10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

რა­ტომ ვერ ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ შე­დე­გებს მა­თე­მა­ტი­კა­ში?!

spot_img

და­ჩი ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი

სკო­ლა „იუჯის“ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ოლიმ­პი­ა­და „ევე­რეს­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს „ათე­ულ­თა კლუ­ბის“ წევ­რი 

 

 

⇒ და­ჩი, PISA 2022-ის შე­დე­გებ­ზე მინ­და ვი­სა­უბ­როთ. 2022 წლის კვლე­ვამ  მოს­წავ­ლე­თა ზო­გა­დი შე­დე­გე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა აჩ­ვე­ნა – ძა­ლი­ან ცო­ტა ქვე­ყა­ნამ მო­ა­ხერ­ხა შე­დე­გე­ბის დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სუ­რა­თი, PISA 2018-ის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, არ შეც­ვ­ლი­ლა და ისევ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მოვ­რ­ჩე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის (OECD) ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს. ამ­ჯე­რად, 81 ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­კა­ვეს 59-ე ად­გი­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში, 66-ე ად­გი­ლი კითხ­ვა­ში და 65-ე ად­გი­ლი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად,  მხო­ლოდ ერ­თი ქუ­ლით გა­უმ­ჯო­ბეს­და მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში; მა­თე­მა­ტი­კა­სა და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­ში კი 8 და 6 ქუ­ლით გა­უ­ა­რეს­და. რა­ტომ ვერ ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ შე­დე­გებს და სად ხე­დავთ ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას?

ვიდ­რე პი­ზას შე­დე­გებ­ზე და­ვიწყებთ სა­უ­ბარს, მინ­და გითხ­რათ, რომ მე დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ვას­წავ­ლი – I-VI კლა­სებს, ზე­მოთ რა ხდე­ბა, ამა­ში ნაკ­ლე­ბად ვარ ჩა­ხე­დუ­ლი. თუმ­ცა, მის­წავ­ლე­ბია მე-7 და მე-8 კლა­სე­ბის­თ­ვი­საც, სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ, მაგ­რამ,  ძი­რი­თა­დად, ჩე­მი ძლი­ე­რი მხა­რე, ასე ვთქვათ, მა­ინც დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რია. სა­ერ­თოდ, მე-5 და მე-6 კლა­სი არის ხოლ­მე გარ­დამ­ტე­ხი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის იმი­ტომ, რომ იწყე­ბა წი­ლა­დი და ათ­წი­ლა­დი რიცხ­ვე­ბის შეს­წავ­ლა. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ეს არის რიცხ­ვ­თა სრუ­ლი­ად ახა­ლი სამ­ყა­რო, რა­ში შეს­ვ­ლაც უჭირთ. ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა პი­ზას – პი­ზა ჩემ­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის დი­დი კითხ­ვის ნი­შა­ნი იყო. აუცი­ლებ­ლად უნ­და დავ­ს­ვათ კითხ­ვა – ნამ­დ­ვი­ლად იმას ვა­მოწ­მებთ, რა­საც ვას­წავ­ლით? თა­ვის­თა­ვად, შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვაქვს, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, თუ მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვებს პე­რი­მეტ­რი არ აქვთ ნას­წავ­ლი და ვე­კითხე­ბით პე­რი­მეტრს, გა­სა­გე­ბია, რომ ვერ გვი­პა­სუ­ხე­ბენ. პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ტე­რე­სოა, არის თუ არა თან­ხ­ვედ­რა­ში პი­ზას ტეს­ტე­ბი ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ასა­კობ­რივ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას­თან. ანუ, რა­საც გვი­მოწ­მე­ბენ არის თუ არა თან­ხ­ვედ­რა­ში იმას­თან, რა­საც ვას­წავ­ლით? ამა­ზე რომ პა­სუ­ხი მი­ვი­ღო, უნ­და ვნა­ხო ტეს­ტე­ბი, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხომ ფი­ზი­კუ­რად ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ იმას, რა­საც ბავ­შ­ვებს უმოწ­მე­ბენ. ამი­ტომ ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ ძა­ლი­ან ცუ­დი შე­დე­გე­ბი გვაქვს, მი­ჭირს.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი – ამის შე­სა­ხებ კო­ლე­გებ­თა­ნაც მი­სა­უბ­რია და ბევ­რი მე­თან­ხ­მე­ბა, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მო­ტი­ვა­ცია. მე ვა­ტა­რებ ხოლ­მე სკო­ლებ­ში სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო წე­რებს. და­ბალ კლა­სებ­ში ეს მუ­შა­ობს – და­უ­დებ ბავშვს ტესტს და ეუბ­ნე­ბი: აბა, მი­დი, აბა შენ იცი, ყო­ჩაღ! მო­ტი­ვა­ცი­ას ამი­თაც კი ვუქ­მ­ნით, მაგ­რამ მე­ექ­ვ­სე და ზე­და კლა­სებ­ში, სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ტეს­ტი­რე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცია აღარ აქვთ. პირ­ვე­ლი­ვე კითხ­ვა, რო­მელ­საც სვა­მენ: ნი­შანს და­მი­წერთ? ანუ და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რა მო­ტი­ვა­ცია აქვთ ბავ­შ­ვებს? არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხით ზრდი­ან მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ას. ჩვენც უნ­და ვიზ­რუ­ნოთ ალ­ბათ ამა­ზე. ფაქ­ტია, რომ 15 წლის მოს­წავ­ლეს, რო­ცა კვლე­ვას ეხე­ბა საქ­მე და ამ ასაკ­ში რა­ღა­ცას უმოწ­მებ, მე­ტი მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბა. ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­სულ ბავშვს ეს მო­ტი­ვა­ცია უკ­ვე აქვს – უნ­და გა­ი­მარ­ჯ­ვოს, სი­გე­ლი მი­ი­ღოს, პრი­ზი მო­ი­გოს და ა.შ. თან, ოლიმ­პი­ა­და­ზე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი მო­დი­ან. ცხა­დია, მე­ო­რე და მე­სა­მეკ­ლა­სე­ლებს არ ვგუ­ლის­ხ­მობ, იქ მა­ინც უფ­რო მშო­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი. ამ ორი ფაქ­ტო­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვამ­ბობ რამ­დე­ნად ცუ­დად გვაქვს საქ­მე. ვი­ცი რა პრობ­ლე­მე­ბია დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ისიც ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, ჩე­მი ოლიმ­პი­ა­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დაც 100 და 200 ბავ­შ­ვი სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს აჩ­ვე­ნებს  (თი­თო სა­ფე­ხურ­ზე 1000-2000-3000 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობს, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით). ხაზ­გას­მით იმი­ტო­მაც ვა­სა­ხე­ლებ ამ ორ ფაქ­ტორს, რომ მე თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მოწ­მ­დე­ბა პი­ზას ტეს­ტე­ბით. თუ ვნა­ხავ, რომ 80% თან­ხ­ვედ­რა­შია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან, მა­შინ ვიტყ­ვი, რომ ცუ­დი შე­დე­გი გვაქვს, მაგ­რამ თუ იქ­ნე­ბა 40% თან­ხ­ვედ­რა, ვიტყ­ვი, რომ არ არის ცუ­დი შე­დე­გი, რად­გან რა­საც ას­წავ­ლი, ის უნ­და შე­ა­მოწ­მო. და აქ­ვე, პი­ზას კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და, რე­ა­ლუ­რად მოგ­ვ­ცემს უკე­თეს შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­იძ­ლე­ბა სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც ახ­დენს გავ­ლე­ნას.

⇒ პი­ზას კვლე­ვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ში რომ პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, ამა­ზე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო  შე­დე­გე­ბიც მეტყ­ვე­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, სკო­ლის გა­მოწ­ვე­ვე­ბი უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა.  2023 წელს მა­თე­მა­ტი­კის სა­გა­ნი ისევ რჩე­ბა, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე და­ბალ და და­ბალს ქვე­მოთ კა­ტე­გო­რი­ა­ში, შე­დე­გე­ბის თ­ვალ­საზ­რი­სით. რას ფიქ­რობთ, რო­გორ ის­წავ­ლე­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში ეს სა­გა­ნი და რა გვაქვს შე­საც­ვ­ლე­ლი? დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გექ­ნე­ბათ ამა­ზე ნა­ფიქ­რი…

პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რ­გან ვე­ძე­ბოთ – მას­წავ­ლებ­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი, პროგ­რა­მით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი, მიდ­გო­მე­ბი­თა და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მა­ინც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მგო­ნია, ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. ვას­წავ­ლით იმ ტი­პის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი, რი­თაც, თუნ­დაც, 20 წლის წინ ვას­წავ­ლი­დით, რო­ცა იუთუ­ბი არ არ­სე­ბობ­და. არ შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი, მცი­რედ შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი, იმა­ვე სტრუქ­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღვა­ნე­ლო­თი ვას­წავ­ლოთ და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ შე­დეგს ვე­ლო­დოთ. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა უნ­და ვუთხ­რათ იმ ავ­ტო­რებს, ვინც, თა­ვის დრო­ზე, რუ­სუ­ლი­დან ნა­თარ­გ­მ­ნი წიგ­ნე­ბი მოგ­ვა­შო­რა. მათ უდი­დე­სი შრო­მა გას­წი­ეს, რომ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი მიგ­ვე­ღო, კარ­გა­დაც არის და­ლა­გე­ბუ­ლი, საკ­მა­რი­სი ამო­ცა­ნე­ბით, მაგ­რამ, ზო­გა­დად, წიგ­ნე­ბი სხვა­ნა­ი­რი უნ­და გახ­დეს. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­კე­თა ერთ-ერ­თ­მა ავ­ტორ­მა ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მეც მაქვს დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი, სა­დაც  QR კო­დე­ბი მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი. უნ­და გა­და­უ­ღო სუ­რა­თი და იქი­დან ამო­ი­კითხო ტექ­ს­ტი, ან ვი­დეო ნა­ხო, ან რა­ღაც მსგავ­სი მი­ნიშ­ნე­ბა მი­ი­ღო, ანუ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვჭირ­დე­ბა.

ჩემს დამ­ხ­მა­რე წიგ­ნ­ში შე­სუ­ლია კო­მიქ­სე­ბი, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან ლა­პა­რა­კო­ბენ და ა.შ., რაც ძა­ლი­ან მოს­წონთ ბავ­შ­ვებს; ასე­ვე არის გა­მო­საჭ­რე­ლი და ჩა­სა­წე­ბე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და სხვ. აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი, თო­რემ შა­ვით თეთ­რ­ზე და­წე­რი­ლი ამო­ცა­ნის პი­რო­ბა – A პუნ­ქ­ტი­დან გა­მო­ვი­და მან­ქა­ნა და B პუნ­ქ­ტ­თან მი­ვი­და… აღარ მუ­შა­ობს და მე კარ­გად მეს­მის, რა­ტომ არ მუ­შა­ობს. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ისევ ასე ის­წავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში მა­თე­მა­ტი­კა, იმი­ტომ რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვაქვს.

მე­ო­რე და აუცი­ლე­ბე­ლი – კარ­გად უნ­და გა­დავ­ხე­დოთ მე­თო­დი­კას, ანუ რა მე­თო­დით ვას­წავ­ლით. არ ვგუ­ლის­ხ­მობ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ტა­ნას (შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ასე გა­ი­გოს). მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბიც და რე­სურ­სე­ბიც, მაგ­რამ უფ­რო სხვა რა­მეს ვგუ­ლის­ხ­მობ. შე­და­რე­ბის­თ­ვის – რე­პე­ტი­ტო­რი კონ­კ­რე­ტუ­ლად გან­ტო­ლე­ბის ამოხ­ს­ნის მე­ქა­ნიზმს ას­წავ­ლის – აკე­თე­ბი­ნებს ბევრს და ბავ­შ­ვი ამით გარ­კ­ვე­ულ შე­დე­გებს აღ­წევს. ოღონდ აკე­თე­ბი­ნებს ისე, რომ შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე დი­დად არც ეს­მო­დეს, ანუ – ტო­ლო­ბის ერ­თი მხრი­დან მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ი­ტა­ნე ნი­შა­ნი/შეც­ვა­ლე – ეს პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა უთხ­რა, მაგ­რამ რა­ტომ, ეს არ აუხ­ს­ნა. ამით რა შე­დეგს მი­ვი­ღებთ? 50 მა­გა­ლი­თი რომ აქვს მსგავ­სი გა­კე­თე­ბუ­ლი, ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­მახ­სოვ­რებს, მაგ­რამ რა­ტომ აკე­თებს ამას, მა­ინც არ ეცო­დი­ნე­ბა. აი, ამას ვგუ­ლის­ხ­მობ. მგო­ნია, რომ (შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და კარ­გია თუ ვცდე­ბი) ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლი­ან რო­გორ ამოხ­ს­ნან კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნა და არ ას­წავ­ლი­ან ში­ნა­არ­სობ­რივ  მხა­რეს. ზუს­ტად ეს იწ­ვევს მე­ექ­ვ­სე კლას­ში პრობ­ლე­მებს. ხში­რად გვეს­მის, მათ შო­რის ჩე­მი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც, რომ მე­ექ­ვ­სე კლა­სამ­დე მა­გა­რი ვი­ყა­ვი და მე­რე აღა­რო. მი­ზე­ზიც ასე­თი მე­თო­დით სწავ­ლე­ბაა. მე­ექ­ვ­სე­ში უკ­ვე სხვა რიცხ­ვე­ბი იწყე­ბა – წი­ლა­დი, ათ­წი­ლა­დი. და­ზუთხ­ვის მე­თო­დი გარ­კ­ვე­ულ ეტა­პამ­დე მუ­შა­ობს. ვინც კარ­გად იზუთხავს და ბევრს მუ­შა­ობს, იმას ამახ­სოვ­რ­დე­ბა, ოღონდ გა­დის დრო, შე­იძ­ლე­ბა იყოს ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი, და სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბულს აღარ ახ­სოვს. მე თვი­თონ ჩა­მი­ტა­რე­ბია პა­ტა­რა კვლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, 5 პა­რა­ლე­ლურ კლას­ში მო­მი­წია ერ­თ­დ­რო­უ­ლად სწავ­ლე­ბა და მი­კითხავს მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის თუ ახ­სოვთ, მა­გა­ლი­თად შე­რე­უ­ლი რიცხ­ვი სა­მი მთე­ლი ოთხი მეშ­ვი­დე­დი  რო­გორ უნ­და გა­და­ვაქ­ცი­ოთ არა­წე­სი­ერ წი­ლა­დად. ზო­გი მე­უბ­ნე­ბა რომ არ ახ­სოვს, ზო­გი მე­უბ­ნე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლო, გა­ამ­რავ­ლეთ მთე­ლი რიცხ­ვი მნიშ­ვ­ნელ­ზე, და­უ­მა­ტეთ მრიცხ­ვე­ლი და და­წე­რეთ ზე­მოთ. რომ ვე­კითხე­ბი რა­ტომ ვა­კე­თებთ ამას, რა­ტომ ვამ­რავ­ლებთ და ა.შ., ვერც ერ­თი მოს­წავ­ლე ვერ მიხ­ს­ნის. ეს ნი­შა­ნავს, რომ მან ის­წავ­ლა ტექ­ნი­კა, მაგ­რამ არ ეს­მის რას აკე­თებს. რა გა­მო­ვი­და? წი­ლად რიცხ­ვებ­ზე კი არ ის­წავ­ლა მან მოქ­მე­დე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ ისევ მე­ოთხე კლას­ში დარ­ჩა, ის­წავ­ლა, ივარ­ჯი­შა გამ­რავ­ლე­ბა­სა და მი­მა­ტე­ბა­ში და მი­ი­ღო შე­დე­გი წი­ლა­დებ­ში, ანუ ბავ­შ­ვე­ბი წი­ლად რიცხ­ვებს ვერ ხე­და­ვენ, შეგ­რ­ძ­ნე­ბა არ აქვთ ამ რიცხ­ვე­ბის. უმე­ტე­სო­ბა ვერ ხვდე­ბა, სა­მი მე­ოთხე­დი სად უნ­და დას­ვას რიცხ­ვით ღერ­ძ­ზე. ეს იმას მე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ რა­ღა­ცებს მხო­ლოდ ზე­პი­რად, გა­უ­აზ­რებ­ლად.

ხში­რად მი­სა­უბ­რია მას­წავ­ლებ­ლებ­თა­ნაც და მათ­გა­ნაც იგი­ვე მო­მის­მე­ნია – ბევ­რი აკე­თოს, ბევ­რი ერ­თ­ნა­ი­რი ამოხ­ს­ნას და შე­დეგს მი­აღ­წევს. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ვე­თან­ხ­მე­ბი, მაგ­რამ არ ვე­თან­ხ­მე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ მხო­ლოდ ტექ­ნი­კა უნ­და ვას­წავ­ლოთ. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ მე­თო­დო­ლო­გი­აც გა­და­სა­ხე­დია.  წლე­ბის წინ მეც მის­წავ­ლე­ბია ამ მე­თო­დით, მეც ზუს­ტად იმა­ვეს ვა­კე­თებ­დი, მეც მინ­დო­და შე­რე­უ­ლი რიცხ­ვი ჩემს მოს­წავ­ლეს არა­წე­სი­ერ წი­ლა­დად გა­და­ექ­ცია, მეც ვას­წავ­ლი­დი ტექ­ნი­კას და ვი­ღებ­დი შე­დეგს, შე­მა­ჯა­მე­ბელ­შიც კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­დათ. ამით კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი მეც და მშო­ბე­ლიც, მაგ­რამ გა­დის დრო და აღა­რა­ფე­რი ახ­სოვთ. აი, მე­რე და­ვიწყე ფიქ­რი იმა­ზე, რომ სწო­რია კი, უბ­რა­ლოდ, შე­დე­გამ­დე ან შე­მა­ჯა­მებ­ლამ­დე მიყ­ვა­ნა,  თუ ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე უნ­და ვი­ფიქ­რო? რა თქმა უნ­და, უპი­რო­ბოდ, აქ მთა­ვა­რი ში­ნა­არ­სია და არა რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გი. ამი­ტომ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი  რამ­დე­ნად სწო­რად ვას­წავ­ლით ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას, რამ­დე­ნად სწორ კითხ­ვებს ვუს­ვამთ ბავ­შ­ვებს მა­შინ, რო­ცა ვერ იგე­ბენ. ამის გარ­და, მშო­ბელს, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა შვილს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში,  ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავს ის. ფაქ­ტობ­რი­ვად, კარ­ნა­ხობს რა უნ­და გა­ა­კე­თოს და მე­რე კმა­ყო­ფი­ლია, რომ აი, მა­ინც ამოხ­ს­ნა. მე თუ მი­ვა­ნიშ­ნე, რომ რა­ღაც რიცხ­ვი უნ­და გა­ამ­რავ­ლოს რა­ღაც რიცხ­ვ­ზე, მა­შინ ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ში ხელს ვუშ­ლი და მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვი­ღებთ. ბავ­შ­ვი ასეთ დროს ტექსტს ვერ იაზ­რებს და მხო­ლოდ მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლია. აუცი­ლე­ბე­ლია, ძა­ლი­ან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ვიწყოთ ბავ­შ­ვ­თან ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­გორც კი კითხ­ვას ის­წავ­ლის და არ უნ­და ვი­ყოთ კმა­ყო­ფი­ლი მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხით, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა –  აი, პა­სუ­ხი სწო­რი მი­ი­ღო, ამოხ­ს­ნა ამო­ცა­ნა. კი, მარ­თა­ლია, ამოხ­ს­ნა – მან შე­ას­რუ­ლა სა­თა­ნა­დო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მი­ი­ღო კი­დეც სწო­რი პა­სუ­ხი, ოღონდ ვერ მიხ­ვ­და რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მე ვუ­კარ­ნა­ხე…  და მა­შინ, რა აზ­რი აქვს ამას, თუ პრობ­ლე­მა ვერ და­ი­ნა­ხა.  ჩე­მი აზ­რით, ეს არის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­მუ­შაო დაწყე­ბით კლა­სებ­ში.

⇒ და­ჩი, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავშვს მა­თე­მა­ტი­კა და­ვა­ნა­ხოთ რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­სა­დე­გი, სა­ჭი­რო სა­გა­ნი და არა რო­გორც ფორ­მუ­ლე­ბი­სა და ალ­გო­რით­მე­ბის თავ­სა­ტე­ხი, რო­მე­ლიც რთუ­ლია და არა მიმ­ზიდ­ვე­ლი მათ­თ­ვის?

კომ­პ­ლექ­სუ­რი ამო­ცა­ნე­ბი, რო­მე­ლიც და­ი­ნერ­გა (თუმ­ცა, ის ფორ­მა ვერ მი­ი­ღო, რაც არის მი­სი მთა­ვა­რი ში­ნა­არ­სი), რე­ა­ლუ­რად ზუს­ტად ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მა­თე­მა­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ კითხ­ვას ბავ­შ­ვე­ბი თვი­თონ სვა­მენ, რო­ცა უკ­ვე მეშ­ვი­დე, მერ­ვე კლას­ში გა­და­დი­ან, მა­შინ რო­ცა მძიმ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კა. ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ:  მას­წავ­ლე­ბე­ლო, რად მინ­და ეს, რა­ში დამ­ჭირ­დე­ბა – მე მუ­სი­კო­სი უნ­და გა­მო­ვი­დე, მხატ­ვა­რი უნ­და გავ­ხ­დე და ა.შ. რე­ა­ლუ­რად, მარ­თალს ამ­ბო­ბენ, არა­ფერ­შიც არ დას­ჭირ­დე­ბათ, და­ა­ვიწყ­დე­ბათ კი­დეც.  რა­საც სკო­ლა­ში გვას­წავ­ლიდ­ნენ და რა­საც ვას­წავ­ლით,  იქი­დან 30% თუ რჩე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, მაგ­რამ ამა­ზე მაქვს ძა­ლი­ან მკა­ფიო პა­სუ­ხი – მა­თე­მა­ტი­კა, ნამ­დ­ვი­ლად ის სა­გა­ნია, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლად გან­ტო­ლე­ბის ამოხ­ს­ნას კი არ მას­წავ­ლის, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში,  მას­წავ­ლის და­ვი­ნა­ხო პრობ­ლე­მა, შემ­დეგ კი იმ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით (ფორ­მუ­ლე­ბით, აქ­სი­ო­მე­ბით და ა.შ.), რო­მე­ლიც ხელთ მაქვს, გა­დავ­ჭ­რა ეს პრობ­ლე­მა. მთა­ვა­რია, მა­თე­მა­ტი­კა ვის­წავ­ლო იმის­თ­ვის, რომ პრობ­ლე­მის და­ნახ­ვა და გა­დაჭ­რა შევ­ძ­ლო. ეს არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი.

ინ­გ­ლი­სუ­რად ამო­ცა­ნას პრობ­ლე­მას ეძა­ხი­ან. ამო­ცა­ნა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, პი­რო­ბის­გან და შე­კითხ­ვის­გან. პი­რო­ბა ეს არის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც არ არის პრობ­ლე­მა. მა­გა­ლი­თად, A პუნ­ქ­ტი­დან  გა­მო­ვი­და მა­ტა­რე­ბე­ლი რა­ღაც სიჩ­ქა­რით, B  პუნ­ქ­ტი­დან – რა­ღაც სიჩ­ქა­რით და ორი სა­ა­თის შემ­დეგ მათ შო­რის მან­ძი­ლი იყო 120 კი­ლო­მეტ­რი. ეს პრობ­ლე­მა არ არის, ეს არის ამ­ბა­ვი. მაგ­რამ, რო­გორც კი კითხ­ვას დავ­ს­ვამთ – რა მან­ძი­ლია A და B პუნ­ქ­ტებს შო­რის, ან რა დრო­ში შეხ­ვ­დე­ბი­ან ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს, მა­შინ­ვე ჩნდე­ბა პრობ­ლე­მა. ე.ი. მე, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­ვი­გო ამ­ბა­ვი, გა­ვი­აზ­რო, შემ­დეგ გა­ვარ­კ­ვიო რა არის პრობ­ლე­მა და ამის შემ­დეგ ჩე­მი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით (რაც მაქვს) გა­დავ­ჭ­რა ის. მო­დი ასე ვთქვათ, მა­თე­მა­ტი­კა არის პრობ­ლე­მის და­ნახ­ვა, გა­აზ­რე­ბა, გა­დაჭ­რა­ში ვარ­ჯი­ში.

⇒ პი­ზას კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბაც – ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბი უფრო მაღალია, სოფ­ლად მცხოვ­რები მოს­წავ­ლე­ებ­ის შედეგებთან შე­და­რე­ბით. გარ­და ამი­სა, კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი აქვთ, ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს. აისა­ხე­ბა თუ არა  მსგავ­სი ტენ­დენ­ცია  „ევე­რეს­ტის“ მა­გა­ლით­ზე? 

ოლიმ­პი­ა­დას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ვა­ტა­რებთ. ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიტყ­ვი, რომ თბი­ლი­სი რა­ი­მე­თი აჭარ­ბებ­დეს რე­გი­ო­ნებს. ად­რე იყო სხვა­ო­ბა, მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ რე­გი­ო­ნე­ბი­დან რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ნაკ­ლე­ბი იყო ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე. ბო­ლო ათი წე­ლია,  მო­ნა­წი­ლე­ე­ბის 50%-ია თბი­ლი­სი­დან, 50% — რე­გი­ო­ნი­დან და ისი­ნი არა­ფერ­ში ტოლს არ უდე­ბენ თბი­ლი­სელ მოს­წავ­ლე­ებს. მე­ტიც, ხში­რად იმარ­ჯ­ვე­ბენ კი­დეც.

რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, თით­ქოს უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეთ, ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, ამ სა­კითხს სხვაგ­ვა­რად ვხე­დავ – კერ­ძო სკო­ლის სტრუქ­ტუ­რა სხვაგ­ვა­რია, ბიზ­ნე­სია და შე­საძ­ლოა, იქ ხდე­ბო­დეს ნიშ­ნის მო­მა­ტე­ბა და ამით, პირ­და­პირ რომ ვთქვათ, მშობ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა კერ­ძო სკო­ლა­ზე ამას ვერ ვიტყ­ვით. არის კერ­ძო სკო­ლე­ბი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს წე­რენ იმის მი­ხედ­ვით, რაც რე­ა­ლუ­რად ეკუთ­ვ­ნით, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, არის სკო­ლე­ბი, სა­დაც მშო­ბელს უწე­ვენ ან­გა­რიშს და მა­თი გუ­ლის მო­სა­გე­ბად წე­რენ მა­ღალ ნიშ­ნებს. მე არ ვამ­ბობ რა­ღაც სი­ახ­ლეს, ეს ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო ხდე­ბა, რო­ცა „ათო­სა­ნი“ მოს­წავ­ლე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­დის და მე­რე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ არ ყო­ფი­ლა „ათო­სა­ნი“.  ძა­ლი­ან ბევრ მშო­ბელ­თან მქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია და თა­ვად უკითხავთ, რა ხდე­ბა? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოვ­თ­ქ­ვამ ასეთ ვა­რა­უდს, არ ვი­ცი რა უნ­და იყოს სხვა მი­ზე­ზი.

რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გა­დად, ტენ­დენ­ცი­ას, ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით თუ გან­ვი­ხი­ლავთ, პან­დე­მი­ის შემ­დეგ, პირ­ველ წელს, ნამ­დ­ვი­ლად იყო საკ­მა­ოდ და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი. ზო­გად შე­დეგს ვგუ­ლის­ხ­მობ, თო­რემ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის გვყავს და ეს ის ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ამო­ცა­ნას ხსნი­ან, თან საკ­მა­ოდ რთულ ამო­ცა­ნებს. პან­დე­მი­ამ დი­დი და­ღი და­ას­ვა სწავ­ლე­ბის ხა­რისხს, თუმ­ცა, ზამ­თ­რის ოლიმ­პი­ა­და­ზე — ოქ­ტომ­ბე­რ-დე­კემ­ბე­რში, უკ­ვე გა­მოს­წო­რე­ბის­კენ წა­ვე­დით. ახ­ლა ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­ზაფხუ­ლის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ფი­ნალ­ში, მონაწილე კლა­სები­დან სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე 500 მოს­წავ­ლე გა­და­დის, ანუ რამ­დე­ნია გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლა, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ერ­თო შე­დე­გებ­ზე. პი­რო­ბი­თად, თუ­კი გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლა იყო 80, პან­დე­მი­ის შემ­დეგ იყო 60. აი, ასე­თი დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გვქონ­და.

⇒ და­ჩი, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს დღე­ვან­დე­ლი სამ­ყა­რო მას­წავ­ლე­ბელს და რა არის ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, თქვე­ნი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც დრო­უ­ლად უნ­და მივ­ხე­დოთ, თუ გვინ­და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა?

მას­წავ­ლებ­ლის გა­მოწ­ვე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი –  აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ებს აუბას მხა­რი. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად „გა­ჯე­ტებ­ზე“ არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი და მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბია ის ენა, რა ენი­თაც იქ აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია. ამი­ტომ,  მას­წავ­ლე­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ბავ­შ­ვის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენა. თა­ვის­თა­ვად, იქ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამას ხაზს ვუს­ვამ, რად­გან დღე­საც არის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლე­ბი, სა­დაც საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი ჯერ კი­დევ ძვე­ლი შე­შის ღუ­მე­ლე­ბით თბე­ბა და აქ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია,  მაგ­რამ სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სი უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. ამ დროს ძა­ლი­ან იზ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვის მო­ტი­ვა­ცია. რთუ­ლია, თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი, დღეს ბავ­შ­ვი და­ა­ინ­ტე­რე­სო  რე­სურ­სით, რომ­ლი­თაც 20 ან 25 წლის წინ ვა­ინ­ტე­რე­სებ­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს, უკ­ვე ვახ­სე­ნე და გა­ვი­მე­ო­რებ, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ცვლი­ლე­ბა მა­ინც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შეც­ვ­ლა მგო­ნია. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ბავ­შ­ვი ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს ნა­ხუ­ლობს ინ­ტერ­ნეტ­ში, იუთუბ­ზე და ტიკ­ტოკ­ზე, ვიდ­რე, ვთქვათ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმის­თ­ვის, რომ წიგ­ნი, რომ­ლის კითხ­ვაც,  გა­ჯე­ტე­ბის გა­მო, უინ­ტე­რე­სო გახ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­სურ­ვე­ლი გავ­ხა­დოთ.  ჩე­მი სა­მი წლის წი­ნან­დე­ლი მცდე­ლო­ბაც ზუს­ტად ეს იყო. რო­ცა და­ვი­ნა­ხე რო­გო­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ტე­ლეს­კო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, 100 ათა­სო­ბით ნახ­ვა ჰქონ­და, მა­შინ გა­მიჩ­ნ­და იდეა, რომ ის კო­მიქ­სუ­რი ტი­პის ამო­ცა­ნე­ბი მექ­ცია დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სად. თა­ვის­თა­ვად, ეს არ არის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სულ 112 გვერ­დია და უკ­ვე 100-ზე მე­ტი სკო­ლა და 10 ათა­სამ­დე მოს­წავ­ლე, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, იყე­ნებს რო­გორც დამ­ხ­მა­რე რე­სურსს, ძა­ლი­ან მოს­წონთ და და­ჩის წიგნს ეძა­ხი­ან – ეს არის ამ­ბე­ბად ქცე­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. კარ­გად მეს­მის, რა­ტომ ითხო­ვენ ამ წიგნს – იმი­ტომ, რომ იქ არის ლა­მა­ზი ნა­ხა­ტე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შ­ვებს და უად­ვილ­დე­ბათ სწავ­ლა – ჯერ გა­მო­საჭ­რე­ლი და ჩა­სა­წე­ბე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი უნ­და ააწყონ და შემ­დეგ ამოხ­ს­ნან… ად­რე თუ გვი­ან, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­რო იმა­ზე, რომ მსგავ­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ვა­კე­თო გრი­ფი­რე­ბის­თ­ვის.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები