4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

რა რეკომენდაციებს აძლევს მინისტრი უმაღლეს საწავლებლებს – შეხვედრა რექტორებთან

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და მათ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტის წინაშე დგას საერთო გამოწვევა – სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება. ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს.

 „დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1 აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1 აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინ სწავლების მეთოდი, 1 აპრილის შემდეგ, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, ჰიბრიდული ფორმით გააგრძელონ. და ეს კი, თავის მხრივ, იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1 აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინ სწავლების კომპონენტი“.– განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა  ამომწურავი პასუხები გასცა რექტორების დამატებით შეკითხვებს, რომელთა მხრიდან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დასაძლევად კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოიხატა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები