27 იანვარი, ხუთშაბათი, 2022

რამდენიმე ასო-ნიშნის შესწავლის პრაქტიკის გაზიარება

spot_img

ია შეყლაშვილი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

ნამდვილი მასწავლებელი ის კი არაა, ვინც ასწავლის, არამედ ის, ვისგანაც სწავლობენ.

/ებრაული ანდაზა/

 

გაკვეთილების დაგეგმვისას საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ მკაცრი და კრიტიკული. უნდა ვსვამდეთ შეკითხვებს: ეს აქტივობა მოეწონება მოსწავლეს? ასეთი ფორმით მიწოდებული საკითხი რთულად აღსაქმელი ხომ არაა ამ ასაკის ბავშვისთვის? სხვაგვარად ხომ არ აჯობებდა ინფორმაციის მიწოდება?

ამ კითხვების პასუხებს ვეძებდი საკუთარ თავში, ვიგონებდი ახალ-ახალ აქტივობებს, ვქმნიდი რესურსებს, ვინიშნავდი პრობლემებს და ვეძებდი მათი გადაჭრის გზებს. საკუთარი 29-წლიანი პრაქტიკიდან გიზიარებთ ანბანის სწავლების ჩემეულ მიდგომებს.

ჩემი პრაქტიკის დასაწყისში გავიხსენე, როგორ აცნობდნენ ხშირად პატარებს ა-სა და ი-ს: ჰგავს ნამგალს, – ნალს. ბავშვების უმეტეს ნაწილს მხოლოდ ფოტოზე ჰქონდა ნანახი ნამგალი და ნალი, ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს მიდგომა არ გამომადგებოდა.

გადავწყვიტე, ორიგინალურად ამეხსნა და ასეთი რამ შევთავაზე: არის ასო, რომელიც ანბანში შემოვიდა პირველი, ამაყია და ცხვირს მაღლა სწევს. პლასტელინით ვძერწავ და ვაკრავ დაფაზე. ა-ს შემოხვდა გზაში ჯოხი, უთხრა: გვერდს მე დაგიმშვენებ. უცებ თავი დაუხარა და ამის შემდეგ ა-ს გვერდს უმშვენებს ჩუმად, მორცხვად თავდახრილი . ამასაც პლასტელინით ვასრულებ მოსწავლეების თვალწინ და ვაკრავ დაფაზე. ვეუბნები პატარებს: ეს ორი მეგობარი, ასე ხელჩაკიდებული, სხდებიან პატარა უჯრაში, ვაჩვენებ უჯრას და დაფაზე ასოებს ფერადი ცარცით ვწერ. რაც შეეხება ადგილების გაცვლას, ანს გადავსვამ ინის ადგილას, ინს კი ანის ადგილას, მივიღებ ახალ სიტყვას „ია“. ამ მიგნებას ეფექტიანად ვიყენებ მათემატიკის გაკვეთილზე, შესაკრებების ადგილების შეცვლისთვის. ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ დაკვირების, მსჯელობის, კვლევა-ძიებისა და დასაბუთების უნარები. უნდა მიხვდნენ, რომ ასოების შემთხვევაში მიიღეს ახალი სიტყვა, ხოლო ციფრების შემთხვევაში მიღებული შედეგი არ შეიცვალა. თავისუფლად საუბრობენ მსგავსებასა და განსხვავებაზეც.

ასევე ხშირად უჭირთ პატარებს გაარჩიონ და , და ასოები. მინდა გითხრათ, ჩემს მოსწავლეებს არასდროს ერევათ ეს ასოები ერთმანეთში.

ასო ხანის ახსნას ვიწყებ ჩემ მიერ შექმნილი გამოცანით: ერთად ბევრი დარგეს და მას უწოდეს ტყე, დაფიქრდი და მიპასუხე, რა დაურგავთ? (ხე)

ასო -ს გრაფიკულ მოხაზვას კი ვაცნობ ასე: „სანი გზაში სანს შემოხვდა, გაუხარდა მსგავსის ნახვა, წაყვანას კი ვერ დაჰპირდა, სანს შერცხვა და მორიდებით იქვე თავი დახარა. ამის შემდეგ ანბანშია თავდახრილი მორცხვი ხანი“. ვასრულებ პლასტელინით დაფაზე იმ მოძრაობებს, რომლითაც „გარდაიქმნება“ -დ. შემდეგ ამ ასოს ვწერ შესაბამის უჯრაში, განსხვავებული ფერის ცარცით, იმის გასარკვევად, რომ ეს ასოები იწყება ზედა დიდ უჯრაში და მთავრდება პატარა უჯრაში.

-სთან დაკავშირებით ვეუბნები მოსწავლეებს: „ხანი ანბანს მიბრძანდა და ნახა იქაც თავის მსგავსი, გაიბუტა, ზურგით დადგა და მივიღეთ ასო ძ“. „ვიწყებ“ დაფაზე პლასტელინისგან გამოძერწილი ასოების შეხვედრას, გაბუტვას და იმის დემონსტრირებას, როგორ დგას „გაბუტული“. სად და როგორ ჩაიწერება ასო , ამას თავათ ასრულებენ მოსწავლეები. დაფაზე ირჩევენ უჯრას, სადაც უნდა დაწერონ ასო . ანალოგიურად ვასწავლი -სა და -ს გარჩევას.

ფერადი ცარცით ნაწერები და პლასტელინით გამოძერწილი ასოები რჩება დაფაზე, თანდათან ახალი ასოები ემატება. ისინი არ სცილდება მოსწავლეთა მხედველობის არეს, რაც ხელს უწყობს მათ დამახსოვრებას.

მოხარული ვიქნები, თუ კოლეგებს მოეწონებათ ჩემი გამოცდილება და გამოიყენებენ პრაქტიკაში.

 

 

პროფესიული

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები