29 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2022

პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები ცნობილია

spot_img

პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2022 წლის 6 სექტემბერს, 09:00 საათზე დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით ინფორმაციას პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინებების (sms-ებს) სახით. ამასთან, აპლიკანტებს, რომლებმაც რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში – ვებგვერდზე vet.emis.ge – გაიარეს შესაძლებლობა ექნებათ, ბარათი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდონ.

ბარათის მისაღებად აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ტესტირებაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი და კალამი.

ასევე, გაცნობებთ, რომ 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების თარიღები შემდეგნაირად განისაზღვრა:

⇒ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 6 სექტემბერი

⇒ წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება – 7 სექტემბერი

⇒ საბაზო ზოგადი უნარები 7 – 8 სექტემბერი

შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით.

2022 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.

რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50 და ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო 2 საათია.

საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2704

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები