19 ივლისი, პარასკევი, 2024

რა­ტომ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი?

spot_img

ლალი ნარიმანიძე
სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყუ­ლა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით არა­ერ­თი სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა.

ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის კუთხით, აუცი­ლე­ბე­ლია: უცხო ენის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბა; საგ­ნობ­რი­ვი ტექ­ს­ტე­ბის დი­დაქ­ტი­ზე­ბის ხერ­ხე­ბის ცოდ­ნა; ტექ­ს­ტე­ბის მოს­მე­ნი­სა და კითხ­ვის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით და­გეგ­მ­ვა, ოთხი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით: მოს­მე­ნა, კითხ­ვა, წე­რა, ლა­პა­რა­კი; ავ­თენ­ტუ­რი ტექ­ს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქარ­თუ­ლის სწავ­ლე­ბი­სას და სხვ.

ამ მე­თო­დე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­ნერ­გ­ვამ უფ­რო შე­დე­გი­ა­ნი გა­ხა­და ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, საქ­მი­ა­ნო­ბა.

სწო­რედ კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ხო­ლო გა­აზ­რე­ბუ­ლი კითხ­ვის უნა­რი წარ­მო­ად­გენს პი­როვ­ნე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ყვე­ლა სხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბის უნარ­სა და სა­ფუძ­ველს.

წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა კითხ­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, ის თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს რთულ კოგ­ნი­ტურ პრო­ცე­სებს, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მკითხ­ველს, აზ­რი გა­მო­ი­ტა­ნოს წა­კითხუ­ლი­დან, კითხ­ვის პრო­ცეს­ში­ვე და­ა­ფიქ­სი­როს მის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი ან რთუ­ლად გა­სა­გე­ბი ად­გი­ლე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნოს სა­თა­ნა­დო სტრა­ტე­გი­ე­ბი ამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად.

სწავ­ლე­ბის შემ­დ­გომ ეტაპ­ზე კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ხუ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი: 1) სიტყ­ვე­ბის სწავ­ლე­ბა; 2) თა­ვი­სუფ­ლად კითხ­ვა; 3) ლექ­სი­კის და­უფ­ლე­ბა; 4) წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა; 5) მო­ტი­ვა­ცია.

ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის უნა­რი სა­ჭი­რო­ებს კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას. ავ­თენ­ტუ­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ს­ტე­ბის შეს­წავ­ლი­სა და მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრობ­ლე­მა იჩენს ხოლ­მე თავს. სა­კითხის პრობ­ლე­მა­ტუ­რო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმი­თაც, რომ, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლი მე­ო­რე ენაა და მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მას ქმნის გარ­კ­ვე­უ­ლი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­გე­ბა.

მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის მი­საღ­წე­ვად, ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვის დროს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნა, მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი; ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, ამას ემა­ტე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი თუ რე­ლი­გი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და შე­ირ­ჩეს ტექ­ს­ტის თე­მა და ში­ნა­არ­სი, ტი­პი და სტრუქ­ტუ­რა, მო­ცუ­ლო­ბა, ენობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, დი­ზა­ი­ნი, რა­თა აღ­ძ­რას მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცია, წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი, რად­გან სწო­რედ ამ უკა­ნას­კ­ნელს დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლის მზა­ო­ბის მი­საღ­წე­ვად, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცესს.

გა­გე­ბა-გა­ა­აზ­რე­ბის სწავ­ლე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის ოქ­როს გა­სა­ღე­ბი კარ­გად სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია.

მე­თო­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე ფიქ­რი­სას, არ­ჩე­ვა­ნი შე­ვა­ჩე­რე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვის მე­თოდ­სა და „დი­ო­რა­მა­ზე“, რო­მე­ლიც ხელს უწყობს, ტექ­ს­ტის დე­ტა­ლუ­რი გა­გე­ბის ფა­ზა­ზე, გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცესს. ამ მე­თო­დე­ბის კომ­ბი­ნა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემ­და, დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დი ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის რა ეტაპ­ზე წარ­მო­იქ­მ­ნე­ბო­და სირ­თუ­ლე, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც დავ­გეგ­მავ­დი შემ­დ­გომ ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს.

ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვა მო­ნაკ­ვე­თე­ბად და­ყო­ფილ ტექ­ს­ტ­თან მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს და მო­ი­ცავს კითხ­ვის სა­მი­ვე ფა­ზას: წა­კითხ­ვამ­დე, კითხ­ვის დროს, წა­კითხ­ვის შემ­დეგ.

პირ­ველ ფა­ზა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ურ როლს ას­რუ­ლებს, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დონ კითხ­ვის და­საწყე­ბად. კითხ­ვამ­დე ფა­ზა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ააქ­ტი­უ­რე­ბენ წი­ნა­რე ცოდ­ნას, გა­ნი­ხი­ლა­ვენ ტექ­ს­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებს (სიტყ­ვებს, ცნე­ბებს, ტერ­მი­ნებს), აყა­ლი­ბე­ბენ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის მი­ზანს, დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი ვარ­ჯი­შის გზით ივი­თა­რე­ბენ ეფექ­ტუ­რი კითხ­ვი­სა და გა­გე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რებს.

კითხ­ვის პრო­ცეს­ში, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მუ­ლი კითხ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­ა­კონ­ტ­რო­ლონ გა­გე­ბის პრო­ცე­სი.

წა­კითხ­ვის შემ­დეგ ფა­ზა­ში ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ გა­გე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: წა­კითხუ­ლის შე­ჯა­მე­ბა, დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა, კითხ­ვე­ბის დას­მა, ვა­რა­უ­დის გა­და­მოწ­მე­ბა და ა.შ. ასე­ვე, ცდი­ლო­ბენ გა­არ­კ­ვი­ონ, რა ვერ გა­ი­გეს სა­თა­ნა­დოდ და რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­აზ­რე­ბა­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის დაძ­ლე­ვა.

დი­ო­რა­მა არის ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნი­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სცე­ნა. მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ და­დე­ბით მხა­რე­ებს უნ­და და­ვა­მა­ტოთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, დრო­ის მარ­თ­ვა, ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა, დე­ტა­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, უცხო სიტყ­ვე­ბის შეს­წავ­ლა; ტექ­ს­ტის გა­ცოცხ­ლე­ბით კი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ და ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღიქ­ვა­მენ წა­კითხულს.

წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს არა­ერთ კომ­პო­ნენტს, ესე­ნია:

1) გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის უნა­რი, რაც წარ­მო­ად­გენს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის მთა­ვარ გა­სა­ღებს.

2) ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი – ეს არის გო­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა. შეზღუ­დუ­ლი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის გა­აზ­რე­ბის ძი­რი­თა­დი და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. ხში­რად ხდე­ბა, რომ მოს­წავ­ლის კითხ­ვის უნა­რი თა­ვი­დან კარ­გად ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ მე­სა­მე-მე­ოთხე კლა­სებ­ში ამ პრო­ცესს სწო­რედ ლექ­სი­კურ მა­რაგ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აფერ­ხებს.

3) გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა – ეს კითხ­ვის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა. გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა არის სა­აზ­როვ­ნო ინ­ტე­რაქ­ცია მკითხ­ველ­სა და ტექსტს შო­რის, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მკითხ­ვე­ლის გო­ნე­ბა­ში ში­ნა­არ­სის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა ხდე­ბა.

მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ნა­წი­ლებს შო­რის მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი­სა და ბო­ლოს, მთლი­ა­ნი ტექ­ს­ტის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლის ამოც­ნო­ბა.

მო­ტი­ვა­ცი­ის აღ­ძ­ვ­რის მიზ­ნით, და­ფა­ზე ვწერ მოთხ­რო­ბის სა­თა­ურს (გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძის „მე­ლი­ე­ბის წი­წი­ლა“) და მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ, გა­მოთ­ქ­ვან ვა­რა­უ­დე­ბი, რის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა მოთხ­რო­ბა; შემ­დეგ ვუჩ­ვე­ნებ ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რის ილუს­ტ­რა­ცი­ას და ვთხოვ, თქვან გა­მარ­თ­ლ­და თუ არა მა­თი ვა­რა­უ­დი და რა­ტომ ფიქ­რო­ბენ ასე. ბო­ლოს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო კითხ­ვე­ბის ირ­გ­ვ­ლივ მსჯე­ლო­ბენ.

ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ლექ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვამ­დე, მოს­წავ­ლე­ებს ვუ­რი­გებ ლექ­სი­კურ ბა­რა­თებს საკ­ვან­ძო და რთუ­ლად გა­სა­გე­ბი სიტყ­ვე­ბით, გან­მარ­ტე­ბებ­თან ერ­თად და ვთხოვ, შე­უ­სა­ბა­მონ (გა­ვა­კე­თე მი­ნიშ­ნე­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ უცხო სიტყ­ვა­სა და გან­მარ­ტე­ბა­ში ფუ­ძის სა­ერ­თო ნა­წილს). პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, მოს­წავ­ლე­ე­ბი მსჯე­ლო­ბით მი­დი­ან სწორ ვა­რი­ან­ტამ­დე.

კითხ­ვის ფა­ზა­ზე ტექსტს სამ ნა­წი­ლად ვყოფ. მოს­წავ­ლე­ე­ბი იაზ­რე­ბენ წა­კითხულ მო­ნაკ­ვეთს; სი­ნო­ნი­მე­ბი­სა და ან­ტო­ნი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, მუ­შა­ო­ბენ უც­ნობ ლექ­სი­კა­ზე; სა­კუ­თა­რი სიტყ­ვე­ბით გად­მოს­ცე­მენ წა­კითხულ მო­ნაკ­ვეთს და ვა­რა­უდს გა­მოთ­ქ­ვა­მენ მომ­დევ­ნო ნა­წი­ლის შე­სა­ხებ.

ტექ­ს­ტის მო­ნაკ­ვე­თე­ბად წა­კითხ­ვის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ, შე­ა­ჯა­მონ წა­კითხუ­ლი, გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კ­ვ­ნა, დას­ვან კითხ­ვე­ბი. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი მეხ­მა­რე­ბა გა­ვარ­კ­ვიო, რა ვერ გა­ი­გეს სა­თა­ნა­დოდ და რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­აზ­რე­ბა­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის დაძ­ლე­ვა.

მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით და ჩემ მი­ერ მი­თი­თე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან „დი­ო­რა­მას“ – ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნილ სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან სცე­ნას. ეს ხელს უწყობს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბას, დე­ტა­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბას, ტექ­ს­ტის გა­ცოცხ­ლე­ბით კი მოს­წავ­ლე­ე­ბი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ, ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღიქ­ვა­მენ წა­კითხულს, სწავ­ლო­ბენ უცხო სიტყ­ვებს.

რა­ტომ ეს მე­თო­დე­ბი?

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნა, რომ:

  1. მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცესს, სხვა მრა­ვალ მე­თოდ­სა და აქ­ტი­ვო­ბას­თან ერ­თად, ხელს უწყობს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კითხ­ვის მე­თო­დით ტექ­ს­ტ­ზე ნა­წილ-ნა­წილ მუ­შა­ო­ბა და შემ­დეგ გამ­თ­ლი­ა­ნე­ბა, რად­გან:

ა) მოს­წავ­ლე­ებს არ უჭირთ კითხ­ვის მიზ­ნის გან­საზღ­ვ­რა; იოლად პო­უ­ლო­ბენ საკ­ვან­ძო სა­კითხს, ფრა­ზას, წი­ნა­და­დე­ბას;

ბ) ნა­წი­ლე­ბად დაშ­ლი­ლი ტექ­ს­ტი მო­ცუ­ლო­ბი­თად არ აღიქ­მე­ბა კითხ­ვის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და არ უქ­ვე­ით­დე­ბათ მო­ტი­ვა­ცია;

გ) ნა­წი­ლე­ბად დაშ­ლი­ლი ტექ­ს­ტი იძ­ლე­ვა მი­სი სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას;

დ) ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გა­ნვი­თა­რე­ბას.

  1. მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ხერ­ხე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა: „დი­ო­რა­მა“, „და­ხა­ტე, აღ­წე­რე, და­წე­რე“, ხელს უწყობს ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცესს, რად­გან:

ა) თვალ­სა­ჩი­ნოს ხდის ტექ­ს­ტის სი­უ­ჟეტს; ვი­ზუ­ა­ლუ­რი აღ­ქ­მა კი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცეს­ში;

ბ) ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი მო­ტი­ვა­ცი­ას გა­ნუწყ­ვეტ­ლად ზრდის;

გ) მორ­გე­ბუ­ლია რო­გორც სწავ­ლის და­ბალ, ასე­ვე მა­ღა­ლი მზა­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ზე.

  1. ამ მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის ტექ­ს­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის რუ­ტი­ნულ პრო­ცესს.
  2. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს ლექ­სი­კა­სა და გრა­მა­ტი­კულ კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას, რად­გან:

ა) ლექ­სი­კის გამ­დიდ­რე­ბა და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტ­ზე, ხელს უწყობს ოთხი­ვე ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას;

ბ) სიტყ­ვის სე­მან­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა ხელს უწყობს ლექ­სი­კის გამ­დიდ­რე­ბას, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს, აწარ­მო­ოს ახა­ლი ფორ­მე­ბი ან ამო­იც­ნოს უცხო სიტყ­ვის ლექ­სი­კუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

  1. კითხ­ვა არის ერთ-ერ­თი გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცია და ამ პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ზე.
„დიორამა“

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები 2024

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები