27 ივლისი, შაბათი, 2024

რა უშ­ლის ხელს სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვას სკო­ლებ­ში

spot_img

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

 

გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მიზ­ნად ისა­ხავს ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნას ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­კუ­მენ­ტ­ში ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის, მა­თი მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, დი­რექ­ცი­ი­სა თუ გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გა­ნა­პი­რო­ბებს ძი­რი­თად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­ზან­თა მიღ­წე­ვას. არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მა­გა­ლი­თი გვარ­წ­მუ­ნებს, რომ სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფი­სათ­ვის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა.

პე­და­გო­გი­კა­ში ტერ­მი­ნი რე­მე­დი­ა­ცია მო­ი­აზ­რებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პროგ­რა­მას. რო­გორც წე­სი, რე­მე­დი­ა­ცია სა­ჭი­რო ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა მოს­წავ­ლეს გა­მო­აჩ­ნ­დე­ბა ათ­ვი­სე­ბის უნა­რის დე­ფი­ცი­ტი, რო­ცა იგი ვერ ას­რუ­ლებს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს. რე­მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი გუ­ლის­ხ­მობს და­მა­ტე­ბით მხარ­და­ჭე­რას მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც სტან­დარ­ტუ­ლი საკ­ლა­სო რე­ჟი­მით მუ­შა­ო­ბი­სას ვერ შე­ის­წავ­ლეს ძი­რი­თა­დი საგ­ნობ­რი­ვი ცნე­ბე­ბი და ვერ გა­ნი­ვი­თა­რეს სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ დო­ნე­ზე.

სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვი­სთ­ვის სა­ჭი­როა:

♦ რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თავ მოს­წავ­ლე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა (მა­თი­ვე დე­ფი­ცი­ტუ­რი უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნით);

♦ სა­მუ­შაო ფორ­მა­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა (გაკ­ვე­თილ­ში ჩა­შე­ნე­ბით, გაკ­ვე­თი­ლი­სა­გან მოწყ­ვე­ტით ან და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლის სა­ხით);

♦ სა­რე­მე­დი­ა­ციო სივ­რ­ცის მოწყო­ბა, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა;

♦ მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

♦ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზი, პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი;

♦ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მხა­რე­ებ­თან (ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ოჯა­ხი, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი) კო­მუ­ნი­კა­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მით მუ­შა­ო­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა რო­გორც სსსმ მოს­წავ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით სწავ­ლე­ბი­სა­გან, ისე დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სა­გან. რე­მე­დი­ა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს შე­ექ­ნას, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­სა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის დო­ნი­სა თუ მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბის უნა­რი­სა. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩა­მორ­ჩე­ნის მი­ზე­ზი კი მრა­ვალ­გ­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ავად­მ­ყო­ფო­ბა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დით (ან ხში­რად) სკო­ლის გაც­დე­ნა, არა­ხელ­საყ­რე­ლი ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო კლას­ში და სხვ.

და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში საკ­მა­ოდ დი­დი ხა­ნია შე­მუ­შავ­და და წარ­მა­ტე­ბი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­მე­დი­ა­ცი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი. რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? რამ­დე­ნად კვა­ლიფი­ცი­ურ­ნი არი­ან პე­და­გო­გე­ბი რე­მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის? აქვთ თუ არა მათ სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა სკო­ლის დი­რექ­ცი­ი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა­გან? რას გვთა­ვა­ზობს სა­ხელ­მ­წი­ფო სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის? ჩვე­ნი წე­რი­ლის მი­ზა­ნია ვუ­პა­სუ­ხოთ მო­ცე­მულ შე­კითხ­ვებს და მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ვუქ­მ­ნათ მკითხ­ველს ქარ­თულ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის დო­ნის შე­სა­ხებ.

ბო­ლო წლებ­ში არა­ერ­თი სკო­ლა იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სის ფორ­მა­ლი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ თვალ­საზ­რი­სით, ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო — USAID. USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვას, რე­მე­დი­ა­ცია კი ამ პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად, სპე­ცი­ა­ლურ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე, სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ ცოდ­ნას იძე­ნენ, პრაქ­ტი­კულ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ და შემ­დეგ ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას. სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ მო­ამ­ზა­და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის“ პრო­ექ­ტი, რომ­ლის გზამ­კ­ვ­ლევ­შიც ვკითხუ­ლობთ, რომ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის პი­ლო­ტი­რე­ბამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა: მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რე­მე­დი­ა­ცი­ის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი სწრა­ფად ეწე­ვი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს, აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას სა­გან­ში, რაც, თა­ვის მხრივ, მთე­ლი კლა­სის წინ­ს­ვ­ლა­საც უწყობს ხელს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თულ სკო­ლა­ში სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვა ჯერ კი­დევ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხია და კვლავ არ­სე­ბობს არა­ერ­თი ხე­ლის ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი.

პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ პან­დე­მია და არა­სა­სურ­ვე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა მსოფ­ლი­ო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზეც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აისა­ხა. იუნეს­კოს გლო­ბა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­შით, 800 მი­ლი­ო­ნამ­დე მოს­წავ­ლეს შე­ექ­მ­ნა პრობ­ლე­მა გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე, სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ რე­ჟი­მის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­ს­თა უქონ­ლო­ბის გა­მო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ მეტ-ნაკ­ლე­ბად უპა­სუ­ხა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვას: დრო­უ­ლად აირ­ჩია ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა; ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­რე­გის­ტ­რი­რა აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბი; შე­იქ­მ­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, გა­სა­ჯა­როვ­და სას­წავ­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში მას­წავ­ლებ­ლებს ჩა­უ­ტარ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბიც, რომ­ლე­ბიც ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პან­დე­მი­ამ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მოკ­ვე­თა სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბაც და ამ პრო­ცე­სი­სათ­ვის ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბიც.

სას­წავ­ლო ფორ­მა­ტის ხშირ­მა ცვლი­ლე­ბამ ქა­ო­სი შე­ი­ტა­ნა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. მოს­წავ­ლე­ებს, ყო­ველ სას­წავ­ლო კვი­რას, ეძ­ლე­ვათ საშუალება, აირ­ჩი­ონ სწავ­ლე­ბის სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა­ტი: დის­ტან­ცი­უ­რი ან პი­რის­პირ დას­წ­რე­ბი­თი. მას­წავ­ლე­ბე­ლი, მთე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყ­ვე­ტად მუ­შა­ობს კლას­თან პი­რის­პირ, ხო­ლო ცალ­კე­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად ეთი­შე­ბი­ან ამ პრო­ცესს (ზო­გი­ერ­თი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვა­დაც). ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში სა­მუ­შაო საგ­ნობ­რი­ვი სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი დას­წ­რე­ბი­თი სწავ­ლე­ბის­გან მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ამის გა­მო, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სუ­ლი და შემ­დეგ უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან სას­წავ­ლო მა­სა­ლას. ამა თუ იმ მოს­წავ­ლის მი­ერ სას­წავ­ლო ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბას კი იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი აქვს, რომ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თავ მოს­წავ­ლე­თა დე­ფი­ცი­ტუ­რი უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. სა­ყუ­რადღე­ბოა ის მო­მენ­ტიც, რომ მოს­წავ­ლე­ებ­თან პი­რის­პირ და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას, უმე­ტეს­წი­ლად, სხვა­დას­ხ­ვა მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს, რაც სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სი­სათ­ვის ნამ­დ­ვი­ლად და­მა­ტე­ბი­თი ხე­ლ­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რია.

მას­წავ­ლებ­ლის გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი

სი­ახ­ლე არა­ვის­თ­ვის არაა, რომ, გარ­და უშუ­ა­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სა, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით გა­წე­რი­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი უამ­რა­ვია. უდი­დეს ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ისე და­გეგ­მ­ვა, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც კლა­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია). საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა და ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რი. ამას ემა­ტე­ბა თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, თა­ვის მხრივ, სხვა არა­ერ­თი ინ­დი­კა­ტო­რით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და არც იმ­დე­ნად მარ­ტი­ვია, რო­გორც ერ­თი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს. ბო­ლო დროს მას­წავ­ლე­ბელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის „თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა“გა­უ­თა­ვე­ბელ და მო­მა­ბეზ­რე­ბელ ტრე­ნინ­გებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რომ­ლებ­საც ხში­რად სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მათ პრო­ფე­სი­ულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან და რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან. მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, მაგ­რამ აქაც გარ­კ­ვე­უ­ლი ბა­ლან­სის დაც­ვაა სა­ჭი­რო. სა­სურ­ვე­ლია, პე­და­გოგს, მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­დეს, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვამ არ უნ­და აიძუ­ლოს იგი, ყუ­რადღე­ბა მო­აკ­ლოს მოს­წავ­ლე­ებს და მათ პრობ­ლე­მებს. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერ­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. ამ ფონ­ზე, საკ­მა­ოდ რთუ­ლია, პე­და­გოგ­მა სრულ­ყო­ფი­ლად გა­არ­თ­ვას თა­ვი არა მხო­ლოდ სტან­დარ­ტულ სა­გაკ­ვე­თი­ლო სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, არა­მედ სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და წარ­მარ­თ­ვას. ამ უკა­ნას­კ­ნელს ისიც არ­თუ­ლებს, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­და­იტ­ვირ­თა მას­წავ­ლებ­ლის სა­მუ­შაო გრა­ფი­კი. შე­საძ­ლოა, ერთ მას­წავ­ლე­ბელს, დას­წ­რე­ბი­თი სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­სულ რამ­დე­ნი­მე კლას­თან უწევ­დეს (სამ­წუ­ხა­როდ, კლა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლია).

და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, პე­და­გოგ­თა ანაზღა­უ­რე­ბა, უწინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ი­ზარ­და, მა­ინც ვერ ვიტყ­ვით, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩვენ­ში და­ფა­სე­ბუ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რად ანაზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა. სიტყ­ვას აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ იმის შე­სა­ხებ, რა­ო­დენ ჩა­მორ­ჩე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბა­საც კი. ისიც ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რად არ აღე­მა­ტე­ბა სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს. ამ პი­რო­ბებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო რე­პე­ტი­ტო­რო­ბაა, რე­პე­ტი­ტორ­თან მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. ვფიქ­რობთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბო და პრობ­ლე­მუ­რია ის მო­მენ­ტი, რომ მსურ­ველ­თა შო­რის მხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არ არი­ან, კერ­ძო პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბას სა­ბა­ზო და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ. ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ სკო­ლებ­ში არ მუ­შა­ობს სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მე­ბი. რო­დე­საც მოს­წავ­ლეს სწავ­ლა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა აქვს, ის და­სახ­მა­რებ­ლად რე­პე­ტი­ტორს მი­მარ­თავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რთუ­ლია, სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მა­თა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბა­ში, მას­წავ­ლე­ბელს დავ­დოთ ბრა­ლი. არ­სე­ბუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა უარი თქვას კერ­ძო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე (რო­მე­ლიც ხში­რად მის­თ­ვის თა­ვის რჩე­ნის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა) და სრულ­ყო­ფი­ლად წა­რუძღ­ვეს სა­რე­მე­დი­ა­ციო მუ­შა­ო­ბას.

სა­რე­მე­დი­ა­ციო სივ­რ­ცის არარ­სე­ბო­ბა

რო­დე­საც სა­რე­მე­დი­ა­ციო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა გაკ­ვე­თილ­ში ჩა­შე­ნე­ბით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ცალ­კე გაკ­ვე­თი­ლის დათ­მო­ბას მო­ითხოვს, აუცი­ლე­ბე­ლია სა­თა­ნა­დო სივ­რ­ცე. ამ მხრი­ვაც ჩვენს სკო­ლებ­ში სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მრა­ვალ­რიცხო­ვან სკო­ლებ­ში, რომ­ლებ­შიც სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ორ ცვლაში მიმ­დი­ნა­რე­ობს და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია. ბო­ლო დროს, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ხში­რად თა­ვი­სუ­ფალ კლა­სებს თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი იკა­ვე­ბენ ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. დღეს­დღე­ო­ბით სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სი­სათ­ვის ცალ­კე სივ­რ­ცის გა­მო­ყო­ფა იშ­ვი­ა­თი ფუ­ფუ­ნე­ბაა.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, პან­დე­მი­ამ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­მოკ­ვე­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი, მათ შო­რის, სა­რე­მე­დი­ა­ციო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ეხე­ბა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა: „რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი: პა­სუ­ხი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში პან­დე­მი­ით გან­პი­რო­ბე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს“. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ველ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მზად არი­ან, ჩა­ერ­თონ სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. გა­მო­კითხ­ვამ ისიც აჩ­ვე­ნა, რომ რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად რეს­პონ­დენ­ტებს კუ­რი­კუ­ლუ­მის ცვლი­ლე­ბა ესა­ხე­ბათ (3638 რეს­პონ­დენ­ტი), ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ სა­ზაფხუ­ლო პროგ­რა­მე­ბი (3058 რეს­პონ­დენ­ტი) და ექ­ს­ტ­რა­კუ­ლი­კუ­ლა­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი (2328 რეს­პონ­დენ­ტი).

მას­წავ­ლებ­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად ალ­ტ­რუ­ის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. პე­და­გო­გე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და კე­თი­ლი ნე­ბით ეხ­მა­რე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ებს ამა თუ იმ სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა­ში. ისი­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სთა­ვა­ზო­ბენ თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებს სა­რე­მე­დი­ა­ციო მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­საც. თუ­კი გვსურს, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბად იქ­ცეს ის, რაც დღეს მხო­ლოდ კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხო­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად იყოს მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი. ჯერ კი­დევ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იცო­და ქარ­თ­ველ­მა, რომ დი­დი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად მხო­ლოდ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ანი არ კმა­რა და სა­ჭი­როა ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბაც, სუ­ლი­ე­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რის შე­ზა­ვე­ბა. სწო­რედ ამ­გ­ვა­რი ერ­თი­ა­ნო­ბის ფორ­მუ­ლაა გაბ­რი­ელ და­ფან­ჩუ­ლის შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბი: „აწ ჩუ­ენ თა­ნა არს ხორ­ცი­ე­ლი კე­თი­ლი და თქუ­ენ თა­ნა არს სუ­ლი­ე­რი კე­თი­ლი და ესე შევ­ზავ­ნეთ ურ­თი­ერთს“. უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა კი ნამ­დ­ვი­ლად დი­დი საქ­ვეყ­ნო საქ­მეა.

რე­სურ­სე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში

https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098?publication=0 — ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი;

http://www.jes.org.ge/number/12/article/76/ — რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი პა­სუ­ხი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში პან­დე­მი­ით გან­პი­რო­ბე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს;

http://kargiskola.ge/teachers/resource_books/math/geo/math_remediacia_gzamkvlevi.pdf — სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი;

https://www.usaid.gov/ka/georgia/our-programs — USAID-ის პროგ­რა­მე­ბი;

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2995627?publication=0 — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრა­ძა­ნე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის დად­გე­ნის თა­ო­ბა­ზე;

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0 — მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი.

 

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები