13 აგვისტო, შაბათი, 2022

რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა

spot_img
აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა 25 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს  გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების შემდეგ ღილაკის – „შენახვა“ გამოყენება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“.
 
ამ კონკრეტული ვადის – 25 აგვისტოს 18:00-ის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები