რა სა­ხის ბა­რი­ე­რე­ბი წარ­მო­იშ­ვა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში – სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის ფსი­ქო­ლო­გი თა­მუ­ნა ნა­კა­ი­ძე

386

 

პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბამ, ისევე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა სსსმ მოს­წავ­ლე, მი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი. შექ­მ­ნა ბა­რი­ე­რე­ბი და გა­ა­ჩი­ნა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის დროს არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და თა­ვის­თა­ვად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მებს მო­ითხოვს. რა სა­ხის ბა­რი­ე­რე­ბი წარ­მო­იშ­ვა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა ამ პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ბა­რი­ე­რე­ბის და­საძ­ლე­ვად – ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის ფსი­ქო­ლო­გი თა­მუ­ნა ნა­კა­ი­ძე.

– პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა აჩ­ვე­ნა პრაქ­ტი­კამ – რა ბა­რი­ე­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მ­ნას სსსმ მოს­წავ­ლე­თა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში?

– დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მ­ნათ შემ­დე­გი ბა­რი­ე­რე­ბი:

♦ ვერ ხერ­ხ­დე­ბა სსსმ მოს­წავ­ლის მიყ­ვა­ნა კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­თან;

♦ შე­საძ­ლოა, ხერ­ხ­დე­ბა სსსმ მოს­წავ­ლის მიყ­ვა­ნა კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­თან და დას­წ­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რად, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­ზე, მაგ­რამ ვერ ხერ­ხ­დე­ბა მი­სი ჩარ­თ­ვა დის­ტან­ცი­უ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბულ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ანუ მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გაკ­ვე­თილ­ზე;

♦ ვერ ხერ­ხ­დე­ბა საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­და­ტა­ნა და ინ­ტეგ­რი­რე­ბა დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე;

♦ აღარ მუ­შა­ობს არ­სე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი და კონ­კ­რე­ტუ­ლი სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის დგე­ბა ახა­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ზე გათ­ვ­ლი­ლი მიზ­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხი;

♦ ჩნდე­ბა სსსმ მოს­წავ­ლის ხე­ლა­ხა­ლი შე­ფა­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და იმ უნა­რე­ბის გან­საზღ­ვ­რა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით ორ­გა­ნი­ზე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ში ჩა­სარ­თა­ვად სჭირ­დე­ბა, მაგ.: შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლეს და/ან მის მშო­ბელს არ ჰქონ­დეს კომ­პი­უ­ტერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის აუცი­ლე­ბე­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მას გაკ­ვე­თილ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ესა­ჭი­რო­ე­ბა;

♦  ზო­გი­ერთ მშო­ბელს აქვს გან­ც­და, რომ დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მი­სი შვი­ლის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მოა, რად­გან აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­საც სთა­ვა­ზო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­აჩ­ნია ან პი­რი­ქით, ძა­ლი­ან რთუ­ლად მის შვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში; ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშო­ბელს, სკო­ლის მხრი­დან,   მე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა;

♦ მშო­ბელს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რის გა­მოც ვერ ახერ­ხებს შვი­ლის დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას;

♦ მშო­ბელს, შე­საძ­ლოა, ჰქონ­დეს გან­ც­და, რომ მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სკო­ლის მხრი­დან არ არის ხა­რის­ხი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია.

– ვინ არი­ან სსსმ მოს­წავ­ლის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი და რა რო­ლი აქვს თი­თო­ე­ულ მათ­განს ამ პრო­ცეს­ში? პრო­ცე­სის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, თა­ნაბ­რად არის მშო­ბე­ლიც…

– კონ­კ­რე­ტუ­ლი სსსმ მოს­წავ­ლის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხისმ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი არი­ან: მშო­ბე­ლი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი/დამ­რი­გე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და სხვა დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ასა­ვე, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, რო­მე­ლიც ზო­გა­დად პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ხა­რის­ხი­ან სწავ­ლა­ზე. სსსმ მოს­წავ­ლის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი უნ­და იღებ­დეს თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რა­თა მუ­შა­ო­ბა, ერთ კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და შე­დე­გე­ბი მე­ტად ეფექ­ტუ­რი. შეგ­ვიძ­ლია, სა­თი­თა­ოდ მი­მო­ვი­ხი­ლოთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის რო­ლი:

⇒  მშო­ბე­ლი უნ­და იღებ­დეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე სკო­ლას ცალ­მ­ხ­რი­ვად არ ექ­ნე­ბა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბი კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში; დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მშობ­ლებ­მა ასის­ტენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ი­თავ­სეს, რად­გან ბავ­შ­ვებს სჭირ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის გვერ­დით ჯდო­მა; ის, თუ რო­გორ აღ­მო­უ­ჩენს მხარ­და­ჭე­რას მშო­ბე­ლი ბავშვს სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ერ­თ­გ­ვა­რად ხელ­შე­სა­ხე­ბი და თვალ­სა­ჩი­ნო ხდე­ბა სკო­ლის კად­რის­თ­ვის დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში. თუ მშო­ბელს სჭირ­დე­ბა დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რა­თა სა­კუ­თარ შვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში იყოს უფ­რო მე­ტად მხარ­დამ­ჭე­რი, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­გეგ­მონ სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა და დამ­რი­გე­ბელ­მა, თუნ­დაც საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მაც. თუ მშო­ბე­ლი ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბა­ზე, შეც­დო­მებ­სა და მცდე­ლო­ბებ­ზე სწორ რე­ა­გი­რე­ბას და­ის­წავ­ლის/გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, სა­მო­მავ­ლოდ ეს ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას და ამ პრო­ცეს­ში სკო­ლის კადრს დი­დი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია;

⇒  საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი არის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი, რო­მე­ლიც გეგ­მავს და ატა­რებს გაკ­ვე­თილს და პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის, მათ შო­რის სსსმ მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ეფექ­ტურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით უნ­და შეხ­ვ­დეს სსსმ მოს­წავ­ლის მშო­ბელს, რა­თა გან­საზღ­ვ­როს, თუ რა­ში სჭირ­დე­ბა მას დახ­მა­რე­ბა, გა­ა­კე­თოს მშობ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის ანა­ლი­ზი და და­აკ­ვა­ლი­ა­ნოს იგი. ამას­თან, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში უნ­და იყოს სკო­ლის სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თან/ფსი­ქო­ლოგ­თან და, კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მათ რჩე­ვებს, სვამ­დეს კითხ­ვებს;

⇒ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ხვდე­ბა მშო­ბელს და ერ­თად გან­საზღ­ვრა­ვენ, თუ რა სჭირ­დე­ბა მშო­ბელს იმი­სათ­ვის, რომ უკე­თე­სი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნოს შვილს. სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუსხის­მ­გებ­ლო­ბა არის ის, რომ მან ხე­ლახ­ლა უნ­და გა­და­ა­ფა­სოს სსსმ მოს­წავ­ლე, რა­თა გან­საზღ­ვოს რა და­მა­ტე­ბი­თი მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­დე­ბა მას დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით ორ­გა­ნი­ზე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის; ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი არის კონ­სულ­ტან­ტი, რო­მე­ლიც საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას: თუ კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში რა მიზ­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა მე­ტად რე­ლე­ვან­ტუ­რი; სსსმ მოს­წავ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა და რო­გორ გა­ხა­დოს ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლა­სის სა­გაკ­ვე­თი­ლო დი­ნა­მი­კას­თან შერ­წყ­მუ­ლი. სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, შე­საძ­ლოა, დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რა­თა ნა­ხოს რო­გორ არის სსსმ მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და, გა­მოკ­ვე­თილ სირ­თუ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი უკუ­კავ­ში­რი მის­ცეს მას­წავ­ლე­ბელს;

⇒  შე­იძ­ლე­ბა სსსმ მოს­წავ­ლეს ჰყავ­დეს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი/ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი. ამ კად­რის სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში   გა­ჩე­ნის მი­ზა­ნი, თა­ვის დრო­ზე, ის იყო, რომ ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა და ასის­ტი­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, გვერ­დით ჰყო­ლო­დათ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თილ­ზე და სკო­ლა­ში ყოფ­ნის მან­ძილ­ზე და­ეხ­მა­რე­ბო­და მათ სხვა­დას­ხ­ვა აკა­დე­მი­უ­რი თუ ფუნ­ქ­ცი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის რო­ლი მშო­ბელ­მა შე­ი­თავ­სა, რად­გან მას უწევს შვილ­თან ფი­ზი­კუ­რად გვერ­დით ყოფ­ნა, თუმ­ცა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­შიც შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი/ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის სეგ­მენ­ტუ­რი რო­ლი: თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი სსსმ მოს­წავ­ლეს­თან დის­ტან­ცი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე გაკ­ვე­თი­ლის დროს ვერ ახერ­ხებს გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად და­მუ­შა­ვე­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა ასის­ტენ­ტ­მა ეს სა­კითხი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თან გა­ი­ა­როს და მოს­წავ­ლეს ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლე­ბი­ნოს, ასე­ვე, დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით.

– რა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა სსსმ მოს­წავ­ლის დის­ტან­ცი­ურ   გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­რი­გი?

– ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დას­წ­რე­ბის გან­რი­გი ის მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რო­ცა ბავ­შ­ვი სრუ­ლად არ ეს­წ­რე­ბა გაკ­ვეთილს, შე­იძ­ლე­ბა და­ეს­წ­როს მის ნა­წილს (მაგ., საწყის ეტაპ­ზე, პი­რო­ბი­თად, თი­თო გაკ­ვე­თი­ლის 10-15 წუთს) ან პირ­ველ ორ გაკ­ვე­თილს და ა.შ. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი, სჭირ­დე­ბა თუ არა კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დას­წ­რე­ბის გან­რი­გი, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დია. თა­ვის მხრივ, გუნდს სჭირ­დე­ბა არ­გუ­მენ­ტე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ ესა­ჭი­რო­ე­ბა კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დას­წ­რე­ბის გან­რი­გი, რომელიც სსსმ მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და არა იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს ან არ იცის რო­გორ მო­არ­გოს მოს­წავ­ლეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. რო­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტი ხე­დავს, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია (მაგ.; მარ­ტივ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს ვერ/არ ას­რუ­ლებს და მერ­ხ­თან მცი­რე ხნით ჯდო­მა არ შე­უძ­ლია და სხვ.), საწყის ეტაპ­ზე, გაკ­ვე­თი­ლის ნა­წილს და­ეს­წ­როს ის და თუ რას აკე­თებს გაკ­ვე­თილ­ზე, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლის­თ­ვის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი უნ­და იყოს – მან უნ­და იცო­დეს, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლა­სის სა­ერ­თო აქ­ტი­ვო­ბებ­თან უნ­და იყოს შერ­წყ­მუ­ლი, არ უნ­და იყოს ამო­ვარ­დ­ნი­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დი­ნა­მი­კი­დან და მოს­წავ­ლის­თ­ვის გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს, ამას­თან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბა უნ­და იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც კონ­კ­რე­ტულ სსსმ მოს­წავ­ლეს, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში თუ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დას­წ­რე­ბის გან­რიგს ვუდ­გენთ, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი არის ის, რომ ნელ-ნე­ლა გა­ვია­ზ­როთ ამა თუ იმ ფორ­მა­ტით ორ­გა­ნი­ზე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მი­სი დას­წ­რე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ჩარ­თუ­ლო­ბა.

თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დას­წ­რე­ბის გან­რი­გის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გან­ვი­ხი­ლავთ და გვაქვს სი­ტუ­ა­ცია, რომ ბავ­შ­ვი სა­ერ­თოდ არ მი­დის კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­თან და არ ეს­მის, რომ ეკ­რა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გაკ­ვე­თი­ლი ტარ­დე­ბა, მა­შინ შე­საძ­ლოა, დაგ­ვ­ჭირ­დეს მუ­შა­ო­ბა იმ კუთხით, რომ სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის ეკ­რან­თან მის­ვ­ლა და ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დეს სა­სი­ა­მოვ­ნო სტი­მუ­ლი. ამის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­როს სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ასე­ვე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა. შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვი თა­ვი­დან­ვე კი არ დავ­ს­ვათ დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე, არა­მედ მას ცალ­კე შეხ­ვ­დეს, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით,   სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და/ან საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბი აკე­თე­ბი­ნოს, რა­თა ბავშვს ეკ­რან­თან პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნ­დეს და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე წა­მო­ვი­დეს დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით ორ­გა­ნი­ზე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის კუთხით. შე­საძ­ლოა, გაკ­ვე­თილს თა­ვი­დან   მცი­რე ხნით და­ეს­წ­როს, მაგ.: პი­რო­ბი­თად, 5წთ და მე­რე დრო ნელ-ნე­ლა გა­ი­ზარ­დოს.

– რას ურ­ჩევთ პე­და­გო­გებს, რა მე­თო­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

– ერთ-ერ­თია თვი­თონ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი. გარ­და ამი­სა, შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლე­ბელ­მა, ასე­ვე, გა­ა­კე­თოს პა­ტა­რა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მოს­წავ­ლეს მკა­ფიო, გა­სა­გებ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას   აძ­ლევს და აჩ­ვე­ნებს, რო­გორ შე­ას­რუ­ლოს ესა თუ ის კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა და ასე­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და­მა­ტე­ბით გა­და­უგ­ზავ­ნოს. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს გა­და­უგ­ზავ­ნოს და­ვა­ლე­ბე­ბი (word, pdf, image ან სხვა ფორ­მა­ტით). მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვა­ლე­ბე­ბი თან­ხ­ვედ­რა­ში იყოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნებ­თან. შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­მარ­თოს სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ას და სხვ.

– და­საწყის­ში ჩვენ იმ ბა­რი­ე­რებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მ­ნას სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. რა რჩე­ვებს/რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემთ სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს წარ­მოქ­მ­ნი­ლი ბა­რი­ე­რე­ბის და­საძ­ლე­ვად?

– სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მის შერ­ჩე­ვა – დამ­რი­გე­ბელ­მა, მშო­ბელ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, უნ­და გან­საზღ­ვ­როს სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა. თუ მშო­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს კონ­კ­რე­ტუ­ლი პლატ­ფორ­მის (მაგ.: TEAMS-ის) გა­მო­ყე­ნე­ბას, სკო­ლამ უნ­და გა­მო­არ­კ­ვი­ოს, რა უშ­ლის ამა­ში ხელს, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და   ის პლატ­ფორ­მა შეს­თა­ვა­ზოს, რაც მის­თ­ვის არის მორ­გე­ბუ­ლი ან და­ეხ­მა­როს არ­სე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. „რა ვქნათ, მშო­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს ბავ­შ­ვის ჩარ­თ­ვას“ – და სა­კითხი დავ­ტო­ვოთ ღი­ად, ასე­თი მიდ­გო­მა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, ამ კუთხით, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­როს, გა­არ­კ­ვი­ოს მშობ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა და, მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, მშო­ბელს აღ­მო­უ­ჩი­ნოს სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა;

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა:

√ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და შე­მუ­შავ­დეს სსსმ მოს­წავ­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებს საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და მშობ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვის, მი­სი ხედ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;

√ მოს­წავ­ლის შე­მეც­ნე­ბი­თი, ბა­ზი­სუ­რი აკა­დე­მი­უ­რი და სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ზე მორ­გე­ბულ მოკ­ლე­ვა­დი­ან მიზ­ნებს შე­ი­მუ­შა­ვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა:

√ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ დე­ტა­ლუ­რად უნ­და გეგ­მავ­დეს და ახორ­ცი­ე­ლებ­დეს აქ­ტი­ვო­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სსსმ მოს­წავ­ლეს ჩარ­თავს გაკ­ვე­თილ­ში;

√ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს იმ სტრა­ტე­გი­ებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს გაკ­ვე­თი­ლის დი­ნა­მი­კა­ში, სსსმ მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვის კუთხით;

√ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშო­ბელ­თან წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სიხ­ში­რით სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, დის­ტან­ცი­უ­რად უნ­და მუ­შა­ობ­დეს სსსმ მოს­წავ­ლეს­თან.

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა – საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვის სა­გან­ში და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი სსსმ მოს­წავ­ლეს/მშო­ბელს უნ­და აძ­ლევ­დ­ნენ მოს­წავ­ლის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნის შე­სა­ბა­მის და­ვა­ლე­ბებს.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი:

♦ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, უნ­და და­ეს­წ­როს სსსმ მოს­წავ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს, რა­თა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტა­ცია, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლის ეფექ­ტუ­რად ჩარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

♦ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სსსმ მოს­წავ­ლის დამ­რი­გე­ბე­ლი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშო­ბე­ლი უნ­და ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ დის­ტან­ცი­ურ შეხ­ვედ­რებს, სსსმ მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ხილ­ვის მიზ­ნით.

♦ მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა – დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასის­ტენ­ტის ფუნ­ქ­ცი­ა­საც ითავ­სე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­თი ემო­ცი­უ­რი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა. აუცი­ლე­ბე­ლია, მი­ე­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ხში­რად სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის­თ­ვის ნე­ლი ტემ­პი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, ხო­ლო პროგ­რე­სი ყო­ველ­თ­ვის მა­ლე­ვე არ არის თვალ­სა­ჩი­ნო.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი