27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

პროფესიულ პროგრამებზე საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყო – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელები ტესტირების გავლას მშობლიურ ენებზე შეძლებენ

spot_img

2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, გამოცხადდა პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს, საქართველოს ყველა რეგიონში, აქვთ  შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. აპლიკანტებს, შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და, ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია ონლაინ რეგისტრაციის პორტალზე www.vet.emis.ge.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა, ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები