე განვლილი ეტაპები, ნაბიჯები უნდა იყოს რეალური სასწავლო პროცესის ამსახველი. დავალების ხარისხზე მეტად საინტერესოა მასწავლებლის უკუკავშირი (ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომელ დონეზეა მოსწავლე კონკრეტულ საკითხთან მიმართებით და რას ვაკეთებთ უკეთესი დონის მისაღწევად).
  4. ნაშრომში მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს:

♦ ზოგადი ინფორმაცია კლასის შესახებ (მაგალითად, მოსწავლეთა რაოდენობა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა);

♦ რა ცოდნის კონსტრუირებას ისახავდა მიზნად მასწავლებელი.

  1. პრეზენტატორი უნდა ოპერირებდეს იმ ცნებებითა და ტერმინებით, რომლის საფუძველზეც ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღიწერება გრძელვადაინი მიზნების სტრუქტურა (მაგალითად, საფეხურის შედეგი, სამიზნე ცნება, ქვეცნება), სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპები (სწავლა-სწავლების 5 პრინციპი) და მოსწავლის ემოციურ-სოციალური განვითარება (ფუნქციურ-კომპონენტური უნარები).

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები