14 დეკემბერი, შაბათი, 2024

რეგისტრაციის დასრულებამდე ორი კვირა რჩება

spot_img
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. შესაბამისად, ვადის ამოწურვის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს ელექტრონული კრებულით „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მითითებულია გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია და ვადები, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური. მსურველებს შეუძლიათ იხილონ ასევე ცნობარი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:

✔ ძირითად ეტაპზე (31 მარტის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებსა www.naec.ge, online.naec.ge და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/www.naec.ge განთავსებულ ინფორმაციაზე. ცენტრი სთხოვს ყველა აბიტურიენტს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები