4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

„რა ქუ­ლა მი­ი­ღე“ თუ  „რა ის­წავ­ლე­თი“ ჩა­ნაც­ვ­ლ­დე­ბა, ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა

spot_img

♦ მამუკა იმნაიშვილი – ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო ლი­დე­რია, რო­მე­ლიც ზრუ­ნავს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ასე­ვე, მას ჯგუფ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის უნა­რი უნ­და ჰქონ­დეს, შექ­მ­ნას კულ­ტუ­რა სკო­ლა­ში, რომ მოს­წავ­ლე კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­მე­ლიც დღეს სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის (ვგუ­ლის­ხ­მობ მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მშობ­ლებს — ასე აღ­ვიქ­ვი სიტყ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა) სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის და მი­სა­ბა­ძი ქცე­ვის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი უნ­და იყოს. სკო­ლის ლი­დე­რი მხო­ლოდ მოთხოვ­ნით კი არა, მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბით უნ­და გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ღა­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, პე­და­გო­გი­კი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­კითხე­ბის კარგ ფლო­ბას მო­ი­ცავს.

ხა­რის­ხის მარ­თ­ვა სკო­ლა­ში სკო­ლა­ში ხა­რისხს გან­საზღ­ვ­რავს:

⇒  პირ­ვე­ლი — კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გი, რო­მელ­საც აქვს მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, რომ მუდ­მი­ვად გან­ვი­თარ­დეს, იყოს სი­ახ­ლე­ე­ბის მიმ­ღე­ბი და გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი;

⇒ მე­ო­რე — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი;

⇒  მე­სა­მე — სკო­ლა­სა და კლას­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­მა­ტი, რო­მე­ლიც ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით კულ­ტუ­რა­ზე იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი.

ხა­რის­ხის მარ­თ­ვა წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სას­კო­ლო გუნ­დის მი­ერ, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ჯგუ­ფის­გან, კა­თედ­რის წევ­რე­ბი­სა და სკო­ლის დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან. ვფიქ­რობ, რთუ­ლია ხა­რის­ხის მარ­თ­ვა და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, მაგ­რამ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი საქ­მის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დი­რექ­ტო­რის მხრი­დან, საქ­მის კე­თე­ბის და­ნახ­ვა და შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აღი­ა­რე­ბა უდი­დე­სი ძა­ლაა და მო­ტი­ვა­ცია, და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

რამ­დე­ნად აისა­ხე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის სას­წავ­ლო მო­დე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზე

მო­ზარ­დ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ში სკო­ლას უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უკა­ვია. გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში ცხოვ­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს ივი­თა­რებს, რო­გო­რიც არის: სა­კუ­თა­რი თა­ვის შეს­წავ­ლა და ქცე­ვე­ბის მარ­თ­ვა, თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ეს უნა­რე­ბი ეხ­მა­რე­ბა მას, იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი რო­გორც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე სკო­ლის შემ­დე­გაც. სწავ­ლის დროს, ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გი უფ­რო მა­ღა­ლია. ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მე­ვენ თავს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით კლუ­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­დეგ­ზეც აისა­ხე­ბა.

რო­გორ უნ­და შე­იც­ვა­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მა

მოს­წავ­ლემ რომ ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს გას­ცეს პა­სუ­ხი, მი­სი უნა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა სა­ჭი­რო, იმ უნა­რე­ბის, რაც მას პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა და სა­ჭი­რო დროს სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს. დღეს, ძი­რი­თა­დად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ მხო­ლოდ მოს­წავ­ლის მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე. ბევ­რად მე­ტია საგ­ნე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით — სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე. რა­ტომ­ღაც გვგო­ნია, რომ სა­გან­ში რაც მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბა მოს­წავ­ლეს, უფ­რო მე­ტი მიღ­წე­ვა ექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რო­გო­რი ხა­რის­ხით ვას­წავ­ლით და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ის ნას­წავლს.

სა­სურ­ვე­ლია, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, არ­ჩე­ვი­თი იყოს საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის­თ­ვის. ბავშვს მე­ტი დრო უნ­და დარ­ჩეს ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის­თ­ვის. დღეს ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია — „რა ქუ­ლა მი­ი­ღე“, მაგ­რამ თუ ეს ჩა­ნაც­ვ­ლ­დე­ბა „რა ის­წავ­ლე­თი“, ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

ახა­ლი სტან­დარ­ტის ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

სტან­დარ­ტი აძ­ლევს სკო­ლის დი­რექ­ტორს იმის წარ­მოდ­გე­ნის წი­ნა­პი­რო­ბას, რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს სკო­ლა­ში. ახა­ლი სტან­დარ­ტით, პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა მოს­წავ­ლის ჰარ­მო­ნი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, სკო­ლის ლი­დე­რის მიერ პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვით.

გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის რო­ლი

სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა იმ­დე­ნად დიდ რე­სურსს მო­ითხოვს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა მარ­ტომ აკე­თოს საქ­მე, თუ კარ­გი გუნ­დი არ ჰყავს (მე პი­რა­დად, ამ მხრივ, გა­მი­მარ­თ­ლა). თუ დი­რექ­ტორს გუნ­დი არ ჰყავს( თა­ვი­სი იდე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის), ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. არ მიყ­ვარს სიტყ­ვა „ჩე­მი სკო­ლა“ ან „მე გა­ვა­კე­თე“. ხში­რად ვი­ყე­ნებ სიტყ­ვას „ჩვენ“ — ამა­ში ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ც­და ჩანს, რაც გუნდს მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას უზ­რ­დის. დი­რექ­ტორ­მა უნ­და იცო­დეს, გუნ­დ­ში ვის რა „ტვირ­თის“ ტა­რე­ბა შე­უძ­ლია, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ის მო­ტი­ვა­ცი­ას კარ­გავს. ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გეტყ­ვით, რომ არა­სო­დეს მი­მი­ღია სკო­ლა­ში ახა­ლი კად­რი ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბით ან ვი­ღა­ცის ხათ­რით, ასე­თე­ბი თით­ქ­მის არ ამარ­თ­ლე­ბენ იმედს და ცუდ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად რჩე­ბი­ან სკო­ლის­თ­ვის. ჯო­ბია, ჩემ­თან ერ­თად, სკო­ლის კომ­პე­ტენ­ტურ­მა გუნ­დ­მა მი­ი­ღოს ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტილება და გა­ი­ზი­ა­რონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ახა­ლი კად­რის „გაზ­რ­და­ში“. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა და სიძ­ლი­ე­რე გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა მარ­ტო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლა­ში

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ვცდი­ლობ, სი­ახ­ლის ცენ­ტ­რ­ში ვი­ყო, რაც სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში — იქ­ნე­ბა ეს ტრე­ნინ­გე­ბი, ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სი თუ სხვ. თქვე­ნი გა­ზე­თი ხომ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სია, სა­ი­და­ნაც ბევ­რი რამ შე­უძ­ლია გა­ი­გოს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, ჩე­მი ჩათ­ვ­ლით.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი

⇒ სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად მი­საღ­წე­ვი და დრო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა, არა ისე­თი, მხო­ლოდ ქა­ღალ­დ­ზე რომ წე­რია ლა­მა­ზად;

⇒ მშობ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, რად­გან მოს­წავ­ლემ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ მას­ზე ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვად ზრუ­ნავს;

⇒ უსაფ­რ­თხო და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო; მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მშვი­დი, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი კვე­ბით და რე­სურ­სე­ბით;

⇒ თა­ნამ­შ­რო­მელ­თა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­ულ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

რა ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს

რო­დე­საც სას­წავ­ლო წე­ლი მთავ­რ­დე­ბო­და, IX კლასს ვთხო­ვე, წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ — „მე, რომ დი­რექ­ტო­რი ვი­ყო…“ თით­ქ­მის ყვე­ლა მოს­წავ­ლემ დი­რექ­ტო­რის­გან მო­ითხო­ვა სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი და მო­ე­და­ნი (რაც სა­ერ­თოდ არ აქვს სკო­ლას), ერ­თ­ჯე­რა­დი კვე­ბა, მე­ტი გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი სკო­ლის სივ­რ­ცის მიღ­მა და ა.შ. აი, ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თ­ვის მჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა. მოს­წავ­ლეს შე­უ­სა­ბა­მო მო­ე­დან­ზე არ უნ­და უტარ­დე­ბო­დეს სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, არ უნ­და ში­ო­დეს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია მარ­ტო სკო­ლის მერ­ხ­თან არ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს. სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გყავ­დეს ბედ­ნი­ე­რი მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც შენ­თან ატა­რებს მი­სი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო 12 წელს, ეს არის ყვე­ლა­ზე დი­დი ხელ­შეწყო­ბა.

რო­გორ უნ­და შე­არ­ჩი­ოს სკო­ლამ დი­რექ­ტო­რი

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და ფლობ­დეს იმ უნა­რებს, რაც სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყობს ხელს. დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვა­ში თა­ვად სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი უნ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ეს ფუნ­ქ­ცია სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს აქვს აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვანს, ჯობს ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა გა­მო­ხა­ტოს ნე­ბა. მაგ­რამ, თუ დი­რექ­ტო­რი და­კის­რე­ბულ საქ­მეს სრულ­ყო­ფი­ლად და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვერ წარ­მარ­თავს, უნ­და გა­და­ირ­ჩი­ონ. ასე სკო­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბაც გა­იზ­რ­დე­ბა.

P.S. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას, ვფიქ­რობ, დრო­უ­ლია. სა­მი­ნის­ტ­რო უნ­და და­ეხ­მა­როს სკო­ლას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­ფარ­ვა­ში, რომ­ლის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის/გაგ­რ­ძე­ლე­ბის გა­რან­ტი თა­ვად დი­რექ­ტო­რი უნ­და იყოს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები