22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს

spot_img

ნონა არევაძე-კოტორაშვილი

სსიპ მარ­ნე­უ­ლის სო­ფ. დაშ­ტა­ფის სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი საქ­მე და გა­მოწ­ვე­ვაა და­გეგ­მოს მთე­ლი წლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე, რომ არ გა­მორ­ჩეს არც ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი და თე­მა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით არის გა­თ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მას­წავ­ლე­ბელ­მა პრო­ცე­სი უნ­და და­გეგ­მოს არა მხო­ლოდ სა­კითხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არა­მედ შე­ფა­სე­ბის ისე­თი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­და­ა­მოწ­მოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სწავ­ლის შე­დე­გი. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ ამ შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ი­ტა­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებ­ში. მა­გა­ლი­თად, შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გა­მო­ი­ყე­ნოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი კლა­სის ე.წ. კა­ლენ­და­რულ გეგ­მა­ში მან დე­ტა­ლუ­რად უნ­და გა­წე­როს სას­წავ­ლო თე­მე­ბი, ამ თე­მე­ბის­თ­ვის დათ­მო­ბი­ლი დრო, სა­რე­ზერ­ვო სა­ა­თე­ბი, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და, სა­ჭი­რო შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი.

რად­გან პირ­ველ კლას­თან მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და სირ­თუ­ლის შემ­ც­ვე­ლია, ამ სტა­ტი­ა­ში მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რებ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას და შევ­თა­ვა­ზებ კონ­კ­რე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორ შევ­ძ­ლოთ და დრო­უ­ლად გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ თი­თო­ე­ულ გა­მოწ­ვე­ვას, რომ­ლებ­საც აუცი­ლებ­ლად წა­ვაწყ­დე­ბით მუ­შა­ო­ბი­სას.

და­ვიწყოთ იმით, რომ ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი კლა­სის­თ­ვის სი­ლა­ბუ­სე­ბის შექ­მ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის და არც კონ­კ­რე­ტუ­ლი ჩარ­ჩო არ­სე­ბობს ამის­თ­ვის, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მთე­ლი წლის პროგ­რა­მა გა­წე­როს მის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხებ­ლად, გა­სა­გე­ბად და მარ­ტი­ვად ისე, რომ მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი არ და­ემ­ს­გავ­სოს უფუნ­ქ­ციო, ფორ­მა­ლურ დო­კუ­მენტს, სა­დაც ის ად­ვი­ლად შე­ი­ტანს ცვლი­ლე­ბებს და დრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩენს დრო­ის დე­ფი­ციტ­სა თუ მე­ტო­ბას.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ამ სტა­ტი­ა­ში პირ­ველ კლას­ზე გა­ვა­კე­თებ აქ­ცენტს და რად­გან არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ ერ­თი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ­სე­ბობს (აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მე ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი თა­ნა­ავ­ტო­რი ვარ), კო­ლე­გებს შევ­თა­ვა­ზებ ამ კლა­სის­თ­ვის და­გეგ­მილ თე­მა­ტურ-კა­ლენ­და­რულ რე­სურსს, რომ­ლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბაც შე­ეძ­ლე­ბათ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ.

და­ვიწყოთ პირ­ველ კლას­ში სწავ­ლე­ბის ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვით და შემ­დეგ შე­ვე­ხოთ კონ­კ­რე­ტულ მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო ეფექ­ტურს და მა­მო­ტი­ვი­რე­ბელს გახ­დის სწავ­ლას ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

პირ­ვე­ლი კლა­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეტა­პია სწავ­ლა­შიც და სწავ­ლე­ბა­შიც, რად­გან ეს არის ეტა­პი, რო­დე­საც მოს­წავ­ლეს, გარ­და იმ თე­მე­ბი­სა და ში­ნა­არ­სე­ბი­სა, რაც სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, უნ­და ვას­წავ­ლოთ, უპირ­ვე­ლე­სად, სწავ­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვე­ბი და გან­ვუ­ვი­თა­როთ სწავ­ლის შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რა­ზეც აუცი­ლებ­ლად ღირს და­ფიქ­რე­ბა, არის ის, რომ ბავშვს გა­ვუ­ჩი­ნოთ სკო­ლა­ში ყოფ­ნის და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია. ეს მას მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღოს სწავ­ლის­გან და სკო­ლა­ში ყოფ­ნა მის­თ­ვის სას­ჯე­ლად არ გა­და­იქ­ცეს.

⇒ პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც მას­წავ­ლებ­ლებს სა­სურ­ველ შე­დეგს მის­ცემს, არის: მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე (ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მოს­მე­ნა, ლექ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბით მუ­შა­ო­ბა, წე­რა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი, ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბა…) სა­მუ­შა­ოდ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი­დან შე­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი რამ­დე­ნი­მე ეფექ­ტი­ა­ნი აქ­ტი­ვო­ბა და კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თი და იმა­ვე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ით, გა­ი­მე­ო­რეთ. ნუ შეს­თა­ვა­ზებთ ბავ­შ­ვებს ყო­ველ­დღე ახალ-ახალ, თუნ­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ეფექ­ტი­ან მე­თოდს/სტრა­ტე­გი­ას, რად­გან მე­თო­დის/სტრა­ტე­გი­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლად შეს­რუ­ლე­ბას ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის გა­აზ­რე­ბა, ათ­ვი­სე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­თა­ვა­ზე­ბას კი მოჰ­ყ­ვე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხ­მე­ვის და ენერ­გი­ის ხარ­ჯ­ვა, რაც ამ­ცი­რებს უშუ­ა­ლოდ სწავ­ლე­ბის დროს. ამი­ტომ, მა­გა­ლი­თად, ლექ­სი­კა­ზე სა­მუ­შა­ოდ თუ ორი-სა­მი სტრა­ტე­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ისე გავ­წა­ფავთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ ზედ­მე­ტი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის გა­რე­შე შეძ­ლონ და­ვა­ლე­ბის/სა­ვარ­ჯი­შოს შეს­რუ­ლე­ბა, ეს და­ზო­გავს მათ დროს, ენერ­გი­ას და გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას.

⇒ მე­ო­რე რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, არის მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. რად­გან ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბულ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში ყოფ­ნა უცხოა (რო­გორც ვი­ცით, რე­გი­ო­ნე­ბის სოფ­ლებ­ში ყველ­გან არ არის სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი ამ­გ­ვარ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ) და მათ უჭირთ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ერთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. სწავ­ლე­ბის­თ­ვის შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი სტრა­ტე­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ხში­რად და­ტო­ვონ მერ­ხი, გა­და­ად­გილ­დ­ნენ საკ­ლა­სო ოთახ­ში, მაგ­რამ უზ­რუნ­ველ­ყა­ვით, რომ ეს მოძ­რა­ო­ბა იყოს სას­წავ­ლო მიზ­ნის შემ­ც­ვე­ლი. მა­გა­ლი­თად, ჩარ­თეთ ბავ­შ­ვე­ბი და­ფა­ზე ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის მი­მაგ­რე­ბა­ში; ფეხ­ზე ასად­გო­მი ვარ­ჯი­შე­ბით ას­წავ­ლეთ თვლა; ფე­რე­ბი საკ­ლა­სო ოთახ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბით ას­წავ­ლეთ, რომ­ლებ­საც შე­სა­ბა­მი­სი ფე­რის ამო­საც­ნო­ბად და­ა­დე­ბენ ხელს: „მაჩ­ვე­ნე ვის აქვს წი­თე­ლი ჩან­თა“, „მაჩ­ვე­ნე მწვა­ნე და­ფა“, „მაჩ­ვე­ნე ლურ­ჯი წიგ­ნი“… და ა.შ.

⇒ კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, არის ის, რომ თუნ­დაც კარ­გად ათ­ვი­სე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ ავ­ტო­მა­ტიზ­მამ­დე გა­წა­ფუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის შე­დე­გი­ა­ნი. მა­გა­ლი­თად, თუ გა­დავ­წყ­ვეტთ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი უნ­და ვა­ვარ­ჯი­შოთ ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ან და­გეგ­მი­ლი გვაქვს, მა­თი ხე­ლის წვრი­ლი მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ამ აქ­ტი­ვო­ბებს არ უნ­და და­ვუთ­მოთ მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლი. საკ­მა­რი­სია, ამ უნა­რებ­ში გა­ი­ვარ­ჯი­შონ 10-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ კი შევ­ც­ვა­ლოთ აქ­ტი­ვო­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბი წი­ნა და­ვა­ლე­ბის მომ­დევ­ნო, ლო­გი­კუ­რად შერ­ჩე­ულ აქ­ტი­ვო­ბა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ.

⇒ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ისაა, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შემ­დე­გი რამ – ქარ­თუ­ლი ენა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, უცხო ენაა, რად­გან მათ არ უწევთ არა­სას­კო­ლო გა­რე­მო­ში ამ ენას­თან შე­ხე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა ქარ­თულ ენას­თან შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა კვი­რა­ში ხუ­თი სა­ა­თით, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი – დღე­ში ერ­თი 35-წუ­თი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლით. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუდ­მი­ვად უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ მი­ერ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სიტყ­ვი­ე­რად მი­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი არ უნ­და იც­ვ­ლე­ბო­დეს, რა­თა მათ არ გა­უ­ჭირ­დეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის, მი­თი­თე­ბის, თხოვ­ნის და­მახ­სოვ­რე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. უფ­რო გა­სა­გე­ბი რომ იყოს, რას ვგუ­ლის­ხ­მობ, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებს. თუ მოს­წავ­ლეს ვე­უბ­ნე­ბით: „გა­და­შა­ლე წიგ­ნი!“- ეს ინ­ს­ტ­რუქ­ცია ყო­ველ­თ­ვის ამ სიტყ­ვე­ბით უნ­და მი­ვა­წო­დოთ და არ გა­ვუ­მე­ო­როთ სხვა სიტყ­ვე­ბით, მაგ.: „გა­და­ფურ­ც­ლე წიგ­ნი!“. ან, თუ მოს­წავ­ლე­ებს ვა­ვარ­ჯი­შებთ სიტყ­ვე­ბი­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მე­ბა­ში, მათ ეს ინ­ს­ტ­რუქ­ცია ყო­ველ­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად უნ­და გა­ვუ­მე­ო­როთ და ისე, რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია: „და­ა­კავ­ში­რე სიტყ­ვა და ნა­ხა­ტი“. უნ­და გა­ვა­კონ­ტ­რო­ლოთ, რომ მათ, ზე­პი­რი მი­თი­თე­ბის მი­ცე­მი­სას, ეს ინ­ს­ტ­რუქ­ცია უნე­ბუ­რად არ გა­ვუ­მე­ო­როთ ჩვენ­თ­ვის გა­სა­გე­ბი, ხო­ლო მათ­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით – „შე­აერ­თე…“, „ხა­ზი გა­ავ­ლე…“ და ა.შ.

√ ახ­ლა კი ვი­სა­უბ­როთ და­პი­რე­ბულ თე­მა­ტურ-კა­ლენ­და­რულ გეგ­მა­ზე. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გვაქვს, ამი­ტომ ჩემ მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი რე­სურ­სი ყვე­ლას­თ­ვის გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა. აქ­ვე იმა­საც ვიტყ­ვი, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია და თე­მე­ბის გავ­ლი­სას სა­ჭი­როა, მუდ­მი­ვად ვა­კონ­ტ­რო­ლოთ დათ­მო­ბი­ლი დრო, რა­თა არ გა­მოვ­ტო­ვოთ ესო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი და დრო იმის­თ­ვი­საც საკ­მა­რი­სი დავ­ტო­ვოთ, რომ მოს­წავ­ლე­ებს, წლის ბო­ლოს, შე­ეძ­ლოთ ან­ბა­ნის ყვე­ლა ასოს ცნო­ბა. ამი­ტომ უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ პირ­ველ კლას­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი დღე, რა­თა ჩვენ მი­ერ და­სა­ხულ მიზ­ნებს მი­ვაღ­წი­ოთ და წლის ბო­ლოს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გიც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყოს. თა­ვად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­სა­ბა­მი­სი ბა­ლან­სით იმუ­შა­ოს წი­ნა სა­ან­ბა­ნო და სა­ან­ბა­ნო ეტაპ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­მა კი გა­ი­ვარ­ჯი­შონ რო­გორც ფო­ნო­ლო­გი­ურ უნა­რებ­ში, ასე­ვე აით­ვი­სონ სა­ჭი­რო ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი; შე­ის­წავ­ლონ ან­ბა­ნი მთლი­ა­ნე­ნობ­რი­ვი მიდ­გო­მი­თაც (მთლი­ა­ნი სიტყ­ვე­ბის ცნო­ბა ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის დაწყე­ბამ­დე) და ან­ბა­ნუ­რი სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პი­თაც (დე­კო­დი­რე­ბა). ასე­ვე უნ­და გვახ­სოვ­დეს, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბი­სას არ არის სა­სურ­ვე­ლი, რომ წე­რის კომ­პო­ნენტს დი­დი დრო და­ვუთ­მოთ. საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სა­წე­რი და­ვა­ლე­ბე­ბი კი სა­ჭი­რო არაა. რად­გან ბავ­შ­ვე­ბი მშობ­ლი­ურ ენა­შიც ამ დროს იწყე­ბენ ან­ბა­ნის შეს­წავ­ლას და ასო-ბგე­რე­ბის გა­მო­წე­რას, მათ უნ­და მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სწო­რედ მშობ­ლი­ურ ენა­ში გა­ნი­ვი­თა­რონ წე­რის უნა­რი, ხო­ლო ქარ­თულ ენა­ში წე­რის პრო­ცე­სი უფ­რო შე­ვამ­ცი­როთ. სა­მა­გი­ე­როდ, დრო და ენერ­გია და­ვუთ­მოთ იმას, რომ წლის ბო­ლოს მოს­წავ­ლე ვი­ზუ­ა­ლუ­რად ცნობ­დეს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ყვე­ლა ასოს, შე­ეძ­ლოს სიტყ­ვებ­ში მა­თი ამო­კითხ­ვა და თი­თო­ე­უ­ლი ასოს ბგე­რი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ მი­ერ, მე­ო­რე კლა­სი­დან წე­რა უკ­ვე ნაკ­ლე­ბი ძა­ლის­ხ­მე­ვით და­იძ­ლე­ვა.

იმე­დი მაქვს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ხო­ლო სტა­ტი­ის ბო­ლოს მო­ცე­მულ თე­მა­ტურ გეგ­მას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ისე, რო­გორც მათ­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები