16 თებერვალი, კვირა, 2025

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება

spot_imgspot_img

შერჩევის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ აპლიკანტებს, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ პორტალზე vet.emis.ge და ვერ მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი. კერძოდ, შერჩევის ამ ეტაპზე მონაწილეობენ:

♦ აპლიკანტები, რომლებმაც გაიარეს შერჩევის პროცესი, თუმცა კონკურსის გამო ვერ ჩაირიცხნენ სასურველ პროგრამაზე;

♦ აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ პორტალზე, თუმცა ვერ შეძლეს შერჩევის პროცესში მონაწილეობა;

♦ აპლიკანტები, რომლებმაც მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება, თუმცა დადგენილ ვადაში არ მიმართეს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საბუთების წარსადგენად.

ზემოაღნიშნულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პორტალზე vet.emis.ge გაეცნონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც დარჩენილია თავისუფალი ადგილები და აირჩიოს მისთვის სასურველი. ამასთან, აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არაუმეტეს სამი პროგრამა. შერჩევის აღნიშნულ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს რომელი პროგრამა ჰქონდა აპლიკანტს მითითებული შერჩევის ძირითად ეტაპზე რეგისტრაციისას.

აპლიკანტი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე გავლილი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი ხელახლა გადის პროგრამისთვის განსაზღვრულ შერჩევის ეტაპს და მონაწილეობს კონკურსში.

♦ აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს სრულიად განსხვავებული პროგრამა, რომელიც არ ჰქონდა მონიშნული შერჩევის ძირითად ეტაპზე;

♦ აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს იგივე პროგრამა, რომელიც მონიშნული ჰქონდა შერჩევის ძირითად ეტაპზე, იმის მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა შერჩევის პროცესში და გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამასთან, თუ აპლიკანტმა შერჩევის ძირითად ეტაპზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას შეუძლია კონკურსში ჩაერთოს უკვე მიღებული შეფასების შედეგით ან მოითხოვოს შერჩევის პროცესში განმეორებით ჩართვა, შედეგის გაუმჯობესების მიზნით.

პორტალზე  vet.emis.ge სასურველი პროგრამის არჩევის შესაძლებლობა აპლიკანტებს ექნებათ 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით. პროგრამებზე შერჩევის პროცესი გაგრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 29 ოქტომბერს.

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები