24 ნოემბერი, კვირა, 2024

რა­ტომ ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა?!

spot_img

ნინო სამხარაული

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სარ­თი­ჭა­ლის №3 და №1 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქი­მი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

„მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა ის, რამ­დე­ნად კარ­გი ხარ, არა­მედ რამ­დე­ნად კარ­გი გინ­და გახ­დე…“ /პოლ არ­დე­ნი/

დღე­ვან­დელ კომ­პ­ლექ­სურ და ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, საკ­ვან­ძო ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, გარ­და უბ­რა­ლო ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბი­სა და და­ზოგ­ვი­სა, ადა­მი­ა­ნებს უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია კომ­პ­ლექ­სურ, ფი­ნან­სურ ლან­დ­შაფ­ტ­ზე ნა­ვი­გა­ცი­ის­თ­ვის. თუ ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბით მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, აღ­მო­ვა­ჩენთ ფაქ­ტებს – რო­გორ აყა­ლი­ბებს ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა პი­როვ­ნულ კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას.

⇑⇓ რა­ტომ გვჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა?

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის­თ­ვის, რომ სწო­რად გან­ვ­კარ­გოთ ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი, დავ­გეგ­მოთ ბი­უ­ჯე­ტი და მი­ვი­ღოთ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. ის ეხე­ბა ჩვენს ნე­ბის­მი­ერ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც ფულ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მის სწო­რად ხარ­ჯ­ვას გუ­ლის­ხ­მობს.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბაა, რო­მე­ლიც პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვი­სათ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნას, ქცე­ვებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. ეს უნა­რე­ბი კი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს, რის­კე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სწო­რად შე­ფა­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა.

ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გვქონ­დეს ფუ­ლის მარ­თ­ვის რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი გა­აზ­რე­ბის, ასე­ვე პრაქ­ტი­კა­ში სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი. ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს უწევს უამ­რა­ვი ფი­ნან­სუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, უკავ­შირ­დე­ბა ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მათ­თან თა­ნამ­შომ­ლო­ბას – იქ­ნე­ბა ეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მან­ქა­ნის შე­ძე­ნა, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და და ა.შ. სა­ჭი­როა, ასეთ დროს, სწო­რად გან­ვ­კარ­გოთ სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი და სწო­რი ფი­ნან­სუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბით უკეთ დავ­გეგ­მოთ და გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის 24 იან­ვ­რის ბრძა­ნე­ბით, დამ­ტ­კიც­და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია 2023“, სა­დაც, სტრა­ტე­გი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ჩარ­თულ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის, მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი არი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. რო­გორც აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტ­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, სტრა­ტე­გი­ის მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ძი­რი­თად პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის, პირ­ვე­ლია ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის­თ­ვის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა და მა­თი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა.

თუ „PISA-2018“-ის კვლე­ვას და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით, ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია, გა­მო­კითხულ ქვეყ­ნებს შო­რის. „OECD“-ის 2020 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად კი, 18-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, უფ­როს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად აკონ­ტ­რო­ლე­ბენ სა­კუ­თარ ფი­ნან­სებს და ნაკ­ლე­ბად აკე­თე­ბენ გა­აზ­რე­ბულ შეს­ყიდ­ვებს. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა და ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე, ჯან­სა­ღი ფი­ნან­სუ­რი ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე იწყე­ბო­დეს, რაც ხელს შე­უწყობს მო­მა­ვალ­ში მო­ზარ­დე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და მათ გრძელ­ვა­დი­ან ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას.

2015 წელს „OECD“-ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­სურ­ვე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო გეგ­მის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. თუმ­ცა ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სკო­ლებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი თით­ქ­მის არ არ­სე­ბობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა რა ხდე­ბა, ამ კუთხით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რეთ. მა­გა­ლი­თად, ვის­კონ­სი­ნის შტა­ტის (აშშ) სკო­ლებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ბე­ტიმ და მის­მა თა­ნა­ავ­ტო­რებ­მა (Batty et al., 2015) და­ად­გი­ნეს, რომ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა III-V კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში კი არ ზრდის ფი­ნან­სურ ცოდ­ნას, არა­მედ ერ­თი წლის შემ­დე­გაც მოქ­მე­დებს და­ზოგ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე. სა­კონ­ტ­რო­ლო სა­ვე­ლე ექ­ს­პე­რი­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, კალ­ვიჯ­მა და მის­მა თა­ნა­ავ­ტო­რებ­მა (Kalwij et al., 2017) შე­ის­წავ­ლეს ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის 45-წუ­თი­ა­ნი პროგ­რა­მის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტი ფი­ნან­სურ ცოდ­ნა­სა და და­ზოგ­ვის ქცე­ვა­ზე ჰო­ლან­დი­ის დაწყე­ბით სკო­ლებ­ში. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ VI კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­ში არა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე გა­ი­ზარ­და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, ასე­ვე გა­უმ­ჯო­ბეს­და და­ზოგ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც.

ფორ­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­თან ერ­თად, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც იზ­რ­დე­ბა. შე­და­რე­ბით ახა­ლი კვლე­ვე­ბი ხაზს უს­ვამს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ფორ­მა­ლურ შემ­ნახ­ველ ან­გა­რი­შებ­ზე ად­რე­უ­ლი წვდო­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. კოტ­ლი­კოვ­მა და ბერ­ნ­ჰა­იმ­მა (Kotlikoff and Bernheim, 2001) და­ად­გი­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ბავ­შ­ვო­ბა­ში ჰქონ­დათ სა­ხარ­ჯო ფუ­ლი, სა­ბან­კო ან­გა­რი­ში, ბევ­რად მეტს ზო­გა­ვენ და მეტ ქო­ნე­ბას აგ­რო­ვე­ბენ. ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ნან­სურ ქცე­ვას შო­რის კავ­ში­რი შე­ა­ჯა­მეს ჯონ­სონ­მა და შე­რა­დენ­მა (Johnson and Sherraden, 2007). მა­თი აზ­რით, ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ფორ­მა­ლურ ფი­ნან­სურ პრო­დუქ­ტებ­ზე წვდო­მამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს მათ უნარ­ზე, მი­ი­ღონ ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. მე­ტიც, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არ აისა­ხოს მათ ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, თუ მათ არ აქვთ წვდო­მა ფი­ნან­სურ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­სა და მათ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ძი­რი­თად ფი­ნან­სურ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ზე წვდო­მის არ­ქო­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ქო­ნამ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ზარ­დოს ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რადღე­ბოა ჩვენ­თან დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თით­ქოს, „ფუ­ლი ხე­ლის ჭუჭყია“ ან ფულ­ზე სა­უ­ბა­რი ამო­რა­ლუ­რია. მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი და გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­სამ­ს­ხ­ვ­რე­ვი და შე­საც­ვ­ლე­ლია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შ­ვებს სწო­რად შე­ვას­წავ­ლოთ ფულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. უნ­და გა­ი­გონ, რო­გორ და­ზო­გონ, თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე თან­ხა. ეს არა მარ­ტო სკო­ლის ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, არა­მედ ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი სეგ­მენ­ტის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორც ექ­ს­პერ­ტი, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე ამ­ბობს თა­ვის ინ­ტერ­ვი­უ­ში: „და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის ან სტუ­დენ­ტე­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია სა­ბან­კო პრო­დუქ­ტებ­ზე, რად­გან ხში­რად არ იყე­ნე­ბენ, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­მა­ვალ­ში არ დას­ჭირ­დე­ბათ მათ შე­სა­ხებ ცოდ­ნა, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ მა­ნამ­დე ვას­წავ­ლოთ ფუ­ლის და­ზოგ­ვა ან გა­ვა­გე­ბი­ნოთ სეს­ხის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი/რის­კე­ბი, ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან…“ მი­სი აზ­რით, „ახალ­გაზ­რ­დე­ბი ღი­რე­ბულ სა­მიზ­ნე ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თ­ვი­საც. სტუ­დენ­ტი მი­ღე­ბულ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად გა­უ­ზი­ა­რებს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნის გა­ნათ­ლე­ბით, ცოდ­ნა მა­თი ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებ­საც ეძ­ლე­ვათ, რად­გან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც წე­სი, მათ­თ­ვის უფ­რო სან­დოა….“

სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა ად­რე, სას­კო­ლო ასა­კი­დან, უნ­და იწყე­ბო­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. იმავ­დ­რო­უ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე მუ­შა­ო­ბა და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია. ამ მხრივ, ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­წო­დებ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნე­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რის, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­ხის, გა­მო­ყე­ნე­ბა.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის, ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხე­ბის ეფექ­ტუ­რად სწავ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დობ­აში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის, თი­ბი­სი ბან­კის, ბა­ზის ბან­კის და კრე­დო ბან­კის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის კონ­კურ­სი – „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“, რო­მე­ლიც, ასე­ვე, უკავ­შირ­დე­ბო­და 23 აპ­რი­ლის – წიგ­ნი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მსოფ­ლიო დღის აღ­ნიშ­ვ­ნას.

წარ­მო­გიდ­გენთ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­ს­ში სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბულ პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას (გაკ­ვე­თი­ლე­ბის სე­რია), რო­მე­ლიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან.

კონ­კურ­ს­ში „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“ სკო­ლამ ორ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა: გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სკო­ლა და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რო­გორც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი, სარ­თი­ჭა­ლის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ჯილ­დოვ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ 500-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რით, სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის­თ­ვის წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად.

⇑⇓ კონ­კურ­სი „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“

კონ­კურ­სის „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“ ფარ­გ­ლებ­ში, ჩემ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის სე­რი­ამ მო­იც­ვა ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ისე­თი თე­მე­ბი,რო­გო­რი­ცაა: ფუ­ლი, და­ზოგ­ვა, პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვა (სა­ჭი­რო­ე­ბა და სურ­ვი­ლი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­ლა­გე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით), სეს­ხე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი, მომ­ხ­მა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბი­სეუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ქვეყ­ნე­ბი და ვა­ლუ­ტე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შერ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხილ­ვი­სას, გა­მო­ვი­ყე­ნე სწავ­ლე­ბის ისე­თი მიდ­გო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა, შემ­თხ­ვე­ვე­ბის გან­ხილ­ვა, დის­კუ­სია და მსჯე­ლო­ბა, სწავ­ლა კე­თე­ბით (პოს­ტე­რე­ბის შექ­მ­ნა), რო­ლუ­რი თა­მა­ში, კითხ­ვა-პა­სუ­ხი, პრე­ზენ­ტა­ცია, ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კა და არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა – გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლი სა­ბან­კო სივ­რ­ცე­ში.

კონ­კურ­სის „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“ ფარ­გ­ლებ­ში, შე­ვარ­ჩი­ეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ნორ­ვე­გი­ე­ლი მწერ­ლის, არ­ნ­ფინ ქო­ლე­რუს ნა­წარ­მო­ე­ბი „კე­თი­ლი­ო­ნი“. ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რის, ათი წლის ფრან­კის დე­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ლა­ტა­რი­ა­ში ჯეკ­პოტს – 24 მი­ლი­ონ კრო­ნას იგებს და ბან­კ­ში ინა­ხავს. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ აირე­ვა, რო­ცა ფრან­კის დე­და გა­დაწყ­ვეტს, სი­კე­თის კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­დოს. „კე­თი­ლი­ო­ნის“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კი 1 მი­ლი­ო­ნით და­ა­ჯილ­დო­ვოს. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­რო ნა­წარ­მო­ე­ბის სწო­რედ ეს სი­უ­ჟე­ტი გახ­და.

აქ­ტი­ვო­ბა 1.

პრო­ექ­ტის საწყის ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნი­ხი­ლეს შერ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ისი­ნი კლას­ში, სურ­ვი­ლი­სა და რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, კითხუ­ლობ­დ­ნენ წიგნს. მსჯე­ლობ­დ­ნენ ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო და და­ძა­ბულ სი­უ­ჟე­ტებ­ზე. გა­მოთ­ქ­ვეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­ნ­ფინ ქო­ლე­რუს მთა­ვა­რი გმი­რის – ფრან­კის, მი­სი მე­გობ­რე­ბი­სა და ფრან­კის დე­დის ქმე­დე­ბებ­ზე; ისა­უბ­რეს იმა­ზეც, თუ რა მო­გე­ბას ნა­ხავ­და ბი­ჭის დე­და ბან­კ­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბით და რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ნა­წარ­მო­ე­ბის ფი­ნა­ლი.

ერთ-ერ­თი დის­კუ­სი­ის მთა­ვა­რი შე­კითხ­ვა იყო: რას ფიქ­რობ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე, გა­ი­ღებ­დ­ნენ თუ არა ისი­ნი მო­გე­ბუ­ლი თან­ხი­დან 1 მი­ლი­ონ კრო­ნას ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის. მოს­წავ­ლე­ებ­მა იმ­ს­ჯე­ლეს სი­კე­თის კე­თე­ბა­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე. მათ­თ­ვის ძალ­ზე ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნ­და ფრან­კის დე­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სი­კე­თის კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბის შე­სა­ხებ. ბავ­შ­ვებ­მა სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რეს სი­კე­თის კე­თე­ბის და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე, ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის გა­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა­ზე. მა­თი აზ­რით, ბან­კე­ბი გა­დამ­წყ­ვეტ როლს ას­რუ­ლე­ბენ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, მა­გა­ლი­თად, ბან­კე­ბის დახ­მა­რე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თ­ვის…

აქ­ტი­ვო­ბა 2.

მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს რო­ლუ­რი თა­მა­ში. მო­ირ­გეს 10 წლის ფრან­კის დე­დის რო­ლი, და­ფიქ­რ­დ­ნენ და გა­მოთ­ქ­ვეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­გორ გან­კარ­გავ­დ­ნენ თან­ხას, თუ ფრან­კის დე­დის როლ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბოდ­ნენ. ისა­უბ­რეს და­ზოგ­ვა­ზე, სა­ბან­კო პრო­დუქ­ტებ­ზე. იმ­ს­ჯე­ლეს, რა სარ­გე­ბელს მი­ი­ღებ­დ­ნენ ბან­კ­ში მო­გე­ბუ­ლი ფუ­ლის და­ბან­დე­ბით. მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი და­ინ­ტე­რეს­და ისე­თი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტით, რო­გო­რი­ცაა ყუ­ლა­ბა. რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა და რო­გორ. ნა­წილს გა­უჩ­ნ­და კითხ­ვა, რო­გორ ანა­ბარ­ზე შე­ი­ტან­და ფრან­კის დე­და მო­გე­ბულ თან­ხას. ამ და მსგავს შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად, გან­ვი­ხი­ლეთ დე­პო­ზი­ტე­ბი და მი­სი სა­ხე­ე­ბი. დე­ტა­ლუ­რად გა­ვარ­ჩი­ეთ ვა­დი­ა­ნი და უვა­დო დე­პო­ზი­ტე­ბი, თი­თო­ე­უ­ლის პი­რო­ბე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი. ფუ­ლის და­ზოგ­ვა­სა და ყუ­ლა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბის/სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ებ­მა ნა­ხეს სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­ფილ­მი, ასე­ვე ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი „სი­კე­თე“, რო­მე­ლიც ნათ­ლად ასა­ხავ­და ფუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის.

აქ­ტი­ვო­ბა 3.

მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ფიქ­რ­დ­ნენ სა­კუ­თარ იდე­ებ­სა და სურ­ვი­ლებ­ზე. შე­ავ­სეს წი­ნას­წარ შექ­მ­ნი­ლი ე.წ. „ჩე­მი სურ­ვი­ლე­ბის ბან­კი“. და­აჯ­გუ­ფეს სურ­ვი­ლე­ბი: „პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბა“ და „მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი“. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცია და გან­მარ­ტეს, რა­ტომ ეჭი­რა თი­თო­ე­ულ პი­რად სურ­ვილს ესა თუ ის ად­გი­ლი „სურ­ვი­ლე­ბის ბან­კ­ში“. იმ­ს­ჯე­ლეს, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დ­ნენ თუ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლი ექ­ნე­ბო­და „მო­უ­ლოდ­ნელ მოვ­ლე­ნებს“, რო­გორც ეს ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რის – ფრან­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში იყო. მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხე­ბი­დან გა­ირ­კ­ვა, რომ „მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­მარ­თავ­დ­ნენ ბანკს სეს­ხის­თ­ვის. სეს­ხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ვი­ხი­ლეთ ისე­თი სა­ბან­კო სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სეს­ხი და სეს­ხის სა­ხე­ე­ბი (სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო და იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, გან­ვა­დე­ბა და სხვ).

აქ­ტი­ვო­ბა 4.

მე­ოთხე აქ­ტი­ვო­ბა ეხე­ბო­და მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას. ბავ­შ­ვებ­მა ფრან­კის დე­დის რო­ლის მორ­გე­ბის შემ­დეგ, შექ­მ­ნეს თე­მის „პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვა“ (სა­ჭი­რო­ე­ბა და სურ­ვი­ლი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­ლა­გე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით) ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტუ­რი პოს­ტე­რე­ბი, სა­ხელ­წო­დე­ბით – „24 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მო­გე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რას გა­ვა­კე­თებ­დი?“ შექ­მ­ნი­ლი პოს­ტე­რე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად წა­რად­გი­ნეს კლა­სის წი­ნა­შე. პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, ისა­უბ­რეს იმა­ზე,თუ რო­გორ გან­კარ­გავ­დ­ნენ მო­გე­ბულ 24 მი­ლი­ონ ლარს, რა სა­ჭი­რო­ე­ბა და სურ­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ, რო­მელს მი­ა­ნი­ჭეს პრი­ო­რი­ტე­ტი და რა­ტომ.

აქ­ტი­ვო­ბა 5.

მე­ხუ­თე აქ­ტი­ვო­ბა გუ­ლის­ხ­მობ­და კლას­ში დის­კუ­სი­ის გა­მარ­თ­ვას, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­თა სურ­ვი­ლით, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ სო­ფელ სარ­თი­ჭა­ლა­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ სა­ბან­კო ოფის­ში სტუმ­რო­ბა, სა­დაც უშუ­ა­ლოდ ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­მსა­უბ­რე­ბოდ­ნენ და და­უს­ვამ­დ­ნენ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, თე­მა­ტურ შე­კითხ­ვებს სეს­ხის, დე­პო­ზი­ტე­ბის, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი შეხ­ვ­და მო­რი­გე მო­ლა­რე-ოპე­რა­ტორს, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ირ­გეს მომ­ხ­მა­რებ­ლის რო­ლი, დას­ვეს შე­კითხ­ვე­ბი და ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან მი­ი­ღეს კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხე­ბი მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე.

აქ­ტი­ვო­ბა 6.

მოს­წავ­ლე­ებ­მა ჯგუ­ფუ­რად იმუ­შა­ვეს ციფ­რულ პლატ­ფორ­მა canva.com-ში. შექ­მ­ნეს იმ ძი­რი­თად ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბის ფლა­ე­რე­ბი, რო­მე­ლიც ნა­წარ­მო­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას ის­წავ­ლეს. მო­ირ­გეს თა­ნა­ტოლ გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბის რო­ლი, შეხ­ვ­დ­ნენ სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს და, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში, გაც­ვა­ლეს ინ­ფორ­მა­ცია პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეს­წავ­ლი­ლი სა­კითხე­ბის, მათ შო­რის, ძი­რი­თად სა­ბან­კო ტერ­მი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ­ტი­ვო­ბის დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში კი სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში გა­ავ­რ­ცე­ლეს თე­მა­ტუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ფლა­ე­რე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 7.

მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ნა­წარ­მო­ებ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ვა­ლუ­ტა-კრო­ნით. გა­მო­ი­ყე­ნეს სკო­ლა-ბან­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­სა­ლა: „ქვეყ­ნი­სა და ვა­ლუ­ტის ბა­რა­თე­ბი“, იმუ­შა­ვეს და­მო­უ­კი­დებ­ლად, მო­ი­ძი­ეს და შექ­მ­ნეს სა­ინ­ტე­რე­სო პოს­ტე­რე­ბი ვა­ლუ­ტა-კრო­ნას წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი კლა­სის წი­ნა­შე.

აქ­ტი­ვო­ბა 8.

პრო­ექ­ტის დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა იმუ­შა­ვეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. შე­ავ­სეს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ქვი­ზი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ოთხ თე­მა­ტურ, და­ხუ­რულ კითხ­ვა­სა და ორ სი­ტუ­ა­ცი­ურ ღია შე­კითხ­ვას, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებ­და მსჯე­ლო­ბას და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ და­სა­ბუ­თე­ბას, ნა­წარ­მო­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას შეს­წავ­ლი­ლი სა­ბან­კო თე­მე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოთხი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თი (თი­თო გაკ­ვე­თი­ლი – 40-წუ­თი­ა­ნი) და, და­მა­ტე­ბით, 3 არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თი. ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და „ფი­ნე­დუს“ მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის­თ­ვის – „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“.

კონ­კურ­სის „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“ ფარ­გ­ლებ­ში, ჩემ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა დი­დი ინ­ტე­რე­სი და ჩარ­თუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­ში. მო­ზარ­დებ­მა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან და­ას­კ­ვ­ნეს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია არა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლის ყა­ი­რა­თი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბა, და­ზოგ­ვა და მიზ­ნობ­რი­ვად და­ბან­დე­ბა სან­დო ფი­ნან­სურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არა­მედ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სი­კე­თე, კე­თილ საქ­მე­ებ­ში ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სხვა­თა დახ­მა­რე­ბა. გა­ი­აზ­რეს, რომ მცი­რე­ო­დე­ნი თან­ხის და­ზოგ­ვით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა დი­დი და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. მიხ­ვ­დ­ნენ, რომ „ძუნ­წი კა­ცი­ვით“ ფუ­ლის მი­წა­ში და­მალ­ვას, ბან­კ­ში სა­სურ­ველ დე­პო­ზიტ­ზე და­ბან­დე­ბა სჯობს, რა­თა მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღონ მე­ტი ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი. გა­ი­აზ­რეს, რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით. მა­გა­ლი­თად, ბან­კე­ბის დახ­მა­რე­ბა — მიმ­ღე­ბე­ბის­თ­ვის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სახ­ს­რე­ბის ეფექ­ტუ­რად და უსაფ­რ­თხოდ გა­და­ცე­მა­ში, რო­გორც ში­და, ისე ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ან­გა­რი­შე­ბის მარ­თ­ვა, სა­ინ­ვეს­ტი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა და სხვა. მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი და­უ­კავ­ში­რეს ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შა­ო­ბას, რო­გო­რი­ცაა წი­თე­ლი ჯვა­რი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა­გან სა­ბან­კო გა­და­რიცხ­ვე­ბით იღებს შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს და მო­ნა­წი­ლე­ობს ბან­კე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფი­ნან­სურ კამ­პა­ნი­ებ­ში.

კონ­კურ­ს­ში „ას­წავ­ლე ფი­ნან­სე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ მოს­წავ­ლე­ებ­ში აამაღ­ლა ცნო­ბი­ე­რე­ბა ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა: ფუ­ლი, და­ზოგ­ვა, პი­რა­დი ფი­ნან­სე­ბის მარ­თ­ვა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, ქვეყ­ნე­ბი და ვა­ლუ­ტე­ბი. მოს­წავ­ლე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლეს ნა­წარ­მო­ე­ბის ფი­ნან­სურ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ხო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბულ­მა მრა­ვალ­ფე­რო­ვან­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა უზ­რუნ­ველ­ყო მოს­წავ­ლე­თა კრი­ტი­კუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და პრე­ზენ­ტი­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ფი­ნან­სუ­რი სა­კითხე­ბით მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ინ­ტე­რე­სო რა­კურ­სით სწავ­ლე­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია-2023.

https://shorturl.at/hNOXG

  1. სტა­ტია: „ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის უკე­თე­სად მარ­თ­ვის­თ­ვის“. 05. 2022წ.

https://helloblog.ge/story/financial-education

  1. სტა­ტია: „ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის“. 28.06.2023წ. https://argacherde.bog.ge/ganatleba/ratom-aris-finansuri-ganatleba-mnishvnelovani-sheni-uketesi-momavlistvis/
  1. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მარ­ტი­ვად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი. https://shorturl.at/G482f
  2. სკო­ლებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა სკო­ლა-ბან­კის მა­გა­ლით­ზე.

https://iset-pi.ge/storage/media/other/2021-10-06/2f6178c0-2672-11ec-be43-954a03908f87.pdf

  1. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პორ­ტა­ლი (finedu.gov.ge).

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები