22 აპრილი, ორშაბათი, 2024

რამ­დე­ნი­მე ფო­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ვარ­ჯი­შო

spot_img
ნინო ნადაშვილი
სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. დარბაზის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი

 

 

 

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი 2015 წლი­დან. თავ­და­პირ­ვე­ლად  ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ კითხ­ვის, წე­რის, მოს­მე­ნი­სა და ლა­პა­რა­კის პრობ­ლე­მე­ბი (ჰქონ­დათ მწი­რი ლექ­სი­კა, უჭირ­დათ სიტყ­ვე­ბის ამო­კითხ­ვა, ვერ გა­მოჰ­ქონ­დათ აზ­რი წა­კითხუ­ლი­დან, არ შე­ეძ­ლოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის გა­გე­ბა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ხში­რად კითხუ­ლობ­დ­ნენ „რო­მე­ლი დ დავ­წე­როთ – დი­დი თუ პა­ტა­რა“). ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვიწყე სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ი­სა და მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, თუმ­ცა უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩემს შრო­მას დი­დი შე­დე­გი არ მო­უ­ტა­ნია.

მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წელს (2016-2017) მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე პირ­ველ კლას­თან და მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, თუ რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქი. კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­ზა­ნია. ის ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის, ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის, ყო­ველ­დღი­უ­რი, ყო­ფი­თი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა. კითხ­ვის უნა­რის და­უფ­ლე­ბა ხუ­თი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ი­ცავს. ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბია: ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ან­ბა­ნის ცოდ­ნა, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, გა­წა­ფუ­ლი/გა­მარ­თუ­ლი კითხ­ვა და გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა. ეს ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტი იდენ­ტუ­რია ან­ბა­ნუ­რი დამ­წერ­ლო­ბის მქო­ნე ენე­ბის­თ­ვის. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა კითხ­ვას მშობ­ლი­ურ ენა­ზე ეუფ­ლე­ბა თუ მე­ო­რე ან მე­სა­მე ენა­ზე (კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე (I-VI კლა­სე­ბი). სას­წავ­ლო მე­თო­დუ­რი რე­სურ­სე­ბის კრე­ბუ­ლი 2015).

ფო­ნო­ლო­გი­ურ უნა­რებ­ში, ძი­რი­თა­დად, იგუ­ლის­ხ­მე­ბა სიტყ­ვის შე­მად­გე­ნელ ბგე­რებ­სა (ფო­ნე­მე­ბი) და მარ­ც­ვ­ლებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის, ასე­ვე ამ ბგე­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის უნა­რე­ბი. ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რის მქო­ნე ბავ­შ­ვ­მა უნ­და შეძ­ლოს: სიტყ­ვის პირ­ვე­ლი და ბო­ლო ბგე­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მსგავ­სი ბგე­რე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გარ­ჩე­ვა, ბგე­რე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­ზე გა­დაბ­მა, სიტყ­ვის ბგე­რე­ბად ან მარ­ც­ვ­ლე­ბად და­ნა­წევ­რე­ბა და სხვა. ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბი სმე­ნი­თია და არ უკავ­შირ­დე­ბა და­წე­რილ ტექ­ს­ტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

კითხ­ვის სწავ­ლა აუცი­ლებ­ლად გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი ენის დე­კო­დი­რე­ბის წე­სე­ბის სწავ­ლას, ანუ ენის გრა­ფი­კუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის (ასოს, სიმ­ბო­ლოს, პიქ­ტოგ­რა­მის) ფო­ნე­მურ ერ­თე­უ­ლებ­თან (ბგე­რას­თან, ბგე­რა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას­თან) შე­სატყ­ვი­სო­ბის გა­გე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნიე, მე­მუ­შა­ვა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გან თუ მოს­წავ­ლე ვერ ახერ­ხებს ენის გრა­ფი­კუ­ლი ერ­თე­უ­ლის და­კავ­ში­რე­ბას მის ფო­ნე­მურ ერ­თე­ულ­თან, კითხ­ვის შემ­დ­გო­მი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ გა­ჭირ­დე­ბა.

სა­მე­უ­ლე­ბის (ბ-ფ-პ, დ-თ-ტ, გ-ქ-კ, ძ-ც-წ, ჯ-ჩ-ჭ, ასე­ვე ხ, ყ, ღ, ბგე­რე­ბის) ათ­ვი­სე­ბის მიზ­ნით, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ან­ბა­ნის შეს­წავ­ლამ­დე, ვცდი­ლობ მოს­წავ­ლე­ებს თან­ხ­მოვ­ნე­ბი გა­ვუ­აქ­ტი­უ­რო ხმოვ­ნებ­თან ერ­თად (მაგ. და-დე-დი-დო-დუ, თა-თე-თი-თო-თუ, ტა-ტე-ტი-ტო-ტუ… ამას ვამ­ბობ მე და ვთხოვ მოს­წავ­ლე­ებს, წა­იმ­ღე­რონ ჩემ­თან ერ­თად). ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა და დი­დი ინ­ტე­რე­სით ას­რუ­ლე­ბენ მსგავს სა­ვარ­ჯი­შო­ებს. ეს აქ­ტი­ვო­ბა მეხ­მა­რე­ბა, ბავ­შ­ვებ­მა სმე­ნით აღიქ­ვან ბგე­რა, მი­აჩ­ვი­ონ ყუ­რი, წარ­მოთ­ქ­ვან და შემ­დეგ, უკ­ვე ან­ბა­ნის შეს­წავ­ლი­სას, და­ა­კავ­ში­რონ მის გრა­ფი­კულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან.

ასე­თი­ვე სა­ვარ­ჯი­შო­ებს ვა­კე­თებთ სხვა სა­მე­უ­ლებ­ზეც (ბ-ფ-პ, გ-ქ-კ, ძ-ც-წ, ჯ-ჩ-ჭ, ასე­ვე ღ, ხ, ყ ბგე­რებ­ზე).

შემ­დეგ ცო­ტა ვარ­თუ­ლებ. ასე მაგ.:

დრი   ტრი    თრი

დრე    ტრე    თრე

დრა    ტრა    თრა

დრო   ტრო   თრო

დრუ   ტრუ   თრუ

ეს სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი მეხ­მა­რე­ბა ბგე­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში.

მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, ქვე­მოთ მო­ცე­მულ სა­ვარ­ჯი­შო­ებს ვი­ყე­ნებ რო­გორც სიტყ­ვის ბგე­რე­ბად დაშ­ლის, ასე­ვე დაშ­ლი­ლი სიტყ­ვის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბის დროს. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ და­ვა­ლე­ბე­ბად ვარ­ჩევ ისეთ სიტყ­ვებს, რომ­ლებ­შიც ჩემ­თ­ვის „სა­ინ­ტე­რე­სო“ ბგე­რე­ბია: ბ, ფ, პ; დ, თ, ტ; გ, ქ, კ, ასე­ვე ყ, ჩ, ც, წ…

გზა   ტბა   ცა       ზრდა   და       კვლა     ღვრა    ჭა

ბზა   ყბა    მკა      ზღვა   ძმა       სვლა     რგვა    ჭრა

მზა   თმა   მთა      ზმნა   ძვრა     თვლა   რვა      ხვრა

ძნა   ხმა    ფრთა   ყრმა   ცვლა   შლა      ცხრა   კვრა

თა­ვი­დან ბგე­რებს ვამ­თ­ლი­ა­ნებთ (ვამ­ბობ გ-ზ-ა, რა გა­მო­ვი­და? გზა, და ასე ვერ­ტი­კა­ლუ­რად მთე­ლი ცხრი­ლი). შემ­დეგ კვლავ სრუ­ლად ვამ­ბობ სიტყ­ვას და ვთხოვ ბგე­რე­ბად დაშ­ლას (მაგ., მითხა­რი ყვე­ლა ბგე­რა, რო­მე­ლიც გეს­მის სიტყ­ვა­ში ბზა (ბ-ზ-ა).

თან­და­თან ვარ­თუ­ლებ პრო­ცესს. პირ­ველ ეტაპ­ზე ვმუ­შა­ობთ ორ­მარ­ც­ვ­ლი­ან სიტყ­ვებ­ზე, შემ­დეგ კი ისეთ ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე, რომ­ლებ­შიც ბევ­რი თან­ხ­მო­ვა­ნია თავ­მოყ­რი­ლი. მაგ.:

ფა­რი          ფე­რი            ფიჭ­ვი           ფო­რი            ფუ­ლი

ფა­სი           ფე­ხი            ფიცხი           ფო­ნი             ფუ­რი

ფან­დი         ფეს­ვი           ფიფ­ქი          ფო­ჩი             ფუ­ჭი

ფარ­დი         ფეტ­ვი          ფიქ­რი          ფოცხი            ფუნ­ჯი

 

პი­ნა                პუ­რი           პრე­სა            პა­პა           პენ­ტ­ვა

პიტ­ნა              პუდ­რი        პრეს­ვა          პან­ტა          პე­პე­ლა

პი­რი                პულ­სი       პემ­ზა            პარ­ვა          პე­წი

პიწ­კი               პუნ­ქ­ტი       პერ­ტყ­ვა        პარ­ს­ვა        პეშ­ვი

 

კა­ბა     კი­რი         კე­ვი     კენ­ჭი        კოშ­კი        კუ­ჭი        კვა­რი

კა­მა     კბი­ლი       კე­ტი    კერ­ძი       კორ­ძი        კუნ­ძი       კვა­ჭი

 

კა­ტა           კვი­ცი           კე­ხი      კვერ­თხი      კო­ჭი       კუპ­რი         კვამ­ლი

კა­ლა­თა      კვირ­ტი        კერ­პი    კვერ­ცხი       კომ­ში     კუშ­ტი        კვან­ძი

 

ხავ­სი         ხერ­ხი              ხიჭ­ვი          ხორ­ცი          ხნუ­ლი         ხვევ­ნა

ხათ­რი        ხემ­სი              ხის­ტი          ხორ­ხი          ხშუ­ლი         ხვე­ლა

ხარ­ბი         ხე­ლი              ხიწ­ვი           ხო­ფი           ხრტი­ლი       ხვე­ტა

ხა­ში           ხე­კი                ხიშ­ტი          ხო­ნი            ხრი­კი           ხვეწ­ნა

ყვე­ლა ამ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბავ­შ­ვებ­მა არ იცი­ან, მაგ­რამ ჩე­მი მი­ზა­ნი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის შეს­წავ­ლა კი არა, ბგე­რე­ბის გა­გე­ბა და მა­თი წარ­მოთ­ქ­მაა, რა­საც წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მე­ვენ თავს.

აქ მცი­რე ნა­წი­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩემ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი­სა, მაგ­რამ მსგავ­სად ვიქ­ცე­ვით სხვა ბგე­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც (მეტყ­ვე­ლე­ბის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი აღე­ბუ­ლია წიგ­ნი­დან „მეტყ­ვე­ლე­ბის კულ­ტუ­რის თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის სა­კითხე­ბი“. მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი. თბი­ლი­სი. ფონ­დი „ინ­ტერ­ნი­უ­სი“. 2001).

შემ­დე­გი ეტა­პია ამ სიტყ­ვე­ბის კარ­ნა­ხით წე­რა, რა­საც ასე­ვე დი­დი ხა­ლი­სით ას­რუ­ლე­ბენ (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­ნა­ხით წე­რას უკ­ვე ვას­რუ­ლებთ, ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის შემ­დეგ). მსგავ­სი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი ამო­ბეჭ­დი­ლი მაქვს ფურ­ცელ­ზე და ვკარ­ნა­ხობ მოს­წავ­ლე­ებს. შემ­დეგ ვაძ­ლევ ჩემს ფურ­ცელს და თა­ვად ას­წო­რე­ბენ შეც­დო­მებს. ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, რო­ცა აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ დღი­თი დღე უფ­რო ნაკ­ლებ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ.

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის­თ­ვის არ უნ­და დაგ­ვე­ნა­ნოს დრო, რად­გან ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა ან­ბა­ნის შე­სას­წავ­ლად, ლექ­სი­კის ასათ­ვი­სებ­ლად და კითხ­ვის უნა­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი 5-წუ­თი­ა­ნი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი გა­ა­ხა­ლი­სებს სას­წავ­ლო პრო­ცესს და ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის უკეთ ათ­ვი­სე­ბას, რაც ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა მათ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები