9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რას გულისხმობს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ახალი სისტემა

spot_img

ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ახალი სისტემის დანერგვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დღეს, სკოლებში, აუცილებელია, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს, რა შედეგებზე გადის, ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, სკოლის ხელმძღვანელობისთვის და, რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ აქტიურად დაწყებული გვაქვს აღნიშნული პროცესი.“  

სამინისტროს  ახალი მიდგომა შეფასების მიმართულებით მინისტრის განმარტებით გულისხმობს მე-6 და მე-9 კლასში, პირველ ეტაპზე,  ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებების შემოღებას, „რომლებიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, როგორ ვითარდება მოსწავლე, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება. მე-12 კლასში ეს უკვე უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება და რასაც ჩვენ ვეძახით, ბავშვის ტრანზიცია, სკოლიდან, ზოგადი განათლებიდან უმაღლეს თუ პროფესიულ განათლებაში. ესეც, ბუნებრივია, იქნება მოაზრებული ცვლილება და ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს.“

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ახალი სისტემა, ყოველი საფეხურის ბოლოს, ასე გამოიყურება:

მე-6 და მე-9 კლასებში – განმავითარებელი შეფასება

მე-12 კლასის ბოლოს შეფასდება მოსწავლის მიღწევები საშუალო საფეხურზე

⇔ ტრანზიცია სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში

პროცესი გაწერილია 2-3 წელიწადზე და მოიცავს პილოტირებისა და დანერგვის ეტაპებს

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების ახალი სისტემის პილოტირება, მე-6 და მე-9 კლასებში, 2025 წლიდან დაიწყება, 2026 წელს – მე-12 კლასის და სრულად სისტემა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2027 წლიდან ამოქმედდება.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები