3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ჟი­ზე­ლი

spot_img

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის  სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის 171-ე სე­ზო­ნის აბო­ნენ­ტ­თათ­ვის, 6 ნო­ემ­ბერს, დღის 3 სა­ათ­ზე, გა­ი­მარ­თა ადა­ნის ორ­მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი ბა­ლე­ტი „ჟი­ზე­ლი“. ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­დაქ­ცია და დად­გ­მა ალექ­სეი ფა­დე­ე­ჩევს ეკუთ­ვ­ნის, ლიბ­რე­ტო – თე­ო­ფილ გო­ტი­ე­სა და ჟი­ულ ან­რი სენ-ჟორჟს, ქო­რე­ოგ­რა­ფია – ჟან კო­რა­ლის, ჟი­ულ პე­რო­სა და მა­რი­უს პე­ტი­პას.

კომ­პო­ზი­ტორ­მა ადოლფ ადან­მა ფრან­გულ ბა­ლეტ­ში რო­მან­ტი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და­ამ­კ­ვიდ­რა, რომ­ლის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შია „ჟი­ზე­ლი, ანუ ვი­ლი­სე­ბი“ (1841). ად­რი­ენ ბუ­ალ­დი­ეს მო­წა­ფე, 40-ზე მე­ტი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის ავ­ტო­რია. 1839-40 წლებ­ში ადა­ნი პე­ტერ­ბურ­გ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც და­წე­რა ბა­ლე­ტი „მე­კობ­რე“. 1849 წლი­დან პა­რი­ზის აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რი იყო, რო­მის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ასე­ვე, ფლობ­და საფ­რან­გე­თის სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნის ოფიც­რის წო­დე­ბას. გარ­და­იც­ვა­ლა 1856 წლის 3 მა­ისს, დაკ­რ­ძა­ლუ­ლია მონ­მარ­ტ­რის სა­საფ­ლა­ო­ზე. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა დღემ­დე აღაფ­რ­თო­ვა­ნებს ბა­ლე­ტის დიდ­სა თუ პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბელს.

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე „ჟი­ზე­ლის დამ­დ­გ­მე­ლი რე­ჟი­სო­რია და­ვით მუ­ქე­რია, დამ­დ­გ­მე­ლი მხატ­ვა­რი – ვი­ა­ჩეს­ლავ ოკუ­ნე­ვი, გა­ნა­თე­ბის მხატ­ვა­რი – პოლ ვი­დარ სა­ე­ვა­რან­გი, დამ­დ­გ­მე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფის ასის­ტენ­ტი – ტა­ტი­ა­ნა რას­ტორ­გუ­ე­ვა, პე­და­გოგ-რე­პე­ტი­ტო­რე­ბი: მა­რი­ნა ალექ­სი­ძე, ლა­ლი კან­დე­ლა­კი, ლი­ლი­ა­ნა მი­თა­იშ­ვი­ლი, ირა ჯან­დი­ე­რი, სვეტ­ლა­ნა გო­ჩი­აშ­ვი­ლი, მაია ზუ­რაშ­ვი­ლი, ნა­თია ცვა­რი­ა­ნი; სპექ­ტაკ­ლის წამ­ყ­ვა­ნი რე­ჟი­სო­რი – ნი­ა­ლა გო­ძი­აშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის ორ­კეს­ტ­რის დი­რი­ჟო­რი – პა­პუ­ნა ღვა­ბე­რი­ძე, ბა­ლე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, თე­ატ­რის სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე.

მთა­ვარ პარ­ტი­ებს ას­რუ­ლებ­დ­ნენ: ჟი­ზე­ლი – ლა­უ­რა ფერ­ნან­დე­სი, გრა­ფი ალ­ბე­რი – ან­დ­რეი ჰავ­რი­ლი­უ­კი, ბერ­ტა, ჟი­ზე­ლის დე­და – ნი­ნო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, გრა­ფის მე­გო­ბა­რი – ოთარ ბი­წოშ­ვი­ლი, ჰერ­ცო­გი – გე­ლა ფე­ზუ­აშ­ვი­ლი, ბა­ტილ­და – შო­რე­ნა ხა­ინ­დ­რა­ვა, ჰან­სი, მეტყე­ვე – და­ვით ანა­ნე­ლი, მირ­ტა, ვი­ლი­სე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი – მა­რი­ამ ლომ­ჯა­რია და სხვე­ბი.

„ბა­ლე­ტის ბა­ლე­ტად“ აღი­ა­რე­ბუ­ლი „გე­დე­ბის ტბა“ და „ჟი­ზე­ლი“ მდი­და­რია გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი მუ­სი­კი­თა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით. მა­ყუ­რე­ბელს არ და­ა­ვიწყ­დე­ბა პა­დე­დე ლა­უ­რა ფერ­ნან­დე­სი­სა და ან­დ­რეი ჰავ­რი­ლი­უ­კის შეს­რუ­ლე­ბით.

მა­ყუ­რე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, 6 ნო­ემ­ბერს, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე პა­რი­ზის სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფრან­გუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლისტს, ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლის ფრან­გუ­ლი ენის პე­და­გოგს, ქალ­ბა­ტონ თეა ჯო­ჯუ­ას: „ჩვე­ნი ოჯა­ხი ათი წე­ლი ცხოვ­რობ­და პა­რიზ­ში. ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი ანა­მა­რია გე­გუ­ჩა­ძე პა­რიზ­ში და­ი­ბა­და. 6 წლის რომ ხდე­ბო­და, საცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემს ორ შვილ­თან ერ­თად, „ჟი­ზელს რომ ვეს­წ­რე­ბი. მინ­და, მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლო ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვილს, მსოფ­ლიო პრი­მა-ბა­ლე­რი­ნას, რაც მთა­ვა­რია, უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ან­სა და დიდ პატ­რი­ოტს. მას ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის თე­ატ­რ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სამ­შობ­ლო­სა და თა­ვი­სი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძ­ლია და მთე­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი თბი­ლი­სის სა­ბა­ლე­ტო დასს და­ა­ხარ­ჯა! უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მა­ნი­ჭა დღე­ვან­დელ­მა სპექ­ტაკ­ლ­მა.“

ანა­მა­რია გე­გუ­ჩა­ძე: „სკო­ლა „XXI სა­უ­კუ­ნის“ პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე ვარ. ორ ენას ვფლობ თა­ვი­სუფ­ლად — ქარ­თულ­სა და ფრან­გულს. მიყ­ვარს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ბა­ლე­ტი „ჟი­ზე­ლი“ და გუ­ლი დამ­წყ­და, რომ იგი გუ­ლის შე­ტე­ვით მოკ­ვ­და.“

დე­მეტ­რე ომა­რაშ­ვი­ლი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე: „გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა ჟი­ზე­ლი და გრა­ფი ალ­ბე­რი, მა­თი პა­დე­დე შუ­და­რე­ბე­ლია.“

და-ძმა, ნი­კო­ლოზ და თა­მარ სუ­ა­რიშ­ვი­ლე­ბი, თბი­ლი­სის 67-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-6 და მე-2 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი: „რო­ცა აბო­ნე­მენ­ტე­ბით არის დღის სპექ­ტაკ­ლე­ბი, დე­დას ყო­ველ­თ­ვის მოვ­ყა­ვართ. ძა­ლი­ან ბევ­რ­ჯერ გვაქვს ნა­ნა­ხი „მაკ­ნა­ტუ­ნა“, „ჟი­ზელ­ზე“ კი მე და ჩე­მი და პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა, ფრან­გი კომ­პო­ზი­ტო­რის, ადა­ნის მუ­სი­კა ბრწყინ­ვა­ლეა.“

ნი­ნო ცო­ფუ­რიშ­ვი­ლი, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გა­მარ­ჯ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი: „ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე მხიბ­ლავ­და ბა­ლე­ტი. დი­დი ზე­ი­მი იყო ჩემ­თ­ვის, რო­ცა დე­დას ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში მივ­ყავ­დი. თით­ქოს გუ­შინ იყო, პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე „გე­დე­ბის ტბა“. პ. ჩა­ი­კოვ­ს­კის მუ­სი­კამ დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა… სტუ­დენ­ტო­ბის დრო­საც ხში­რად დავ­დი­ო­დი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში. დღეს კი, ჩემს სამ შვილ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად ვარ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში.“

ელე­ნე მეცხ­რეკ­ლა­სე­ლია, მა­რი­ა­მი მე-7 კლას­ში სწავ­ლობს, შო­თი­კო კი – მე-3 კლას­ში.

ელე­ნე პო­პი­აშ­ვი­ლი: „დღე­ვან­დე­ლი დღე, 6 ნო­ემ­ბე­რი, არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა – პირ­ვე­ლად ვარ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში. სა­ნამ სპექ­ტაკ­ლი და­იწყე­ბო­და, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ვი­ღე ოპე­რის ჭა­ღი, პარ­ტე­რი, ამ­ფი­თე­ატ­რი, ბე­ნუ­ა­რის ლო­ჟა, იარუ­სე­ბი, სარ­კე­ე­ბი­ა­ნი დარ­ბა­ზი… ასე­თი სი­ლა­მა­ზე არ­სად მი­ნა­ხავს. რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკლს, გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი მუ­სი­კის ფონ­ზე, ჟი­ზე­ლის ცეკ­ვამ აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნა. სპექ­ტაკ­ლის ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟი მო­მე­წო­ნა.“

მა­რი­ამ პო­პი­აშ­ვი­ლი: „ბა­ლე­ტი „ჟი­ზე­ლი“ – ეს არის ცოცხა­ლი გან­ძი. ბრა­ვო ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვილს და მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით დასს.“

შო­თი­კო პო­პი­აშ­ვი­ლი: „მე ჟი­ზე­ლიც, გრა­ფი ალ­ბე­რიც და მეტყე­ვე ჰან­სიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ორი­ვეს ჟი­ზე­ლი უყ­ვარ­და და გუ­ლი დამ­წყ­და, რომ ულა­მა­ზე­სი ჟი­ზე­ლი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.“

ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი, ოპე­რის მე­გო­ბა­რი, დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე: „მე მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად დავ­დი­ვარ და ვცდი­ლობ, არც ერთ სა­ო­პე­რო თუ სა­ბა­ლე­ტო სპექ­ტაკლს არ გა­მო­ვაკ­ლ­დე. წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რამ, კარლ ორ­ფის სას­ცე­ნო კან­ტა­ტამ – კარ­მი­ნა ბუ­რა­ნა, რო­მელ­შიც, სა­ბა­ლე­ტო და­სის სო­ლის­ტებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ოპე­რის სო­ლის­ტე­ბი: მა­რი­კა მა­ჩი­ტა­ძე, მა­რი­ა­ნა ბე­რი­ძე (სოპ­რა­ნო), ზა­ალ ხე­ლაია, მა­მუ­კა ლო­მი­ძე (ბა­რი­ტო­ნი), თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო და­სი, გუნ­დი და ორ­კეს­ტ­რი. პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა 28, 29, 30 ოქ­ტომ­ბერს. სა­მი­ვე დღეს ვეს­წ­რე­ბო­დი. მა­მუ­კა ლო­მი­ძის ნამ­ღე­რი არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა, მი­სი ჟეს­ტი, მა­ნე­რა, სა­ო­ცა­რი კოს­ტი­უ­მი… მის­მა სცე­ნი­ურ­მა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბამ, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის გა­სა­ო­ცარ­მა უნარ­მა და უზა­დო ხმამ მო­ნუს­ხა მსმე­ნე­ლი. დი­რი­ჟო­რი, პრე­მი­ე­რის სა­მი­ვე დღეს, დი­დი მა­ეს­ტ­რო ზა­ზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა „ჟი­ზელს“, მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რ­ში ჟი­ზე­ლის პარ­ტი­ას ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ცეკ­ვავ­და. არც ერ­თი სპექ­ტაკ­ლი არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია, რაც ნი­ნო თბი­ლი­სის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლია, ბა­ლე­ტის მუდ­მი­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ვარ. ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად, ამ სცე­ნა­ზე თა­ვად ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჟი­ზე­ლი მე­ნა­ხა. დღე­საც მახ­სოვს ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და ემო­ცია, რაც მის­მა ცეკ­ვამ იმ სპექ­ტაკ­ლ­ზე მო­მა­ნი­ჭა.

დღე­ვან­დელ სპექ­ტაკ­ლ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი გეტყ­ვით, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი სუნ­თ­ქ­ვა შეკ­რუ­ლი ის­რუ­ტავ­და ადა­ნის ჰან­გე­ბი­სა და სა­ბა­ლე­ტო და­სის ბრწყინ­ვა­ლე­ბას.“

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები