27 ივლისი, შაბათი, 2024

რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია – კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა

spot_img
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვ­რი­დან, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა და­იწყო, რო­მე­ლიც აქ­ცენტს სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ა­კე­თებს – პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლებ­ში სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ამოქ­მედ­დე­ბა და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის პროგ­რა­მა „რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია“, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი და მა­თი დახ­მა­რე­ბით, მოს­წავ­ლე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრაქ­ტი­კულ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა-ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თონ; ცენ­ტ­რ­ში იმუ­შა­ვებს მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რია (სა­ხე­ლოს­ნო) „ჩხირ­კე­დე­ლა“ – და­მა­ტე­ბით სივ­რ­ცე, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას და უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას შეძ­ლე­ბენ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ტურ­ნი­რი – გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რი STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში (ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია), რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, კვლე­ვებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის სფე­რო­საც მო­ი­ცავს.
სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საგ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი კა­ხა ჟღენ­ტი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვი­ლი და პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მაია ნა­კა­ში­ძე – ის ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს ხელს შე­უწყობს პრო­ექ­ტის მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში – სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, მა­ღა­ლი დო­ნის სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ციფ­რუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით.
რა­ში მდგო­მა­რე­ობს რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უნი­კა­ლუ­რო­ბა, რა შე­დე­გებს ელი­ან მი­სი სკო­ლებ­ში და­ნერ­გ­ვით და რა როლს შე­ას­რუ­ლებს „ჩხირ­კე­დე­ლა“ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის STEM მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში – ამ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი კა­ხა ჟღენ­ტი:

პროგ­რა­მის იდეა

ცენ­ტ­რ­ში, იან­ვ­რი­დან, და­იწყო სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. თუმ­ცა, ვიდ­რე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მინ­და აქ­ცენ­ტი სხვა რა­მე­ზე გა­ვა­კე­თო. დღეს ყვე­ლა­ნი ვსა­უბ­რობთ STEM-ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რი STEM არ გვაქვს, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ ქი­მია, ფი­ზი­კა და ბი­ო­ლო­გია, არა­მედ სა­მი­ვე ერ­თა­დაა. და კი­დევ, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კა და ინ­ჟი­ნე­რია — რე­ა­ლუ­რად ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ბავ­შ­ვე­ბი ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში სწავ­ლო­ბენ, მათ ხელ­ში უნ­და გარ­და­იქ­მ­ნას, რაც მთავა­რია, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნა ინ­ჟი­ნე­რი­ის მხრი­დან ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჩარ­თ­ვით. არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ უნ­და იყოს დაშ­ლი­ლი და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი საგ­ნე­ბად, ცალ­კე 45 წუ­თე­ბად, რად­გან ერ­თი­ა­ნი პრო­ცე­სია. შე­სა­ბა­მი­სად, პროგ­რა­მის იდე­აც, სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნ­და. თან, რო­ცა ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რად ბა­ტო­ნი ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძე მო­ვი­და, მი­სი იდეა იყო შექ­მ­ნი­ლი­ყო STEM მიმ­ართუ­ლე­ბის კლუ­ბი რო­ბო­ტექ­ნი­კის პროფილით და რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა­ში შე­ტა­ნა­ზე უფ­რო აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებ­და. ეს არის ახა­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს მო­დე­ლი­რე­ბა, რომე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უნი­კა­ლუ­რო­ბა

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 5 სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

მარ­თა­ლი რომ გითხ­რათ, სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში,   მოვ­ლე­ნაა და ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სის­ტე­მამ უარი არ უნ­და თქვას. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, რაც მან უნი­კა­ლუ­რი რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია შექ­მ­ნა და რო­გორ არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ? სხვა­თა შო­რის, მის სა­ხელს და გვარს ბუ­კის პროგ­რა­მებ­შიც შეხ­ვ­დე­ბით, უამ­რა­ვი სა­ბავ­შ­ვო თა­მა­შის ავ­ტო­რია სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით და არა მხო­ლოდ.

რო­გორც გითხა­რით, პროგ­რა­მას სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მცდე­ლო­ბა, სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის­თ­ვის შეგ­ვე­ძი­ნა რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია. შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა რა არის ეს ლა­ბო­რა­ტო­რია. ზო­გა­დად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ბევ­რია, რო­გორც კომ­პი­უ­ტერ­ზე ჩა­წე­რი­ლი, ასე­ვე ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, კო­ლო­რა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცნო­ბი­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ ბევ­რი მას­წავ­ლებ­ელი იყე­ნებს. ბა­ტო­ნი და­ვი­თის ლა­ბო­რა­ტო­რია სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მათ­გან — რე­ა­ლუ­რია იმი­ტომ, რომ ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც რე­ა­ლუ­რი კვლე­ვის ან ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დროს მუშავდე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის ციფ­რულ ფორ­მატ­ში ისეთ პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც მის გარ­და­სახ­ვას — ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას აკე­თებს. რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლეს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თვი­თონ ჩა­ა­ტა­როს სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვლე­ვა. ამ პრო­ცეს­ში უმ­თავ­რე­სი ის არის, რომ ექ­ს­პე­რი­მენტს, უბ­რა­ლოდ, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე კი არ ვხე­დავთ, არა­მედ რე­ა­ლუ­რად რა­საც ვა­კე­თებთ, ეკ­რან­ზე ის ჩანს. ლა­ბო­რა­ტო­რია სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, პრაქ­ტი­კუ­ლი რე­ა­ლუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დროს მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ასა­ხოს ვირ­ტუ­ა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს შე­დე­გე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნოს სა­თა­ნა­დო, მეც­ნი­ე­რუ­ლად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი.

მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ებ­ში კვლე­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა. რე­ა­ლუ­რად, ჩვე­ნი პრობ­ლე­მაც ხომ ეს არის. ფი­ზი­კას, ქი­მი­ას და ბი­ო­ლო­გი­ას ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ვას­წავ­ლით. არა­და, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბის სწავ­ლე­ბა მარ­ტო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი შე­უძ­ლე­ბე­ლია. რა თქმა უნ­და, ტეს­ტის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი კარ­გად მო­ემ­ზა­დე­ბი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­განს ვერ გა­ი­აზ­რებ, გე­მოს ვერ გა­უ­გებ მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის და აღ­მო­ჩე­ნე­ბის „სას­წა­ულს“.

ხში­რად გვეს­მის, რომ, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა უინ­ტე­რე­სო სა­გა­ნია. სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩვენ მას მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად ვსწავ­ლობთ. იმის­თ­ვის, რომ სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დო, უნ­და აკე­თო, გა­მო­იკ­ვ­ლიო, ბუ­ნე­ბა­ში გახ­ვი­დე და პრო­ცე­სებს და­აკ­ვირ­დე. ამი­ტო­მაც, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს მკვლევ­რის უნა­რე­ბი ცუ­დად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ტეს­ტე­ბის შე­დე­გებ­ში წინ­ს­ვ­ლა აქვთ, მაგ­რამ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში დი­დი ჩა­მორ­ჩე­ნაა. სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­კოჭ­ლე­ბენ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, თუნ­დაც, პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი­სა და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, თო­რემ, უამ­რა­ვი ჩვე­ნი მოს­წავ­ლე თუ სტუ­დენ­ტი სუფ­თა თე­ო­რი­ულ ტეს­ტებს   გა­მოც­დებ­ზე წარ­მა­ტე­ბით აბა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექ­ტ­ში საკ­ვან­ძო სა­კითხი სწო­რედ ეს გახ­ლავთ. დღეს უკ­ვე მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით 5 სა­პი­ლო­ტე სკო­ლის­თ­ვის შე­ვი­ძი­ნეთ რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი — საჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნიგ­ვ­ზა­რას სა­ჯა­რო სკო­ლა, სუ­რა­მის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა, თბი­ლი­სის 61-ე, 77-ე, მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბის ჩარ­თ­ვას, უმ­ჯო­ბე­სია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლე­ბი   ჩავ­რ­თოთ.

ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, იან­ვ­რი­დან, პროგ­რა­მა გა­ვა­ფარ­თო­ვოთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 20-30 სკო­ლა და­ვა­მა­ტოთ, რად­გან ერ­თ­ბა­შად ბევრ სკო­ლა­ში პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ამ ტი­პის ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ათა­სო­ბით სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბევრ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლე­ებ­თან, ცენ­ტ­რის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც შეზღუ­დუ­ლია.

ასე­ვე, ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვა სას­კო­ლო კულ­ტუ­რა­მაც უნ­და მი­ი­ღოს — საკ­ლა­სო ოთახ­შიც უნ­და ნა­ხო რო­გორ გა­მო­ვა. თუ სა­თა­ნა­დო გა­რე­მო არ შევ­ქ­მე­ნით, სკო­ლას, უბ­რა­ლოდ, ვერ ეტყ­ვი, რომ ასე გა­ა­კე­თე! იმე­დი გვაქვს, ბევრ სკო­ლას ავი­ყო­ლი­ებთ. უკ­ვე დაგ­ვი­კავ­შირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, ათამ­დე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ისი­ნი დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სკო­ლა­ში შე­ტა­ნით.

 რა ღირს ლა­ბო­რა­ტო­რია

მეს­მის, რომ რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, იაფი სი­ა­მოვ­ნე­ბა არ არის, რად­გან ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ტექ­ნი­კა და რე­სურ­სით აღ­ჭურ­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ, ჩვენ ახ­ლა ვცდი­ლობთ და­ვა­სა­ბუ­თოთ, რომ ეს ლა­ბო­რა­ტო­რია არც ისე ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია სკო­ლე­ბის­თ­ვის, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ხარ­ჯულ თან­ხებ­თან შე­და­რე­ბით. ვფიქ­რობთ, სკო­ლე­ბის ნა­წილს, 2000-დან 1000 სკო­ლას მა­ინც, აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბით ააწყოს სკო­ლა­ში მსგავ­სი ტი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.

ჩვე­ნი გათ­ვ­ლით, რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სრუ­ლი კომ­პ­ლექ­ტი სკო­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სი­დან 7 ათა­სი ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში და­უჯ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კლუბ „ჩხირ­კე­დე­ლას“, მის ასაწყო­ბად სკო­ლას დას­ჭირ­დე­ბა ოთა­ხი და 2 ათა­სი ლა­რი, რომ კლუბ­მა ერ­თი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ოს. ვფიქ­რობ, ეს უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ოღონდ, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, მთა­ვა­რია, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს სკო­ლა/მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ რე­სურსს, თო­რემ, სკო­ლებ­ში არის ხოლ­მე სავ­სე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი უფუნ­ქ­ცი­ოდ. გან­სა­კუთ­რე­ბით, კერ­ძო სკო­ლებ­ში მი­ნა­ხავს სა­ო­ცა­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მაგ­რამ კა­რა­დის გა­რეთ ხელ­საწყო არ გა­მო­დის. ეს არის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ბავშვს კი არ უნ­და აჩ­ვე­ნო მხო­ლოდ, არა­მედ ამ რე­სურ­სით მან უნ­და შექ­მ­ნას და აკე­თოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სკო­ლებ­ში რე­სურ­სის არ­ქო­ნა კი არ არის, მთა­ვა­რია, ვი­პო­ვოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბათ სი­მა­მა­ცე და ინი­ცი­ა­ტი­ვა, კლას­ში კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა და კვლე­ვე­ბი და­ნერ­გონ.

მას­წავ­ლე­ბელ­თა შერ­ჩე­ვა

რაც შე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვას, აქ­ცენ­ტი იმ აქ­ტი­ურ ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე გა­ვა­კე­თეთ, რო­მელ­თა მოს­წავ­ლე­ე­ბიც ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ცენ­ტ­რის ტრე­ნინ­გებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი, ქმნი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სებს და გაკ­ვე­თი­ლებს, ზო­გი­ერ­თი ცერ­ნ­შიც იყო… ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვით გვინ­და, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ფუ­ჭად შრო­მა — შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში შე­ი­ტა­ნოთ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და სხვა რე­სურ­სე­ბი, მაგ­რამ მა­თი ადეკ­ვა­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა არ მოხ­დეს. თუ ისევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჩი­ვი­ლი, რომ 45 წუ­თი საკ­მა­რი­სი არ არის, რომ მათ ისე­დაც უამ­რა­ვი სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და ეს კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს მათ საქ­მი­ა­ნო­ბას — ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თ­ვით არა­ფე­რი გა­მო­ვა. ამ ტი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ამოქ­მე­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად და­მა­ტე­ბით შრო­მას მო­ითხოვს მას­წავ­ლებ­ლის­გან, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია მხო­ლოდ ამ გზით თუ გა­იზ­რ­დე­ბა.

რა ეტაპ­ზეა პრო­ექ­ტი

თი­თო­ე­ულ სკო­ლა­ში ათ-ათ კომ­პი­უ­ტერ­ში ჩა­ი­წე­რა და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პროგ­რა­მა (რად­გან სა­ავ­ტო­როა, ის და­ცუ­ლია უნე­ბარ­თ­ვოდ გა­და­წე­რის­გან). რე­ა­ლუ­რად, თვი­თონ ავ­ტორ­მა და­ა­ინ­ს­ტა­ლი­რა პროგ­რა­მა სკო­ლებ­ში და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს პროგ­რა­მის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს.

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას პი­ლო­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თულ მას­წავ­ლებ­ლებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა/ტრე­ნინ­გიც ჩა­ა­ტა­რა, შე­იკ­რა რე­ა­ლუ­რი კვლე­ვის ხელ­საწყო­ე­ბის კომ­პ­ლექ­ტე­ბი და მას­წავ­ლებ­ლებ­მა წა­ი­ღეს სკო­ლებ­ში. ახ­ლა უნ­და გა­და­იდ­გას ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი — გა­დავ­დი­ვართ ეტაპ­ზე, რო­ცა მათ­თან ერ­თად უნ­და დავ­გეგ­მოთ თი­თო­ე­უ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი თუ სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებ­მა კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თილს უნ­და და­უ­კავ­ში­რონ. თუ ამ ტი­პის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­რე­მოს — შენს საკ­ლა­სო ოთახს არ მო­არ­გე, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. ამი­ტომ, პრო­ცე­სე­ბი კარ­გად და­სა­გეგ­მი და გა­სათ­ვ­ლე­ლია, ჩვენ ბო­ლომ­დე გავ­ყ­ვე­ბით და, ამა­ვე დროს, გავ­ზო­მავთ შე­დე­გებს. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ არ გვე­ცოდ­ინე­ბა ახ­ლა რა ეტაპ­ზეა მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე, შემ­დეგ ვერ გა­ვი­გებთ პროგ­რა­მით მიღ­წე­ულ შე­დე­გებს. ჯერ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ თვით­შე­ფა­სე­ბას და შემ­დეგ შე­ვა­ფა­სებთ ბავ­შ­ვე­ბის ცოდ­ნას, და­ვაკ­ვირ­დე­ბით გაკ­ვე­თილ­ზე.

რაც არ უნ­და მო­ვი­წო­ნოთ თა­ვი, რომ საქ­მე კარ­გად გვაქვს, ვი­ცით, რომ ასე არ არის. მად­ლო­ბა ღმერთს, კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კვლე­ვებს იმ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თაც ატა­რე­ბენ, რაც აქვთ, მაგ­რამ ამას ყვე­ლა ხომ ვერ ახერ­ხებს. ამი­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი დღე­ვან­დე­ლი კვლე­ვის უნა­რე­ბის გა­ზომ­ვაც და იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­ნახ­ვა, რომ ზუს­ტად ვი­ცო­დეთ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეთ.

„ჩხირ­კე­დე­ლა“ – კლუ­ბი, სა­დაც კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის მი­ნი-მო­დე­ლი იქ­მ­ნე­ბა

რე­ა­ლურ-ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გარ­და, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვა­არ­სეთ კლუ­ბი „ჩხირ­კე­დე­ლა“, რო­მელ­საც ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. რა არის კლუ­ბის იდეა? ბუ­ნებ­რი­ვია, ხვდე­ბით, რომ რე­ა­ლუ­რი კვლე­ვა 45 წუთ­ში ვერ დას­რულ­დე­ბა, ამი­ტომ სადღაც უნ­და გაჩ­ნ­დეს და­მა­ტე­ბი­თი სივ­რ­ცე, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას და უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ და, რაც მთა­ვა­რია, ისი­ნი არ იქ­ნე­ბი­ან დრო­ში შეზღუ­დუ­ლე­ბი ე.წ. „ცხრი­ლით“. ამი­ტომ სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, და­არ­ს­დე­ბა კლუ­ბე­ბი. თუ სკო­ლა თა­ნახ­მაა, ჩა­ერ­თოს პრო­ექ­ტ­ში, მა­შინ აუცი­ლებ­ლად უნ­და შექ­მ­ნას კლუ­ბიც, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი, უკ­ვე სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით, ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან პრო­ცე­სებ­ში. პირ­ველ მი­მარ­თუ­ლე­ბად ფი­ზი­კა ავირ­ჩი­ეთ, თუმ­ცა, ახ­ლა უკ­ვე ვე­ცა­დეთ, ბი­ო­ლო­გი­აც ჩავ­რ­თოთ. მა­გა­ლი­თად, ჰიდ­რო­პო­ნი­კას ავაწყობთ, ბავ­შ­ვე­ბი მცე­ნა­რე­ე­ბის გაზ­რ­დას ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ეც­დე­ბი­ან. ამის მი­ნი-მო­დე­ლი შევ­ქ­მე­ნით, რად­გან ჰიდ­რო­პო­ნი­კამ მო­ი­კი­და ფე­ხი ჩვენს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში.

რო­გორც გითხა­რით, „ჩხირ­კე­დე­ლა­ში“ ბავ­შ­ვი დრო­ით აღარ იქ­ნე­ბა შეზღუ­დუ­ლი და გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, კონ­ცეფ­ცი­ებ­სა თუ პრინ­ცი­პებს აქ უკ­ვე ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­ფარ­თო­ებს. იმე­დია, რო­დე­საც ბავ­შ­ვი ხე­ლით გა­ა­კე­თებს, ააწყობს რო­ბო­ტებს, სენ­სო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით „ჭკვი­ან ყუ­თებს“ და ა.შ., გა­ცი­ლე­ბით კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს პრო­ცე­სებს, ვიდ­რე თე­ო­რი­უ­ლად მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დროს.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ მომ­ზა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ ტრე­ნინ­გე­ბით ამის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, ტი­პუ­რი ტრე­ნინ­გი ამის­თ­ვი­საც არ გა­მოდ­გე­ბა. კლუბ­ში ჩვენ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ მო­დე­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ნარ­ჩენ სკო­ლებს გა­მო­ად­გე­ბათ. სა­ხე­ლოს­ნო­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­ზე სკო­ლი­დან ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­დის, თა­ვის სამ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, შემ­დეგ ისი­ნი ად­გილ­ზე ჩა­ი­ტა­ნენ აქ მი­ღე­ბულ პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას. მი­ზა­ნიც ეს არის — გახ­დ­ნენ ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი და აიყო­ლი­ონ სხვე­ბიც. გა­იხ­სე­ნეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ ტრე­ნინ­გ­ზე უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე, მაგ­რამ ეს კლას­ში არ გა­მო­მი­ვი­და — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას ვერ იტყ­ვის, რად­გან აქ, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ზუს­ტად იმას აკე­თებს, რაც გა­მოს­დით. ეს კი ნიშ­ნავს — თუ აქ გა­მოს­დის, ე.ი. გა­მო­უ­ვა კლას­შიც. თუ რა­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბათ, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კითხს აუცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, კლა­სი-ლა­ბო­რა­ტო­რიაა, სა­დაც პა­რა­ლე­ლუ­რად ოთხი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, ერთ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ზე, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, მომ­ზად­დე­ბა ოთხი მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად (ჯამ­ში 12 ბავ­შ­ვი). რა თქმა უნ­და, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გებ­საც. თუმ­ცა, „ჩხირ­კე­დე­ლას“ მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი მა­ინც უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია — მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად ახ­დენს ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვას სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აქ მო­სუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ იტყ­ვის, ტრე­ნინ­გ­ზე რაც ვის­წავ­ლე, საკ­ლა­სო ოთახ­ში აღარ გა­მო­მი­ვი­დაო, „ჩხირ­კე­დე­ლას“ მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცი­აც ეს არის.

ტურ­ნი­რი-თა­მა­შე­ბი „ჩხირ­კე­დე­ლა“

მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც პრო­ექტს შეკ­რავს, იქ­ნე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ტურ­ნი­რი/გუნ­დუ­რი შე­ჯიბ­რი STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში (ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია), რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, კვლე­ვებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და ინ­ჟი­ნე­რი­ის სფე­რო­საც მო­ი­ცავს. ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

თა­მა­შებ­საც „ჩხირ­კე­დე­ლა“ ერ­ქ­მე­ვა. პირ­ვე­ლი რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე გა­მო­ვაცხა­დეთ. რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბა­ზო და უფ­რო­სი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან 3-5 მოს­წავ­ლი­ან ჯგუ­ფებს შექ­მ­ნი­ან. შე­იძ­ლე­ბა ერ­თი სკო­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­მაც მი­ი­ღოს თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. და­საშ­ვე­ბია, გუნ­დ­ში იყოს სხვა სკო­ლის მოს­წავ­ლეც, შე­მად­გენ­ლო­ბა უც­ვ­ლე­ლია მხო­ლოდ ტურ­ნი­რის ბო­ლო ეტაპ­ზე, ამო­ცა­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გუნდს უცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბა კა­პი­ტა­ნი — გუნ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი (მოქ­მე­დი პე­და­გო­გი).

„ჩხირ­კე­და­ლა“ იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის ტურ­ნირი, რად­გან მო­ნა­წი­ლე­ებს წი­ნას­წარ გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბათ კვლე­ვი­თი ამო­ცა­ნე­ბი (რომ­ლე­ბიც უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი გვაქვს). ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, ჩვე­უ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით (ერ­თი ან ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფურ­ცელ­ზე ამოხ­ს­ნის ნაც­ვ­ლად), თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ, სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ფი­ზი­კის, ბი­ოლო­გი­ი­სა და ქი­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან მათ შე­უძ­ლი­ათ წმინ­და საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის შექ­მ­ნა ან სა­მი­ვე საგ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

ტურ­ნი­რი ორ ეტა­პად ჩა­ტარ­დე­ბა: და­უს­წ­რე­ბე­ლი და დას­წ­რე­ბუ­ლი. და­უს­წ­რე­ბე­ლი ტუ­რის მი­ზა­ნია გუნ­დე­ბის შე­ფა­სე­ბა და შერ­ჩე­ვა დას­წ­რე­ბუ­ლი ტუ­რე­ბის­თ­ვის.

წი­ნას­წარ გაგ­ზავ­ნი­ლი 8 კვლე­ვი­თი ამო­ცა­ნი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, არა­ნაკ­ლებ, 5 კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა და წარ­სად­გე­ნად მომ­ზა­დე­ბა.

საკ­ვ­ლე­ვი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას მოს­წავ­ლე­ებ­მა სხვა­დას­ხ­ვა უნარ-ჩვე­ვა უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნონ: ამო­ცა­ნის­თ­ვის სა­ჭი­რო თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის შეს­წავ­ლა; მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა; ექ­ს­პე­რი­მენ­ტის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა და ანა­ლი­ზი; ლო­გი­კუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა; დას­კ­ვ­ნე­ბის თვალ­სა­ჩი­ნოდ წარ­მო­სად­გე­ნად მომ­ზა­დე­ბა და წარ­მოდ­გე­ნა; დრო­ში რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა; მეც­ნი­ე­რუ­ლი დის­კუ­სი­ის წარ­მარ­თ­ვა; ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნის სა­კუ­თა­რი ვერ­სი­ის დაც­ვა; სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში, კვლე­ვი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ვუწყობთ ხელს.

დას­წ­რე­ბუ­ლი ტუ­რი, მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე შე­სარ­ჩევ ეტაპს მო­ი­ცავ­დეს. შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ში გუნ­დე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი პრინ­ცი­პით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. ორ­დღი­ა­ნი სა­ფი­ნა­ლო ეტა­პის ჩა­ტა­რე­ბა, სა­შო­ბა­ოდ, თბი­ლის­ში იგეგ­მე­ბა. ვეც­დე­ბით, თა­მა­შე­ბი სე­მეს­ტ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბად ვაქ­ცი­ოთ, რომ კლუ­ბე­ბის წევ­რ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სე­მეს­ტ­რუ­ლად შე­ა­ჯა­მონ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ვფიქ­რობ, ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ისიც არის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და ჩა­ვი­წე­როთ და   შემ­დეგ ვი­დე­ო­მა­სა­ლა იუთუბ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნილ არ­ხ­ზე ავ­ტ­ვირ­თოთ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც თა­ნა­ტო­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ამა­საც ბავ­შ­ვე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ. ზო­გა­დად „ჩხირ­კე­დე­ლას“ კონ­ცეფ­ცი­აც ეს არის — გვერ­დ­ზე გა­ვი­წი­ოთ, რომ ბავ­შ­ვებ­მა წინ წა­მო­ი­წი­ონ, თვი­თონ იჩხირ­კე­დე­ლა­ონ. ჩვენს მი­ნი-ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შიც ასე ხდე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ძი­რი­თა­დად, ოთახ­ში მოძ­რა­ობს, ბავ­შ­ვებს აკ­ვირ­დე­ბა, კვლე­ვებს კი ისი­ნი აწარ­მო­ე­ბენ. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვან, მაგ­რამ რად­გან პრო­ცე­სის მთა­ვა­რი აქ­ტო­რე­ბი თა­ვად არი­ან, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბიც თვი­თონ უნ­და იპო­ვონ, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით. მერ­წ­მუ­ნეთ, კე­თე­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტს ის­წავ­ლი­ან, ვიდ­რე მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ გაკ­ვე­თილ­ზე, პა­რაგ­რა­ფი­დან პა­რაგ­რა­ფამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუთხ­ვით.

სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ

სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხავთ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ან არ გან­ვი­თარ­დე­ბა ეს უნა­რე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სად გაჩ­ნ­დე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, რა უფ­რო კარ­გად იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. პროგ­რა­მა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ტერ­ვენ­ციაა და შე­ვეც­დე­ბით, ერთი წლის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ეს სა­სარ­გებ­ლო პრო­ცე­სია და ამ ტი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბა­ში თან­ხის ჩა­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბის­თ­ვის.

პროგ­რა­მა, პირ­ველ რიგ­ში, იქ­ნე­ბა გა­მოც­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჩი­ვი­ლი „ბავ­შ­ვებს არ აინ­ტე­რე­სებთ“ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ   და­ვიწყე­ბას მი­ე­ცეს. ერ­თია ფი­ზი­კის ტრე­ნინ­გ­ზე მო­ის­მი­ნო ეს ყვე­ლა­ფე­რი და მე­ო­რეა შენს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად აკე­თო. აქ, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად მო­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბას სხვა სკო­ლებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­ზო­ბე­ლი სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა, იგი­ვე გა­ი­მე­ო­როს სა­კუ­თარ საკ­ლა­სო ოთახ­ში. იმე­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებს ტალ­ღა­სა­ვით გა­და­უვ­ლის.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე  

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები