27 ივლისი, შაბათი, 2024

რა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ,,გან­დე­გი­ლის“ სწავ­ლე­ბი­სას

spot_img
ირმა გრიგალაშვილი
ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

პო­ე­მა „გან­დე­გი­ლის“ შე­სა­ხებ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში ბევ­რი და­წე­რი­ლა. პო­ე­მამ აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თ­მა „გან­დე­გი­ლი“ უსუს­ტეს ნა­წარ­მო­ე­ბა­დაც შე­ა­ფა­სა. ავ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იმა­საც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ილი­ას „კა­ლამ­მა უმ­ტყუ­ნა“. ამ ნა­წარ­მო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღე­საც გა­მო­ით­ქ­მის ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო თვალ­საზ­რი­სე­ბი. ერ­თი მო­საზ­რე­ბით, „გან­დე­გი­ლი“ რწმე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბის ტრა­გიზმს გა­მო­ხა­ტავს, ხო­ლო მე­ო­რე მო­საზ­რე­ბით, იგი პრო­ტეს­ტია უმოქ­მე­დო და გულ­გ­რი­ლი ცხოვ­რე­ბი­სა. ზო­გი­ერთ მკვლე­ვარს პო­ე­მა სა­კუთ­რივ ას­კე­ტიზ­მის გმო­ბა­დაც აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია პო­ე­მი­სა აკა­კი ბაქ­რა­ძეს ეკუთ­ვ­ნის. მი­სი აზ­რით, ალო­გი­კუ­რია რე­ა­ლისტს ასახ­ვის საგ­ნად ექ­ცია პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იყო. „და­საგ­მო­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის უარ­ყო­ფი­თი მოვ­ლე­ნა, რა­საც, ამა თუ იმ მი­ზე­ზით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქვს ფე­ხი მო­კი­დე­ბუ­ლი, ას­კე­ტიზ­მი კი მა­შინ არც ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და არც ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი“ (ა. ბაქ­რა­ძე 2004). მი­სი თქმით, „გან­დე­გი­ლის“ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა რწმე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბაა. მთა­ვარ­მა გმირ­მა უღა­ლა­ტა არ­ჩე­ულ გზას, ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა სა­თა­ნა­დო სიმ­ტ­კი­ცე და შე­უ­პოვ­რო­ბა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე დად­გა. გმირ­მა უღა­ლა­ტა თა­ვის პრინ­ცი­პებს. „პი­როვ­ნე­ბის სუ­ლის ხსნა არ არის იოლი საქ­მე. ამი­სათ­ვის ჯვარ­ც­მუ­ლის რწმე­ნა, ნე­ბის­ყო­ფა და ენერ­გია უნ­და ჰქონ­დეს კაცს… გან­დე­გილს ეს თვი­სე­ბა­ნი არ აღ­მო­აჩ­ნ­და და და­ი­ღუ­პა კი­დეც“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და ილი­ას­თ­ვის მწი­რის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი „გზა ხსნი­სა“? ამის შე­სა­ხებ წე­რი­ლის ავ­ტო­რი არ მსჯე­ლობს, რის გა­მოც, მი­სე­უ­ლი შე­ფა­სე­ბა ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კი­სა ამომ­წუ­რა­ვად არ მიგ­ვაჩ­ნია.

წი­ნამ­დე­ბა­რე წე­რილ­ში შე­ვეც­დე­ბი, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო ისეთ დე­ტა­ლებ­ზე, რო­მელ­თაც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იღე­ბენ მკვლევ­რე­ბი მხედ­ვე­ლო­ბა­ში „გან­დე­გილ­ზე“ მსჯე­ლო­ბი­სას. მსურს, მკითხ­ველს შევ­თა­ვა­ზო ჩე­მე­უ­ლი ხედ­ვა პო­ე­მა­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კი­სა და გა­მოვ­კ­ვე­თო ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს ავ­ტო­რის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის წვდო­მა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ვფიქ­რობ, პირ­ველ­მა მხო­ლოდ კი­ტა აბა­ში­ძემ შეძ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბის ჯე­როვ­ნად შე­ფა­სე­ბა. მი­სი აზ­რით, პო­ე­მა რე­ა­ლის­ტუ­რი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­თაა და­წე­რი­ლი და გვას­წავ­ლის, რომ „ყო­ვე­ლი კა­ცი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას გა­ურ­ბის და ზურგს აქ­ცევს მას, გან­დე­გი­ლი­ვით და­ის­ჯე­ბა და მის დამ­ს­ჯე­ლად ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თვით ცხოვ­რე­ბა გა­მო­ვა“. კრი­ტი­კო­სის შე­ნიშ­ვ­ნით, პო­ე­მა­ში „სრუ­ლი­ად მარ­ტი­ვად არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ას­კე­ტიზ­მი და ასე­ვე მარ­ტი­ვად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი უკა­ნას­კ­ნე­ლის და­მარ­ცხე­ბა“. ეს აზ­რი შემ­დეგ­ში არა­ერ­თ­მა მკვლე­ვარ­მა გა­ი­ზი­ა­რა.

„გან­დე­გი­ლი“ ერთ-ერ­თი იმ ნა­წარ­მო­ებ­თა­გა­ნია, რომ­ლის სათ­ქ­მე­ლიც ზე­და­პირ­ზე არ იკითხე­ბა და სა­თა­ნა­დო ჩაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და გან­ს­ჯას მო­ითხოვს. სა­ა­მი­სოდ კი სა­ჭი­როა დი­დი ყუ­რადღე­ბით და­ვუკ­ვირ­დეთ პო­ე­მის მხატ­ვ­რულ მხა­რეს, რად­გან სწო­რედ მხატ­ვ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქრს.

ნა­წარ­მო­ე­ბი იწყე­ბა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის სამ­ყო­ფ­ლის ჩვე­ნე­ბით: „სა­დაც დი­დე­ბულს მთა­სა მყინ­ვარ­სა, ორ­ბ­ნი არ­წივ­ნი ვერ შეს­წ­ვ­დე­ნი­ან… სად უდა­ბურ­სა მას მყუდ­რო­ე­ბას კაცთ ჟრი­ა­მუ­ლი ვერ შეს­წ­ვ­დე­ნია“. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ აღ­წე­რამ მკითხ­ველს არ გა­ახ­სე­ნოს „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“, რო­მელ­შიც ილი­ამ მყინ­ვა­რი გან­დ­გო­მი­ლი ადა­მი­ა­ნის სიმ­ბო­ლოდ წარ­მოგ­ვი­ჩი­ნა და მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტა – საკ­ვირ­ვე­ლია და არა შე­საყ­ვა­რე­ბე­ლიო: „ქვეყ­ნის ყა­ყა­ნი, ქვეყ­ნის ქა­რიშ­ხა­ლი, ქროლ­ვა, ქვეყ­ნის ავ-კარ­გი მის მა­ღალს შუბ­ლ­ზედ ერთ ძარ­ღ­ვ­საც არ აატო­კებს… გან­ზედ გამ­დ­გა­რა, მი­უ­კა­რე­ბე­ლია. არ მიყ­ვარს არც მა­გის­თა­ნა სი­მაღ­ლე, არც მა­გის­თა­ნა გან­ზედ გად­გო­მა, არც მა­გის­თა­ნა მი­უ­კა­რებ­ლო­ბა“. პო­ე­მის მთა­ვა­რი გმი­რიც გან­დ­გო­მი­ლი ადა­მი­ა­ნია. ვფიქ­რობთ, მეტ-ნაკ­ლე­ბად და­საწყი­სი­დან­ვე იკ­ვე­თე­ბა პერ­სო­ნა­ჟი­სად­მი ავ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ახ­ლა და­ვუკ­ვირ­დეთ, რას წარ­მო­ად­გენს მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი­სათ­ვის წუ­თი­სო­ფე­ლი – მხო­ლოდ „ცოდ­ვის სად­გურს“ და „სა­მე­უ­ფოს ბო­რო­ტი­სა­სა, სა­დაც მარ­თა­ლი გზას ვერ აუქ­ცევს, გან­საც­დელ­სა მას ეშ­მა­კი­სა­სა…“, ამი­ტომ მწი­რი ცხოვ­რე­ბას ზურგს აქ­ცევს. წუ­თი­სოფ­ლის სამ­დუ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ხა­ლია. სოფ­ლის სი­მუხ­თ­ლეს ჩი­ვის რუს­თა­ვე­ლი, გუ­რა­მიშ­ვი­ლი, ბა­რა­თაშ­ვი­ლი… თუმ­ცა მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მწი­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან, ისი­ნი ებ­რ­ძ­ვი­ან ამ სამ­ყა­რო­სე­ულ ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­სას­ტი­კეს, „ბე­დის სამ­ძღ­ვ­რებს“, მწი­რი კი უბ­რა­ლოდ გა­ურ­ბის. „თუ წუ­თი­სო­ფელს პა­ტა­რა ხანს თვა­ლი მო­უ­ხუ­ჭე, ისე გაგ­თე­ლავს, რო­გორც დი­დო­ე­ლი ლე­კი ნა­ბად­სა“ – წერს ილია. და­უშ­ვე­ბე­ლია, მის­თ­ვის სწო­რი იყოს გან­დე­გი­ლის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გზა.

სიტყ­ვა მწი­რიც კი, ვფიქ­რობთ, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვი­სა უნ­და იყოს და უნა­ყო­ფო­ბას უნ­და გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დეს (ას­კე­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად არა­ერ­თი ტერ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა: მე­უ­დაბ­ნოე, ბე­რი, გან­დე­გი­ლი… მარ­თა­ლია ილია ამ ტერ­მი­ნებ­საც იყე­ნებს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი სიტყ­ვა მწი­რია, რად­გან ქარ­თულ ენა­ში ეს სიტყ­ვა უნა­ყო­ფო­საც ნიშ­ნავს). მწი­რის ცხოვ­რე­ბა უნა­ყო­ფო­ბაა, არაფ­რო­ბაა. მას ხომ „გა­ნუ­დევ­ნია გუ­ლი­დამ ყვე­ლა, მსოფ­ლიო ზრახ­ვა, ფიქ­რი, წა­დი­ლი, რა­თა წა­რუდ­გეს უფ­ლი­სა მსჯავ­რ­სა სუ­ლით გან­წ­მენ­დილ და გან­ბა­ნი­ლი“. ამ­გ­ვა­რი გულ­გ­რი­ლო­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­საწყ­ნა­რე­ბე­ლი იყოს მწერ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის ყო­ველ­დღე ჩვენს თავს ვკითხოთ, თუ ვის რა ვარ­გეთ.

ზოგ­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ გან­დე­გი­ლის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი გზა სუ­ლაც არაა მცდა­რი და პრობ­ლე­მა ნა­წარ­მო­ე­ბი­სა მხო­ლოდ ამ გზი­დან გა­დახ­ვე­ვაა. ალ­ბათ, ამის მი­ზე­ზი ისი­ცაა, რომ გმი­რის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად მოხ­მო­ბი­ლი ეპი­თე­ტე­ბი ცო­ტა და­მაბ­ნე­ვე­ლია. თით­ქოს ზუს­ტად არც ჩანს, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ავ­ტორს თა­ვი­სი გმი­რის მი­მართ. მწი­რი თით­ქოს ტკბი­ლი და წყნა­რია, მაგ­რამ ამა­ვე დროს კუშ­ტი და მწყრა­ლი. აქ, ალ­ბათ, კვლა­ვაც უნ­და გაგ­ვახ­სენ­დეს ილი­ას პო­ზი­ცია მყინ­ვა­რი­სად­მი: თან აქებს და აღი­ა­რებს მის დი­დე­ბუ­ლე­ბას, თან არ მოს­წონს. ალ­ბათ, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ავ­ტორს ას­კე­ტე­ბის მი­მარ­თაც. ერ­თი მხრივ, აფა­სებს მათ ღვაწლს, მათ გან­დ­გო­მას, „სუ­ლის სი­მაღ­ლეს“, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ ეს­მის ამ გან­დ­გო­მის არ­სი, რის გა­მოც მწი­რი კუშ­ტი და მწყრა­ლია მის თვალ­ში და არა მად­ლი­ა­ნი, რო­გორც მწყემ­სი ქა­ლი!

თუ­კი ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მულ პრობ­ლე­მად რწმე­ნის სიმ­ტ­კი­ცის უქონ­ლო­ბას მი­ვიჩ­ნევთ, მა­შინ უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ მწყემ­სის ქა­ლის სტუმ­რო­ბის ეპი­ზოდ­ში არ დამ­დ­გა­რა. ეს პრობ­ლე­მა თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გმირს:

„როს ჰლო­ცუ­ლობ­და, იმ სხივ­სა თურ­მე

თვის ლოც­ვანს მწი­რი ზედ და­აყ­რ­დენ­და,

და ხორ­ც­თუს­ხ­მე­ლი მზის სხი­ვი იგი

უფ­ლის ბრძა­ნე­ბით ზედ შე­ირ­ჩენ­და.

ეგ­რე ვი­დოდ­ნენ დღე­ნი და წელ­ნი,

ეგ­რე უბი­წოდ იგი სცხოვ­რობ­და…

და თვის სიწ­მინ­დეს ყო­ველ­დღე თურ­მე

ამ სას­წა­უ­ლით შე­ი­მოწ­მებ­და.“

სას­წა­უ­ლით და­მოწ­მე­ბუ­ლი რწმე­ნა არაა ჭეშ­მა­რი­ტი. სა­ხა­რე­ბა­შიც კი ყო­ველ სას­წა­ულს, რო­მელ­საც იესო ჩა­ი­დენს, ახ­ლავს ფრა­ზა: „თქვე­ნი რწმე­ნი­სა­ებრ მო­გე­გოთ“, უფ­ლის აღ­დ­გო­მას იხი­ლავს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, და­ნარ­ჩე­ნებ­მა ის უნ­და ირ­წ­მუ­ნონ. აქ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გაგ­ვახ­სენ­დეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ეპი­ზო­დი ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­ს­კის ერთ-ერ­თი რო­მა­ნი­დან, რო­დე­საც დი­დი ინ­კ­ვი­ზი­ტო­რი ქრის­ტეს მი­მარ­თავს: „შენ არ ჩა­მო­სულ­ხარ ჯვრი­დან, რო­ცა აბუ­ჩად გიგ­დებ­დ­ნენ: „იხ­სე­ნი თა­ვი შე­ნი თუ ღვთის ძე ხარ, ჩა­მო­დი ჯვრი­დან“. არ ჩა­მოხ­ვე­დი, რად­გან არ გინ­დო­და სას­წა­უ­ლის ძა­ლით და­გე­მო­ნე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნი. შენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის რწმე­ნა გჭირ­დე­ბო­და და არა სას­წა­უ­ლე­ბით და­მო­ნე­ბუ­ლის“. მარ­თ­ლაც ჭეშ­მა­რი­ტად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნია და არაა სას­წა­ულ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მწი­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, რო­გორც ვხე­დავთ, რწმე­ნა „შე­მოწ­მე­ბა­დია“, თუმ­ცა ჩვენ მა­ინც არ გვგო­ნია, რომ ეს იყოს ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. ჩვე­ნი აზ­რით, „გან­დე­გილ­ში“ ილია, ისე­ვე, რო­გორც სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, გმობს პა­სი­ურ ცხოვ­რე­ბას, გულ­გ­რი­ლო­ბა­სა და უმოქ­მე­დო­ბას. რო­გორც ლა­დო მი­ნაშ­ვი­ლი წერს, „ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე „გან­დე­გილ­ში“ ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის აზ­რი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მა­რა­დი­ულ პრობ­ლე­მას დას­ტ­რი­ა­ლებს“ (ლ. მი­ნაშ­ვი­ლი 2010).

ილი­ას­თ­ვის, რო­გორც აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მღა­ღა­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­სა­ღე­ბი ყო­ფი­ლი­ყო სა­ზო­გა­დოდ ას­კე­ტიზ­მი. ჩვენ­თ­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით აკა­კი ბაქ­რა­ძი­სა­გან, დი­დად არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო ეს მოვ­ლე­ნა მა­შინ­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ფაქ­ტი ისაა, რომ გან­დე­გი­ლო­ბა ხალხს სიწ­მინ­დედ მი­აჩ­ნია: „და ის ად­გი­ლი, ის არე­მა­რე, ესო­დენ წმინ­დად სწამს დღე­საც ერ­სა, რომ ნას­როლს ნა­დირს, მუნ შე­ფა­რე­ბულს მო­ნა­დი­რეც კი ვერ ახ­ლებს ხელ­სა“. ილი­ას კი აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის ას­კე­ტურ წეს­ში უფალ­თან სი­ახ­ლო­ვე იყოს. მწყემ­სის ქა­ლის მი­ერ დას­მუ­ლი კითხ­ვა: „რო­გორ თუ ღვთი­სა? ღმერთს რა­ში უნ­და ამ ყი­ნუ­ლებ­ში ყოფ­ნა კა­ცი­სა?’“ სი­უ­ჟე­ტის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად დას­მუ­ლი კითხ­ვა კი არაა, თა­ვად ავ­ტო­რი და­ე­ძებს მას­ზე პა­სუხს.

ას­კე­ტის ცხოვ­რე­ბის წე­სი ყოვ­ლად არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია. რო­გორც მი­უ­თი­თე­ბენ, შუ­ა­სა­უ­კუ­ნებ­რი­ვი ას­კე­ტიზ­მი თა­ვის თავ­ში შე­ი­ცავ­და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას და ნა­საზ­რ­დო­ე­ბი იყო არა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ტი­ვე­ბით, არა­მედ იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რი ნი­ა­და­გით. ილი­ას ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რის ცხოვ­რე­ბაც ყოვ­ლად არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია. მი­სი ლოც­ვა „თვი­ნი­ერ საქ­მი­საა“. ის, ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი­სას, ქვეყ­ნის ხსნას ევედ­რე­ბა უფალს, მაგ­რამ ამ დროს მას­თან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თავ­შე­სა­ფა­რი არ ემე­ტე­ბა. ის ჯერ თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობს („სჩანს ღმერთს სწა­დია დღეს გა­მომ­ცა­დო­სო“) და არა მოყ­ვას­ზე (რო­მელ­საც სი­ცი­ვის­გან ათ­რ­თო­ლე­ბულს თავ­შე­სა­ფა­რი სჭირ­დე­ბა). სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვ­რუ­ლი დე­ტა­ლია ისიც, რომ მწი­რის სე­ნაკ­ში სიბ­ნე­ლე და სი­ცი­ვეა, სწო­რედ ასე ბნე­ლა და ცი­ვა მის სულ­შიც.

გან­დე­გილს ღუ­პავს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი „გზა ხსნი­სა“ არას­წო­რი ყო­ფი­ლა, მწირ­მა წა­მი­ე­რად გა­ი­სიგ­რ­ძე­გა­ნა თა­ვი­სი უბე­დუ­რე­ბა: „ხსნა ყველ­გან არის, მაგ­რამ გზა ხსნი­სა, ასე­თი მერ­გო მე უბე­დურ­სა“. სწო­რედ ამის შემ­დეგ იწყე­ბა მის ფიქ­რებ­ში ქა­ო­სი, რომ­ლი­და­ნაც გმი­რი ვე­ღარ გა­მო­აღ­წევს და და­ი­ღუ­პე­ბა. ავ­ტორს კი ერ­თი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ფრა­ზაც არ უთ­ქ­ვამს გმი­რის აღ­სას­რუ­ლი­სას (შდრ., ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის აღ­სას­რუ­ლი, რო­ცა ილია წერს, „სხვა ვინ არ არის ცო­დო?!“). ჩანს, მწი­რი მის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟია, კვდე­ბა, ისე „რო­გორც იხო­ცე­ბი­ან ბევ­რი ჩვენ­გა­ნი, რო­მელ­ნიც არც თა­ვის სი­ცოცხ­ლით უმა­ტე­ბენ რას­მეს ქვე­ყა­ნა­სა და არც თა­ვის სიკ­ვ­დი­ლით აკ­ლე­ბენ“.

ილი­ას სწავ­ლე­ბით, „ქვე­ყა­ნა ტა­ძა­რი კი არაა, სა­ცა კა­ცი უნ­და ლო­ცუ­ლობ­დეს, არა­მედ სა­ხე­ლოს­ნოა, სა­ცა უნ­და მუ­შა­ობ­დეს“. „გან­დე­გი­ლის“ შეს­წავ­ლის მო­მენ­ტ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა უკ­ვე იცი­ან, რომ ილი­ას მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა „დრო­თა შე­სა­ფე­რი საქ­მის“ კე­თე­ბა და ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის ამ­გ­ვა­რი სიქ­ვე­ლი­სა­კენ მო­წო­დე­ბა გახ­ლ­დათ. მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იწო­ნებ­დეს პო­ე­მის ავ­ტო­რი ას­კე­ტიზმს, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი „ანაქ­რო­ნიზ­მია“ და შე­უ­ფე­რე­ბე­ლია ახა­ლი ეპო­ქის მოთხოვ­ნებ­თან. ამ­დე­ნად, გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, „გან­დე­გი­ლი“ ილი­ას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის ლო­გი­კურ გაგ­რ­ძე­ლე­ბად და დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბად მი­ვიჩ­ნი­ოთ. ავ­ტო­რი გმობს ადა­მი­ა­ნის უნა­ყო­ფო ცხოვ­რე­ბას, რა­დი­კა­ლურ გან­დ­გო­მას ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ას­პექ­ტ­ში.

 

გამოყენებული ლი­ტე­რა­ტუ­რა:

აკა­კი ბაქ­რა­ძე სკო­ლას – დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, უნი­ვერ­სა­ლი, თბი­ლი­სი 2004;

ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია, ნა­წი­ლი II, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თბი­ლი­სი 2010;

ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი სკო­ლა­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ნა­წი­ლი I-II, ტო­მი III, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაც­ნე, თბი­ლი­სი 2009.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები