28 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა

ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა
AKS გა­ნათ­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კო­ორ­დი­ნა­ტო­რი; 
Country Tour Director Georgia EdTrips; Teachers Community Georgia ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი;
კო­ლე­ჯის „კონ­ს­ტ­რუქტ-2“ ლექ­ტო­რი; 
ზა­ზა ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შო­რაპ­ნი­სა და კვა­ლი­თის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მარ­შ­რუ­ტი არას­დ­როს მთავ­რ­დე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხის კარ­თან. თი­თო­ე­უ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას, თი­თო­ე­ულ კავ­შირს და თი­თო­ე­ულ გლო­ბა­ლურ გაც­ვ­ლას აქვს ძა­ლა, შეც­ვა­ლოს ჩვე­ნი სწავ­ლე­ბის და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის სტი­ლი.

ჩემს კა­რი­ე­რა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გარ­დამ­ტე­ხი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩე­მი სას­წავ­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა ფი­ნეთ­ში, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი EdTrips-ის მი­ერ. ფი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უშუ­ა­ლოდ გაც­ნო­ბა არა მხო­ლოდ შთამ­ბეჭ­და­ვი, არა­მედ შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტიც იყო.

ფი­ნე­თი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მით. ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხაზს უს­ვამს თა­ნას­წო­რო­ბას, მოს­წავ­ლე­თა კე­თილ­დღე­ო­ბას და სწავ­ლის ჰო­ლის­ტი­კურ გა­მოც­დი­ლე­ბას. ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში ხში­რად მი­ე­წე­რე­ბა ისეთ ფაქ­ტო­რებს, რო­გო­რი­ცაა კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და აქ­ცენ­ტი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და არა ზე­პირ და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე. ფი­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლი ეტა­ლო­ნად ით­ვ­ლე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც სურთ სა­კუ­თა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მეც ვე­ცა­დე ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემს სკო­ლა­ში მი­მე­ტა­ნა, კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა და ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლე­ბი უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მე­ხა­და.

მაგ­რამ ფი­ნე­თი მხო­ლოდ და­საწყი­სი იყო.

თურ­ქეთ­ში, დუ­ბა­ი­ში, ინ­დო­ეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო გლო­ბა­ლურ­მა სა­მიტ­მა, რო­მელ­საც და­ვეს­წა­რი, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზა. მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­სუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს სა­მი­ტე­ბი არა მხო­ლოდ მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბის მოს­მე­ნას, არა­მედ დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ზე ში­ნა­არ­სი­ან დის­კუ­სი­ებ­ში ჩარ­თ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და — გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა: ინო­ვა­ცია, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრაქ­ტი­კა და გავ­ლე­ნა; ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი; ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; სწავ­ლე­ბის, სწავ­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი და სხვა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ეს შეხ­ვედ­რე­ბი ნამ­დ­ვი­ლი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა. ისი­ნი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გავ­ც­ვა­ლოთ ცოდ­ნა, გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თ­მა­ნეთს სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა და ვის­წავ­ლოთ უშუ­ა­ლოდ კო­ლე­გე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან უნი­კა­ლურ პერ­ს­პექ­ტი­ვებს გვთა­ვა­ზო­ბენ, რა­საც აძ­ლი­ე­რებს ის ფაქ­ტი, რომ დის­კუ­სია არ მთავ­რ­დე­ბა სა­მი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პი­რი­ქით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. მო­ნა­წი­ლე­თა მე­გობ­რო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ექ­ტე­ბად და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ფე­სი­ულ ზრდად იქ­ცე­ვა, რა­საც არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მოწ­მობს. ამი­ტო­მაც მინ­და, გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ALERT KNOWLEDGE SERVICES გუნდს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის. მა­თი ხედ­ვა და თავ­და­დე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­ტი­ვი­რე­ბულ პე­და­გო­გებს გა­ი­ზარ­დონ, ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ და გარ­დაქ­მ­ნან ჩვე­ნი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ.

…და ჩვენ აქ არ ვჩერ­დე­ბით, ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა გრძელ­დე­ბა, შემ­დე­გი სა­მი­ტი გვე­ლო­დე­ბა პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ლუბ­ლინ­ში. ეს კი­დევ ერ­თი შან­სია  სწავ­ლი­სა და შთა­გო­ნე­ბის­თ­ვის.

დას­კ­ვ­ნა

დღე­ვან­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა უკ­ვე აუცი­ლებ­ლო­ბაა და არა მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა. რო­დე­საც პე­და­გო­გე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, იზი­ა­რე­ბენ ცოდ­ნას და ხედ­ვებს, იქ­მ­ნე­ბა ძა­ლა, რო­მე­ლიც ცვლის არა მხო­ლოდ სკო­ლებს, არა­მედ მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რას. ასეთ შეხ­ვედ­რებ­სა და სა­მი­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ვი­ნა­ხოთ მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა, ავით­ვი­სოთ ინო­ვა­ცი­ე­ბი და შევ­ქ­მ­ნათ ახა­ლი კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის სა­ფუძ­ვ­ლად იქ­ცე­ვა.

ჩემ­თ­ვის, რო­გორც AKS გა­ნათ­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კო­ორ­დი­ნა­ტო­რის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ დარ­ჩეს მხო­ლოდ ჩემ პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბად. სწო­რედ ამი­ტომ, ბევ­რი ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და მოს­წავ­ლის­თ­ვის გავ­ხ­სე­ნი კა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ დე­ლე­გა­ტე­ბი, სპი­კე­რე­ბი, პა­ნე­ლის­ტე­ბი, თარ­ჯიმ­ნე­ბი ან სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა არა მხო­ლოდ მათ პრო­ფე­სი­ულ გზას ამ­დიდ­რებს, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­საც აძ­ლი­ე­რებს, რად­გან ყო­ვე­ლი ასე­თი ნა­ბი­ჯი გლო­ბა­ლურ ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბაა. ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­მი­ტი, ყო­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რა კი­დევ ერ­თი შან­სია და­ვუ­კავ­შირ­დეთ, ვის­წავ­ლოთ და შევ­ქ­მ­ნათ მო­მა­ვა­ლი, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ ცნობს საზღ­ვ­რებს.

მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ, ამა­ვე დროს, უკ­ვე გახ­ს­ნი­ლია გლო­ბა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დო­ზე AKS Education Awards ნო­მი­ნა­ცია! ვთხოვ ყვე­ლა ქარ­თ­ველ მას­წავ­ლე­ბელს, არ მო­ე­რი­დოთ თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა და ის­ტო­რი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. წა­რად­გი­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვი, რად­გან თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და თავ­და­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თქვე­ნი ხმა და გავ­ლე­ნა გა­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რეთ და გახ­დეს შთა­გო­ნე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ნო­მი­ნა­ცი­ის ბმუ­ლი: https://aksawards.com/gta

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. Link to Nominate: https://aksawards.com/gta
  2. AKS Education Awards — https://www.facebook.com/aksawards
  3. EdTrips — https://www.facebook.com/edtripsglobal
  4. ALERT KNOWLEDGE SERVICES — https://www.facebook.com/alertknowledgeservices
  5. Teachers Community Georgia — https://www.facebook.com/georgia.teachers.community

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება