13 ოქტომბერი, კვირა, 2024

„რა უთ­ქ­ვამს, რა მო­უჩ­მა­ხავს, რა წიგ­ნი მო­უ­წე­რია…“

spot_img

ნინო ტყეშელაშვილი

სსიპ და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №16 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

„რა უთ­ქ­ვამს, რა მო­უჩ­მა­ხავს, რა წიგ­ნი მო­უ­წე­რია…“ – გა­უკ­ვირ­ვე­ბია ავ­თან­დი­ლი ფატ­მა­ნის წე­რილს. ქა­ლი მო­უ­ხიბ­ლავს ავ­თან­დი­ლის გა­რეგ­ნო­ბას, მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას. ხში­რად სხე­დან ერ­თად, სა­უბ­რო­ბენ „საუბარ­სა არამ­ქის­სა“. კარ­გი მო­სა­უბ­რე და ჭკვი­ა­ნი კა­ცი ჩანს ფატ­მა­ნის მე­ბა­ღეც, რომ­ლის შე­სა­ხებ რუს­თ­ვე­ლი ამ­ბობს: (ავ­თან­დი­ლი) ეუბ­ნა კაც­სა არ სიტყ­ვა-მცთო­მელ­სა. მე­ბა­ღე ასე ახა­სი­ა­თებს ავ­თან­დილს:

„ვა­ჭა­რი ვინ­მე პატ­რო­ნი არს ქა­რავ­ნი­სა დი­დი­სა,

სა­რო­სა მსგავ­სი ნა­ზარ­დი და მთვა­რე დღი­სა შვი­დი­სა;

შვე­ნის ჯუ­ბა და მოხ­ვე­ვა ძო­წე­უ­ლი­სა რი­დი­სა…“

ავ­თან­დი­ლი „ზოგ­ჯერ იხ­მის ფატ­მან მის­სა, ზოგ­ჯერ იყ­ვის ფატ­მა­ნის­სა…“ (ალ­ბათ, „იხ­მის|“ ნაც­ვ­ლად, უნ­და იყოს „ის­ვის“ – ეჯ­დას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, გა­დამ­წე­რის შეც­დო­მა). მქი­სად მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ან­თან ხშირ შეხ­ვედ­რას არ მო­ი­სურ­ვებ­და ავ­თან­დი­ლი, რო­მე­ლიც არის ბრძე­ნი, იცის ბიბ­ლია, იც­ნობს პლა­ტონს, ახ­სე­ნებს მო­ცი­ქუ­ლებს… რუს­თ­ვე­ლი მას „ცნო­ბი­ერ­თა დას­ტა­ქარს“ და „სევ­დის მუ­ფა­რახს“ უწო­დებს. ის მომ­ღე­რა­ლია და მის მო­სას­მე­ნად მო­დი­ან „რუს­ნი, სპარ­ს­ნი, მოფ­რან­გე­ნი და მის­რე­თით მეგ­ვიპ­ტელ­ნი“. მღე­რა, გა­ლო­ბა ზეშ­თაც­ნო­ბი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს, რი­თაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი და მთე­ლი სამ­ყა­რო უს­მენს მას – „წყლით ქვა­ნი­ცა გა­მოს­ხ­დი­ან“. ასე­თია ავ­თან­დი­ლი და ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს მო­ე­წო­ნე­ბო­და იგი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მის გა­რეგ­ნო­ბა­ზე. არ შე­იძ­ლე­ბა, კაც­მა არ შე­იგ­რ­ძ­ნოს რა­ინ­დუ­ლი შე­მარ­თე­ბი­სა და სიბ­რ­ძ­ნის მფლო­ბე­ლი ავ­თან­დი­ლის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო.

აუცი­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს, რომ ფატ­მა­ნის სა­ხით ჩვენ წი­ნა­შე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, გარ­კ­ვე­ულ სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლე­ზე მყო­ფი ქა­ლია, რო­მელ­მაც სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სა ავ­თან­დი­ლი. ეს ის ქა­ლია, რო­მე­ლიც მყის­ვე და­ინ­ტე­რეს­და ზღვა­ში სწრა­ფად მცუ­რა­ვი ნა­ვი­თა და შიგ მჯდო­მი მა­ნა­თო­ბე­ლი ქა­ლით, რომ­ლის და­პატ­რო­ნე­ბაც სცა­და, გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი თან­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ და თა­ვის მსა­ხუ­რებს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ახ­ს­ნე­ვი­ნა. ფატ­მა­ნი მდი­და­რია, ლა­ღად ცხოვ­რობს, მაგ­რამ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­წი­ე­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. უყ­ვარს ღვი­ნო, „მუტ­რიბ­თა და მომ­ღე­რალ­თა“  მოყ­ვა­რუ­ლია, რაც მის ღვთი­სად­მი მის­წ­რა­ფე­ბას, სუ­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს. სუ­ფის­ტურ ფი­ლო­სო­ფი­ა­ში „…ყურ­ძე­ნი ნიშ­ნავს ჩვე­უ­ლებ­რივ ეგ­ზო­ტე­რულ რე­ლი­გი­ას, ღვი­ნო კი, მი­სი წვე­ნი – და­ფა­რულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, არსს რე­ლი­გი­ი­სას, ეზო­ტე­რიზმს, იმი­ტო­მაც არის ღვი­ნის სმა მის­ტი­კუ­რი შე­მეც­ნე­ბის სიმ­ბო­ლო ხა­ი­ამ­თან და სხვა სუ­ფის­ტებ­თან“ (ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, „ვეფხის­ტყა­ოს­ნის სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა“). იგი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს „მუტ­რიბ­თა და მომ­ღე­რალ­თა“ სიყ­ვა­რულს – ესეც მის­ტიკ­უ­რი შე­მეც­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და იყოს. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ისიც, რომ ეს გუ­ლან­შა­როა, ედე­მის მსგავ­სი ქვე­ყა­ნა, სა­დაც მე­ბა­ღეც კი „სიტყ­ვა­უმ­ც­თა­რია“, სხვა­ნა­ი­რი ხედ­ვა აქვთ, მის­ტი­კო­სე­ბი არი­ან. ზღვა­თა ხელ­მ­წი­ფე მიხ­ვ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლი რომ არ იყო ნეს­ტა­ნი:

„ანუ არის ბრძე­ნი ვინ­მე, მა­ღა­ლი და მაღ­ლა მხე­დი,

არ­ცა ლხი­ნი ლხი­ნად უჩანს, არ­ცა ჭი­რი ზე­და­ზე­დი;

ვით ზღა­პა­რი, ას­რე ეს­მის უბე­დო­ბა, თუნ­და ბე­დი,

სხვა­გან არის, სხვა­გან ფრი­ნავს, გო­ნე­ბა უც, ვი­თა ტრე­დი.“

თვით „მჭლე“ და „ნა­სი“ უსე­ნიც კი ამ­ბობს: „…რა მიჩ­ვე­ნე, რა ვნა­ხე, რა­ნია, ნე­ტარ რი­სა­ნი?!/თუ ხორ­ცი­ე­ლი არის­ცა, თვალ­ნიმ­ცა მრის­ხ­ვენ ღმრთი­სა­ნი!“

რა­კი სიტყ­ვა უსენ­ზე  ჩა­მო­ვაგ­დეთ, უნ­და ით­ქ­ვას, რომ იგი მი­წი­ე­რე­ბას და ში­ნა­გან სი­ცა­რი­ე­ლეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, იმ­დე­ნად, რომ ოდ­ნა­ვა­დაც ვერ უახ­ლოვ­დე­ბა ფატ­მა­ნის სუ­ლი­ერ დო­ნეს. ამი­ტომ ქა­ლი სხვა­გან ეძი­ებს სუ­ლის საზ­რ­დოს და უკავ­შირ­დე­ბა ვინ­მე ჭაშ­ნა­გირს, რო­მე­ლიც, რო­გორც უსე­ნი, მო­ღა­ლა­ტე ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და და აპი­რებს ფატ­მა­ნის და­ბეზღე­ბას, მაგ­რამ ეს ფა­ბუ­ლაა მხო­ლოდ, სი­უ­ჟე­ტუ­რი ნა­რა­ტი­ვი. მთა­ვა­რი ის არის, რომ ჭაშ­ნა­გი­რი უბ­რა­ლო ვინ­მე არაა და გარ­კ­ვე­უ­ლი რო­ლი აქვს და­კის­რე­ბუ­ლი პო­ე­მა­ში. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, იგი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სუ­ლი­ერ დო­ნეს წარ­მო­ად­გენს. „ჭა­შა“ მეგ­რულ ენა­ში თხემს ნიშ­ნავს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თავ­თან, ჭკუ­ას­თან. თუ სა­ხელს წა­ვი­კითხავთ ასე — „ჭაშ ნა­გო­რა“, „ჭა“ მეგ­რულ­შიც იმა­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა, რაც ქარ­თულ­შია. ჭაშ­ნა­გო­რა ნიშ­ნავს ჭა­ში მო­ძი­ე­ბულს. „ქვა­ბი, ისე­ვე რო­გორც ჭა, სიმ­ბო­ლოა საღ­ვ­თო ბნე­ლი­სა, უგო­ნო­ბი­სა, და­ფა­რუ­ლი­სა, ჩა­ხუ­რუ­ლი­სა, შე­უღ­წე­ვე­ლი­სა…“; „მი­თო­ლო­გი­ურ იკო­ნოგ­რა­ფი­ა­ში ქვა­ბი (ჭა — ნ. ტ.) არის ღვთა­ე­ბა­თა შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი, „ჰადე­სის სა­ხე“ (ზ. გ). (მეგ­რულ ენა­ში არ­სე­ბობს ჭ ა შ ა-ს  მსგავ­სი ბგე­რე­ბით შედ­გე­ნი­ლი სიტყ­ვა ო ჭ ი შ ი, რაც ზურგს ნიშ­ნავს, ჭა­შაც და ოჭი­შიც ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის უკა­ნა მხა­რეს (და­ფა­რუ­ლი, უხი­ლა­ვი, რო­გორც ჭა და ქვა­ბი), ახ­ლო-ახ­ლოს გან­ლა­გე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბია.

რა­ტომ უნ­და წა­ვი­კითხოთ „ჭაშ­ნა­გო­რა“ და არა „ჭაშ­ნა­გი­რი“?

იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გმირ­თა სა­ხე­ლე­ბის ეტი­მო­ლო­გი­ას ვე­ძებთ სპარ­სულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სუ­ფის­ტურ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში, რა­ტომ არ უნ­და ვცა­დოთ მა­თი ქარ­თ­ვე­ლურ ენა­თა არე­ალ­ში მო­ძი­ე­ბა? უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ რუს­თ­ველს უნ­და სცოდ­ნო­და ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენე­ბი, კერ­ძოდ, მეგ­რულ-ზა­ნუ­რი და, შე­საძ­ლოა, სხვე­ბიც. სხვა მო­საზ­რე­ბით, ქარ­თ­ვე­ლუ­რი ტო­მე­ბით და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობ­და ერ­თი­ა­ნი კოლ­ხურ-იბე­რი­უ­ლი ენა, რომ­ლის­გა­ნაც გა­მო­იკ­ვე­თა სამ­წერ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო, აგ­რეთ­ვე სა­სუ­ლი­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ენობ­რი­ვი ერ­თე­უ­ლი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ვუ­წო­დოთ – ქარ­თ­ლურ დი­ა­ლექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენა. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ უნ­და იყოს ე.წ. მეგ­რე­ლიზ­მე­ბი „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“. მეგ­რუ­ლი ტო­პო­ნი­მე­ბია გან­ფე­ნი­ლი მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, ქარ­თულ­თან ერ­თად. ერ­თი მა­გა­ლი­თიც მო­ვიყ­ვა­ნოთ: „დი­ა­ცუ­რად რად მოვ­ღორ­დიო“, ეუბ­ნე­ბა ნეს­ტა­ნი ტა­რი­ელს. მო­ღო­რე­ბა მოტყუ­ე­ბას ნიშ­ნავს მეგ­რუ­ლად, თუმ­ცა ეს სიტყ­ვა სა­ყო­ველ­თაო ქარ­თულ­ში არა­იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა.

ჭაშ­ნა­გი­რი თუ ჭაშ­ნა­გო­რა გუ­ლან­შა­როს – მის­ტი­კოს­თა ქა­ლა­ქის გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­რია, „მე­ტად ხა­სი“, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნის პატ­რო­ნი, აღი­ა­რე­ბუ­ლი სწავ­ლუ­ლი.

ფატ­მა­ნი სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დოს მა­ძი­ე­ბე­ლი ქა­ლია, სუ­ლი­ე­რე­ბი­სა, რო­მელ­საც, ამ ეტაპ­ზე, ჭაშ­ნა­გი­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. გარ­კ­ვე­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე, ის ფატ­მა­ნის­გან ნა­ჩუ­ქარ ბე­ჭედს ფლობს. ეს ბე­ჭე­დი სხვამ არ უნ­და ნა­ხოს, ნი­შანს წარ­მო­ად­გენს იმი­სას, თუ რა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­თა მფლო­ბე­ლი­ცაა ფატ­მა­ნი. ამი­ტო­მაც სთხო­ვა ქალ­მა ავ­თან­დილს ბეჭ­დის დაბ­რუ­ნე­ბა, მან კი თი­თი­ა­ნად და­უბ­რუ­ნა ბე­ჭე­დი მფლო­ბელს, ხო­ლო ჭაშ­ნა­გი­რის სხე­უ­ლი ზღვა­ში მო­ის­რო­ლა, „ზღვით­კე სარ­კ­მელ­თა გას­ტყორ­ცა, ზღვი­სა ქვი­შა­თა და­რია“. „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ ტე­რო­რი პი­რო­ბი­თია, ალე­გო­რიაა, ისე­ვე, რო­გორც ინ­დო-ხა­ტა­ელ­თა და­პი­რის­პი­რე­ბაა ნათ­ლის პლა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა ბნე­ლის პლან­თან. რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია წერს, „ეს არის მი­წი­ე­რი ფი­ლო­სო­ფი­ის, ეპი­კუ­რე­იზ­მის გარ­დაქ­მ­ნა, ამაღ­ლე­ბა საღ­ვ­თო ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ერ“.

„ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დია ავ­თან­დი­ლის შეხ­ვედ­რა ეგ­ვიპ­ტელ ვაჭ­რებ­თან (სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ისიც, რომ ვაჭ­რე­ბი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი და მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი არი­ან) და მე­კობ­რე­ებ­თან ბრძო­ლა. სა­ყუ­რადღე­ბო სტრო­ფი უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ:

„მათ ლაშ­ქარ­თა გუ­ლუ­შიშ­რად ას­რე ხოც­და, ვი­თა თხა­სა,

ზო­გი ნავ­სა შე­ა­ნარ­ცხის, ზოგ­სა ყრი­და ში­გან ზღვა­სა;

ერ­თ­მა­ნერ­თ­სა შე­მოს­ტყორ­ცის რვა ცხრა­სა და ცხრა ჰკრის რვა­სა,

და­კო­დილ­ნი მკვდარ­თა შუა იმალ­ვი­ან, მალ­ვენ ხმა­სა.“

ჰე­მატ­რი­ას თუ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, მე­კობ­რე, თან­ხ­მოვ­ნე­ბის გათ­ვ­ლით, მ კ ბ რ – 4+2+2+1=9; (40+20+2+100=126=1+2+6=9). მე­კობ­რე­ე­ბი 9 რიცხ­ვის მფლო­ბელ­ნი არი­ან. გაშ­ლილ ზღვა­ში და­ცუ­რა­ვენ და სხვის გან­ძე­ულს იტა­ცე­ბენ, ით­ვი­სე­ბენ. 9-ის, უმაღ­ლე­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის მფლო­ბელ­ნი არი­ან და ამ უპი­რა­ტე­სო­ბის იმე­დით ბე­და­ვენ ზღვა­ში, სამ­ყა­რო­ში პარ­პაშს, არ­სა­ი­დან ელო­დე­ბი­ან წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას.

ნა­ვი და ნა­ოს­ნო­ბა ცნო­ბი­ლი სიმ­ბო­ლო­ე­ბია სუ­ფის­ტურ ფი­ლო­სო­ფი­ა­ში. გმი­რე­ბი ნა­ვით შე­დი­ან ზღვა­ში, ამარ­ცხე­ბენ მტერს, ეუფ­ლე­ბი­ან გან­ძე­ულს და უვ­ნე­ბე­ლი ბრუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სამ­ყო­ფელ­ში. თუ არა ალე­გო­რი­უ­ლი პლა­ნის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ერ­თი კა­ცის ბრძო­ლა მე­კობ­რე­ებ­თან, თუნ­დაც ღვთის იმე­დით, მე­ტის­მე­ტი გა­ბე­დუ­ლე­ბაა. ავ­თან­დი­ლის თავ­გან­წირ­ვა სუ­ლი­ერ პლან­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, ამი­ტო­მაც დას­ჭირ­და რუს­თ­ველს ამ ეპი­ზო­დის ჰი­პერ­ბო­ლი­ზე­ბა.

რამ­დე­ნა­დაც მე­კობ­რე­ე­ბი 9-ის მფლო­ბელ­ნი არი­ან, ასე­ვე, ავ­თან­დი­ლიც 9-ის მფლო­ბე­ლია, უფ­რო მე­ტიც, მის სა­ხელ­ში სა­მი 9-იანია: თ – 9, ნდ – 9, ვლ – 9 (9 – 5 +4 – 6 + 3). ამი­ტო­მაც არის ავ­თან­დი­ლი თა­ვის გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი. მას ღვთის იმე­დი აქვს, საღ­ვ­თო სუ­ლი­ე­რე­ბას ფლობს. კი­დევ ერ­თი ძალ­ზედ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ავ­თან­დილს, ის რკი­ნის კე­ტით უნ­და შე­ებ­რ­ძო­ლოს მტერს, უნ­და მოს­ტე­ხოს მე­კობ­რე­თა ნავს ძელ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი სახ­ნი­სი, უც­ნა­უ­რი, არ­ც­თუ უტყუ­ა­რი და სა­ი­მე­დო იარა­ღი. ძელ­ზე, ხის ტარ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი სახ­ნი­სი კი ჩვენ­თ­ვის სა­გუ­ლის­ხ­მო მე­ტა­ფო­რაა.

კე­ტი იგი­ვეა, რაც მახ­ვი­ლი (კერ­კე­ტი, ბერ­კე­ტი – სი­მაგ­რე, ძა­ლა). უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს ცოდ­ნაა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რი­თაც და­ჯაბ­ნა ავ­თან­დილ­მა ცოდ­ნის მიმ­თ­ვი­სე­ბე­ლი მე­კობ­რე­ე­ბი, პლა­გი­ა­ტე­ბი. კი­დევ ერ­თი 9-ის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ატ­რი­ბუ­ტი აქვთ მე­კობ­რე­ებს – შა­ვი დრო­შა. შ – 9 (9000). ავ­თან­დი­ლის კე­ტი რკი­ნი­საა – რკი­ნა – რ კ ნ – 1+2+5=8. „რვა ცხრა­სა და ცხრა ჰკრის რვა­სა“. ავ­თან­დილ­მა რკი­ნის კე­ტით მოს­ტე­ხა მე­კობ­რე­თა ნავს სახ­ნი­სი, და­ა­მარ­ცხა ისი­ნი და, სა­მა­გი­ე­როდ, მად­ლი­ე­რი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის­გან ვაჭ­რის სა­მო­სე­ლი და მათ თა­ვა­დად მოხ­სე­ნი­ე­ბა ითხო­ვა, რა­თა შე­ნიღ­ბუ­ლი­ყო (რვა რიცხ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ჩვენ სხვა წე­რილ­ში ვი­სა­უბ­რებთ).

„ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში“ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია წერს: „ვაჭ­რო­ბა, ვაჭ­რად გა­დაც­მა, სიბ­რ­ძ­ნის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის სიმ­ბო­ლოა მის­ტე­რი­ა­თა სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში…

ვაჭ­რუ­ლად გა­დაც­მუ­ლი ბრძე­ნი ეს ის ბრძე­ნია, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ში და ქმე­დე­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს თე­ო­რი­უ­ლი სიბ­რ­ძ­ნის პრინ­ცი­პებს, პრაქ­ტი­კულ ფი­ლო­სო­ფი­ას იყე­ნებს თა­ვი­სი მა­ღა­ლი მიზ­ნი­სათ­ვის…

ვაჭ­რად გა­დაც­მა ამა­ვე დროს ნიშ­ნავს საღ­ვ­თო სიბ­რ­ძ­ნის შე­მოს­ვას სპე­კუ­ლა­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მო­სე­ლით…

რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ნამ­დ­ვილ ვა­ჭარ­სა და ვაჭ­რად გა­დაც­მულ ბრძენს შო­რის? ვა­ჭა­რი ის არის, ვინც მი­წი­ე­რია, პრაქ­ტი­კუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მიზ­ნებს და ფარ­გ­ლებს ვერ გას­ცი­ლე­ბია, რომ­ლის ცოდ­ნა მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლია.“

ვა­ჭა­რი – ვა ჭა­რუა – მეგრ. – ჭა­რუა – წე­რა – არ წე­რა – პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის მქო­ნე, არა­მეც­ნი­ე­რი; სა­პი­რის­პი­რო ცნე­ბაა მენ­ცა­რი – მეც­ნი­ე­რი, ბრძე­ნი, მწე­რა­ლი… ვა­ჭა­რი უსა­მია, თა­ვი­სი მხლებ­ლე­ბი­თურთ, აგ­რეთ­ვე უსე­ნი – სწო­რედ იმი­ტომ, რომ ის „მენ­ცა­რი“ არაა, ფატ­მა­ნი­სათ­ვის „მჭლე“ და „ნასია“ და აქ არა­ფერ შუ­ა­შია მი­სი გა­რეგ­ნო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ავ­თან­დი­ლის აზ­რი ვაჭ­რე­ბის შე­სა­ხებ: „თქვენ, ვა­ჭარ­ნი ჯა­ბან­ნი ხართ, ომი­სა­ცა უმე­ცარ­ნი“. ომი და ნა­დი­რო­ბა, აგ­რეთ­ვე ნა­ოს­ნო­ბა, საკ­რა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბია ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ვა­ჭა­რი ავ­თან­დი­ლის­თ­ვის ფი­ლო­სო­ფი­ა­ში ჩა­უ­ხე­დავ ადა­მი­ანს ნიშ­ნავს…

თვი­თონ ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ვაჭ­რე­ბი თა­ვი­ანთ თავს: „მაჰ­მა­დის სჯუ­ლის მჭი­რავ­ნი, არო­დეს გვის­მან მა­ჭარ­ნი“… კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს რუს­თ­ვე­ლი ვა­ჭარ­თა „ღვი­ნის უს­მე­ლო­ბას“, მათ სი­შო­რეს ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბის­გან, საღ­ვ­თო შე­მეც­ნე­ბის­გან, თუმ­ცა სხვაგ­ვა­რა­დაა საქ­მე მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე  სხვა­გან ვი­სა­უბ­რებთ.

და მა­ინც, ვინ არის ფატ­მა­ნი?

მო­ვიყ­ვა­ნოთ ამო­ნა­რი­დი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“  სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბი­დან“: …სიტყ­ვა „ფეჰმ“ ნიშ­ნავს „გაგე­ბას“, „მიხ­ვედ­რას“. სუ­ფის­ტურ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში, „ფჰმ“ ძი­რი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი სიტყ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, „ფაჰ­მატ“ უკავ­შირ­დე­ბა „ცოდ­ნას“, „გა­გე­ბას“, „მიხ­ვედ­რას“, რაც ამ­სოფ­ლი­ურ სიბ­რ­ძ­ნეს, ცოდ­ნას, ჭკუ­ას გუ­ლის­ხ­მობს, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბულს… ავ­თან­დი­ლის და­ახ­ლო­ე­ბა და კავ­ში­რი ფატ­მან­თან ალე­გო­რი­უ­ლად უნ­და გა­ვი­გოთ, რო­გორც მა­ღა­ლი, გან­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის შერ­წყ­მა. „არას გარ­გებს სწავ­ლუ­ლო­ბა, თუ არა იქმ ბრძენ­თა თქმულ­სა…“ ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ნეს­ტა­ნის, სო­ფი­ას პოვ­ნა, უზე­ნა­ე­სი სიბ­რ­ძ­ნი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის პოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია სოფ­ლი­სა­გან მოწყ­ვე­ტით… ამის­თ­ვის სა­ჭი­როა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის და­უფ­ლე­ბა, პრაქ­ტი­კულ ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლი სიბ­რ­ძ­ნის პრინ­ცი­პე­ბი­სა.

…ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბის ეგ­ზე­გე­ტი­კა­ში მი­წი­ე­რი ფი­ლო­სო­ფი­ის, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი სიბ­რ­ძ­ნის სიმ­ბო­ლოდ ით­ვ­ლე­ბა  მ ე ძ ა ვ ი, რაც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რე­ლი­გი­ის­გან მოწყ­ვე­ტილ ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­მე­ლიც საღ­ვ­თო წე­რილს არ ემ­ყა­რე­ბა… ფატ­მა­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ისეთ ინ­ტე­ლექტს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ­სოფ­ლი­ურ­ში ჰპო­ვებს შვე­ბას და მი­ზანს. ამ­გ­ვა­რი ფი­ლო­სო­ფია კარ­გავს ნეს­ტანს, ანუ სო­ფი­ას, ვერ ინარ­ჩუ­ნებს მას.

რამ­დე­ნად ამ­სოფ­ლი­უ­რია ფატ­მა­ნის სუ­ლი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, გა­სარ­კ­ვე­ვია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც „გო­ნე­ბა ცდი­ლობს შე­მეც­ნე­ბას ლო­გო­სის მის­ტე­რი­ი­სას“ (ზ.გ.), სმე­ნია თუ არა ფატ­მანს რა­ი­მე ქრის­ტეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

„მე­ძავ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ვიხ­სე­ნოთ მა­რი­ამ მაგ­და­ნე­ლი (არას­წო­რად მი­მაჩ­ნია მი­სი მოხ­სე­ნი­ე­ბა მაგ­და­ლი­ნე­ლად). იესოს­თან მი­იყ­ვა­ნეს ქა­ლი, რო­მელ­საც ბრა­ლად მრუ­შო­ბა ედე­ბო­და. იესომ არ ჩათ­ვა­ლა მარ­თე­ბუ­ლად მი­სი ჩა­ქოლ­ვა. შემ­დ­გომ­ში მა­რი­ამ მაგ­და­ნე­ლი მუ­დამ მას­თა­ნაა. იუდას სა­ხა­რე­ბა­ში (თა­ვი 2, 16) წე­რია: „აჰა, წა­მოდ­გე­ბა ვინ­მე კა­ცი მე­ძავ­თა­გან, ვინ­მე – შვილ­თა დამ­კ­ლავ­თა­გან, ვინ­მე – მე­ძავ კაც­თა­გან, ვინ­მე – დამ­თ­მენ­თა­გან, ვინ­მე – გარ­ყ­ვ­ნილ­თა­გან და ვინ­მე – სხვა ცოდ­ვილ კაც­თა­გან და თქვეს: „ან­გე­ლოზთ ვემ­გ­ვა­ნოთ!..“პა­რა­დოქ­სია – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს ცოდ­ვი­ლი ხალ­ხი ან­გე­ლო­ზებს შე­ე­და­როს? მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩვენ სხვა რამ გვა­ინ­ტე­რე­სებს: რო­გორც ვხე­დავთ,  გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ი  და  მ ე ძ ა ვ ი  სხვა­დას­ხ­ვა ცნე­ბე­ბია. მ ე ძ ა ვ ი  გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ფი­ლო­სო­ფი­ას, ამ­ქ­ვეყ­ნი­ურს, წმინ­და წე­რი­ლის გა­რე­შე არ­სე­ბულს, რო­გორც ზე­მოთ ვნა­ხეთ, და და­ვა­მა­ტებ­დი –  ან­ტი­კურს, წარ­მარ­თულს. მა­შინ, რა ბრა­ლი ედე­ბა მა­რი­ამ მაგ­და­ნელს, რამ აღაშ­ფო­თა ადა­მი­ა­ნე­ბი? ალ­ბათ, იმან, რომ მა­რი­ა­მი მწე­რა­ლია. ის წერს იესოს შე­სა­ხებ. აკი აღ­მოჩ­ნ­და ჩვენს დრო­ში გნოს­ტი­კუ­რი სა­ხა­რე­ბა, რო­მელ­შიც მა­რი­ამ მაგ­და­ნე­ლის სა­ხა­რე­ბაც არის შე­ტა­ნი­ლი! სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ქა­ლის მწერ­ლო­ბას, მი­თუ­მე­ტეს სა­ხა­რე­ბის ავ­ტო­რო­ბას, არ მი­ე­სალ­მე­ბო­და ქვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა არა­კა­ნო­ნი­კუ­რი წიგ­ნე­ბის მი­მართ.

ისევ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მივ­მარ­თოთ: „ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბის ეგ­ზე­გე­ტი­კა­ში მი­წი­ე­რი ფი­ლო­სო­ფი­ის, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი სიბ­რ­ძ­ნის სიმ­ბო­ლოდ ით­ვ­ლე­ბა მ ე ძ ა ვ ი, ქმრის მო­ღა­ლა­ტე ქა­ლი სო­ლო­მო­ნის იგავთ წიგ­ნი­სა, რაც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რე­ლი­გი­ი­სა­გან მოწყ­ვე­ტილ ფი­ლო­სო­ფი­ას, რო­მე­ლიც საღ­ვ­თო წე­რილს არ ემ­ყა­რე­ბა… ელი­ნუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ის სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც საღ­ვ­თო სუ­ლი­ერ გზას არ მის­დევს, ით­ვ­ლე­ბა ამ­გ­ვარ „მე­ძა­ვად“.

გნოს­ტი­კუ­რი სა­ხა­რე­ბი­დან ცნო­ბი­ლია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ეჭ­ვი­ა­ნობ­და პეტ­რე მა­რი­ამ მაგ­და­ნე­ლი­სა და იესოს სუ­ლი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ცნო­ბი­ლია მი­სი სიტყ­ვე­ბი ერთ-ერ­თი სა­ხა­რე­ბი­დან: „განა დე­და­კაცს უნ­და ვუს­მენ­დეთ?“ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იესო მი­უ­გებს სი­მონ-კე­ფას: „აჰა, ვუ­ბო­ძებ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რომ მა­მა­კა­ცად გარ­დიქ­ცეს. ჭეშ­მა­რი­ტად გეტყ­ვი: ყო­ვე­ლი დე­და­კა­ცი, რო­მე­ლი შე­იქ­მ­ნე­ბა მა­მა­კა­ცად, და­იმ­კ­ვიდ­რებს სა­სუ­ფე­ველს ცა­თა!“

• ინ­ფორ­მა­ცია და ცი­ტა­ტე­ბი გად­მო­ღე­ბუ­ლია „გნოს­ტი­კუ­რი სა­ხა­რე­ბი­დან“. მე­ხუ­თე გა­მო­ცე­მა 2023. გვ.13_14. ახა­ლი ეონის ბიბ­ლი­ო­თე­კა. მთარ­გ­მ­ნე­ლი გი­გა ბე­რი­აშ­ვი­ლი

სიტყ­ვა „დე­და­კა­ცი“ გნოს­ტი­კო­სე­ბის მი­ერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც  პ ლ ე რ ო მ ა ს  სუ­ლის აღ­სა­წე­რად. „დე­და­კა­ცი“ ღვთი­ურ ცოდ­ნას აღ­ნიშ­ნავს და „მამა­კა­ცი“ – მი­წი­ერ სიბ­რ­ძ­ნეს. მა­რი­ა­მი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც „დედა­კა­ცი“, რო­მელ­მაც შე­იც­ნო ყვე­ლა­ზე მე­ტი“. ჩვენს სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ „არ­ცა მა­მა­კა­ცე­ბა არს და არც დე­და­კა­ცე­ბა“, რაც ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხ­მოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ ფლობს საღ­ვ­თო სიბ­რ­ძ­ნეს, ქა­ლი თუ კა­ცი.

„ფატ­მა­ნი არის ის, ვინც პირ­ვე­ლი ამ­ც­ნობს ავ­თან­დილს ნეს­ტა­ნის ასა­ვალ-და­სა­ვალს, და­ა­ყე­ნებს მას ნეს­ტა­ნის კვალ­ზე, ვი­ნა­ი­დან… საღ­ვ­თო სიბ­რ­ძ­ნის მიღ­წე­ვას, ინი­ცი­ა­ცი­ას სჭირ­დე­ბა უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის და­უფ­ლე­ბა, ემ­პი­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა… ამა­ვე დროს მი­წი­ე­რი ინ­ტე­ლექ­ტი მეც­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად წარ­მარ­თავს მა­გი­ას, გრძნე­უ­ლე­ბა­საც, რაც აგ­რეთ­ვე შუ­ა­სა­უ­კუ­ნეობ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბა იყო… ამი­ტო­მაც ემორ­ჩი­ლე­ბა ფატ­მანს გრძნე­უ­ლი, მო­ნა, რო­მე­ლიც მო­ლით იმო­სე­ბა და მიფ­რი­ნავს ქა­ჯეთ­ში. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ფატ­მა­ნი და ავ­თან­დი­ლი უკავ­შირ­დე­ბი­ან მიღ­მა სამ­ყა­როს, ქა­ჯეთს, რის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია ნეს­ტან­თან (სიბ­რ­ძ­ნეს­თან) და­კავ­ში­რე­ბა (ზ.გ.).“

რამ­დე­ნად შე­იგ­რ­ძ­ნო­ბა ფატ­მა­ნის სუ­ლი­ე­რე­ბა და არა­მი­წი­ე­რი (თუნ­დაც მი­წი­ე­რი) სიბ­რ­ძ­ნე იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას შე­უძ­ლია და­უცხ­რო­მე­ლი ინ­ტე­რე­სი აღეძ­რას ავ­თან­დი­ლის მი­მართ, ავ­თან­დი­ლი­სა, რო­მე­ლიც ფი­ლო­სო­ფი­ურ რწმე­ნას და სიბ­რ­ძ­ნეს წარ­მო­ად­გენს? პა­სუ­ხად ისევ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ნათ­ქ­ვამს გა­ვი­მე­ო­რებთ: „მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ით და მეც­ნი­ე­რე­ბით გან­მ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი მის­ტი­კუ­რი ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბა აღ­წევს თა­ვის მი­ზანს და ქმნის მეც­ნი­ე­რულ გნო­ზისს“. ის, რომ ფატ­მა­ნი მის­ტი­კო­სად და ბრძნად მი­ვიჩ­ნი­ოთ, არ უნ­და იყოს სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი.

პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა მა­რი­ამ მაგ­და­ნელ­სა და ფატ­მანს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­საშ­ვე­ბია. არ­გუ­მენ­ტი მათ შო­რის მსგავ­სე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა – მ ე ძ ა ვ ო ბ ა – ერ­თ­გ­ვა­რი ფი­ლო­სო­ფიაა.

მა­რი­ამ მაგ­და­ნე­ლიც და ფატ­მა­ნიც მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, ერ­თი – სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­ტო­რი­უ­ლი პი­რი, ერთ-ერ­თი სა­ხა­რე­ბის ავ­ტო­რი; მე­ო­რე – „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლის პრო­ტო­ტი­პი, შე­საძ­ლოა, გახ­ლ­დათ მა­რი­ამ მაგ­და­ნე­ლი.

ამ­გ­ვა­რად, ავ­თან­დი­ლის მი­ერ ფატ­მა­ნის მი­სა­მარ­თით ნათ­ქ­ვა­მი – „რა უთ­ქ­ვამს, რა მო­უჩ­მა­ხავს, რა წიგ­ნი მო­უ­წე­რია!“ – სუ­ლაც არ ნიშ­ნავს პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით წყრო­მას და აღ­შ­ფო­თე­ბას. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ტ­რი­გაა რუს­თ­ვე­ლის მხრი­დან, გან­გ­ვაწყოს ერ­თობ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც გვე­უფ­ლე­ბა ამ ეპი­ზო­დის მი­მართ, სა­დაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა ორი­ვე გმი­რის მი­სია. ფატ­მა­ნი, რო­მელ­საც ნეს­ტა­ნი „დე­დი­სა მჯობ დე­დას“ უწო­დებს, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს მის გა­მოხ­ს­ნა­ში, ასე­ვე, ავ­თან­დი­ლი არა­ფერს იშუ­რებს იმა­ვე მიზ­ნის­თ­ვის და მათ შო­რის სრუ­ლი ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბაა, ნა­სა­ხიც არ ჩანს თავ­და­პირ­ვე­ლი ხორ­ცი­ე­ლი ლტოლ­ვი­სა, რო­მე­ლიც, რო­გორც ზე­მოთ მი­ვა­ნიშ­ნეთ, მხო­ლოდ „მოჩ­მა­ხუ­ლი“ ამ­ბა­ვია და არა ნამ­დ­ვი­ლი, ისე­ვე, რო­გორც ფატ­მა­ნი­სა და ჭაშ­ნა­გი­რის (ჭაშ­ნა­გო­რას) საყ­ვარ­ლო­ბის ან სა­სი­ძოს მოკ­ვ­ლის ამ­ბა­ვი. რუს­თ­ვე­ლი კი გე­ნი­ა­ლუ­რია იმი­თაც, რომ ზუს­ტად იცის, სად, რო­გორ და რა ვი­თა­რე­ბა­ში მო­აქ­ცი­ოს და დაგ­ვა­ნა­ხოს პერ­სო­ნა­ჟი და მი­სი მეშ­ვე­ო­ბით – ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები