✔? 1 მარტიდან საჯარო და კერძო ბაღები საქმიანობას სრულად აღადგენენ.
⇒ ორ კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20% გაივლის სავალდებულო ტესტირებას, როგორც სკოლებშია.
✔? უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში შეზღუდვების მოხსნა ორ ეტაპად იყოფა:
⇒ 1 მარტიდან, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე, გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღებენ.
⇒ შემდგომი ეტაპი – საქმიანობის სრულად აღდგენა. მათ უფლებამოსილება ენიჭებათ, რომ აკადემიური პროცესის დანაჩენი ნაწილი, ანუ ლექციები 15 მარტიდან განაახლონ. ესეც ნებაყოფლობითია და გადაწყვეტილებას, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიიღებენ უნივერსიტეტები და კოლეჯები.
✔? რაც შეეხება სასკოლო წრეებს, პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს.
✔?მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობა 1 მარტს აღდგება, სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით.
✔? რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებსა და პროფესიულ ანსამბლებს, აქაც პროცესი ორ ეტაპადაა გაყოფილი:
⇒ პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს, დაიწყება 15 მარტიდან.
⇒ ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც გულისხმობს თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს, მაყურებლების დასწრებით, ეს პროცესი 1 აპრილიდან იგეგმება.