5 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2025

რა­ტომ არის მი­უ­ღე­ბე­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის 11 წლამ­დე შემ­ცი­რე­ბა

ნიკო სილაგაძე
კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

2025 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ფარ­თე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა. კონ­ცეფ­ცია, ძი­რი­თა­დად, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შე­ე­ხე­ბო­და, თუმ­ცა, იქ­ვე, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბაც იყო გაკ­ვ­რით ნახ­სე­ნე­ბი – გაჟ­ღერ­და ინი­ცი­ა­ტი­ვა მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახა­ლი პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბა უნ­და და­ვიწყოთ იმის აღ­ნიშ­ვ­ნით, რომ ფრი­ად უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­დევ­ნებთ თვალს:

ა) ჩვე­უ­ლებ­რივ, რო­ცა რა­ი­მეს აუქ­მე­ბენ, არ­გუ­მენ­ტე­ბიც მოჰ­ყავთ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი არც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, არც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს და არც მის მო­ად­გი­ლეს, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ უც­დი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის აეხ­ს­ნათ რა­ტომ არის მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბა სა­ჭი­რო;

ბ)  ზო­გადი გა­ნათ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ჩრდილ­შია მოქ­ცე­უ­ლი ისე, თით­ქოს სკო­ლის პრობ­ლე­მე­ბი არც მო­ითხოვ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბელ გან­ხილ­ვას;

გ) ქვე­ყა­ნა­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ფი­ლის უამ­რა­ვი ინ­ს­ტი­ტუ­ცია არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ფუნ­ქ­ცია სხვა არა­ფე­რია თუ არა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წინ წა­მო­წე­ვა. ხმას კი არა­ვინ იღებს.

რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრა­ტე­გიაა – რე­ფორ­მის მო­წი­ნაღ­მ­დე­გე­ე­ბი ჩა­ა­ყე­ნონ „თა­ვის მარ­თ­ლე­ბის“ რე­ჟიმ­ში და აქეთ მოს­თხო­ვონ მათ პა­სუ­ხი – „რატომ იყო და არის სა­ჭი­რო 12-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა“.  არც ისე­თი დე­მა­გო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის წინ წა­მო­წე­ვა ავიწყ­დე­ბათ რო­გო­რი­ცაა:

♦  „მა­ინც ტყუ­ი­ლად და­დი­ოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი მე-12 კლას­ში სკო­ლა­ში“;

♦  „მე თუ 11 კლა­სი და­ვამ­თავ­რე, ვის­ზე ნაკ­ლე­ბად ვარ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი“;

♦  „დი­დი ამ­ბა­ვი, თუ ვი­ღა­ცე­­ბი საზღ­ვარ­გა­რეთ ვერ გა­უშ­ვე­ბენ სა­კუ­თარ შვი­ლებს“.

პა­სუ­ხი, ცხა­დია, ასე­თი ტი­პის არა­სე­რი­ო­ზულ შე­კითხ­ვებ­საც უნ­და გა­ე­ცეს, თუმ­ცა, დის­კუ­სია აქ არ უნ­და გა­ჩერ­დეს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ასე­ვე უნ­და გახ­დეს  ბევ­რად უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას უკავ­შირ­დე­ბა და რო­მე­ლიც საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

სწო­რედ ამი­ტომ, წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტია ორ ნა­წი­ლად იყო­ფა:

♦  პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი პა­სუხს სცემს შე­კითხ­ვას – რა­ტომ არის მი­უ­ღე­ბე­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის 11 წლამ­დე შემ­ცი­რე­ბა;

♦  მე­ო­რე ნა­წი­ლი კი წარ­მო­ა­ჩენს სა­გან­გა­შო სიმ­პ­ტო­მებს, რო­მე­ლიც მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბასთან და­კავ­ში­რე­ბულ­მა „დის­კუ­სი­ამ“ გა­მო­ავ­ლი­ნა.

რა­ტომ არის მი­უ­ღე­ბე­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის 11 წლამ­დე შემ­ცი­რე­ბა მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბით, 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში:

(ა) მოს­წავ­ლეს ნაკ­ლე­ბი დრო ექ­ნე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში გა­სარ­კ­ვე­ვად და მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად — 17-18 წლის ასა­კი არის პე­რი­ო­დი, რო­ცა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ერთ წე­ლი­წად­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს; რო­ცა სკო­ლის გა­რე­შეც, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მატ­ში, ბავ­შ­ვი სწრა­ფად ივი­თა­რებს ისეთ ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რ უნა­რებს რო­გო­რი­ცაა: კო­მუ­ნი­კა­ცია, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა და სხვა.

გან­ვი­თა­რე­ბის ეს პრო­ცე­სი, ცხა­დია, ბევ­რად სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ბავშვს, ემო­ცი­უ­რად მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ცულ აკა­დე­მი­ურ გა­რე­მო­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რებ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა.

გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ ვპა­რავთ ამ ერთ წე­ლი­წადს მოს­წავ­ლეს; რა­ტომ ვუმ­ცი­რებთ მას ბავ­შ­ვო­ბის ასაკს?

⇒  ვე­კითხე­ბი ლექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც 11-წლი­ან სწავ­ლე­ბას ემ­ხ­რო­ბი­ან — გსურთ რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ კურ­ს­ზე ერ­თი წლით უმ­ც­რო­სი სტუ­დენ­ტე­ბი იხი­ლოთ? მათ­თ­ვის უფ­რო უკეთ შეძ­ლებთ თქვე­ნი სი­ლა­ბუ­სე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბას?

ვე­კითხე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ჩუ­მი თან­ხ­მო­ბით ახა­ლი­სე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას — მზა­ო­ბის ერ­თი და იგი­ვე ხა­რის­ხ­თან გვაქვს საქ­მე, რო­ცა მე-11 და მე-12 კლა­სე­ლებ­ზე ვსა­უ­ბობთ?

ვე­კითხე­ბი პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ამ სა­ვა­ლა­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღე­ბენ — თქვენ მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი რო­მე­ლი პროგ­რა­მა აძ­ლევს ბავშვს იმა­ზე მეტს, რა­საც ერ­თი წე­ლი, ემო­ცი­უ­რად და­ცულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა მის­ცემ­და?

ეს, რა თქმა უნ­და, რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კითხ­ვე­ბია. მათ­ზე პა­სუ­ხი ყვე­ლამ კარ­გად იცის, თუმ­ცა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ასეთ რა­ღა­ცე­ბ­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ. რო­გორც ჩანს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე დი­დად არა­ვინ დარ­დობს.

(ბ) სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბი უფ­რო ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და შემ­ცი­რე­ბულ დრო­ში ნაკ­ლე­ბად მის­ცემს მოს­წავ­ლეს იმ სარ­გე­ბელს, რა­საც ბავშვს ამა თუ იმ საგ­ნის სწავ­ლე­ბა უნ­და აძ­ლევ­დეს – ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორც წე­სი, სკო­ლას ორი ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი მი­ზე­ზით აკ­რი­ტი­კე­ბენ. ერ­თი მხრივ ამ­ბო­ბენ, რომ ამა და ამ სა­გან­ში, ესა თუ ის სა­კითხი არ ის­წავ­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი ხაზს უს­ვა­მენ, რომ სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია.

გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან ასე­თი ტი­პის საყ­ვე­დუ­რებ­საც ხში­რად ვის­მენთ:

⇒ დღე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი/საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი ჰო­ლის­ტუ­რად ვერ წარ­მო­ა­ჩენს ამა თუ იმ სა­განს და ვერ იძ­ლე­ვა ერ­თი მხრივ სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცი­ის, მე­ო­რე მხრივ კი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას;

⇒ კუ­რი­კუ­ლუ­მი არ არის მორ­გე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს

⇒ სას­წავ­ლო გეგ­მა ზღუ­დავს სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­ას.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის მი­ნის­ტ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­თი ტი­პის არ­გუ­მენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­და მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე შე­ტე­ვის გე­ნე­რა­ლურ ხაზს (იგუ­ლის­ხ­მე­ბა 2018-2024 წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც დღემ­დე მოქ­მე­დებს). 2023-2024 წლებ­ში სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, „მი­ე­ღო“ ამ ტი­პის საყ­ვე­დუ­რე­ბი და უფ­რო მოქ­ნილ ფორ­მატ­ზე ეფიქ­რა (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „გან­ტ­ვირ­თუ­ლი პროგ­რა­მე­ბი“, „ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე აქ­ცენ­ტი“, „სა­გან­თა შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია“, „სკო­ლე­ბის­თ­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ცე­მა“, „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა, ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა“, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მე­სა­მე თა­ო­ბის სას­წავ­ლო გეგ­მის ძლი­ერ და არა სუსტ მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და). ასე გა­აქ­ტ­ი­ურ­და ე.წ. „10 + 2 მო­დე­ლი“, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რო­ში წი­ნა­რე პე­რი­ოდ­შიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

„10 + 2“  გუ­ლის­ხ­მობს სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მე-10 კლა­სით დას­რუ­ლე­ბას, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის კი მე-11 და მე-12 კლა­სე­ბის დათ­მო­ბას (გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით დღეს მოქ­მე­დი 9 + 3 მო­დე­ლის­გან, რო­ცა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი მე-9 კლა­სით მთავ­რ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი კი მე-10, მე-11 და მე-12 კლა­სებს მო­ი­ცავს).

„10 + 2“-ის ფორ­მატ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით:

♦ მკა­ფიო აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და ე.წ. სპი­რა­ლურ მიდ­გო­მა­ზე“, რო­ცა მოს­წავ­ლე ამა თუ იმ საგ­ნის­თ­ვის არ­სე­ბით სას­წავ­ლო მა­სა­ლას სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლით გა­დის რო­გორც დაწყე­ბით, ისე სა­ბა­ზო, ისე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე (მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვ­მა წმინ­და ნი­ნოს ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა საინ­ტე­რე­სო ამ­ბის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლოს დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე იგი­ვე სა­კითხი უკ­ვე უფ­რო სხვა აქ­ცენ­ტით – სხვა ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­თან მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­შირ­ში შე­ის­წავ­ლე­ბა, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე კი, ინ­ტე­გრი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში,  ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი და ამ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წი­აღ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ად­გი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა).

♦ შე­მო­ტა­ნილ იქ­ნა პრო­ფი­ლუ­რი სწავ­ლე­ბა“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე (ანუ, მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში) სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე იყო­ფა ორ ნა­წი­ლად:

(ა) ბა­დის და­ახ­ლო­ე­ბით 40 პრო­ცენტს იკა­ვებს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბი (ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ნას­წავ­ლი მა­სა­ლის უფ­რო სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და – ინ­ტეგ­რი­რე­ბულ თე­მა­ტურ კონ­ტექ­ს­ტებ­ში);

(ბ) ბა­დის და­ახ­ლო­ე­ბით 60 პრო­ცენტს იკა­ვებს არ­ჩე­ვითი საგ­ნე­ბი, ე.წ. „გაძ­ლი­ე­რე­ბული კურ­სე­ბი“, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბითაა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი (ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, ფი­ზი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა და სხვა). მოს­წავ­ლემ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი უნ­და აირ­ჩი­ოს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ამ ტი­პის მიდ­გო­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა („სპი­რა­ლი“, „პრო­ფი­ლუ­რი სწავ­ლე­ბა“) შე­საძ­ლე­ბე­ლი შე­იქ­­ნა მხო­ლოდ იმის წყა­ლო­ბით, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი გახ­და 10-წლი­ა­ნი. დღეს მოქ­მ­დი 9 + 3 მო­დე­ლის  ფარ­გ­ლებ­ში ეს ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

მით უმე­ტეს მსგავ­სი ვე­რა­ფე­რი გა­მო­ვა 10 + 1-ის ან 9 + 2-ის პი­რო­ბებ­ში. არა­და სის­ტე­მა ,11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ორი­დან ერთ-ერ­თის­თ­ვისაა გან­წი­რუ­ლი.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა ბო­ლო წლებ­ში სა­მი­ნის­ტ­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას ანუ­ლებს. ანუ­ლებს ის დღეს მოქ­მე­დი სას­წავ­ლო გეგ­მის კონ­ცეფ­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­საც (ვი­ნა­ი­დან 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის იდეა მი­სი და­ნერ­გ­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა).

თუმ­ცა, მო­დი მკითხ­ველს ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­დავ­ღ­ლით სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბული სა­კითხებ­ით. ეს საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­კითხია იმის­თ­ვის, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­დეს.

დავ­ს­ვათ უფ­რო ზო­გა­დი შე­კითხ­ვე­ბი:

√ თუ­კი 12-წლი­ან სას­კო­ლო პროგ­რა­მა არ მოგ­წონს იმის გა­მო, რომ ბავ­შ­ვი ბევრ არ­სე­ბით სა­კითხს არ სწავ­ლობს (მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა შე­დევრს, „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბი­დან“ დაწყე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, არ გა­დის მა­თე­მა­ტი­კის მთლი­ან პროგ­რ­ამას, ან ის­ტო­რი­ის ყვე­ლა არ­სე­ბით სა­კითხს, ზეზ­ვა­დან და მზი­ა­დან დაწყე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი), ახ­ლა რა მოხ­დე­ბა? 11 წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში იმა­ვე სა­კითხე­ბის სას­წავ­ლად მე­ტი დრო ექ­ნე­ბათ?

√თუ­კი 12-კლა­სი­ან სკო­ლას­თან გვაქვს პრე­ტენ­ზია, რომ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია, ახ­ლა რა მოხ­დე­ბა? 11-წლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გა­მო­ვა?

√ თუ­კი 12-კლა­სი­ან პროგ­რა­მებ­თან გვაქვს პრე­ტენ­ზია, რომ ბავ­შ­ვე­ბი ზე­და­პი­რუ­ლად/არა­საკ­მა­რი­სი სიღ­რ­მით სწავ­ლობ­დ­ნენ ჩვე­ნი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის­თ­ვის არ­სე­ბით სა­კითხებს, ახ­ლა რა მოხ­დე­ბა? 11-კლა­სი­ა­ნი სკო­ლის პი­რო­ბებ­ში უკეთ ის­წავ­ლი­ან?

√ თუ­კი უკ­მა­ყო­ფი­ლო ვართ იმით, რომ სკო­ლა მოშ­ლი­ლია და მე-12 კლას­ში ბავ­შ­ვე­ბი არ და­დი­ან, მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბა რა­ტომ არის გა­მო­სა­ვა­ლი? თუ­კი მე-11 კლა­სი იქ­ნე­ბა და­მამ­თავ­რე­ბე­ლი, ისე არ გა­მო­ვა, რომ ამი­ე­რი­დან მე-11 კლას­ში გვექ­ნე­ბა მსგავ­სი პრობ­ლე­მა?

(გ) სტუ­დენ­ტებს ხე­ლი ეშ­ლე­ბათ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ში — ცალ­კე პრობ­ლე­მაა ის, რომ 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა მე­ტის­მე­ტად ზღუ­დავს (პრაქ­ტი­კუ­ლად სპობს) საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მით უფ­რო, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ხურ­ვაც, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უცხო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში გაგ­ზავ­ნას აად­ვი­ლებ­და.

ევ­რო­პა­სა და აშშ-ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი 2 ან 3 წე­ლი­წადს მო­ი­ცავს. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, 12 და 13-წლი­ან სწავ­ლე­ბას ითხო­ვენ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად (ამით ისი­ნი სტუ­დენ­ტის მზა­ო­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის სა­თა­ნა­დოდ რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ და არა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც არა­ვის­თ­ვის არის თვით­მი­ზა­ნი).  მე-12 კლა­სის გა­უ­ქ­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ცხა­დია დიდ დაბ­რ­კო­ლე­ბას შე­უქ­მ­ნის, 11-წლი­ა­ნი დიპ­ლო­მით მათ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ვინ მი­ი­ღებს, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა კი წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

და­ის­მის შე­კითხ­ვა – რა­ტომ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ასე­თი ტი­პის ბა­რი­ე­რე­ბი? გა­ნა ცალ­სა­ხა არ არის რომ საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აძ­ლი­ე­რე­ბენ. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, ნა­წი­ლი კი სხვა ქვეყ­ნებ­ში მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­შიც ინარ­ჩუ­ნებს სამ­შობ­ლოს­თან კავ­შირს და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ამ ტი­პის ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მ­ნა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს კი არ აკ­ნი­ნებს, არა­მედ უთა­ნას­წო­რო­ბა­საც აძ­ლი­ე­რებს. ამი­ე­რი­დან მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ელი­ტუ­რი ნა­წი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შვი­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლას. შეგ­ვიძ­ლია დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ მათ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ტო­ვე­ბენ 12-წლი­ან კერ­ძო და სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლებს — სწავ­ლე­ბის უზარ­მა­ზა­რი სა­ფა­სუ­რით, რა­საც სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი ვე­რა­სო­დეს გა­და­იხ­დი­ან.

◊ ◊ ◊

ძნე­ლია რა­ი­მე და­დე­ბი­თის თქმა. თუ­კი პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა მოს­წავ­ლე­ებს გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უზღუ­დავს, გა­უ­გე­ბა­რია რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის (უფ­რო სწო­რად დი­ვერ­სი­ის) მო­წო­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი?

მა­ვა­ნი იტყ­ვის – „სკო­ლას ამ­დე­ნი ხა­ნი ვერ მი­ე­ხე­და და ისე­დაც მოშ­ლილ სის­ტე­მა­ში რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს აწი რა მოხ­დე­ბაო“. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რ ქსე­ლებ­ში ასე­თი ტი­პის მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­მო­ით­ქ­მის, მაგ­რამ ეს რი­სი პა­სუ­ხია?

სკო­ლა­ში, ცხა­დია, ბევ­რი პრობ­ლე­მა იყო და არის. ერთ-ერ­თი ასე­თი პრობ­ლე­მა უდავ­ოდ უკავ­შირ­დე­ბა მე-12 კლა­სის სა­თა­ნა­დოდ ათ­ვი­სე­ბას. ეს პრობ­ლე­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სა­თა­ნა­დოდ ვერც ერთ ეტაპ­ზე ვერ გა­დაჭ­რა (ხან აბი­ტურს ახ­ს­ენებ­დ­ნენ, ხან CAT-ის გა­მოც­დებ­თან მი­მარ­თე­ბით არე­გუ­ლი­რებ­დ­ნენ პროგ­რა­მებს, მოქ­მე­დი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებიც კი ვერ შექ­მ­ნეს მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის), თუმ­ცა, ამის მი­ზე­ზი ისევ და ისევ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მერ­ყე­ო­ბა იყო და არა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა. 10 + 2 ფორ­მა­ტის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი სწო­რედ ამ ხედ­ვას ასა­ხავ­და.

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის/პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხედ­ვას და ლო­გი­კას კი, რო­გორც ჩანს, ეს გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი გან­საზღ­ვ­რავს: „მა­ინც არა­ფერს სწავ­ლო­ბენ ამ სკო­ლა­ში და რაც დრო­ზე მო­შორ­დე­ბი­ან იქა­უ­რო­ბას, უკე­თე­სია“. მი­ნისტრს, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე­სა და მის გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბილ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-აპა­რა­ტულ ელი­ტას უკე­თე­სი არ­გუ­მენ­ტი რომ ჰქო­ნო­და ამის შე­სა­ხებ, ნამ­დ­ვი­ლად გვეტყო­დნენ (მხო­ლოდ „მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დოს­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით არ იქ­ნე­ბო­და შე­მო­ფარ­გ­ლუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მა­თი კო­მუ­ნი­კა­ცია).

რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის „გან­ხილ­ვის პრო­ცეს­მა“

ცალ­კე გან­ხილ­ვას მო­ითხოვს მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც 11-წლი­ან სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა „დის­კუ­სი­ამ“ ცალ­სა­ხად გა­მო­ავ­ლი­ნა. ეს პრობ­ლე­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა  გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­სა და სკო­ლის მი­სი­ის; სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის; ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის არას­წო­რად გა­აზ­რე­ბას.

პრობ­ლე­მა 1. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცია

არ­გუ­მენ­ტე­ბი „ბავ­შ­ვე­ბი მა­ინც ტყუ­ი­ლად და­დი­ან მე-12 კლას­ში“; „მა­ინც ვამ­ზა­დებ ბავ­შ­ვებს ყვე­ლა სა­გან­ში და სკო­ლა რა­ში მჭირ­დე­ბა“ გარ­და იმი­სა, რომ არას­წო­რია, ერთ მძი­მე პრობ­ლე­მა­საც წარ­მო­ა­ჩენს – მა­თი წყა­ლო­ბით ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­თა­ნა­დოდ არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი და სკო­ლის მი­სია.

სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ სა­კით­ხზე მსჯე­ლო­ბი­სას, რო­გორც წე­სი, სამ საკ­ვან­ძო სიტყ­ვას გა­მოკ­ვე­თენ: (1) პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცია; (2) სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია; (3) კვა­ლი­ფი­კა­ცია. გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბი­სა და, მას­ზე და­ფუძ­ნე­ბით, სას­წავ­ლო გეგ­მის აგე­ბის პრო­ცეს­ში ცხა­დია სა­მი­ვე ეს კომ­პო­ნენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმის ჩვე­ნე­ბას თუ რო­მე­ლი მათ­გა­ნია უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი; რას ვი­ღებთ „ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლად“, რო­ცა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას ვქმნით (სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, სა­დაც „ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლია“ მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა; სხვა­ნა­ი­რია მიზ­ნე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის სტი­ლი, რო­ცა მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას ვაქ­ცევთ; სულ სხვა ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის პროგ­რა­მებს ვი­ღებთ, რო­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე გვაქვს სწო­რე­ბა). ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა „ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლად“ ყო­ველ­თ­ვის პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ას იღებ­და. მი­სი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო მოს­წავ­ლის „სუ­ბი­ექ­ტად“ და არა „ობი­ექ­ტად“ და­ნახ­ვა და სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი კონ­ტექ­ს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­სი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა.

ბო­ლო ხა­ნებ­ში ამ მიდ­გო­მის­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვად იქ­ცა „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის“ დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც იგ­რ­ძ­ნო­ბა სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის კუთხით აქ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ცენ­ტე­ბის წინ წა­მო­წე­ვა (გა­მო­ხა­ტუ­ლი იმა­ში, რომ სულ უფ­რო მე­ტად მო­დის წი­ნა პლან­ზე უფ­რო­სი თა­ო­ბის მოთხოვ­ნე­ბი უმ­ც­რო­სი თა­ო­ბე­ბის მი­მართ). ამ კუთხით აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა  მნიშ­ვ­ნე­ლოვან გა­მოწ­ვე­ვას უქ­მ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით სა­გუ­ლის­ხ­მოა ის ფაქ­ტი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას კვლა­ვაც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის/უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლის მომ­ზა­დე­ბის მთა­ვარ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად ხე­დავს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ანა­ლი­ზი ადას­ტუ­რებს, რომ ბევ­რი მშობ­ლის იმედ­გაც­რუ­ე­ბას, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რედ ის ფაქ­ტი იწ­ვევს, რომ სკო­ლა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო­დ ვერ ამ­ზა­დებს მოს­წავ­ლეს.

თვალ­ში­სა­ცე­მია ისიც, რომ ბო­ლო ხა­ნებ­ში სამ­თავ­რო­ბო ნა­რა­ტი­ვებ­ში არა­ერ­თხელ გა­იჟ­ღე­რა, რომ სკო­ლის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შრო­მი­თი ბაზ­რის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაა.

სკო­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტა­ლი­ზე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ასე­თი ტი­პის მიდ­გო­მე­ბი – რო­ცა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას „დამ­კ­ვე­თის თვა­ლით“ უყუ­რე­ბენ, სკო­ლას მოს­წავ­ლის მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ძა­ლი­ან არას­წო­რია. სკო­ლა არ არის დაკ­ვე­თის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო – ის არის სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ერ­თ­გ­ვა­რი გაგ­რ­ძე­ლე­ბაა, სა­დაც ბავ­შ­ვი ემო­ცი­უ­რად და­ცუ­ლად გრძნობს თავს და სხვე­ბის დახ­მა­რე­ბით თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე ზრუ­ნავს (ეს მი­სია არ იც­ვ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზეც კი, სა­დაც დაწყე­ბით­თან და სა­ბა­ზოს­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად მე­ტია პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა).

„სკო­ლა ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სამ­ზა­დი­სი არ არის, ის თა­ვად არის ცხოვ­რე­ბა“ – ჯერ კი­დევ 1920-იან წლებ­ში წერ­და ჯონ დიუი. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ეს სიტყ­ვე­ბი დღემ­დე არ არის მარ­თე­ბუ­ლად გა­გე­ბუ­ლი.

პრობ­ლე­მა 2. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­სა და, ზო­გა­დად, ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის ფუნ­ქ­ცია

და­აკ­ვირ­დით სი­ტუ­ა­ცი­ის აბ­სურ­დუ­ლო­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი ზო­გა­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ფი­ლის უწყე­ბა არ­სე­ბობს. კერ­ძოდ, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს:

სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის/სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აგე­ბენ პა­სუხს;

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ფი­ლის სსი­პ-ე­ბი (მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი), რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის­კენაა მი­მარ­თუ­ლი, რო­გო­რი­ცაა: უმაღ­ლეს სა­გა­ნ­მანა­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ტრან­ზი­ცია, მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და სხვა;

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობს;

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ფი­ლის არა­ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის აქ­ტო­რად მო­ი­აზ­რე­ბა;

კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ერ­თია­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის/კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის ში­ნა­არ­ს­სა და მო­ცუ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ კრი­ტი­კუ­ლად;

პროფ­კავ­ში­რი, რო­მე­ლიც თავს მას­წავ­ლე­ბ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის  დამ­ც­ვე­ლად წარ­მო­ა­ჩენს;

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი, რო­მელ­თა გავ­ლი­თაც ამ ტი­პის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი რე­ა­ლიზ­დე­ბა.

ყვე­ლა ამ სამ­სა­ხურ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს; ამ უწყე­ბებს ჰყავს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რის, ექ­ს­პერ­ტი­სა თუ მე­ნე­ჯე­რის სტა­ტუ­სით იწო­ნე­ბენ თავს — ხმას კი არა­ვინ იღებს.

და­ვა­ზუს­ტოთ, სი­ჩუ­მეს არ ვსაყ­ვე­დუ­რობთ რიგით მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან მხო­ლოდ ირი­ბად აქვთ შე­ხე­ბა (მა­გა­ლი­თად, მშობ­ლის სტა­ტუ­სით). ვსა­უბ­რობთ პი­როვ­ნე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმა­ში იღე­ბენ ხელ­ფასს, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნონ – დას­ვან კრი­ტი­კუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი, გა­მოკ­ვე­თონ რის­კე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყონ სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თან­მიმ­დევ­რ­უ­ლო­ბა და სი­ნერ­გია. ისი­ნი კი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ გულ­გ­რი­ლო­ბას იჩე­ნენ და და­კის­რე­ბულ ფუნ­ქ­ცი­ას არ ას­რუ­ლე­ბენ.

ბო­ლო ხა­ნებ­ში, მათ შო­რის 11-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის იდე­ის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში, არა­ერ­თი საყ­ვე­დუ­რი მო­ვის­მი­ნეთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მი­მართ. ეს მო­წო­დე­ბე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ მო­რა­ლურ იმ­პე­რა­ტივს ააქ­ტი­უ­რებს: „რა­ტომ აგ­რ­ძე­ლებ მუ­შა­ო­ბას სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში? რა­ტომ აკე­თებ ამ მთავ­რო­ბის საქ­მეს ვი­თა­რე­ბა­ში, რო­ცა ის: ასა­ხიჩ­რებს მო­მი­ტინ­გე­ებს, ცვლის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის კურსს, ზღუ­დავს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ა.შ.“ ამ იმ­პე­რა­ტივს ნამ­დ­ვი­ლად აქვს ლო­გი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტი, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს არა­ვინ სთხოვს კარ­გად შე­ას­რუ­ლონ მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, ანუ უზ­რუნ­ველ­ყონ პრო­ცე­სე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა და მიზ­ნობ­რი­ვო­ბა და ამით შექ­მ­ნან დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც ყო­ველ­თ­ვის დგა­ნან ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, რო­ცა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში პო­ლი­ტი­კის კურ­სის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლას ცდი­ლო­ბენ ან პრო­ცე­სე­ბის ლო­გი­კი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღე­ბენ.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს აქ­ტივ­ში არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ზან­თან შე­უ­ფე­რებ­ლო­ბის, რე­სუ­რის არას­წო­რად ხარ­ჯ­ვის,  დაწყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შუა გზა­ზე გა­ურ­კ­ვევ­ელი მი­ზე­ზე­ბით მი­ტო­ვე­ბის, არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის და კი­დევ ბევ­რი სხვა მან­კი­ე­რე­ბის გა­მო ბა­დებს შე­კითხ­ვებს. ასე­თი ტი­პის კრი­ტი­კუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად და­ის­მის კი­დეც, ოღონდ, რო­გორც წე­სი, სა­ჯა­რო მე­ხე­ლე­ე­ბი მათ  პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ამი­სა­მარ­თე­ბენ:

„მთავ­რო­ბა/მი­ნის­ტ­რი შე­იც­ვა­ლა და რა მექ­ნა“, „ახ­ლა ასე ამ­ბო­ბენ (ზე­მოთ) და რა ჩე­მი ბრა­ლია“ – გი­პა­სუ­ხე­ბენ კონ­კ­რე­ტულ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა სამ­მარ­თ­ვე­ლო­ე­ბი­სა და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და ისე ამო­ი­ოხ­რე­ბენ, თით­ქოს მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის შტა­ბის და არა მა­თი ამო­ცა­ნა იყოს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის­თ­ვის სის­ტე­მუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი სა­ხის მი­ცე­მა.

ამი­ლახ­ვა­რის-წუ­ლა­ძის-მი­ქა­ნა­ძის მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდს არ ახ­სოვს შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა პო­ლი­ტი­კო­სებს სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­გან რა­ი­მე პრობ­ლე­მა შეხ­ვ­დათ — ოდ­ნავ მა­ინც გა­ურ­თულ­დათ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (მა­გა­ლი­თად,  იმის გა­მო, რომ სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რო­მლე­ბ­მა რის­კე­ბი აჩ­ვე­ნეს, კრი­ტი­კუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი და­უს­ვეს, ან მთლი­ა­ნო­ბი­თ სუ­რათ­ში პრობ­ლე­მა სხვა რა­კურ­სით წარ­მო­ა­ჩი­ნეს). არა­და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა მი­ნის­ტ­რებ­მა არც თუ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღეს (მა­გა­ლი­თად, მე-12 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბას­თან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სებ­თან და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მას­თან, „ახა­ლის სკო­ლის მო­დელ­თან“, 2025 წლის ივ­ნის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით). სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 11-წლი­ან სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მოდ­გა. სა­მი­ნის­ტ­როს მე­ნე­ჯე­რე­ბი აქაც მორ­ჩი­ლი, კლერ­კი აღ­მას­რუ­ლებ­ლის ამ­პლუა­ში დარ­ჩ­ნენ.

„- ასე სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს;

– სა­ხელ­მ­წი­ფო, ეს მე ვარ“.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა ლუი XIV-ემ „გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ტე­ბის“ ერთ-ერთ დე­პუ­ტატს, რო­მელ­მაც XVII სა­უ­კუ­ნე­ში სცა­და ერ­თ­მა­ნე­თის­გან გა­ე­მიჯ­ნა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მე­ფის ინ­ტე­რე­სე­ბი – ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით გა­ა­გე­ბი­ნა, რომ აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ხა­ნა­ში „ღმერ­თის­გან კურ­თხე­უ­ლი“ მო­ნარ­ქის ნე­ბაა გა­დამ­წყ­ვე­ტი.

სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში დღეს და­საქ­მე­ბული ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ამ ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის თქმაც არა­ვის სჭირ­დე­ბა. მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კო­სებ­თან მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­დაც XVII- XVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტიზ­მის ეპო­ქის სული­ს­კ­ვე­თე­ბით არის განმ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი (სავ­სე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლებთ „ხელ­მ­წი­ფის მდივ­ნის“ სტა­ტუ­სი). ის ფაქ­ტი, რომ XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო მოწყო­ბის კუთხით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, რო­გორც ჩანს, არა­ვის აღელ­ვებს.

მა­ვა­ნი იტყ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის ეთი­კა არ არის ისე­თი, რომ ასეთ პრობ­ლე­მებ­ზე ვინ­მემ აქ­ტი­უ­რად ისა­უბ­როს, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის ასე. ამის თქმის სა­ფუძ­ველს წი­ნა წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაძ­ლევს. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის მსვლე­ლო­ბი­სას არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს სხვა­დას­ხ­ვა რგო­ლის გა­ნათ­ლე­ბის მუ­შა­კე­ბის მგზნე­ბა­რე გა­მოს­ვ­ლე­ბი მა­შინ, რო­ცა სა­უ­ბა­რი იყო:

♦ რო­მე­ლი­მე საგ­ნის­თ­ვის ერ­თი სა­ა­თის მო­მა­ტე­ბა­ზე ან მოკ­ლე­ბა­ზე;

♦ რო­მე­ლი­მე საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის ერ­თი წლით გაზ­რ­და­ზე ან შემ­ცი­რე­ბა­ზე;

♦ საგ­ნობ­რი­ვი სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში რა­ი­მე ერ­თი სა­კითხის და­მა­ტე­ბა­ზე ან პროგ­რა­მი­დან ერ­თი სა­კითხის ამო­ღე­ბა­ზე.

იმა­ზეც ძა­ლი­ან სწუხ­დ­ნენ:

♦ თუ­კი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და მა­თი სა­მუ­შა­ოს კონ­ფი­გუ­რა­ცია ოდ­ნავ შე­იც­ვ­ლე­ბო­და — ასეთ დროს „და­უს­რუ­ლე­ბელ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ზე“ ავი­თა­რებ­დ­ნენ ნა­რა­ტივს;

♦ თუ­კი ამა თუ იმ პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი არ მოს­წონ­დათ — არი­ქა და რა არა­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო სახ­ს­რე­ბიო.

არც თუ დი­დი ხნის წინ, ასე­თი ტი­პის სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვე­ბი­სას ხში­რად ნა­ხავ­დით:

♦ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის ობ­ს­ტ­რუქ­ცი­ას;

♦ „მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბის“ მცდე­ლო­ბას — ამა თუ იმ პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და გა­და­გეგ­მ­ვი­სას;

♦ და­უს­რუ­ლე­ბელ რი­გებს მი­ნის­ტ­რებ­თან და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე­ებ­თან მა­თი მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლად თუ მათ­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად;

♦ გა­რე აქ­ტო­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის­თ­ვის შე­გუ­ლი­ა­ნე­ბას;

♦ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ლი­დე­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

♦ სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლებს თუ კუ­ლუ­ა­რულ და­ძა­ბუ­ლო­ბას ამა თუ იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­­ღე­ბის პრო­ცეს­ში…

სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, სა­ხე­ზე იყო პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც, მე­ტად თუ ნაკ­ლე­ბად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას „ცოცხალ ორ­გა­ნიზ­მად“ წარ­მო­ა­ჩენ­და. დღეს კი „პულ­სი არა­ვის ესინ­ჯე­ბა“. ცა­რი­ელ ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ველ­გ­ვა­რი გან­ხილ­ვე­ბის გა­რე­შე, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას ერ­თი მთლი­ა­ნი კლა­სი ჩა­მო­აჭ­რეს. ხმას კი არა­ვინ იღებს (გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, ვხე­დავთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რო­მელ­საც არ აქვს სა­თა­ნა­დო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა).

შე­და­რე­ბის­თ­ვის:

⇒ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით რა­ღაც ტი­პის დე­მა­გო­გი­ურ დის­კუ­სი­ებს მა­ინც ვხე­დავთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია, რა­ი­მე­თი შე­ფუ­თოს სა­კუ­თა­რი ზრახ­ვე­ბი – ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ უდ­გას;

⇒ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქუ­ჩა­შიც გა­მო­დის, სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი შე­კითხ­ვებ­საც არ სვა­მენ (თუნ­დაც იმ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მათ უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხე­ბა);

⇒ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მის დე­ტა­ლებს უხ­ს­ნი­ან და შექ­მ­ნი­ლი ვით­არე­ბის კრი­ტი­კუ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან აფი­ლი­რე­ბულ სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის გა­ჩუ­მე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

სა­ხე­ზეა ბო­ლო სა­მი მი­ნის­ტ­რის: გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის, ალექ­სან­დ­რე წუ­ლა­ძის, გი­ვი მი­ქა­ნა­ძი­სა და სა­მი­ვე მათ­გა­ნის­თ­ვის უც­ვ­ლე­ლი მო­ად­გი­ლის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კუ­რა­ტორ თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბმაც, ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თ­ვის, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა პარ­ტი­უ­ლი სტრუ­ქ­ტუ­რის უბ­რა­ლო და­ნა­მა­ტად ექ­ცი­ათ.

პრობ­ლე­მა 3. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­გა­ნ­მან­ათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის/ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბა.

სკო­ლა არ არის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო. არც აქ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბად.

სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა რთუ­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც არ და­იყ­ვა­ნე­ბა პრი­მი­ტი­ულ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბამ­დე.

სწო­რედ ამი­ტომ, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, რო­გორც წე­სი, სა­მი მხა­რე მო­ნა­წი­ლე­ობს:

(1) პო­ლი­ტი­კო­სე­ბი;

(2) გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი);

(3) ფარ­თე სა­ზო­გა­დო­ე­ბა (მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი).

გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის მდგრა­დო­ბას სწო­რედ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ეს ფორ­მა­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს.

11-წლი­ან სწავ­ლე­ბას­თან და მთლი­ა­ნად პრე­მი­ე­რის ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ანა­ლიზ­მა ცალ­სა­ხად აჩ­ვე­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით  ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

მე-12 კლა­სი ისე გა­ა­უქ­მეს, რომ აკა­დე­მი­ურ წრე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­აც არ გა­უვ­ლი­ათ – სა­მი­ნის­ტ­რო­ში თით­ქოს არც კი არ­სე­ბუ­ლი­ყო ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სამ­მარ­თ­ვე­ლო. არ იქ­ნე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბა თუ ვიტყ­ვით, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში 11-წლი­ან სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კოს­თა იმ­პე­რა­ტი­ვია სა­ხე­ზე. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის/გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა ხმა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში ჩურ­ჩუ­ლი­თაც არ ის­მის.

დი­დად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არც უმაღ­ლე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს. ის ფაქ­ტი, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხილ­ვი­სას სიმ­ძი­მის ცენ­ტ­რი გა­და­დის ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­თან თავ­სე­ბა­დო­ბა, ან 4 და 3-წლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა, არ არის კარ­გი სიმ­პ­ტო­მი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, და­საგ­მო­ბია თა­ვად ფორ­მა­ტი – რო­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ებ­ში იჭ­რე­ბა. ამას­თან შე­და­რე­ბით სხვას არა­ფერს აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, არის ავ­ტო­ნო­მია და აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც ევ­რო­პა­ში ამ ტი­პის სას­წავ­ლებ­ლე­ბი გაჩ­ნ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის იდეა იგივ­დე­ბო­და ეკ­ლე­სი­ი­სა თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბლად მოქ­მე­დი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სო­რე­ბის ერ­თო­ბას­თან. ავ­ტო­ნო­მი­ის გა­რე­შე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, შე­ნო­ბაა, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ის შეზღუდ­ვის მცდე­ლო­ბა აქამ­დეც არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს – გვახ­სოვს მთავ­რო­ბის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი რექ­ტო­რე­ბი და არა­სა­მარ­თ­ლი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ოთახ­ში „ტე­რო­რის­ტე­ბი­ვით“ გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბიც არა­ვის და­ვიწყე­ბია, მაგ­რამ პირ­ვე­ლად 16 ოქ­ტომ­ბერს ვი­ხი­ლეთ პრე­მი­ერ- მი­ნის­ტ­რი, რო­მე­ლიც ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად წყვეტს: ა) რამ­დენ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი უნ­და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­დეს; ბ) რო­მე­ლი ქა­ლა­ქის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა ფა­კულ­ტე­ტი უნ­და იყოს; გ) რამ­დე­ნი პრო­ფე­სო­რი უნ­და გვყავ­დეს, ვის რამ­დე­ნი უნ­და ჰქონ­დეს ხელ­ფა­სი და სხვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ კუთხით ნაკ­ლე­ბად ვხე­დავთ მღელ­ვა­რე­ბას – ცო­ტა ხნის წინ, 30 ოქ­ტომ­ბერს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის რექ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რაც გა­ი­მარ­თა, სა­დაც ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ ნი­ნო დო­ბორ­ჯ­გი­ნი­ძის გარ­და აზ­რად არა­ვის მოს­ვ­ლია შეხ­ვედ­რის ფორ­მა­ტი გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა –  იქ­მ­ნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პრე­მი­ერ-­მი­ნის­ტ­რი და რექ­ტო­რე­ბი კი არა, რექ­ტო­რი და დე­კა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს.

◊ ◊ ◊

დას­კ­ვ­ნის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი და ძნე­ლად აღ­სა­წე­რია, თუმ­ცა დღეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე „შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც“ კარ­გად ჩანს.

აშ­კა­რაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რ­ძე­ლებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე შე­ტე­ვას. თუ­კი აქამ­დე მი­სი ქმე­დე­ბე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის პარ­ტი­ულ სტრუქ­ტუ­რად ქცე­ვა­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი, ახ­ლა აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი იქ­ნა მი­ზან­ში ამო­ღე­ბუ­ლი. არ სჭირ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტო­ბა იმის მიხ­ვედ­რას, რომ მიმ­დი­ნა­რე „რე­ფორ­მა“ სხვა არა­ფე­რია თუ არა აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის „მოთ­ვი­ნი­ე­რე­ბის“ მცდე­ლო­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ „მათ­რა­ხე­ბი­სა და ნამ­ცხ­ვ­რე­ბის პო­ლი­ტი­კას“ ვხე­დავთ – რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით მო­ღე­რე­ბუ­ლი „მათ­რა­ხე­ბით“ და 10 000-ლა­რი­ა­ნი „ნამ­ცხ­ვრე­ბით“ (ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი ოდ­ნავ ად­რე გან­ხორ­ცი­ელ­და, ახ­ლა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ჯე­რია).

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის გზით შე­იძ­ლე­ბა. რამ­დე­ნად მოხ­დე­ბა კონ­სო­ლი­და­ცია ამას ახ­ლო მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით იოლად ვერ შეძ­ლებს ჩა­ნა­ფიქ­რის რე­ა­ლი­ზე­ბას (საკ­მა­ოდ დი­დია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი). სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ვეს თქმის სა­ფუძ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბად გვაქვს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, სა­დაც მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბა და­ა­ნონ­სდა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან და ფარ­თე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ბევ­რად ნაკ­ლე­ბი კრი­ტი­კა შეხ­ვ­და. პრე­სა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ სა­კითხ­ზე დის­კუ­სი­აც კი არ გაშ­ლი­ლა სა­თა­ნა­დოდ. არა­და ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა და პო­ლი­ტი­კა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­საც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნებს. ზო­გა­დი/სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის დაც­ვა ისე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა.

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება