19 აპრილი, პარასკევი, 2024

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მე­ო­რად ალ­ტერ­ნა­ტი­ვად რომ არ დარ­ჩეს

spot_img

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კვლე­ვის ჯგუფ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კვლე­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით. ეს არის პირ­ვე­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რი­ში, რო­მელ­მაც გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ერ­თ­მა­ნეთს და­ა­კავ­ში­რა სხვა, ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვის შე­დე­გი და მიგ­ნე­ბე­ბი, და­ეყ­რ­დ­ნო სხვა­დას­ხ­ვა მიკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ, დე­მოგ­რა­ფი­ულ, უწყე­ბა­თა თუ საქ­­ს­ტა­ტის მო­ნა­ცე­მებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­გა­რი­შებს. კვლე­ვა საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია და მას­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბია გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მთლი­ა­ნი ან­გა­რი­ში ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა – პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბირ­ვი აზ­რი.

პროფესიული უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გენერალური დირექტორი თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­იჩ­ნევს, რომ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბი­დან პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლი ტრან­ზი­ციაა. ციფ­რებ­ში ეს ასე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა – 6% სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რი­დან და 2% – სა­ბა­ზო­დან. კი­დევ უფ­რო უარეს­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა ცალ­კე­უ­ლი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით (გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვ.), რაც ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. იმ ფონ­ზე, რო­ცა ბო­ლო წლებ­ში ბევ­რი რამ სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად თუ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად, ჯერ კი­დევ თით­ქ­მის უც­ვ­ლე­ლია ამ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა – პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მა­ინც მე­ო­რად ალ­ტერ­ნა­ტი­ვად რჩე­ბა.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, იცის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ კითხ­ვა­ზე – ურ­ჩევს თუ არა სა­კუ­თარ შვილს, აქ და­ე­უფ­ლოს პრო­ფე­სი­ას, პა­სუ­ხია – არა. მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გან­წყო­ბე­ბი ძა­ლი­ან ნე­ლა იც­ვ­ლე­ბა. ეს კი, გარ­კ­ვე­უ­ლად, გა­ნა­პი­რო­ბებს და ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს  კი­დეც არა მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, არა­მედ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. დღეს, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სტუ­დენ­ტ­თა დი­დი ნა­წი­ლი ზრდას­რუ­ლე­ბი არი­ან, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით, რო­მელ­თაც მხო­ლოდ მას შემ­დეგ მი­ა­კითხეს კო­ლე­ჯებს, რო­ცა დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ პირ­ვე­ლა­დი პრო­ფე­სი­ით ვერ საქ­მ­დე­ბოდ­ნენ. გა­მო­დის, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძა­ლი­ან ბევრ დროს ხარ­ჯა­ვენ სა­ი­მი­სოდ, რომ შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, ანუ ქვე­ყა­ნა სა­მუ­შაო ბა­ზარს ეფექ­ტი­ა­ნად ვერ იყე­ნებს. ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ახალ­გაზ­რ­დამ კა­რი­ე­რა და­იწყოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბით და თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შემ­დეგ გა­აგ­რ­ძე­ლოს სწავ­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ან პირ­და­პირ ჩა­ე­ბას კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში რო­გორც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ირ­ჩევს გრძელ და სრუ­ლი­ად არა­ე­ფექ­ტურ გზას. ამას­თან კავ­შირ­შია კი­დევ ერ­თი მო­ნა­ცე­მი – ჩვე­ნი შრო­მის ბაზ­რის 80%, ანუ ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლა, არ მუ­შა­ობს იმ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, რო­მელ­საც და­ე­უფ­ლა: პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ეს მო­ნა­ცე­მი არ აღე­მა­ტე­ბა 45%-ს. ესეც მა­ღა­ლია ევ­რო­პულ სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით იოლად საქ­მ­დე­ბი­ან იმ პრო­ფე­სი­ით, რო­მელ­საც და­ე­უფ­ლ­ნენ.

ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­თან ერ­თად, ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა, უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს საზ­რუ­ნა­ვი­ცაა. თა­მარ ქი­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს: „მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა უნ­და მი­ე­მარ­თოს იქით­კენ, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ახალ­გაზ­რ­და წა­ვი­დეს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ხო­ლო სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის, პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის და­საწყი­სი უნ­და გახ­დეს ასე­ვე პროფ­სას­წავ­ლე­ბე­ლი. ეს უნ­და მო­ხერ­ხ­დეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდით (იგუ­ლის­ხ­მე­ბა ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა), ანუ მე­ტი სტუ­დენ­ტუ­რი ად­გი­ლის შექ­მ­ნით, და­ფარ­ვის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბით; მე­ო­რე აუცი­ლებ­ლო­ბაა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­ტა­ნა სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და კერ­ძო სექ­ტო­რის მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა, რაც ისე­დაც საგ­რ­ძ­ნო­ბია ბო­ლო ხა­ნებ­ში, მი­სი სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი, ბა­ზე­ბი, სა­წარ­მო­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის. ამ ეტაპ­ზე სკო­ლებ­ში მუ­შა­ობს სა­ო­რი­ენ­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი და, მცი­რე მას­შ­ტა­ბით, სა­ბა­ზო პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სე­ბი, ე.წ. სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მა გვაქვს. ისეთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, სა­დაც არ არის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, დო­ნო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, 30 სკო­ლას ვამ­ზა­დებთ პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­წო­დე­ბის­თ­ვის. გარ­და ამი­სა, ვი­თა­რე­ბის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად, მხო­ლოდ ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის კამ­პა­ნი­ე­ბი არ კმა­რა. სა­ჭი­როა უშუ­ა­ლოდ ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნა­დი და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ეს არ არის მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სი, აქ მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბით უნ­და ჩა­ერ­თოს კერ­ძო სექ­ტო­რი, რი­სი დი­დი იმე­დიც გვაქვს“.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ა­გენ­ტოც ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ფე­სი­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ მთელ რიგ აქ­ტი­ვო­ბებს და ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს, იგუ­ლის­ხ­მე­ბა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი უნა­რე­ბის კვი­რე­უ­ლი, პროფ­სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­ღე­ბის მხარ­დამ­ჭერ მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ებს; სკო­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად ასე­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლად, წელს იგეგ­მე­ბა უნა­რე­ბის მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბა…

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სხვა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც სა­ინ­ტე­რე­სოა, მათ შო­რი­საა ახა­ლი სა­ო­რი­ენ­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბი სსსმ და შშმ პი­რე­ბი­სათ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მა, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა შე­ფა­სე­ბე­ბი პროგ­რა­მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და ა.შ., რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც სხვა დროს ვი­სა­უბ­რებთ.

♦♦♦

2020-2022 წლებ­ში პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე მი­ღე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ მზარ­დია, 2020 წელს ჩა­ი­რიცხა 9035 სტუ­დენ­ტი, 2021 წელს – 11233, ხო­ლო 2022 წელს მა­თი რიცხ­ვი 14106-მდე გა­ი­ზარ­და. გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­მოცხა­დე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე ად­გი­ლე­ბის შევ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, პრო­ფე­სი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია – ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სია იყო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა და სამ­თო საქ­მე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი 95%-ით შე­ივ­სო. შემ­დეგ ლი­დე­რობს ტრან­ს­პორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი (89%). აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ად­გი­ლე­ბის შევ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით (60%), სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე და­ფიქ­სირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გის­ტ­რა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებს, გა­სულ წელს პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცი­ის რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და – 44486 (უნი­კა­ლუ­რი რე­გის­ტ­რან­ტე­ბის რიცხ­ვ­მა 25997-ს მი­აღ­წია), რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით, საკ­მა­ოდ გაზ­რ­დი­ლია – 2021 წელს 31877 რე­გის­ტ­რა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა იყო, აქე­დან უნი­კა­ლუ­რი რე­გის­ტ­რან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა – 18784.

კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მი­ერ პროგ­რა­მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის დამ­თავ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის (74%), სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბის­თ­ვის (69%), მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი/კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის (68%), ხო­ლო 64%-ს მი­აჩ­ნია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის დამ­თავ­რე­ბა სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­და ამ­ჟა­მინ­დელ სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შა­ოს ეფექ­ტი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის.

ან­გა­რი­შის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­დან და მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – ხე­ლი შე­უწყოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში – კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და მიგ­ნე­ბე­ბი დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს, პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის შემ­ქ­მ­ნე­ლებს, ასე­ვე დამ­საქ­მებ­ლებს, თა­ვად პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­სა და მხა­რე­ებს და, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს აქ­ტო­რებს.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები