13 ივლისი, შაბათი, 2024

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ისეთ გა­რე­მო­ში იყოს, სა­დაც სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა აქვს სპე­ცი­ა­ლისტს

spot_img

მა­რი­ამ ედი­ლაშ­ვი­ლი
თბი­ლი­სის №21 და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №23 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

⇑⇓ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სა­ინ­ფორ­მა­ციო კუთხით, დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, მჭიდ­რო სპექ­ტ­რ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვის თვალ­საზ­რი­სით, ამი­ტომ, სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწო­რედ ეს პრო­ფე­სია ავირ­ჩიე და, მე­ო­რე კურ­სი­დან, აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ო­ბა დღის ცენ­ტ­რ­ში შშმ და სსსმ პი­რებ­თან.

⇑⇓ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბა დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. ზო­გა­დად, იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნიშ­ნავს მუდ­მივ ზრუნ­ვა­სა და ფიქრს სა­კუ­თარ მოს­წავ­ლე­ებ­ზე. სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შექ­მ­ნას რო­გორც ტი­პუ­რი, ასე­ვე არა­ტი­პუ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ყო­ველ­დღი­უ­რად ვმუ­შა­ობ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან წი­ნას­წარ, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, შედ­გე­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით. სსსმ მოს­წავ­ლე­თა ყო­ვე­ლი დღე გა­წე­რი­ლია, გან­რი­გი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩათ­ვ­ლით, თუმ­ცა, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა დღის გან­რიგ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­დეს — აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს რო­გორც საკ­ლა­სო ოთახ­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ასე­ვე რე­სურ­სო­თახ­ში. მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­თაც წი­ნას­წარ ვერ გათ­ვ­ლი, თუმ­ცა ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს.

⇑⇓ სკო­ლა­ში ერ­თ­მა­ნე­თის­გან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი გვყავს. თი­თო­ე­ულ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და მიდ­გო­მის ფორ­მე­ბია სა­ჭი­რო. თი­თო­ე­უ­ლი მე­თო­დის შერ­ჩე­ვი­სას, გან­ვ­საზღ­ვ­რავ სწავ­ლის მი­ზან­სა და სა­ვა­რა­უ­დო შე­დეგს — თუ რა უნ­და იცო­დეს კონ­კ­რე­ტულ­მა მოს­წავ­ლემ და რი­სი გა­კე­თე­ბა უნ­და შეძ­ლოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მიდ­გო­მა, რა დრო­საც მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სენ­სო­რუ­ლი არ­ხის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა. მაგ.: მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი მე­თო­დის დახ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლეს ვას­წავ­ლე ასო-ბგე­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა სენ­სო­რუ­ლი არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით: შე­ხე­ბით, სმე­ნი­თა და მხედ­ვე­ლო­ბით. ვთავ­ზობ­დი რო­გორც ამო­ბეჭ­დილ, ასე­ვე ხი­სა და გა­მო­ძერ­წილ ასო­ებს, რო­მელ­საც ხე­ლის შე­ხე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, შე­მო­ავ­ლებ­და თითს და შე­ი­მეც­ნებ­და, ასე­ვე ვერ­ბა­ლუ­რად ასა­ხე­ლებ­და მის ელე­მენ­ტებს.

⇑⇓ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­საზღ­ვ­რა, ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რა­თა ეფექ­ტი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ერთ-ერ­თი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბაა „ასო­ე­ბის გა­მო­ძერ­წ­ვა“, რაც ბავშვს ასო­ე­ბის დას­წავ­ლა­სა და კითხ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. მოს­წავ­ლეს წინ უდევს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მკა­ფი­ოდ წარ­მოვ­თ­ქ­ვამ სა­ხელ­წო­დე­ბას და ვთხოვ, მა­ნაც გა­ი­მე­ო­როს. შემ­დე­გი ეტა­პია გა­მო­ძერ­წ­ვა — საწყის ეტაპ­ზე, ფი­ზი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვძერ­წავთ ერ­თად (დახ­მა­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მცირ­დე­ბა). მე­სა­მე ეტაპ­ზე, გა­მო­ძერ­წი­ლი ასო­ე­ბით ვაწყობთ სიტყ­ვებს.

⇑⇓ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს აქვს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. მას­წავ­ლე­ბელ­მა ამას უნ­და შე­ხე­დოს, რო­გორც გა­მოწ­ვე­ვას და არა რო­გორც პრობ­ლე­მას. მთა­ვა­რია, გა­ნი­საზღ­ვ­როს სწავ­ლის პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, სწო­რად და­ი­გეგ­მოს გა­დაჭ­რის გზე­ბი და შე­დე­გიც აუცი­ლებ­ლად დად­გე­ბა. თი­თო­ე­ულ სსსმ მოს­წავ­ლეს აქვს რე­სურ­სი, რომ­ლის გა­მოვ­ლე­ნა­საც შე­სა­ბა­მი­სი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია მშო­ბელს, მას­წავ­ლე­ბელ­სა და სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სჯე­რო­დეთ და ხელს უწყობ­დ­ნენ მას გან­ვი­თა­რე­ბა­ში — „ერთ წიგნს, ერთ კა­ლამს, ერთ ბავშვს და ერთ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს სამ­ყა­რო“.

⇑⇓ სსსმ მოს­წავ­ლის აკა­დე­მი­უ­რი, ფუნ­ქ­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუქ­ნ­ცია აკის­რია სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­სა და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ამი­ტომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა პირ­და­პირ აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­თა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სკო­ლებ­ში ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იც­ვ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე. ამ ეტა­პის­თ­ვის, სპეც­მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით. სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცათ.

⇑⇓ მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის შემ­დეგ, მო­ტი­ვა­ცია ერ­თი-ორად გა­ი­ზარ­და. პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ვა­ბა­რე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და, რა­მაც უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­მა­ნი­ჭა. გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ერ­თ­ნა­ი­რად სა­ჭი­როა რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ფი­კუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნა, იც­ნობ­დეს ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ებს, იცო­დეს ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ა.შ.

⇑⇓ იყო სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი უკ­ვე გა­მოწ­ვე­ვაა. თუმ­ცა, ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო ის, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს მუ­შა­ო­ბა უწევს 5-ზე მეტ მოს­წავ­ლეს­თან, მას­წავ­ლე­ბელ­თან და მშო­ბელ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად, არ მო­დი­ან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე. რთუ­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს, ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რგოლ­თან ოქ­როს შუ­ა­ლე­დის დაც­ვა. სწო­რედ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს უწევს ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რგო­ლის მუდ­მი­ვი გაძ­ლი­ე­რე­ბა, რად­გან მხო­ლოდ კომ­პ­ლექ­სურ მუ­შა­ო­ბას მო­აქვს შე­დე­გი.

⇑⇓ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა აქვს სპე­ცი­ა­ლისტს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ უფ­რო მე­ტი მხარ­და­ჭე­რა გვქონ­დეს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბე­ლებს, რომ მუდ­მი­ვად შევ­ძ­ლოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რა­თა მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნად წარ­ვ­მარ­თოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ასე­ვე, უფ­რო მე­ტად შეკ­რუ­ლი იყოს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა გუნ­დი, რა­თა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა უფ­რო მარ­ტი­ვი გავ­ხა­დოთ.

⇑⇓ ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ის ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის, ვი­საც შე­უძ­ლია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აღ­ქ­მი­სა და შეგ­რ­ძ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის უკეთ და­ნახ­ვა და გა­გე­ბა. ჩემს კო­ლე­გებს მინ­და მივ­მარ­თო: მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლი­სა, არას­დ­როს და­ნებ­დ­ნენ და ერ­თად იზე­ი­მონ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვით.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები