15 ივნისი, შაბათი, 2024

რეგისტრაცია ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველებისათვის პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში

spot_img
რეგისტრაცია ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველებისათვის პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში 16 ოქტომბრის 10:00 საათიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 27 ოქტომბერს ჩატარდება.

ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ „სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდა თვეში ორჯერ ტარდება. ონლაინ რეგისტრაცია ცენტრის ვებგვერდზე გამოცდამდე 2 კვირით ადრე იწყება და 2 დღით ადრე სრულდება.

შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.

გთავაზობთ 2023 წლის „სერტუსის“ გამოცდების კალენდარს⇓⇓⇓

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები