1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

რა მოხ­დე­ბა მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან –  მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი გზა და პრაქ­ტი­კო­სის­თ­ვის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი დრო

spot_img
2021 წლის მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის შემ­დეგ, 20 სექ­ტემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, არცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო აღ­მოჩ­ნ­და ათა­სო­ბით პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც, სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, „ბო­ლო შან­სის“ გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ შეძ­ლეს. გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი 4700-ზე მე­ტი პრაქ­ტი­კო­სი­დან, მხო­ლოდ 1100-მა შეძ­ლო მი­ნი­მა­ლუ­რი ქუ­ლის – 1, 4, 7, 10 კრე­დი­ტის – მო­პო­ვე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 3700-მდე პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს სკო­ლი­დან წას­ვ­ლა მო­უ­წევს. თუმ­ცა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის 29 ივ­ლი­სის ბრძა­ნე­ბით, მათ სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნის დრო გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დათ და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მი­ე­ცათ იმ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც, 2020 წლის 31 იან­ვ­რის­თ­ვის, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ას­წავ­ლიდ­ნენ და, 2020 წლის 1 თე­ბერ­ვ­ლი­დან 2020 წლის 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე და არ ჰქონ­დათ გავ­ლი­ლი 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ, 2021-2022 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის დაწყე­ბამ­დე, აიმაღ­ლონ მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.
მას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კ­ვია რა მოხ­დე­ბა მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან და რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა უს­ტა­ტუ­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან გას­ვ­ლა და მა­თი სტა­ტუ­სი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა? რა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის დაშ­ვე­ბა შე­უძ­ლია სკო­ლას, თუ­კი გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რით ვერ შე­ავ­სებს? — ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე, რო­მე­ლიც სპეც­მას­წავ­ლებ­ლის და სტა­ტუ­სი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას უკავ­შირ­დე­ბა, სა­უბ­რობს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძე. ინ­ტერ­ვი­უ­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ზაფხუ­ლის გა­მოც­დე­ბის შე­ფა­სე­ბაც ვცა­დეთ.

– ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, რამ­დენ­მა პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლო, წელს, საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა და სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა?

– ძა­ლი­ან ცო­ტამ. დახ­ლო­ე­ბით, 4700-ზე მე­ტი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის „პრაქ­ტი­კო­სი“ მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო ზაფხუ­ლის გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, აქე­დან, მხო­ლოდ 1100-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლო და­წე­სე­ბუ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა. თუმ­ცა, რო­გორც იცით, ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დრო­ე­ბით, ისევ რჩე­ბი­ან სკო­ლებ­ში და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­საც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და — რად­გან ნა­ეკ­მა გვი­ან, სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს­კენ, მოგ­ვა­წო­და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი, სწავ­ლა კი 15 სექ­ტემ­ბერს უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ, კა­ნონ­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, დი­რექ­ტო­რე­ბი და სკო­ლე­ბი, სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე, ვე­ღარ შეძ­ლებ­დ­ნენ მათ ად­გილ­ზე ვა­კან­სი­ე­ბის გა­მოცხა­დე­ბას. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი იმ ცვლი­ლე­ბის, რო­მელ­მაც უფ­ლე­ბა მის­ცა პრაქ­ტი­კო­სებს, სე­მეს­ტ­რის ბო­ლომ­დე, ანუ დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დე დარ­ჩ­ნენ სის­ტე­მა­ში. ერ­თი თვით ად­რე კი, ვიდ­რე ისი­ნი სკო­ლი­დან გავ­ლენ (და თუ კა­თედ­რის შიგ­ნით სა­ა­თე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შემ­დე­გაც დარ­ჩე­ბა ვა­კან­ტუ­რი სა­ა­თი), სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­მო­აცხა­დოს ვა­კან­სია და ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რით შე­ავ­სოს.

– აქვს თუ არა სკო­ლას უფ­ლე­ბა, და­უშ­ვას გა­მო­ნაკ­ლი­სი და უს­ტა­ტუ­სო მას­წავ­ლე­ბელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უგ­რ­ძე­ლოს?

– მო­დი, ასე დავ­ს­ვათ კითხ­ვა, მა­შინ სა­ერ­თოდ რა­ტომ გან­ხორ­ცი­ელ­და ეს ცვლი­ლე­ბა? თუ პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ჭი­რო კრე­დი­ტე­ბი ვერ და­აგ­რო­ვა და საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია ერთ კრე­დიტ­ზეც ვერ და­ა­დას­ტუ­რა, უნ­და ექ­ნეს თუ არა სკო­ლას მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­ცა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს მოს­წავ­ლე­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და გან­ვიც­დი თი­თო­ე­უ­ლი იმ პე­და­გო­გის ბედს, რო­მელ­საც მო­უ­წევს სკო­ლის და­ტო­ვე­ბა, ვთვლი, რომ მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რებ­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი აუცი­ლებ­ლად უპი­რა­ტე­სია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ არა­ერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მათ, კომ­პე­ტენ­ცია და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­მაც სწო­რედ ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რეს­ზე უნ­და იფიქ­როს, ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტირ­დეს. სკო­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში ჩვენ ვერ ჩა­ვე­რე­ვით, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, მათ აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ, არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დონ – ჯერ კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბის გზით სცა­დონ ვა­კან­სი­ის შევ­სე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, უპი­რა­ტე­სო­ბა, აუცი­ლებ­ლად, სტა­ტუ­სი­ან მას­წავ­ლე­ბელს უნ­და მი­ა­ნი­ჭონ. თუ სტა­ტუ­სი­ან მას­წავ­ლე­ბელს არ აიყ­ვა­ნენ, მა­შინ ძა­ლი­ან არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უნ­და დაა­სა­ბუ­თონ, რა­ტომ მი­ი­ღეს ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა.

– თუ სწო­რად გა­ვი­გე, სკო­ლამ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის ად­გილ­ზე გა­მოცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ა­ზე, რა­ი­მე მი­ზე­ზით, შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი არ აიყ­ვა­ნოს და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ისევ პრაქ­ტი­კოსს გა­უგ­რ­ძე­ლოს?

– კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბი­დან რომ ამო­ვი­დეთ, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, უს­ტა­ტუ­სო მას­წავ­ლებ­ლებს კა­ნო­ნი ცნობს, ასე რომ, თუ სკო­ლა, ვა­კან­სი­ის შე­სავ­სე­ბად, ვერ შე­არ­ჩევს სტა­ტუ­სი­ან მას­წავ­ლე­ბელს, ანუ ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს პრაქ­ტი­კოსს, რა თქმა უნ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ისევ იგი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი აიყ­ვა­ნოს სტა­ტუ­სის გა­რე­შე, დრო­ე­ბით, ვა­კან­სი­ის შევ­სე­ბამ­დე. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, სა­სურ­ვე­ლია, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი შე­ირ­ჩეს, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი, რო­მელ­საც გა­მოც­დაც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს, ზოგ მათ­განს გავ­ლილი აქვს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მაც და მზად არი­ან სის­ტე­მა­ში შე­მო­სას­ვ­ლე­ლად.

– ვინ არის უპი­რა­ტე­სი ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბის დროს – სტა­ტუ­სი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მა­ძი­ე­ბე­ლი, ან მა­ძი­ე­ბე­ლი თუ პრაქ­ტი­კო­სი?

– იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა მა­ძი­ე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც – ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უპი­რა­ტე­სია სტა­ტუ­სი­ა­ნი/კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, შერ­ჩე­ვი­სას გა­სა­უბ­რე­ბა სწო­რედ იმი­ტომ ინიშ­ნე­ბა, რომ სკო­ლამ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რიც ისე შე­არ­ჩი­ოს, რომ მორ­გე­ბუ­ლი იყოს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსურ­ველს გა­მოც­და უნ­და ჰქონ­დეს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს აპ­რი­ო­რი არ არის. შე­საძ­ლოა, კო­მი­სი­ამ, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვა­კან­სი­ა­ზე მო­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ არ მი­ი­ღოს და აიყ­ვა­ნოს, მა­გა­ლი­თად, მა­ძი­ე­ბე­ლი.

ვერც იმას ვიტყ­ვი, რომ მა­ძი­ე­ბე­ლი უპი­რა­ტე­სია, პრაქ­ტი­კოს­თან შე­და­რე­ბით, ამა­საც სკო­ლა წყვეტს, რად­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლია და თა­ვად უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს რო­მე­ლი კად­რის აყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა უმ­ჯო­ბე­სი მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის.

– რო­გო­რია მო­ლო­დი­ნი, იან­ვ­რი­დან, რო­ცა სკო­ლებს ათა­სო­ბით პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის ად­გილ­ზე ვა­კან­სი­ე­ბის გა­მოცხა­დე­ბა მო­უ­წევთ, შექ­მ­ნის თუ არა ეს პრო­ცე­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ციტს?

– არ შექ­მ­ნის, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი სტა­ტუ­სი­ა­ნი კად­რია სკო­ლის გა­რეთ, რო­მელ­საც აქვს მზა­ო­ბა და სურ­ვი­ლი, და­საქ­მ­დეს. თუ ასე­თი კად­რი არ გა­მოჩ­ნ­და, რო­გორც გითხა­რით, სკო­ლას შე­უძ­ლია, ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის შევ­სე­ბამ­დე, ისევ გა­უგ­რ­ძე­ლოს ყო­ფილ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს დრო­ე­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა გარ­კ­ვე­ულ ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში, ვა­კან­სი­ის გა­მოცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, არ მი­დი­ან კად­რე­ბი, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნ­დ­ნენ მსურ­ვე­ლე­ბი. ამი­ტომ სკო­ლა ვა­კან­სი­ას, პე­რი­ო­დუ­ლად, სულ უნ­და აცხა­დებ­დეს, სე­მეს­ტ­რ­ში ერ­თხელ მა­ინც, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი აიყ­ვა­ნოს. რაც მთა­ვა­რია, ამით სკო­ლა უნ­და იყოს ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

– სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გო­რია მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა საგ­ნე­ბის მიხ­ედ­ვით – რო­მელ სა­გან­შია ყვე­ლა­ზე მე­ტი ჩაჭ­რი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ანუ რო­მელ სა­გან­ში ვერ მი­ი­ღეს თუნ­დაც 1 კრე­დი­ტი და პი­რი­ქით, რო­მე­ლი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლი­დე­რო­ბენ?

– ყვე­ლა­ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი დაწყე­ბი­თის, სპორ­ტი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­იჭ­რა, ანუ ეს ყვე­ლა­ზე დე­ფი­ცი­ტუ­რი საგ­ნე­ბია, ხო­ლო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის უცხო ენა­ში, ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში, ამ საგ­ნებს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პო­ზი­ცია უჭი­რავთ. შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბია სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დაწყე­ბი­თებს, და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის რომ არ დაგ­ვებ­რა­ლე­ბი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლებს შე­ეძ­ლოთ ცალ­კე ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ I-VI კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლი და I-VI – მა­თე­მა­ტი­კა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, დაწყე­ბი­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს და მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თ­ლაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა.

– წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და. სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გო­რი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნეს გა­მოც­დის პირ­ველ წელს და რო­გო­რი იქ­ნე­ბა სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თა შემ­დ­გო­მი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა?

– სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თან გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. წელს გა­მოც­და­ზე 1900 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვი­და და თით­ქ­მის 50%-მა პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა­ზე ჩა­ა­ბა­რა. და­ახ­ლო­ე­ბით, 931-მდე მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლო უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა. სა­უ­ბა­რია და­საქ­მე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, მხო­ლოდ 12 იყო გა­რე­შე პი­რი, და­ნარ­ჩე­ნი 919 პრაქ­ტი­კო­სი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლია.

მათ­თ­ვის გა­მოც­დე­ბი ისევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა, მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა კი, სქე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით, სკო­ლის ბა­ზა­ზე მო­ი­აზ­რე­ბა. პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო 2020 წელს, რო­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც შე­იქ­მ­ნა სქე­მა, გა­ნი­საზღ­ვ­რა მა­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არის გა­წე­რი­ლი რა უნ­და გა­ა­კე­თონ იმის­თ­ვის, რომ წინ­ს­ვ­ლა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, ორი გზაა – დოქ­ტო­რან­ტის ხა­რის­ხი ან წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა.

– ზო­გა­დად, რო­გო­რი სუ­რა­თია, რამ­დენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლო წელს სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით?

– ფაქ­ტობ­რი­ვად, წამ­ყ­ვა­ნის და მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ი­პო­ვა, წამ­ყ­ვა­ნი – 12-15 მას­წავ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი მენ­ტო­რი წელს არ გვყავს. რაც შე­ე­ხე­ბა უფ­რო­სის სტა­ტუსს, სა­ერ­თო ჯამ­ში, 1600-ს მი­ე­ნი­ჭა. ამ რიცხ­ვ­ში შე­დი­ან მა­ძი­ებ­ლე­ბიც, პრაქ­ტი­კო­სე­ბიც და უს­ტა­ტუ­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა გა­ი­ა­რეს.

– რო­დის შეძ­ლე­ბენ უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და რა გზით?

– ეს მას­წავ­ლებ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით (2020 წლის 26 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბა 241-ე დად­გე­ნი­ლე­ბა­ში), თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი თვლის, რომ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუსს იმ­სა­ხუ­რებს და მზა­დაა ამის­თ­ვის (თვით­შე­ფა­სე­ბაც ხომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია), ის ჩა­ა­ბა­რებს სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ გა­მოც­დას პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – უფ­რო­სი წამ­ყ­ვა­ნის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რულ გა­მოც­დას, ხო­ლო წამ­ყ­ვა­ნი – მენ­ტო­რის გა­მოც­დას. გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მოგ­ვ­მარ­თავს მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად. ამის შემ­დეგ იწყე­ბა უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა – ჯერ შე­ვის­წავ­ლით მის პორ­ტ­ფო­ლი­ოს, ელექ­ტ­რო­ნულ სა­ქა­ღალ­დეს, გან­ვ­ლი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რაც ადას­ტუ­რებს რა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რულ ფუნ­ქ­ცი­ებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და მი­მარ­თუ­ლია მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. პორ­ტ­ფო­ლი­ოს შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ექ­ს­პერ­ტე­ბი, წი­ნა სქე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უშუ­ა­ლოდ სკო­ლა­ში შე­ის­წავ­ლი­ან კი­დევ ერ­თხელ მის საქ­მი­ა­ნო­ბას. ად­რე ეს არ ხდე­ბო­და, ძი­რი­თა­დად სკო­ლა აფა­სებ­და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. თუმ­ცა, ამას, რა თქმა უნ­და, თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც ჰქონ­და. დღეს მოქ­მე­დი სქე­მის მი­ხედ­ვით, სკო­ლის ბა­ზა­ზე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვა, მიბ­მუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე და მხო­ლოდ სკო­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით წარ­მარ­თ­ავს პრო­ცე­სებს. სწო­რედ სკო­ლამ უნ­და ადევ­ნოს თვა­ლი, რო­გორ ინერ­გე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გაკ­ვე­თილ­ზე. მას ამ მხრივ აქვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წინ­ს­ვ­ლას – წინ­ს­ვ­ლა, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, გა­რე შე­ფა­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თუ­კი სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და მას­წავ­ლებ­ლის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ციკ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და სკო­ლის შიგ­ნი­თაა გა­და­საწყ­ვე­ტი, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი ერ­თ­ვე­ბა და მი­სი სტა­ტუ­სის აღი­ა­რე­ბა და და­დას­ტუ­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ხდე­ბა.

– გა­მოც­და არის გზა სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, წამ­ყ­ვა­ნის და მენ­ტო­რის გა­მოც­და არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რო­დის შეძ­ლე­ბენ მსურ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას?

– დი­ახ, ჯერ ეს გა­მოც­დე­ბი არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ამას ვერ გა­დავ­წყ­ვეტთ, ნა­ეკ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დოს გა­მოც­დე­ბი, პი­ლო­ტიც გა­ი­ა­როს და შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს მას­შ­ტა­ბუ­რად. უახ­ლო­ე­სი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და ვე­ლო­დოთ გა­მოც­დას, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი გეგ­მა გვქონ­და, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან ერ­თად.

– და­ბო­ლოს, თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და სკო­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია, რო­გორ წარ­მარ­თავს სა­კუ­თა­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას…

– ხა­რის­ხი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა ისე­ვე ევა­ლე­ბა წამ­ყ­ვან და მენ­ტორ მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც უფ­როსს. მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ სტან­დარ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი: სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ეთი­კა, ყვე­ლა სტა­ტუ­სის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. წამ­ყ­ვან და მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლებს, ამის გარ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაც ევა­ლე­ბათ. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა და უზ­რუნ­ველ­ყოს ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლი. სკო­ლა, ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლია შექ­მ­ნას თა­ვი­სი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მა. მან ყვე­ლა­ზე უკეთ იცის და­საქ­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. უნ­და წარ­მარ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი და იზ­რუ­ნოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბა­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის ფუნ­ქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და ა.შ. გა­რე­დან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გა­ა­კონ­ტ­რო­ლო რა ხდე­ბა 2080 სკო­ლა­ში. ამი­ტომ, სკო­ლამ ში­და მე­ქა­ნიზ­მე­ბით უნ­და იზ­რუ­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მხარ­და­ჭე­რი­სა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მი­წო­დე­ბის გზით.

თუ წი­ნა სქე­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი იყო კონ­კ­რე­ტუ­ლი რუბ­რი­კე­ბი, პირ­და­პირ გა­წე­რი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი და სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ახ­ლა, ამ ნა­წილ­ში, სკო­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და თა­ვად უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს აირ­ჩევს, რო­გორ მოხ­დე­ბა ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლი. ეს უნ­და მოხ­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და მხარ­და­ჭე­რის გზით. როგო­რც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სკო­ლას მხო­ლოდ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფუნ­ქ­ცია აკის­რია, ამი­ტომ დი­რექ­ტორ­მა, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერ­მა, თა­ვად უნ­და იზ­რუ­ნოს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ოღონდ, ეს აუცი­ლებ­ლად თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი და აუმ­ჯო­ბე­სებ­დეს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს. მხო­ლოდ ტრე­ნინ­გ­ზე დას­წ­რე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ტრე­ნინ­გი მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. თვი­თონ მას­წავ­ლე­ბე­ლი კი, უნ­და იყოს რეფ­ლექ­სი­უ­რი, მუდ­მი­ვად აკონ­ტ­რო­ლებ­დეს საკ­ლა­სო ოთახ­ში სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს, წარ­მოქ­მ­ნილ პრობ­ლე­მებს, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­ში დი­რექ­ტო­რი, კა­თედ­რა და სკო­ლის ლი­დე­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი (წამ­ყ­ვა­ნე­ბი და მენ­ტო­რე­ბი) უნ­და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ასე­თი ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბით უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა და გაძ­ლი­ერ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლიც და სკო­ლაც. დი­რექ­ტო­რის მხრი­დან მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა არაფ­რის მომ­ცე­მია, ბო­ლომ­დე უნ­და მიჰ­ყ­ვეს, სა­დამ­დე მი­ვი­და ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რა ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო და დად­გა თუ არა უკე­თე­სი შე­დე­გი. დი­რექ­ტო­რი, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის უკე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ზე უნ­და ზრუ­ნავ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის გან­საზღ­ვ­რაც მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და მოხ­დეს. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი მიდ­გო­მაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით – მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სკო­ლას და იმე­დია, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ისი­ნი მოს­წავ­ლე­თა სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები