27 ივლისი, შაბათი, 2024

პროფესიულ განათლებაზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით

spot_img

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში, ერთი მხრივ, პროფესიული მომზადების ახალი კურსების შექმნისა და ადაპტაციის, ხოლო მეორეს მხრივ, ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზით.

მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად, გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ესენია: სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება. მოკლევადიანი კურსები სექტემბერში დაიწყება, დისტანციურად ჩატარდება და სრულად იქნება ადაპტირებული მონაწილეთა საჭიროებებზე. ახლო მომავალში იგეგმება ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

თანამშრომლობა შედგა პროფესიულ კოლეჯებთან – „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“, რის შედეგადაც პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

პროგრამის კურსდამთავრებულები ორენოვან სახელმწიფო სერტიფიკატს მიიღებენ, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ინკლუზიურობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შშმ პირებისთვის ახლა უკვე მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზების საშუალება. ეს მათ მისცემს დასაქმების შესაძლებლობას და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებულია ისეთი პროფესიები, რომლებიც წარმოადგენს მომავლის პროფესიებს, ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დასაქმების პერსპექტივასაც და მომავალში იგეგმება ამ შეთავაზებული ადგილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ თანამედროვე პროფესიების დაუფლებისა და შემდგომში ამ პროფესიებით ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა“, – აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები