24 ნოემბერი, კვირა, 2024

რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მი­იღ­წე­ვა

spot_img

 

ირაკ­ლი სი­ლა­გა­ძე

ქა­ლაქ ცა­გე­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

 

 

🔸🔸 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ტი­პუ­რი დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, „რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია სა­მი­ნის­ტ­როს პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა“. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი, დე­ბუ­ლე­ბი­თა და წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი.

ამა­ვე დროს, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლი იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნა­დაც ის, პირ­ველ რიგ­ში, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და ზუს­ტი ინ­ფორ­მი­რე­ბა რე­ფორ­მის ირ­გ­ვ­ლივ, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის­თ­ვის, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, საწყის ეტაპ­ზე­ვე, რე­ფორ­მის შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­საზღ­ვ­როს რე­ფორ­მის ძლი­ე­რი თუ სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. ამა­ვე დროს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი არა მარ­ტო ინ­ფორ­მი­რე­ბა­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს, არა­მედ, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, სკო­ლებ­თან ერ­თად, უშუ­ა­ლოდ არის ჩარ­თუ­ლი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად,

რო­ცა სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ნი­ტო­რინგს ვუ­წევთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც. ეს კი სკო­ლებ­თან ერ­თად თა­ნა­ბა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას ნიშ­ნავს და მხარ­და­ჭე­რის რე­ა­ლუ­რი სა­ხეც ეს არის.

🔸🔸 ის, რაც დე­ბუ­ლე­ბი­თა და მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­ეც­ნოს. ამა­ვე დროს, შექ­მ­ნი­ლი აუცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახა­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბიც დროდადრო გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. აქ, პირ­ველ რიგ­ში, პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბებს ვგუ­ლის­ხ­მობ: უწყ­ვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მი­ნის­ტ­როს სსიპ-ების მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სხვა სა­ჭი­რო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის სკო­ლე­ბის­თ­ვის მი­წო­დე­ბა, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვუ­წევთ სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა­სა და დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ჯან­დაც­ვის ად­გი­ლობ­რივ სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, დრო­ე­ბით, სკო­ლე­ბი სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დაგ­ვ­ყავს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ დამ­დ­გა­რა.

ასე­ვე, ცალ­კე მინ­და გა­მოვ­ყო „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ნა­წი­ლია და ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­სი იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც 2024 წელს უნ­და დას­რულ­დეს. აქ, რე­სურს­ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა.

სკო­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზეც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­შუ­ა­მავ­ლო რგოლს წარ­მო­ად­გენს.

🔸🔸 შე­ვეც­დე­ბი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხებ­ზე ვი­სა­უბ­რო და არა ში­და­სამ­სა­ხუ­რებ­რივ ფაქ­ტო­რებ­ზე. სა­ჯა­რო თუ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მუდ­მი­ვად იჩენს თავს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რაც, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ნა­წი­ლია და ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. რო­ცა ხე­ლის შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რებ­ზე ვსა­უბ­რობთ, პირ­ველ რიგ­ში, გვერდს ვერ ავუვ­ლით, კო­ვიდ პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვი­სათ­ვის, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას, რა­მაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­ა­ფერ­ხა ან გა­და­ა­ვა­და პან­დე­მი­ამ­დე და­გეგ­მი­ლი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტორ­მა აუცი­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა და კონ­კ­რე­ტუ­ლად, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლით“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ (მათ შო­რის დის­ტან­ცი­ურ) ფორ­მატ­ში წარ­მარ­თუ­ლი­ყო, რა­მაც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი წარ­მოშ­ვა, ვი­ნა­ი­დან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი ნა­წი­ლის­თ­ვის, გა­მოც­დი­ლე­ბის დო­ნე­ზე მა­ინც, უცხო იყო აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა. ამას თან ერ­თ­ვო­და ხში­რი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში. მაგ.: არას­ტა­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი, და­ბა­ლი სიხ­ში­რის გა­მო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მებ­ზე წვდო­მის ნაკ­ლე­ბო­ბა, კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი და სხვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შემ­სუ­ბუქ­და პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში და­ვუბ­რუნ­დეთ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ახ­ლა კი, რა­ხან ძი­რი­თა­დად გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე ვსა­უბ­რობთ და ამა­ვე დროს, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი ფარ­თო გარ­ჩე­ვის საგ­ნად არის ქცე­უ­ლი, ჩემს მოკ­რ­ძა­ლე­ბულ აზ­რ­საც მო­გახ­სე­ნებთ — მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კითხს. პირ­ველ რიგ­ში, ასე­თი მიდ­გო­მა თავ­ში­ვე გა­მო­ავ­ლენს სკო­ლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, არ­სე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ზე­ზებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს პრო­ცე­სი ახ­ლა­ხან და­იწყო და კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა — სკო­ლებ­სა და პე­და­გო­გებს შო­რის, „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მზა­ო­ბე­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის მი­მართ, კონ­კ­რე­ტუ­ლი ერ­თი სკო­ლის შიგ­ნი­თაც, პე­და­გო­გებს შო­რის, არა­თა­ნა­ბა­რია რო­გორც მზა­ო­ბის, ისე მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­კითხი. ამან ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა არა­საკ­მა­რი­სია სი­ახ­ლი­სად­მი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შექ­მ­ნის თვალ­საზ­რი­სით. პი­როვ­ნე­ბის მხრი­დან, მო­ტი­ვა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბით მხო­ლოდ მე­ქა­ნი­კურ და არა ში­ნა­არ­სი­ან მზა­ო­ბას ვი­ღებთ. ამ მხრივ, ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ პრო­ცესს გუ­ლის­ხ­მობს.

🔸🔸 დღეს ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ სა­ჭი­როა ან აუცი­ლე­ბე­ლია კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. ამა­ვე დროს, კონ­კუ­რენ­ცია პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით აღიქ­მე­ბა, რო­გორც შე­ჯიბ­რი, რაც არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს მის მი­მართ: ზო­გის­თ­ვის მო­ნო­პო­ლის­ტუ­რი იდე­ე­ბის (სურ­ვი­ლე­ბის) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, ზო­გის­თ­ვის — თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ბრძო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ზო­გი კი, ამ ორ შო­რის, რა­ღაც შუ­ა­ლე­დურ პო­ზი­ცი­ას ირ­ჩევს და შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებს. არა­და, ცხა­დია,

რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სი მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მი­იღ­წე­ვა და ეს თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ახ­ლის შეც­ნო­ბის­კენ სწრაფ­ვით უნ­და ხა­სი­ათ­დე­ბო­დეს და არა სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზი­დან კონ­კუ­რენ­ტის ჩა­მო­შო­რე­ბის სურ­ვი­ლით, ან უკ­ვე გა­მოც­დი­ლი ქმე­დე­ბის (თუნ­დაც წარ­მა­ტე­ბუ­ლის) გად­მო­კო­პი­რე­ბით.

სი­ახ­ლის გაც­ნო­ბა ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჩაბ­მის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რაც, პირ­ველ რიგ­ში, სხვა­თა გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­სა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის გა­ზი­ა­რე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. თა­ვის მხრივ, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე მუდ­მი­ვი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­სურ­ვებ­დი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხრი­დან, ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის ფონ­ზე, სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი ში­­ნაარ­სობ­რივ-ანა­ლი­ტი­კურ მიდ­გო­მას და არა მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

🔸🔸 რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, თა­ვის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აგ­რო­ვებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ და ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვას. ასე­ვე, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ მას­წავ­ლებ­ლებს რო­გორც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ისე მათ­თ­ვის სა­მუ­შაო სივ­რ­ცის შექ­მ­ნის მხრი­ვაც; ცა­გე­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში შევ­ქ­მე­ნით ღია სა­მუ­შაო გა­რე­მო, რომ­ლი­თაც, რო­გორც ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით, ისე და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში მოღ­ვა­წე არა­ერ­თი პი­რი სარ­გებ­ლობს.

🔸🔸 ისე­ვე რო­გორც სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მთა­ში, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტის სიმ­ცი­რე ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა: ჩვენს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 25 სა­ჯა­რო და 1 კერ­ძო სკო­ლა (გიმ­ნა­ზია), ჯამ­ში, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 850-ს არ აღე­მა­ტე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი სკო­ლე­ბიც გვაქვს, რომ­ლებ­შიც წლე­ბია მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10-ს ვერ ას­ც­და. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, ასე­თი სკო­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მუდ­მივ საზ­რუ­ნა­ვად იქ­ცა.

ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ვა­კე­თებთ იმი­სათ­ვის, რომ ცო­ტა­თი მა­ინც შე­ვა­ჩე­როთ კონ­ტინ­გენ­ტის კლე­ბა, რაც უპირ­ვე­ლე­სად მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მიგ­რა­ცი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, წი­ნა პლან­ზე წა­მოვ­წი­ეთ ყვე­ლა­ზე მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. შე­დე­გად, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ასე­თი სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე, აშენ­და ორი ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა და ერთს სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და; ამ ეტაპ­ზე კი­დევ ერთი ახა­ლი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა.

ასე­ვე, ვცდი­ლობთ, მო­ვი­ზი­დოთ ახალ­გაზ­რ­და, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი. ყო­ვე­ლი­ვე ამით კი, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სულ მცი­რე­დით მა­ინც შევ­ქ­მ­ნათ იმის რწმე­ნა, რომ მათ შვი­ლებს მა­თი­ვე თემ­ში არ­სე­ბულ სკო­ლა­ში შე­უძ­ლი­ათ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. მცი­რე­დით-თქო ვამ­ბობ, რად­გან, ცხა­დია, ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მის და­დე­ბი­თად გა­დაჭ­რას მას­შ­ტა­ბუ­რი და სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პ­ლექ­სუ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, სა­თე­მო ცხოვ­რე­ბა ნამ­დ­ვილ სი­ცოცხ­ლეს და­იბ­რუ­ნებს და სკო­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მაც აღარ იქ­ნე­ბა. აქ­ვე, ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა იმა­საც, რომ სა­მი­ნის­ტ­როს დღე­ვან­დე­ლი მიდ­გო­მა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თუნ­დაც ერ­თ­მოს­წავ­ლი­ა­ნი სკო­ლე­ბიც, სა­მო­მავ­ლოდ, თემ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს ქმნის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები