2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით მოწყობილი ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიება

spot_img

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინოვაციური განათლების პროგრამის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით მოწყობილი ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბანაკი – „პროფესიული განათლება როგორც საუკეთესო სივრცე ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და პროფესიული განათლების სასწავლებელ „იბერიის“ თანამშრომლობითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

პროექტში მონაწილეობდა 40 მოსწავლე აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან და პროფესიული სასწავლებლის 20 სტუდენტი. მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები (ჰიბრიდულ ფორმატში) ხელოვნური ინტელექტის შესახებ და შექმნეს რობოტები, რომლებიც პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს წარუდგინეს.

ბანაკის დახურვის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, პარტნიორი უწყებებისა და კოლეჯების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტის სპონსორები და მხარდამჭერები.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ბანაკის მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები რობოტექნიკის მიმართულებით და ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიძინეს. ბანაკის მხარდამჭერებმა და სპონსორებმა მოსწავლეებს სპეციალური პრიზები გადასცეს, კერძოდ სასწავლო ვიზიტები გერმანიასა და საბერძნეთში, რომლებსაც სრულად დააფინანსებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი „ნიუუნი”, ასევე სასწავლო ვიზიტი პოლონეთში, რომელსაც დააფინანსებს უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი”. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბავშვებს „ლიგამუსის” სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ინიციატივით, პროექტის მონაწილე ბავშვები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან ონლაინ სკოლაში, ხოლო სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვების ჩართვას პროექტში „ეკო-სკოლა“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კი მოსწავლეებს სპეციალური პრიზი მოუმზადა, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გათამაშდა და 3 მოსწავლეს გადაეცა, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მაისური მისი ხელმოწერით, რომელიც ფეხბურთელმა სპეციალურად ამ პროექტის მონაწილეებისთვის გადასცა ცენტს.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები