22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

რა მიდ­გო­მე­ბი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს „კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ“ მო­ზარ­დებ­თან

spot_img

რო­გო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა – სჯე­რათ თუ არა ბავ­შ­ვის ან პი­რი­ქით, ენ­დო­ბა თუ არა არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას და რა­ტომ არ ვუ­წო­დებთ ბავ­შ­ვებს „დამ­ნა­შა­ვე­ებს“ – ამ თე­მებ­ზე გადაცემაში „შენი შუ­ადღე­“ ვრცლად ისა­უბ­რა ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე პრო­კუ­რორ­მა, ია ჩხე­ი­ძემ და მთა­ვარ გზავ­ნი­ლად, რო­მელ­საც არას­რუწ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა ეყ­რ­დ­ნო­ბა, ბავ­შ­ვე­ბის მოს­მე­ნა და­ა­სა­ხე­ლა – „პირ­ველ რიგ­ში, მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შ­ვებს და მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად“.

რა არის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი

ვი­საც მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვებ­თან გვი­წევს შე­ხე­ბა, ას­მა­გად მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გვა­კის­რია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვაა სა­ჭი­რო, რომ მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა მთლი­ა­ნად ბავ­შ­ვ­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი; მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში უნ­და შევ­ძ­ლოთ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი – მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შ­ვებს და მათ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ამ ორ მთა­ვარ პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ ორ ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ციპს აღი­ა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მე­ბიც – ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცია. ორი­ვე ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თებს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვე­ბი ენ­დო­ბოდ­ნენ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ზო­გა­დად, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ში ბავ­შ­ვი რამ­დე­ნი­მე სტა­ტუ­სით შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვ­დეს – შე­საძ­ლოა, ის აღ­მოჩ­ნ­დეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად და ამ სტა­ტუ­სით მო­უ­წი­ოს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა; შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ნა­შა­უ­ლის შემ­ს­წ­რე იყოს ან და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას და რო­გორც მოწ­მეს მო­უ­წი­ოს  მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა; ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მელ­საც ის, უბ­რა­ლოდ, ვერ გა­უმ­კ­ლავ­და, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში აღ­მოჩ­ნ­დეს და ეს იმის გა­მო მოხ­დეს, რომ მარ­ტო იყო გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე და არ ეყო რე­სურ­სი, სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლი ეპო­ვა. ამი­ტომ, ჩვენ მას აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვეხ­მა­როთ, ეს კონ­ფ­ლიქ­ტი და­ვაძ­ლე­ვი­ნოთ და მი­სი სწო­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­თა­ნაც მას შემ­ხებ­ლო­ბა მო­უ­წევს, მი­სი თა­ნამ­დ­გო­მი იქ­ნე­ბა, რომ ის აუცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა ფაქ­ტე­ბის ობი­ექ­ტუ­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, იზ­რუ­ნებს იმა­ზე, რომ ის იყოს მსმე­ნე­ლი და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­საც სწო­რედ მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს.

რა ასა­კი­დან იწყე­ბა ბავ­შ­ვებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შ­ვებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ბავ­შ­ვ­თან მოგ­ვი­წი­ოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში აღ­მოჩ­ნ­დეს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ბავ­შ­ვი მოწ­მეა, რო­მელ­საც სურს და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვითხ­როს, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი ასა­კი­სა, მო­ვუს­მენთ და მის ინ­ტე­რე­სებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან და ამ კუთხით სჭირ­დე­ბათ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა, აქ 14-დან 18 წლამ­დე ვართ შეზღუ­დუ­ლე­ბი იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ასა­კი, ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, 14 წლის შემ­დ­გომ დგე­ბა. თუმ­ცა, აქ ერ­თი სა­კითხიც უნ­და გავ­მიჯ­ნოთ – კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში ბავ­შ­ვი მხო­ლოდ 14 წლი­დან არ მო­დის.

რას ნიშ­ნავს კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში ყოფ­ნა?

შე­ვეც­დე­ბი, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი რომ იყოს, მარ­ტი­ვად ავ­ხ­ს­ნა – კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში ყოფ­ნა ნიშ­ნავს, რომ კა­ნო­ნი გვიდ­გენს გარ­კ­ვე­უ­ლი ქცე­ვის წე­სებს, რო­მელ­საც უნ­და და­ვე­მორ­ჩი­ლოთ. აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, რომ, რო­ცა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, ჩვენ ამ დად­გე­ნილ წე­სებს ვერ და­ვე­მორ­ჩი­ლეთ, ანუ მოგ­ვი­წია კა­ნო­ნის დარ­ღ­ვე­ვა და კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩა­ვი­დი­ნეთ და­ნა­შა­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, არ გვქონ­და სა­ჭი­რო თან­ხა და ამი­ტომ მა­ღა­ზი­ი­დან ნივ­თი უნე­ბარ­თ­ვოდ გა­მო­ვი­ტა­ნეთ, ან მოხ­და რა­ღაც კონ­ფ­ლიქ­ტი, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­ში არა­ვინ დაგ­ვეხ­მა­რა, ამი­ტომ მი­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით გა­დაჭ­რა მოგ­ვი­წია, რის გა­მოც სხვი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და­ვა­ზი­ა­ნეთ ან ემო­ცი­უ­რი ტრავ­მა მი­ვა­ყე­ნეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ ჩვენ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვამ­ბობთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან.

რა­ტომ არ ვამ­ბობთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან?

ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლებ­რივ ნორ­მებ­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის კა­ნონ­ში წე­რია: „კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი“ – ეს სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ფრა­ზა, თა­ვის თავ­ში­ვე, ძა­ლი­ან ბევრ ნი­უ­ანსს გუ­ლის­ხ­მობს. მა­გა­ლი­თად, იმას, რომ ბავ­შ­ვე­ბი არ არი­ან ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რა თქმა უნ­და, ისი­ნი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ არ აქვთ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ჩვენ, ზრდას­რუ­ლებ­მა შე­ვი­ძი­ნეთ. მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც, რა წე­სებს გვიდ­გენს კა­ნო­ნი და რომ ამ დად­გე­ნილ წე­სებს გან­ზ­რახ ვარ­ღ­ვევთ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბავ­შ­ვე­ბი არ არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. და თუ რა­ტომ, ამას კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ – რთულ სი­ტუ­აცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, თა­ვი­ან­თი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად და გა­მო­უც­დე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მებ­თან და­მო­უ­კი­დებ­ლად გამ­კ­ლა­ვე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს, ამი­ტომ კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მო­ვიდ­ნენ და ესეც იმის გა­მო, რომ უფ­რო­სებს სადღაც რა­ღაც შეგ­ვე­შა­ლა.

რა მიდ­გო­მე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში – რო­გორ ცდი­ლობს და­ეხ­მა­როს არას­რულ­წ­ლო­ვანს იმ ქცე­ვის გა­აზ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ აღარ უნ­და გა­ი­მე­ო­როს?

უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია თა­ვის საქ­ცი­ელ­ზე, ოღონდ, ესეც კა­ნო­ნის ფარ­გ­ლებ­ში, ჰუ­მა­ნუ­რად უნ­და ხდე­ბო­დეს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ბავ­შ­ვებს ვე­ხე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს ახ­ლავს, ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან კარ­გი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მოქ­მე­დებს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი მი­ვი­ღეთ. სწო­რედ ამ დრო­ი­დან იწყე­ბა გან­რი­დე­ბა-მე­დი­ა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის და­ნერ­გ­ვა, იმის სა­პა­სუ­ხოდ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვეხ­მა­როთ ბავშვს გა­უმ­კ­ლავ­დეს რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, რომ შევ­ძ­ლოთ მი­სი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

გან­რი­დე­ბა-მე­დი­ა­ცია, პირ­ველ რიგ­ში, ნიშ­ნავს იმას, რომ ბავ­შ­ვ­მა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­როს. მინ­და მათ იცოდ­ნენ, რომ თუ­კი არ და­ე­კის­რე­ბათ სას­ჯე­ლი სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი გა­გე­ბით, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ და­ვა­კის­რებთ. ყვე­ლა ადა­მი­ან­მა და მათ შო­რის ბავ­შ­ვ­მა, რო­მე­ლიც სრულ­ფა­სო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბაა, სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და აიღოს. სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს გან­რი­დე­ბა-მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა და თან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ზარდს ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბა არ დარ­ჩე­ბა. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ მათ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი, ვეხ­მა­რე­ბით იმ და­ნა­შა­უ­ლის გა­აზ­რე­ბა­ში, რაც ჩა­ი­დი­ნა, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­შიც, რა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გვაქვს ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ბავ­შ­ვი ვერ ხვდე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. მას შემ­დეგ, რაც ვიწყებთ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ვუხ­ს­ნით, რა ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევრს, ისე­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მდგომ ადა­მი­ანს, რო­გორც თვი­თო­ნაა, ბავ­შ­ვი სრუ­ლად იაზ­რებს ამ ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ გან­რი­დე­ბა-მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა მხო­ლოდ ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა არ არის, ეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მა და ზო­მაა. ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­დის ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, არ­კ­ვევს მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს; პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, საწყის ეტაპ­ზე, ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად აფა­სებს ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს, რის­კებს, გა­მოკ­ვეთს დამ­ცავ ფაქ­ტო­რებს, ანუ ად­გენს, სად სჭირ­დე­ბა ბავშვს დახ­მა­რე­ბა, რა არის მი­სი ძლი­ე­რი მხა­რე, რაც კი­დევ უფ­რო მე­ტად უნ­და გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რომ მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბის სწო­რი გზა აირ­ჩი­ოს.

პრე­ვენ­ცი­ის რო­ლი, ანუ რო­გორ ვმუ­შა­ობთ ბავ­შ­ვებ­თან ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში, ვიდ­რე მათ ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ჩა­რე­ვა არ გვჭირ­დე­ბა

ვიდ­რე პრე­ვენ­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­რებ, ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო აშშ-ს, ევ­რო­კავ­შირს, ევ­რო­საბ­ჭოს და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონდს, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში­ მა­თი წვლი­ლი ძა­ლი­ან დი­დია.

ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ სწო­რი გზით მივ­დი­ვართ. ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის სწო­რად წარ­მო­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, სა­დაც კი­დევ უფ­რო მე­ტი ჩა­რე­ვა და მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო, ეს ნამ­დ­ვი­ლად პრე­ვენ­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია. მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბის ეტაპ­ზე თუ მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს კუთხით, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში არ­სე­ბობს პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და მი­ხა­რია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­სი­კე­თო ძვრე­ბიც გვაქვს. თუნ­დაც, 14 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ თუ­კი 10, 11, 12, 13 წლის ბავ­შ­ვი კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, მი­სი გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის­გან და­სა­ცა­ვად (რო­დე­საც 14 წლის გახ­დე­ბა, ჩვენ­თან რომ აღარ მო­ვი­დეს), და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ვა­მი­სა­მარ­თებთ რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მ­ში, რომ­ლის შემ­დე­გაც, რე­ფე­რი­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცია იზ­რუ­ნებს იმა­ზე, რომ მან გან­მე­ო­რე­ბით და­ნა­შა­უ­ლი აღარ ჩა­ი­დი­ნოს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა ახა­ლი დაწყე­ბუ­ლია და ძა­ლის­ხ­მე­ვა გა­სა­ას­მა­გე­ბე­ლია. თუმ­ცა, კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ კარ­გი ნა­ბი­ჯე­ბით მივ­დი­ვა­რათ და, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან და ყვე­ლა სა­თა­ნა­დო უწყე­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ეს პრობ­ლე­მაც აუცი­ლებ­ლად და­იძ­ლე­ვა. იმე­დია, კი­დევ უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი და ის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქნე­ბა.

რა გზით და რა ხერ­ხე­ბით ცდი­ლობს პრო­კუ­რო­რი ბავ­შ­ვის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას?

პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ მი­სი მე­გობ­რე­ბი ვართ, სხვაგ­ვა­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. პრო­კუ­რო­რებს აქვთ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა – მათ უწევთ, იყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვე­ბის მე­გობ­რე­ბი, გა­ი­ზი­ა­რონ მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი. ბავ­შ­ვებ­თან პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია – გა­მო­კითხ­ვის პრო­ცე­სი, არა მხო­ლოდ პრო­კუ­რო­რის, არა­მედ გა­მომ­ძი­ებ­ლის მხრი­დან, იწყე­ბა არა პირ­და­პირ საქ­მე­ზე სა­უბ­რით, არა­მედ სწო­რედ იმით, რომ ბავ­შ­ვი მიხ­ვ­დეს, რომ ჩვენ სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვაქვს. ჩვენ აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­პო­ვოთ ეს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი. ამი­ტომ, პრო­კუ­რო­რი თუ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ბავ­შ­ვ­თან პირ­ვე­ლად კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამის ძი­ე­ბით იწყებს, აღ­მო­ა­ჩი­ნოს სა­ერ­თო მათ შო­რის – რო­გორ ატა­რებს ბავ­შ­ვი თა­ვი­სუ­ფალ დროს და ა.შ.

თა­ვის­თა­ვად, რო­ცა ბავ­შ­ვის საქ­მე­ზე ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან დი­დია ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რი. ყვე­ლა­ზე მე­ტად რი­სიც გვე­ში­ნია ხოლ­მე, გვენ­დო­ბა თუ არა და დაგ­ვი­ჯე­რებს თუ არა. ეს ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი შფოთ­ვაა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას ახ­ლავს. თუ­კი ბავ­შ­ვი გენ­დო და შე­მო­ვი­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად გულ­წ­რ­ფე­ლი იქ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მინ­და ბავ­შ­ვებს ვუთხ­რა, რომ ჩვენც გვჭირ­დე­ბა მათ­გან იმ­პულ­სი, გვინ­და, რომ ისი­ნი მო­ვიდ­ნენ ჩვე­ნამ­დე. მინ­და ისიც იცოდ­ნენ, რომ ჩვენ ნამ­დ­ვი­ლად მათ გვერ­დით ვართ და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ რამ­დე­ნად აუცი­ლე­ბე­ლია ეს კო­მუ­ნი­კა­ცია. ჩვენ ხომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ფაქ­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვი­ღებთ და თუ ამ ფაქ­ტებ­ზე მათ­თან არ ვი­სა­უბ­რეთ, რა თქმა უნ­და, ვერც სწო­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას შევ­ძ­ლებთ.

სჯე­რა თუ არა ბავ­შ­ვე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რას?

მინ­და ბავ­შ­ვებ­მა იცოდ­ნენ, რომ მე მათ ნამ­დ­ვი­ლად და­ვუ­ჯე­რებ. ამის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაც დაგ­როვ­და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და უკ­ვე კარ­გი პრე­ცე­დენ­ტე­ბი არ­სე­ბობს – ჩვენ შევ­ძე­ლით ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რო­დე­საც  მათ და­ვეხ­მა­რეთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უკ­ვე გვაქვს გან­რი­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი უკუ­კავ­ში­რე­ბი, რო­ცა წლე­ბის შემ­დეგ გვქონ­და მათ­თან გარ­კ­ვე­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცია. ისი­ნი მად­ლო­ბას გვიხ­დიდ­ნენ, რომ მი­ე­ცათ ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს მა­გა­ლი­თე­ბი ჩემ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი იმ­პულ­სია.

ამის გარ­და, ბავ­შ­ვებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ თუ­კი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, და­არ­ღ­ვევს მათ უფ­ლე­ბას, შე­უძ­ლი­ათ ამა­ზე ჰქონ­დეთ რე­აქ­ცია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რჩე­ვა ბავ­შ­ვებს

პირ­ველ რიგ­ში, იცოდ­ნენ, რომ ბავ­შ­ვი არას­დ­როს არ უნ­და იყოს მარ­ტო პრო­კუ­რორ­თან და გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან, მის გვერ­დით აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – მშო­ბე­ლი ან სხვა პი­რი. მაგ­რამ, თუ­კი ვერ მო­ხერ­ხ­და კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ძი­ე­ბა, მა­შინ მათ გვერ­დით აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ერ დროს, მათ შე­უძ­ლი­ათ, თხოვ­ნით მი­მარ­თონ მას, რომ აქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. ეს აუცი­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. გა­მომ­ძი­ებ­ლის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ პრო­კუ­რორ­თან შეხ­ვედ­რაც მო­ითხო­ვონ, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ტა­ნად, რა­საც სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა.

ამით და­ვიწყე და ამით­ვე და­ვას­რუ­ლებ – მთა­ვა­რია მო­ვუს­მი­ნოთ ბავ­შ­ვებს!

არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის­თ­ვის სწო­რედ ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი – ჩვენ უნ­და ვუს­მენ­დეთ მათ. თუ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა რა გა­დახ­და ბავშვს, სად, რო­დის და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვერ მო­ვი­პო­ვებთ. ამი­ტომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. გა­მო­კითხ­ვი­სა და საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­და, დამ­ხ­მა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბიც მუ­შა­ობს, მა­გა­ლი­თად, ფსი­ქო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ბავ­შ­ვ­მა იცის, რომ ის და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა გან­მე­ო­რე­ბი­თი ძა­ლა­დო­ბის­გან, მას და­ეხ­მა­რე­ბი­ან გან­ც­დი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავმის დაძ­ლე­ვა­ში. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო თბი­ლის­ში ე.წ. „ბარ­ნა­ჰუ­სის სახ­ლის“ („სახ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“) გახ­ს­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, სა­დაც ბავ­შ­ვის გა­მო­კითხ­ვა, მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და გან­გ­რ­ძო­ბა­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ერთ სივ­რ­ცე­შია მოქ­ცე­უ­ლი. ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ სწო­რი გზით მივ­დი­ვართ და ვუს­მენთ ბავ­შ­ვებს! ეს არის გზა შემ­დ­გო­მი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის, ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბის­თ­ვის. რაც მთა­ვა­რია, პრო­ცე­სე­ბის ისე წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვ­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და რომ აუცი­ლებ­ლად დავ­ს­ჯით დამ­ნა­შა­ვეს, რო­მელ­მაც მას რა­ღაც ტი­პის ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები