27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები ეროვნული პრემიის მისაღებად

spot_img
რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მასწავლებლები ეროვნული პრემიის მისაღებად:
საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი (სკოლაში, თემში ან/და ქვეყნის მასშტაბით);
მოსწავლეების აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული ზრდის აქტიური მხარდაჭერა;
მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია და შემეცნების სურვილის გაღვივება;
პედაგოგიკური და პროფესიული ცოდნის გაზიარება და პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელების ინიციატივა;
საგანმანათლებლო/პედაგოგიკური რესურსების შექმნა და გაზიარება;
სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობებში სამაგალითო ჩართულობა;
სასკოლო საზოგადოებაში შემოქმედებითი იდეების წახალისება;
ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა სკოლის, საზოგადოების ან ქვეყნის/სისტემის კონკრეტული საჭიროებების საპასუხოდ;
სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
ადამიანების კეთილდღეობასა და ზრუნვაზე დაფუძნებული აქტივობების/ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და განხორციელება;
განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები