14 დეკემბერი, შაბათი, 2024

რატომ მიყვარს „ვანო და ნიკო“

spot_img
რო­გორც ყვე­ლა ღი­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ძა­ლი­ან ბევრ ფიქრს აღ­ძ­რავს ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის „ვა­ნო და ნი­კოც“. გთა­ვა­ზობთ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლის ფიქ­რებს ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე.

ანი ყა­ლი­ჩა­ვა

სსიპ ილ. ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე
პედაგოგი – ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე

ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის ორი პერ­სო­ნა­ჟის პა­ტარ-პა­ტა­რა ამ­ბე­ბი უამ­რავ შე­კითხ­ვას ბა­დებს მკითხ­ვე­ლის­თ­ვის. თავ­და­პირ­ვე­ლად, თით­ქოს გიმ­ძიმს გა­ი­გო და მიხ­ვ­დე, თუ რი­სი თქმა სურს მწე­რალს ამ ძალ­ზე უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბით. ყო­ვე­ლი სტრი­ქო­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ კი თით­ქოს და­ბინ­დუ­ლი გო­ნე­ბა ნათ­დე­ბა და იაზ­რებ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უამ­რა­ვი სა­კითხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ან­მა ამ მცი­რე მოთხ­რო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც იგავ-არა­კებს უფ­რო ჰგვა­ნან.

ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, ადა­მი­ა­ნებს შო­რის და სამ­ყა­როს­თან, ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის კვლე­ვა, სა­კუ­თა­რი რა­ო­ბის შეც­ნო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, ღა­ლა­ტი, გა­უ­ბე­და­ო­ბა, თმე­ნა, დათ­მო­ბა, ამ­პარ­ტავ­ნო­ბა, მუდ­მი­ვი ქიშ­პო­ბა, სი­კე­თეც და ბო­რო­ტე­ბაც – ყვე­ლა­ფე­რი ის დაგ­ვა­ნა­ხა, რა­საც, სა­უ­კუ­ნე­ე­ბია,,დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი ჰყავს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა. გვაჩ­ვე­ნა ის, რაც ბო­ჭავს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, თა­ვი­სუ­ფალს ხდის ადა­მი­ანს. დაგ­ვა­ნა­ხა არც თუ გა­მორ­ჩე­ულ­მა ორ­მა პერ­სო­ნაჟ­მა: ვა­ნომ და ნი­კომ და ნი­კომ და ვა­ნომ, ერ­თ­მა­ნე­თად ქცე­უ­ლებ­მა, გა­ნი­კო­ე­ბუ­ლებ­მა და გა­ვა­ნო­ე­ბუ­ლებ­მა, იდენ­ტო­ბა­და­კარ­გუ­ლებ­მა და ისევ სა­კუ­თარ თავს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა, ყვე­ლა­ფერ­ზე მოჩხუ­ბარ­მა, და­ბოღ­მილ­მა, ეგო­ის­ტ­მა ორ­მა ბიჭ­მა, ხა­ნაც – კაც­მა.

ვა­ნო გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ნი­კოს­გან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უკე­თე­სი მე­გო­ბა­რიც კი იყო. სხვის­თ­ვის – კარ­გი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის – ავი საქ­მის მქმნე­ლი. ნი­კოს რაც არ უნ­და ეთხო­ვა, ვა­ნო უან­გა­როდ უბო­ძებ­და, თუნ­დაც მხო­ლოდ ერ­თი ჰქო­ნო­და. ასე წა­არ­თ­ვა ნი­კომ ვა­ნოს სიყ­ვა­რუ­ლი და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვიც. ნათ­ქ­ვა­მია: „აჩუ­ქეთ მას მთე­ლი სამ­ყა­რო და ის ლა­მაზ შე­ფუთ­ვა­საც მოგ­თხოვთ“. სწო­რედ ასე მოს­თხო­ვა ნი­კომ ვა­ნოს ჯერ სან­თე­ლი, მე­რე ქუ­დი, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­ცოცხ­ლეც კი. ვა­ნო­მაც უსახ­სოვ­რა იმი­ტომ, რომ მე­გობ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ნი­კომ ვა­ნო და­ა­ჯე­რა, ფრინ­ვე­ლი ხა­რო და ვა­ნოც აფ­რინ­და. ნი­კო ვა­ნოს ჰპირ­დე­ბო­და, ხვალ მო­დი და ვალს და­გიბ­რუ­ნე­ბო, ვა­ნოც უჯე­რებ­და. მე­რე ბრაზ­დე­ბო­და, იტყო­და, გავ­ლან­ძღავ, ქვით გა­ვე­კი­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს პირ­ში მი­ვახ­ლიო, მაგ­რამ ჩუმ­დე­ბო­და. ვა­ნოს გამ­ბე­და­ო­ბა არ ჰყოფ­ნი­და და ასე უჯე­რებ­და ნი­კოს ყო­ველ სიტყ­ვას. დღეს ეტყო­და, ხვალ მო­დიო, ხვალ მი­დი­ო­და, ხვალ ეტყო­და, ხვალ მო­დიო და ზეგ მი­დი­ო­და. ვა­ნოც და­დი­ო­და, და­დი­ო­და და და­დი­ო­და, გამ­ბე­და­ო­ბას მა­ინც ვერ იკ­რებ­და, ნი­კო­ში კი უპი­რო კა­ცი უფ­რო იზ­რ­დე­ბო­და. ვა­ნომ შეძ­ლო და მო­იკ­რი­ბა გამ­ბე­და­ო­ბა, ნი­კოც მოლ­ბა და ვა­ლი და­უბ­რუ­ნა.

მწე­რალ­მა გვითხ­რა, ადა­მი­ა­ნი, სა­ჭი­როა, თა­ვი­დან­ვე საზღ­ვ­რებს მი­აჩ­ვიო, მე­რე რომ ზედ­მე­ტი არ გა­ბე­დოს და შენც თა­ვი აღარ გაწყევ­ლი­ნოს. ისიც გვას­წავ­ლა, რომ ნი­კოს არ უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ, თო­რემ ჩვენც და­ვი­ჯე­რებთ, რომ ფრინ­ვე­ლე­ბი ვართ, გავ­ფ­რინ­დე­ბით და ნი­კოს­ნა­ი­რე­ბი ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი გვეს­ვ­რი­ან, ჩა­მოგ­ვაგ­დე­ბენ ცი­დან ლა­ღად მოფ­რე­ნალთ. რაც არ უნ­და ექ­ნა ვა­ნოს, მა­ინც ბრიყ­ვი იყო, ნი­კო კი არა­ფერს აკე­თებ­და, რად­გან ჭკვი­ა­ნი იყო. ვა­ნო სულ დამ­ნა­შა­ვე იყო, ნი­კო – არას­დ­როს. იმი­ტომ, რომ ჭკვი­ა­ნი იყო. ვა­ნოს სიბ­რიყ­ვის მი­ზე­ზიც ის იყო, რომ ნი­კო იყო ჭკვი­ა­ნი. ნი­კოს იარა­ღი ჰქონ­და, რო­მელ­საც იყე­ნებ­და, ვა­ნო – ვე­რა.

ვფიქ­რობ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, თუ ვიტყ­ვით, რომ ერ­თ­მა­ნე­თის ჯიბრს კა­ცობ­რი­ო­ბა უფ­ს­კ­რუ­ლის პი­რამ­დე მიჰ­ყავს. ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ან­მა არც ეს და­ი­ვიწყა და, ვა­ნო­სა და ნი­კოს დახ­მა­რე­ბით, მა­თი კო­მი­კუ­რი, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­რო ამ­ბე­ბით დაგ­ვა­ნა­ხა სი­მარ­თ­ლე. ნი­კო ეუბ­ნე­ბა ვა­ნოს, შენ­ზე მა­ღა­ლი ვა­რო, ვა­ნო უპა­სუ­ხებს, არა, მე ვა­რო. შემ­დეგ ვა­ნო ეუბ­ნე­ბა ნი­კოს, შენ­ზე და­ბა­ლი ვა­რო, ნი­კო ამ­ბობს, არა, მე ვა­რო. ბო­ლოს ორი­ვე ერ­თ­მა­ნეთ­ზე თი­თო-თი­თო სან­ტი­მეტ­რით მა­ღა­ლი და და­ბა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. რა აღარ ქნეს ერ­თ­მა­ნე­თის ჯიბ­რით, სად აღარ აძ­ვ­რ­ნენ სი­მაღ­ლის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად და სად აღარ ჩაძ­ვ­რ­ნენ სი­დაბ­ლის სა­ბუ­თის სა­ძებ­ნად. ბო­ლოს კი, ერ­თიც და მე­ო­რეც, ერ­თ­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნ­და, ზუს­ტად ერ­თ­ნა­ი­რი.

ერ­თხელ ნი­კო შვი­დი იყო, ვა­ნო – მხო­ლოდ ერ­თი. ყვე­ლა ნი­კომ ერ­თი ვა­ნო მი­ი­სა­კუთ­რა, ყვე­ლა ამ­ბობ­და, ვა­ნო მე მე­კუთ­ვ­ნი­სო. ვა­ნო­საც ყვე­ლა მათ­გა­ნის სა­კუთ­რე­ბად მი­აჩ­ნ­და თა­ვი, სა­ნამ არ და­ფიქ­რ­და და გა­ი­აზ­რა. მე პირ­ვე­ლი ნი­კო­სი არა ვარ, არც მე­ო­რე­სი, არც მე­სა­მე­სი, მე­ოთხე­სიც არ ვარ, მე­ხუ­თე­სიც არა, მეშ­ვი­დე­სიც თუ არა ვარ, აბა, მე­ექ­ვ­სე­სი რო­გორ­ღა ვიქ­ნე­ბიო და აი, გა­უ­ნათ­და გო­ნე­ბა. გა­მო­ერ­კ­ვა ვა­ნო და მიხ­ვ­და, რომ ის თა­ვის თავ­ს­ვე ეკუთ­ვ­ნო­და, გა­მო­ცოცხ­ლ­და და დე­და­მი­წას შეჰ­ხა­რა, რა­ო­ბა და­იბ­რუ­ნა.

ერ­თხელ ვა­ნო და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და, შვი­ლე­ბიც ეყო­ლა, საქ­მეს აკე­თებ­და, შრო­მობ­და. ამ დროს კი ნი­კო ლურ­ჯ­თ­ვა­ლა იას შე­ნატ­რო­და, მუ­დამ შე­ნატ­რო­და და საქ­მეს არას­დ­როს აკე­თებ­და. ჩვენც ასე ვართ. დრო მი­დის ,ჩვენ კი ვოც­ნე­ბობთ, ვნატ­რობთ, ნატ­ვ­რა-ოც­ნე­ბა­სა და უსაქ­მო­ბა­ში გაგ­ვ­ყავს დრო და ვერც ვი­აზ­რებთ, რო­გორ სწრა­ფად მი­დის იგი ისე, რომ ჩვენ არ გვე­ლო­დე­ბა. ვა­ნომ და ნი­კომ გა­დაწყ­ვი­ტეს, ად­გი­ლე­ბი გა­ეც­ვა­ლათ, ნი­კო ვა­ნო გახ­და, ვა­ნო კი – ნი­კო. ნი­კოს მო­ე­წო­ნა ვა­ნო­ო­ბა და გა­დაწყ­ვი­ტა თა­ვის­თ­ვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ვა­ნომ, თუმ­ცა­ღა მარ­ტი­ვად დათ­მო ვა­ნო­ო­ბა, მაგ­რამ აღარ მოს­წონ­და ნი­კო­ო­ბა. ინა­ნა თა­ვის და­კარ­გ­ვა. „,სი­ნა­ნუ­ლი ხომ გო­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც გვი­ან მო­დის“. ვა­ნო­მაც ინა­ნა თა­ვის და­კარ­გ­ვა, მაგ­რამ ნი­კომ აღარ დათ­მო გამ­ტ­კ­ბა­რი ვა­ნო­ო­ბა. ბო­ლოს იფიქ­რეს და მო­ი­საზ­რეს ,ორი­ვე ვა­ნო ვი­ყო­თო და ასე გა­ვა­ნოვ­და მრა­ვალ­ჯერ სა­ხე და ფერ­ც­ვ­ლი­ლი ორი მე­გო­ბა­რი: ნი­კო და ვა­ნო, ორი­ვე ერ­თად და არა ცალ-ცალ­კე.

ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის უც­ნა­უ­რი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო მცი­რე მოთხ­რო­ბე­ბი იმ­დენ სათ­ქ­მელს იტევს, სა­გა­ნი რომ იყოს, ერ­თი მა­ტა­რე­ბე­ლი არ ეყო­ფო­და ჩა­სატ­ვირ­თა­ვად. ბევრ ცუდ და გუ­ლის­მომ­კ­ვ­ლელ ამ­ბავ­თან ერ­თად, მწე­რა­ლი კარ­გ­საც გვთა­ვა­ზობს და, რო­გორც ყვე­ლა ზღა­პა­რი, მა­თი ამ­ბა­ვიც ბედ­ნი­ე­რად სრულ­დე­ბა. უფ­რო ხში­რად ცუდ როლ­ში მყო­ფი მე­გო­ბა­რი ბო­ლოს კარ­გი ხდე­ბა და გვაძ­ლევს იმედს, იქ­ნებ სხვა ცუ­დე­ბიც ერთ დღეს კარ­გე­ბი გახ­დ­ნენ.

იცით, რა­ტომ მიყ­ვარს „ვა­ნო და ნი­კო“? ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მე­ტა­ფო­რა მგო­ნია ვა­ნო­ო­ბა და ნი­კო­ო­ბა… ვაი, რომ უფ­რო მე­ტია გა­ნი­კო­ე­ბუ­ლი და, რო­გორც ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი წერ­და გა­ნი­კო­ე­ბულ ვა­ნო­ზე, ისე იქ­ცე­ვა: „მზე­სა­ვით დღე იყო, რო­დე­საც გა­ნი­კო­ე­ბუ­ლი ვა­ნო ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და. ხან აქეთ ეცა და ხან იქით. კაცს და­ი­ნა­ხავ­და და დას­ცი­ნო­და. ქალს და­ი­ნა­ხავ­და და შე­უ­რაცხ­ყოფ­და. ბავშვს და­ი­ნა­ხავ­და და თავ­ში წა­მო­არ­ტყამ­და. ძაღლს და­ი­ნა­ხავ­და და ჯოხს მო­უქ­ნევ­და. ბე­ღუ­რას და­ი­ნა­ხავ­და და ქვას ეს­რო­და. ქოთ­ნებს ხომ სულ ამ­ს­ხ­ვ­რევ­და. ხეს ცულს ურ­ტყამ­და. აბა, რა უნ­და და­ვარ­ტყაო, ამ­ბობ­და“. მეტ­ნი არი­ან ნი­კო­ე­ბი და იმას უფ­რო ხე­და­ვენ, რა­საც გა­ნი­კო­ე­ბუ­ლი ვა­ნო ხე­დავ­და: „გა­ნი­კოვ­და და და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ წუხ­და კა­ცი, რო­გორ სწყინ­და ქალს, რო­გორ კვდე­ბო­და ბე­ღუ­რა, რო­გორ იმ­ს­ხ­ვ­რე­ო­და ქოთ­ნე­ბი, რო­გორ კვნე­სო­და ხე“ და სადღაც შორს, მა­თი თვალ­სა­წი­ე­რის მიღ­მა რჩე­ბა ის, რა­საც ვა­ნო ხე­დავ­და ვა­ნო­ო­ბი­სას: „რო­გორ იცი­ნო­და კა­ცი, რო­გორ იღი­მე­ბო­და ქა­ლი, რო­გორ იზ­რ­დე­ბო­და ბავ­შ­ვი, რო­გორ ფრენ­და ბე­ღუ­რა, რო­გო­რი იყო ძაღ­ლის ალერ­სი, რა ლა­მა­ზი იყო ქოთ­ნე­ბი, რო­გორ ხა­რობ­და ხე“. იქ­ნებ, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბა­დაც ჩა­მით­ვა­ლოთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, არც ერთ გა­ნი­კო­ე­ბულს აღარ უნ­დო­დეს ნი­კო­ო­ბა, ყვე­ლა ვა­ნო­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დეს, აკი იმ კაც­მა, რო­მელ­ზეც ამ­ბობ­დ­ნენ, „ვა­ნოც თვი­თონ იყო და ნი­კოც და თა­ვის თავ­სა წერ­დაო“, თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი ასე და­ას­რუ­ლა: „ბო­ლოს ორი­ვე­ნი გა­ვა­ნოვ­დ­ნე­ნო“.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები