27 აპრილი, შაბათი, 2024

რეგისტრაცია 2024 – საერთო სამაგისტრო გამოცდა

spot_img

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  

რეგისტრაციის დროს მაგისტრანტობის მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;
  • „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

რეგისტრაციის გავლამდე გაეცანით გზამკვლევს მაგისტრანტობის მსურველებისათვის.

გამოცდებში მონაწილეებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

თუ გამოსაცდელი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება.

განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე ოთხი ნაწილიდან სამში ზღვარს გადალახავს, საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება (თუ გამონაკლისის სახით რომელიმე პროგრამა არ ითხოვს ოთხივე ნაწილში შესაბამისი ქულის მიღებას).

გაითვალისწინეთ, რომ შიდა გამოცდის ჩასაბარებლად მაგისტრანტობის მსურველმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

2023  წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები