რა უფ­ლე­ბა გვაქვს, რომ ეს ვი­თა­რე­ბა არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და არა­ფე­რი არ შევ­ც­ვა­ლოთ?

1378

გვე­სა­უბ­რე­ბა კა­ხა ჯამ­ბუ­რია, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

– ბა­ტო­ნო კა­ხა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფონ­ზე, ხომ არ იგეგ­მე­ბა რა­ი­მე ცვლი­ლე­ბე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში?

–  დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­მა თა­ვის­თა­ვად მო­ითხო­ვა დის­ტან­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შექ­მ­ნაც, რა­ზეც ჩვენს ცენ­ტ­რ­ში მა­ნამ­დე და­იწყო ფიქ­რი, სა­ნამ პან­დე­მია და­იწყე­ბო­და. ჯერ კი­დევ 2019 წელს, გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დელ მი­ნის­ტ­რ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ჩვენ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ისე­თი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და, მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ტეს­ტი­რე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. სა­გან­გე­ბოდ ამ მიზ­ნით შექ­მ­ნილ­მა ჯგუფ­მა შე­არ­ჩია ის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც ტარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბა (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს მიღ­წე­ვე­ბის კვლე­ვა) – PISA, რო­მელ­შიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც არა­ერ­თხელ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. უკა­ნას­კ­ნე­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნ­და (სამ­წუ­ხა­როდ, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვე­ბით ნად­ვი­ლად ვერ მო­ვი­წო­ნებთ თავს).

2019 წელს სა­გან­გე­ბოდ ამ მიზ­ნით შექ­მ­ნილ­მა ჯგუფ­მა მო­ამ­ზა­და მე-4 და მე-6 კლა­სელ­თა მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და­ვა­ლე­ბე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­ში, ასე­ვე ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ჩა­ტარ­და წი­ნას­წა­რი საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბი და ახ­ლა უკ­ვე მზად ვართ ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი აპ­რო­ბა­ცი­ის (ე.წ. პი­ლო­ტი­რე­ბის) ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ასე­თი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი პი­ლო­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და ზუს­ტად გვცოდ­ნო­და, შევ­ძ­ლებ­დით თუ არა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით. თუ ეს აპ­რო­ბა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და ჯერ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის, შემ­დეგ კი უკ­ვე მი­სა­ღე­ბი თუ სას­კო­ლო გა­მოც­დე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ჩა­ტა­რე­ბა­ზე ფიქ­რიც; მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, შევ­ფერ­ხ­დით, ოღონდ არა პან­დე­მი­ის, არა­მედ უსახ­ს­რო­ბის გა­მო. ჩვენ და­ვიწყეთ წი­ნას­წა­რი, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით, მსოფ­ლიო ბან­კის იმე­დით: წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვაძ­ლევ­და სა­ფუძ­ველს გვე­ფიქ­რა, რომ მსოფ­ლიო ბან­კი დაგ­ვა­ფი­ნან­სებ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ფი­ნან­სე­ბა არ დაწყე­ბუ­ლა.

ასე რომ, არ­სე­ბობს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ტეს­ტი­რე­ბის­თ­ვის პრინ­ცი­პუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია (მას ამ მიზ­ნე­ბი­სათ­ვის წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ საფ­რან­გეთ­სა და იტა­ლი­ა­ში), მაგ­რამ მრა­ვა­ლი წი­ნას­წა­რი საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ გა­ვარ­კ­ვი­ოთ – შე­იძ­ლე­ბა თუ არა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ე.წ. მა­ღა­ლი რის­კის გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლა­დაც.

ამ­დე­ნად, ჯერ­ჯე­რო­ბით, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ცენ­ტ­რი არ არის მზად, რომ მე­ოთხე და მე­ექ­ვ­სე კლა­სელ­თა ტეს­ტი­რე­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად (სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – დის­ტან­ცი­უ­რად) ჩა­ა­ტა­როს. დის­ტან­ცი­უ­რად ამ ეტაპ­ზე ვერც ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ვერ ჩა­ვა­ტა­რებთ, რად­გან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის დის­ტან­ცი­უ­რი სის­ტე­მა არა გვაქვს. მაგ­რამ აქ­ვე უნ­და ვთქვათ ისიც, რომ წელს პირ­ვე­ლად ჩა­ვატ­რეთ დის­ტან­ცი­უ­რად სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დის პირ­ვე­ლი ტუ­რი მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში და ეს უკ­ვე იმედს იძ­ლე­ვა, რომ სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში ცენ­ტ­რი შეძ­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას.

– აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც მე-11 კლა­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი დის­ტან­ცი­უ­რად და­ხუ­რეს და მე-12 კლას­საც, რო­გორც ჩანს, დის­ტან­ცი­უ­რად გა­ივ­ლი­ან, იქ­ნე­ბი­ან სრულ­ფა­სოვ­ნად მზად გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, თუ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბი გარ­კ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბას გა­ნიც­დის, მო­ერ­გე­ბა არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას.

– რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს, მცი­რე­ო­დე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა იმის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს. სწავ­ლე­ბის ეს ახა­ლი ფორ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ქმნის გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს და, ცხა­დია, ვერც სა­ქარ­თ­ვე­ლო იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ე­ბი აშ­კა­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში არი­ან, ვიდ­რე 2-3 წლის წინ იყ­ვ­ნენ მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი. რა უფ­ლე­ბა გვაქვს, რომ ეს ვი­თა­რე­ბა არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და არა­ფე­რი არ შევ­ც­ვა­ლოთ?

2020 წლის სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის შედ­გე­ნის დრო­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტებ­მა შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა (სას­წავ­ლო წლის და­სას­რუ­ლი რომ მთლი­ა­ნად დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტარ­და) და არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას მო­არ­გეს სა­გა­მოც­დო და­ვა­ლე­ბე­ბი – ტეს­ტებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ იყო შე­ტა­ნი­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო წლის და­სას­რულს უნ­და გა­ევ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს. ამას დი­დი პრობ­ლე­მა არც შე­უქ­მ­ნია, რად­გან ჩვე­ნი სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ამოწ­მებს სწავ­ლე­ბის შე­დეგს და არა სას­წავ­ლო მა­სა­ლის და­ზე­პი­რე­ბას, ამ­დე­ნად უფ­რო მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე და არა მეხ­სი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა­ზე.

ზაფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ ცენ­ტ­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იწყებს სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის ანა­ლიზს მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა ფსი­ქო­მეტ­რუ­ლი ანა­ლი­ზი. იგი ად­გენს თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლის ხა­რის­ხ­საც, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც და მთე­ლი ტეს­ტის სან­დო­ო­ბა­საც. გარ­და ამი­სა, ამ ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მრა­ვა­ლი პა­რა­მეტ­რის მი­ხედ­ვით, შეგ­ვიძ­ლია ვიმ­ს­ჯე­ლოთ, რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­გა­მოც­დო ტეს­ტი, რომ მი­სი ფორ­მა­ტი უკეთ მო­ვარ­გოთ არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას.

უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტი­დან ამო­ღე­ბუ­ლია სა­მი და­ვა­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი პა­სუ­ხით და ორი ღია პა­სუ­ხით (მათ შო­რის პლა­ნი­მეტ­რი­ის 4-ქუ­ლი­ა­ნი და­ვა­ლე­ბაც). შე­სა­ბა­მი­სად, 2021 წლის მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტ­ში იქ­ნე­ბა 35 (27 და­ხუ­რუ­ლი და 8 ღია ტი­პის) და­ვა­ლე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გახ­დე­ბა 51. ტეს­ტ­ში იქ­ნე­ბა ორი ორ­ქუ­ლი­ა­ნი, ოთხი სამ­ქუ­ლი­ა­ნი და ორი ოთხ­ქუ­ლი­ა­ნი ღია და­ვა­ლე­ბა. ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო იქ­ნე­ბა 3სთ. მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი – არა­ნაკ­ლებ 11 ქუ­ლი­სა (უნი­ვერ­სი­ტე­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ, უფ­რო მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რე­ბი და­ა­წე­სონ).

ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის სა­გა­მოც­დო ტეს­ტებ­ში  შემ­ცირ­დე­ბა რო­გორც არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხე­ბი­ა­ნი, ისე ღია და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამი­ტომ სა­გა­მოც­დო ტეს­ტის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი დრო იქ­ნე­ბა 3 სა­ა­თი (ნაც­ვ­ლად 3 სთ და 40 წუ­თი­სა), ხო­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა 63 (ნაც­ვ­ლად 75 ქუ­ლი­სა).

ცხა­დია, პირ­ვე­ლი­ვე კითხ­ვა, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­უჩ­ნ­დე­ბათ, იქ­ნე­ბა — ნიშ­ნავს თუ არა ეს სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას. დი­ახ, სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რით, გა­მარ­ტივ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან შე­სას­რუ­ლებ­ლად ნაკ­ლე­ბი დრო და ენერ­გია დას­ჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მოც­და, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად მარ­ტი­ვი ნად­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და მო­ემ­ზა­დონ ამ გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა, რად­გან მთე­ლი მსოფ­ლი­ოც მუდ­მი­ვად იც­ვ­ლე­ბა და ერთ ად­გი­ლას არა­ფე­რი არ დგას. შე­სა­ბა­მი­სად უნ­და შე­იც­ვა­ლოს და გან­ვი­თარ­დეს ცოდ­ნი­სა თუ უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც, ამი­ტომ ჩვე­ნი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ცდი­ლო­ბენ ტეს­ტე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის დახ­ვე­წას. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს, თუ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, და­გეგ­მი­ლი გვაქვს ის­ტო­რი­ი­სა და ქარ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის აპ­რო­ბა­ცი­ე­ბი, რა­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად მოჰ­ყ­ვე­ბა მა­თი გან­ხილ­ვა მოწ­ვე­ულ ექ­ს­პერ­ტებ­თან ერ­თად და მი­ღე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნის შე­დე­გად, 2022 წლის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ამ საგ­ნე­ბის გა­მოც­დებ­საც შე­ე­ხოს.

– ზო­გა­დად, რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­მართ, ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს სრულ­ფა­სოვ­ნად ტრა­დი­ცი­ულ, ე.წ. პი­რის­პირ სას­წავ­ლო პრო­ცესს?

– რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს იგი ჩვენს ქვე­ყა­ნას, ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ერ­თ­მა ჯგუფ­მა, სა­მი­ნის­ტ­როს დაკ­ვე­თით, სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და, ვფიქ­რობ, მი­სი შე­დე­გე­ბი ბევ­რად უფ­რო ობი­ექ­ტურ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს, ვიდ­რე ჩე­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა.

– რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ეროვ­ნულ გა­მოც­დებს 2020. თქვენს ცენტრს საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში მო­უ­წია ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში, რო­გო­რი იყო შე­დე­გე­ბი – რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი და რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­მო­მავ­ლოდ.

– რაც შე­ე­ხე­ბა 2020 წლის გა­მოც­დებს: შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით ვთქვა, რომ ამ გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლის ცენ­ტ­რის ჩარ­თუ­ლო­ბამ: მათ ძა­ლი­ან დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წი­ეს, დე­ტა­ლუ­რად გა­ი­ა­რეს ჩვენ­თან ერ­თად მთე­ლი პრო­ცე­დუ­რა და ასე­ვე დე­ტა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მოგ­ვ­ცეს გა­მოც­დე­ბის უსაფ­რ­თხოდ ჩა­სა­ტა­რებ­ლად. რა თქმა უნ­და, სა­გან­გე­ბო მად­ლო­ბა ეკუთ­ვ­ნის ჩვე­ნი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­სა და სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ყვე­ლა პირს (ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რებს, მეთ­ვალ­ყუ­რე­ებს, კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­სა და სხვ.), რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის რის­კის ფა­სად მო­ა­ხერ­ხეს ერ­თ­თ­ვი­ა­ნი პრო­ცე­სის უნაკ­ლოდ ჩა­ტა­რე­ბა – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 75.000-მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა ტეს­ტი­რე­ბა, გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში არც ერ­თი პი­რი არ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლა. იმ ორ აბი­ტუ­რი­ენტს, უკ­ვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის შემ­დეგ რომ აღ­მო­აჩ­ნ­დათ ვი­რუ­სი (ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გა­და­დე­ბუ­ლი), ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ე­ყოთ სა­გა­მოც­დო სივ­რ­ცე და ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში! (ცხა­დია, ეს პირ­ვე­ლად მოხ­და და იმე­დი მაქვს, უკა­ნას­კ­ნე­ლა­დაც).

2020 წლის გა­მოც­დე­ბის უარ­ყო­ფით მხა­რედ ის შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ, რომ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი მთე­ლი ერ­თი თვე გრძელ­დე­ბო­და, რად­გან კონ­დინ­ცი­ო­ნე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კებს ზრდი­და და გვინ­დო­და, ცხე­ლი ზაფხუ­ლის დღე­ებ­ში, რო­ცა კი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, შუ­ადღის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი მე­ო­რე სე­სია არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მხო­ლოდ დი­ლის სე­სი­ებ­ზე გა­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ. სა­მო­მავ­ლოდ, თუ ისევ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მოგ­ვი­წია გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, სა­გა­მოც­დო ვა­დის შემ­ცი­რე­ბა, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კიც შემ­ცირ­დეს და გა­მოც­დე­ბის თან­მ­დე­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბაც, მაგ­რამ ამას სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­და, ანუ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა, რაც უკ­ვე ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებს სცილ­დე­ბა. ეს უკ­ვე მთავ­რო­ბის გა­და­საწყ­ვე­ტი იქ­ნე­ბა – ღირს თუ არა ახა­ლი სახ­ს­რე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­მოც­დე­ბის კი­დევ უფ­რო სწრა­ფად და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკე­თე­სად ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი