22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

პროფესიული ტესტირება 2021 – ინფორმაცია მაქსიმალური ქულის, მინიმალური კომპეტენციის ზღვრისა და საგამოცდო დროის თაობაზე

spot_img
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2021 წელს ორგანიზებული ტესტირების მიზნებისათვის განისაზღვრა  მაქსიმალური ქულა ტესტის თითოეული ტიპისათვის და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა:
  • ზოგადი უნარები – 50 ქულა (2 საათი);
  • ბიოლოგია – 30 ქულა (1.5 საათი);
  • ქიმია – 30 ქულა (1.5 საათი).
გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 15% – ზე მეტს დააგროვებს.
2021 წლის 16 აგვისტოს N795897 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანებით დამტკიცდა “2021 წელს ზოგიერთ საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის პროცესში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მხარდაჭერის მიზნით ტესტირების ჩატარების წესი”.
ტესტირება ემსახურება პროფესიული დაწესებულებების ხელშეწყობას, რათა დაწესებულებამ აპლიკანტთა შერჩევა განახორციელოს ტესტირების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო შედეგის მქონე აპლიკანტებიდან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტესტირება ჩატარდება საბაზო ზოგად უნარებში. ტესტის მაქსიმალური ქულაა 50, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 2 საათი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები