4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

პროფესიული ტესტირება 2020

spot_img

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

‼ პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2020 წელს დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში, ვერ მოახერხეს საგამოცდო ტესტირებაზე გამოცხადება (5-6 სექტემბერს) შემდეგი მიზეზის გამო, რომ იმყოფებოდნენ:

? „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

? საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

? საკარანტინო ზონაში;

? ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

? სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) დადასტურების გამო;

✅ შესაძლებლობა აქვთ 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე ➡️ pr@mes.gov.ge.

✅ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას. (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ.)

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები