19 ივნისი, ოთხშაბათი, 2024

რა­ტომ და რამ­დენ­მა მოს­წავ­ლემ შეწყ­ვი­ტა სწავ­ლა

spot_img

რო­გო­რია სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის დი­ნა­მი­კა, ბო­ლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში და რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კამ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა, რო­მე­ლიც ხელს უწყობ­და ან უშ­ლი­და სწავ­ლის შეწყ­ვე­ტას, არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სწო­რედ ამ კითხ­ვებ­ზე სცემს პა­სუხს სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი, რო­მე­ლიც USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით მომ­ზად­და.

სწავ­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, ცხრაწ­ლი­ან ჭრილ­ში, დი­ნა­მი­კა კლე­ბა­დია და თუ 2013-2014 სას­წავ­ლო წელს სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 14 057 მოს­წავ­ლეს შე­ად­გენს, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა თვალ­სა­ჩი­ნოდ და­იწყო შემ­ცი­რე­ბა 2019 წლი­დან, თუმ­ცა, უკა­ნას­კ­ნელ წელს მკვეთ­რად იმა­ტა, წი­ნა აკა­დე­მი­ურ წელ­თან შე­და­რე­ბით. მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2015-2022 წლებ­ში, სკო­ლა­ში სწავ­ლა შეწყ­ვი­ტა 61785-მა მოს­წავ­ლემ, ხო­ლო 2021-2022 სას­წავ­ლო წელს – 8846-მა, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით.

ასე­ვე თვალ­სა­ჩი­ნოა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა 2019-2020 აკა­დე­მი­უ­რი წლი­დან. თუ 2013-2014 აკა­დე­მი­ურ წელს, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­ში, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10 087 მოს­წავ­ლე იყო, 2019-2020 აკა­დე­მი­უ­რი წლის­თ­ვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 4787 იყო. მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა თვალ­სა­ჩი­ნოა არა მხო­ლოდ ზო­გა­დად სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის, არა­მედ კონ­კ­რე­ტუ­ლად მე­ა­თეკ­ლა­სე­ლებ­შიც.

🔎 რა არის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზე­ბი?

მი­ზე­ზებს შო­რის, პრო­ცენ­ტუ­ლად, ყვე­ლა­ზე დი­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ოჯახ­თან ერ­თად საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა – 47,3%. შე­სა­ბა­მი­სად, 2021-2022 წელს, 3330-მა მოს­წავ­ლემ შეწყ­ვი­ტა სწავ­ლა ამ მი­ზე­ზით; მე­ო­რე ად­გილს (23,5%) იკა­ვებს მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის/მოს­წავ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის შემ­თხ­ვე­ვე­ბი (თუმ­ცა, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია), 14,6%-მა კი სწავ­ლა პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვი­ლის გა­მო შეწყ­ვი­ტა.

ძა­ლი­ან ყუ­რად­სა­ღე­ბია მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­ფე­ხუ­რებ­რივ ჭრილ­ში. 2021-2022 სას­წავ­ლო წელს სა­ერ­თო შემ­თხ­ვე­ვე­ბის 34,9% და­ფიქ­სირ­და დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მა­შინ, რო­ცა 2013 წელს, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 12,5%-ს შე­ად­გენ­და.

🔎 რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კამ სწა­ვლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე?

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ორ ფაქ­ტორს გა­მოკ­ვეთს. „პირ­ვე­ლი – ცალ­სა­ხაა, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბამ პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე,“ – ამ­ბობს შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე და დე­ტა­ლუ­რად აანა­ლი­ზებს წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ცუ­დი პრაქ­ტი­კის თან­მ­დევ პრობ­ლე­მებს, რო­მე­ლიც სის­ტე­მამ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბით წარ­მოშ­ვა და ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა ის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცუ­დი მე­სი­ჯი აღ­მოჩ­ნ­და სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის კუთხით. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, აუცი­ლებელია.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე: „სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, X-XII კლა­სებ­ში, სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა რომ იკ­ლო, ეს ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ მა­ნამ­დე სკო­ლე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლი­დან გაშ­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩაჭ­რი­ლიყ­ვ­ნენ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე. ანუ, რე­ა­ლუ­რად, სკო­ლე­ბი ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს ტენ­დენ­ცია, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, შე­იც­ვა­ლა და სკო­ლებს აღარ აქვთ მა­ინ­ც­და­მა­ინც ინ­ტე­რე­სი, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­უშ­ვან სკო­ლი­დან. კარ­გია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ სკო­ლა არ უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა­ზე, პი­რი­ქით, მის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე უნ­და ზრუ­ნავ­დეს. თუმ­ცა, ცუ­დია, იმ მხრივ, რომ თუ­კი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის რა­ღაც ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გა­უქ­მ­და, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ მოს­წავ­ლე­ებს და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებ­ში და იქ რა­მეს ვას­წავ­ლით – მოს­წავ­ლე­ე­ბი კი რჩე­ბი­ან სკო­ლებ­ში, მაგ­რამ X-XII კლა­სებ­ში, რე­ა­ლუ­რად, არა­ფერს სწავ­ლო­ბენ. ახ­ლა სწო­რედ ამ პრობ­ლე­მას უნ­და მივ­ხე­დოთ და უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნი­ლი უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით, რა­თა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად არ ირიცხე­ბოდ­ნენ სკო­ლა­ში, რა­საც ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­კე­თებთ“.

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ვხე­დავთ, რომ ერ­თ­მა სწორ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ, გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის ფაქ­ტორ­ზე და შე­ა­ჩე­რა/მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რა უფ­როს­კ­ლა­სელ­თა გა­დი­ნე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი­დან. თუმ­ცა, რო­გორც შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე შე­ნიშ­ნავს, ამას არ მოჰ­ყ­ვა გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­სურ­ველ შე­დე­გებს მო­ი­ტან­და. „რად­გან სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­მა მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რა მოს­წავ­ლე­თა სკო­ლი­დან გას­ვ­ლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, ეს გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა პო­ლი­ტი­კა ჰქონ­დათ სკო­ლებს – ცუ­დი შე­დე­გე­ბი რომ არ ჰქო­ნო­და სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში, ამი­ტომ აიძუ­ლებ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ებს, გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლა­სე­ბი­დან, მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღოთ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში. რა­ტომ ხდე­ბოდა ასე? სკო­ლის იმი­ჯი და შე­დე­გე­ბი რომ არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა­ვის არ ჰქო­ნია. პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა ხა­ლის­დე­ბო­და კი­დეც ეს ცუ­დი ტენ­დენ­ცია. ანუ სკო­ლე­ბი ახალ­გაზ­რ­დებს უპერ­ს­პექ­ტი­ვოდ იმი­ტომ ტო­ვებ­დ­ნენ, რომ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში არ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ცუ­დი შე­დე­გე­ბი. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა (სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო უნ­და იყოს), რა ხდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახა­ლი­სებ­დ­ნენ და აჯილ­დო­ებ­დ­ნენ კი­დეც დი­რექ­ტო­რებს, ვი­საც სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი ჰქონ­დათ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ამ სკო­ლე­ბის დი­ნა­მი­კის ნახ­ვა – ვინ გა­უშ­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბი, 9 კლა­სის შემ­დეგ ან მე-11, მე-12 კლა­სი­დან, იმის გა­მო, რომ „ცუდ“ შე­დეგ­ზე არ გა­სუ­ლი­ყო. დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც თა­ვი­დან მო­ი­შო­რა „პრობ­ლე­მუ­რი“ მოს­წავ­ლე, კარ­გი შე­დე­გე­ბი რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, შემ­დეგ სა­მი­ნის­ტ­რომ და­ა­ჯილ­დო­ვა და მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და, რად­გან რე­ი­ტინ­გ­ში წამ­ყ­ვან ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნ­და; ან პი­რი­ქით, სკო­ლებ­მა, რომ­ლის დი­რექ­ტო­რებ­მაც, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში და­ბა­ლი შე­დე­გე­ბის გა­მო, საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყ­ვეს ხე­ლი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნას. ეს კი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, იმის გა­მო გა­ა­კე­თეს, რომ მოს­წავ­ლე­ებს გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღოთ და არ მო­ი­შო­რეს თა­ვი­დან ე.წ. „პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე“ (სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას ახ­დე­ნენ ხოლ­მე სკო­ლე­ბი) მოს­წავ­ლე­ე­ბი. ეს პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლია პო­ლი­ტი­კის შემ­ქ­მ­ნე­ლის მხრი­დან, თუ რო­გორ უნ­და მარ­თო სკო­ლა. ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან ცუ­დი ტენ­დენ­ცია იყო წარ­სულ­ში და ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­მა­ვალ­ში, რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – სკო­ლა რა შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ში, თუ  რო­გორ აღ­წევს ამას, რამ­დე­ნად არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, რა სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი ჰყავს და სწო­რედ ამ კუთხით უნ­და შე­ვა­ფა­სოთ და წა­ვა­ხა­ლი­სოთ და არა ე.წ. „პრობ­ლე­მუ­რი“ მოს­წავ­ლის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით. თა­ვის­თა­ვად, ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან ყუ­რად­სა­ღე­ბი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც სის­ტე­მას არც თუ შო­რე­ულ წარ­სულ­ში ჰქონ­და.“

სკო­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის დი­ნა­მი­კა­ში, ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­დას­ვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის შემ­დეგ. ბო­ლო წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში 15-17 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის/სტუ­დენ­ტე­ბის კლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა. მხო­ლოდ 2016-2017 წლებ­შია ზრდის დი­ნა­მი­კა და, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ესეც სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, შე­იძ­ლე­ბა ამას გა­მო­ეწ­ვია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­დამ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა. ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2013 წელს გვქონ­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის მი­ზე­ზად 2011 წელს შე­მო­ღე­ბუ­ლი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს, რომ­ლის შე­დე­გებ­ზე და­ფუძ­ნე­ბი­თაც, სკო­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კამ გა­ნა­პი­რო­ბა სკო­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­დი­ნე­ბა და მა­თი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­დას­ვ­ლა. თუმ­ცა, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ მო­ლო­დი­ნე­ბი, პი­რი­ქით, მა­ტე­ბა­ზე იყო, რად­გან 2020 წლი­დან სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ამუ­შავ­და.

„სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იც­ვ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა ამა­ში? ად­რე გვქონ­და ჩი­ხი – თუ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებ­და სწავ­ლას, მას უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ჰქონ­და, ატეს­ტა­ტის არ­ქო­ნის გა­მო. ეს ჩი­ხი აღ­მო­იფხ­ვ­რა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხ­მობს პრო­ფე­სი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას და იმ ტი­პის დიპ­ლო­მი­სა და ატეს­ტა­ტის გა­ცე­მას, რომ­ლი­თაც ახალ­გაზ­რ­და უმაღ­ლეს­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას შეძ­ლებს. ამ სწორ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კას, წე­სით, პრო­ფე­სი­ულ­ში გა­დამ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უნ­და გა­ე­ზარ­და, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ზრდა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა,“ – ამ­ბობს შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.

მი­სი­ვე აზ­რით, ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ისიც იყოს, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ახა­ლი დაწყე­ბუ­ლია და ეტა­პობ­რი­ვად ინერ­გე­ბა. თუმ­ცა, დი­ნა­მი­კა ცალ­სა­ხაა – პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში გა­დამ­ს­ვ­ლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად კლე­ბუ­ლობს. უკა­ნას­კ­ნე­ლი შვი­დი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­და­სულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1700-ია, ბო­ლო მო­ნა­ცე­მით კი, 9 კლა­სის შემ­დეგ, მხო­ლოდ 619 მოს­წავ­ლე გა­და­ვი­და პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში. „სწო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ა­ლუ­რად, აღ­მა­ვა­ლი დი­ნა­მი­კის ნაც­ვ­ლად, მკვეთ­რად დაღ­მა­ვა­ლი დი­ნა­მი­კა მი­ვი­ღეთ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. არ­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი იკ­ლებს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, მაგ­რამ ასე­ვე დაღ­მა­ვა­ლია პრო­ფე­სი­ულ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, აკა­დე­მი­ურ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­ა­საც და­უფ­ლე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, ამ კუთხით, პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა არ გვაქვს,“ – გვითხ­რა შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძემ.

რო­გორც და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ყუ­რად­სა­ღე­ბია 2013-2022 წლე­ბის დი­ნა­მი­კა – დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გაზ­რ­დი­ლი სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არა მხო­ლოდ სა­ფე­ხუ­რებ­რივ ჭრილ­ში, არა­მედ რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ცხრაწ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის ხვედ­რი­თი წი­ლი გაზ­რ­დი­ლია დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ხვედ­რი­თი წი­ლის ზრდა – 12,5%-იდან  34,9%-მდე.

სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის ზრდის მთა­ვარ მი­ზე­ზად, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სა­ხელ­დე­ბა 2021-2022 აკა­დე­მი­ურ წელს, ოჯახ­თან ერ­თად, საზღ­ვარ­გა­რეთ გამ­გ­ზავ­რე­ბა, რაც, 2020-2021 აკა­დე­მი­უ­რი წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­დარე­ბით, გა­ცი­ლე­ბით დი­დია. ამა­ვე აკა­დე­მი­ურ წლებს შო­რის, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­შიც მკვეთ­რი სხვა­ო­ბაა – მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მა­ტუ­ლობს, ერ­თი მხრივ, საზღ­ვარ­გა­რეთ ოჯა­ხე­ბის გამ­გ­ზავ­რე­ბა და მე­ო­რე მხრივ, იზ­რ­დე­ბა მშობ­ლე­ბის მი­ერ და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც. ეს სა­კითხი რომ ძა­ლი­ან ყუ­რად­სა­ღე­ბია, ამას შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძეც ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა, ამ­ბობს, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრობ­ლე­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას არ უკავ­შირ­დე­ბა, ის პირ­და­პირ კავ­შირ­შია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან: „დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რებ­ზე სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ყო­ველ­თ­ვის, შე­და­რე­ბით უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო იყო. ბო­ლო წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი, სწო­რედ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეა სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გაზ­რ­დი­ლი, რაც, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ცუ­დი ტენ­დენ­ციაა. ძი­რი­თა­დად, ეს ოჯა­ხე­ბის მი­ერ, შვი­ლებ­თან ერ­თად, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. იმ თვალ­საზ­რი­სით, თუ­კი მოს­წავ­ლე საზღ­ვარ­გა­რეთ გა­დის, იქ უკე­თეს გა­ნათ­ლე­ბას იღებს, რა თქმა უნ­და, პო­ზი­ტი­უ­რია, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, სხვა სუ­რა­თია — ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებს საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ რო­გორც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის, ისე ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სი­თაც, რად­გან ეს ბევრ სა­კითხ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი – აკა­დე­მი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცია, ენის ცოდ­ნა, სის­ტე­მის არ­ცოდ­ნა, მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა… ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ბავ­შ­ვე­ბი უკან ბრუნ­დე­ბი­ან და აქვთ გა­უცხო­ე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი არი­ან უცხო ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სი­ს­ტე­მის­თ­ვის და დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი არი­ან უკ­ვე ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვი­საც. საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია ამ რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შ­ვე­ბის გა­დი­ნე­ბაც და მა­თი რე­ინ­ტეგ­რა­ციის პრო­ცე­სიც, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით“.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და სკო­ლის დას­რუ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გან­სახ­ლე­ბის ტი­პის, ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი­დან, 88%-ს შე­ად­გენს და მხო­ლოდ 43%-ს – და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 74%-ია სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში და მხო­ლოდ 50% სა­სოფ­ლო გან­სახ­ლე­ბებ­ში, 69%-ია ეთ­ნი­კურ ქარ­თ­ვე­ლებ­ში და მხო­ლოდ 33% აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­ში, 44% – სხვა ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებ­ში, გარ­და ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნის­თ­ვის და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის, რიცხობ­რი­ვად შემ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბი – ყო­ველ სას­წავ­ლო დღეს, სა­შუ­ა­ლოდ, ქვე­ყა­ნა­ში 50-მა მოს­წავ­ლემ შეწყ­ვი­ტა სწავ­ლა და სკო­ლი­დან გას­ვ­ლის მი­ზე­ზე­ბი ნა­წი­ლობ­რივ უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბი კი­დევ უფ­რო მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი ისეთ აღ­მა­ვალ ფა­ზა­შია, რო­გორც არას­დ­როს, ოჯა­ხე­ბი ტო­ვე­ბენ ქვე­ყა­ნას ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად; ან თუნ­დაც, იმის მი­ზე­ზი ვინ­მემ იკ­ვ­ლია, ბავ­შ­ვე­ბის 8,8%, ზე­დი­ზედ 45 სას­წავ­ლო დღე, რა­ტომ არ გა­მოცხად­და სკო­ლა­ში ან რა მი­ზე­ზით და­წე­რა 23,5%-მა გან­ცხა­დე­ბა სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის თა­ო­ბა­ზე, ვინ­მემ გა­არ­კ­ვია?

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები