3 დეკემბერი, შაბათი, 2022

პროფესია განსაკუთრებული ადამიანებისთვის

spot_img

სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, რო­ცა შემ­თხ­ვე­ვით შე­ეს­წ­რო, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ეხ­ვე­ო­და გარს ქუ­ჩა­ში ცუ­დად გამ­ხ­დარ უც­ნობს, დაბ­ნე­უ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს სთხოვ­დ­ნენ შვე­ლას… აი, პირ­ვე­ლად მა­შინ იგ­რ­ძ­ნო სი­ნა­ნუ­ლი, რომ თა­ვა­დაც ვე­რაფ­რით და­ეხ­მა­რე­ბო­და გა­სა­ჭირ­ში მყოფს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სწო­რედ ამ შემ­თხ­ვე­ვამ გან­საზღ­ვ­რა მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი – წავ­კი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქე­თე­ვან სა­ზუ­აშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის „ორი­ენ­ტი­რი“ III კურ­სის სტუ­დენ­ტია და სა­ექ­თ­ნო საქ­მეს ეუფ­ლე­ბა. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ჩათ­ვა­ლა, რომ მო­მა­ვა­ლი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა, შემ­დეგ კოს­მე­ტო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რეს­და და კლი­ნი­კა „სე­რა­ფიტ­ში“ მე­დი­ცი­ნის­გან არც ისე შორს მყოფ „ხე­ლო­ბა­საც“ და­ე­უფ­ლა; ბო­ლოს კი მთა­ვა­რი არ­ჩე­ვა­ნის დროც დად­გა – თა­ნაკ­ლა­სე­ლის რჩე­ვი­თა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, „ორი­ენ­ტირ­ში“ სა­ექ­თ­ნო საქ­მე აირ­ჩია, გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა და, სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით, სტუ­დენ­ტიც გახ­და.

ეს პე­რი­ო­დი პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის­თ­ვის სტუ­დენ­ტო­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას ვერ იძ­ლე­ვა პან­დე­მი­ის გა­მო, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლი საგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბაც იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, რომ არც ერთ ლექ­ცი­ას არ ვაც­დენ­დი, ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი იყო და სა­ინ­ტე­რე­სო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი გვი­კითხავ­დ­ნენ სპე­ცი­ა­ლურ საგ­ნებს, და­უ­ზა­რებ­ლად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. მი­ხა­რო­და, რომ გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად კო­ლეჯ­ში გვი­წევ­და მოს­ვ­ლა, სა­დაც ნას­წავ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლად ნახ­ვაც შეგ­ვეძ­ლო და გა­მოც­და­საც აქ­ვე ვა­ბა­რებ­დით,“ – ამ­ბობს ქე­თე­ვა­ნი. რო­გორც ჩანს, პრო­ფე­სი­ის სრუ­ლად შეგ­რ­ძ­ნე­ბა მა­ინც II კურ­სი­დან იწყე­ბა, რო­ცა სტუ­დენ­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ეწყე­ბათ – სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მო­დუ­ლებს გა­დი­ან. ასე იყო ქე­თე­ვა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­შიც – გა­ტა­ცე­ბით ყვე­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სხვა­დას­ხ­ვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ: „არ მე­გო­ნა, თუ სა­ო­პე­რა­ცი­ო­შიც ასე ვიგ­რ­ძ­ნობ­დი თავს, გი­ნე­კო­ლო­გი­ურ­შიც გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კა, სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნო­ბაა, ახა­ლი სი­ცოცხ­ლის და­ბა­დე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე რომ ხარ, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, სა­ო­პე­რა­ციო უფ­რო მი­ზი­დავს, ღა­მე­ე­ბიც მი­თე­ნე­ბია და, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, შა­ბათ-კვი­რა­საც მივ­სულ­ვარ. სხვა­თა შო­რის, მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ თა­ვი შე­ვი­კა­ვე, მირ­ჩევ­ნია, არ­ჩე­ვა­ნი კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თო – ივ­ნის­ში უკ­ვე დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი ექ­თა­ნი ვიქ­ნე­ბი“.

კო­ლეჯს კი ქე­თე­ვა­ნი და­ა­მახ­სოვ­რ­დე­ბა არა მარ­ტო რო­გორც კარ­გი სტუ­დენ­ტი, არა­მედ რო­გორც სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კარ­გი პრე­ზი­დენ­ტიც, რო­მელ­მაც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის, მათ შო­რის, საქ­ველ­მოქ­მე­დოს, ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხა და ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რეც აიყო­ლია.

ნი­ნო და­ნე­ლია, 191-ე სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სხვა გზით მი­ვი­და მე­დი­ცი­ნას­თან, დე­დის შე­გო­ნე­ბა „თეთ­რი ხა­ლა­თი მო­გიხ­დე­ბაო“, უპა­სუ­ხოდ გა­ა­ტა­რა და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და, ეგო­ნა, სწო­რედ ეს იყო მი­სი ინ­ტე­რე­სის სფე­რო, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვ­და, რომ მთლად ასეც არ არის; ამას ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც და­ერ­თო, რა­საც კა­ზი­ნო­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა მოჰ­ყ­ვა. მე­რე ისე მოხ­და, რომ სწავ­ლა მი­ა­ტო­ვა, დრო­დად­რო დე­დის ნათ­ქ­ვა­მიც ახ­სე­ნებ­და თავს, თუმ­ცა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­გობ­რის რჩე­ვით მი­ი­ღო და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე „ორი­ენ­ტირ­ში“ მი­ვი­და, მი­ი­ღეს და დაჰ­პირ­დ­ნენ, რა­კი მუ­შა­ობ, ხელს შე­გიწყობ­თო. „ბედ­ნი­ე­რი ვარ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნით. მე ხომ ბუ­ნე­ბი­თაც თბი­ლი, მზრუნ­ვე­ლი ად­მი­ა­ნი ვარ, არ ვი­ცი, თა­ვი­დან­ვე რა­ტომ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე დე­დის რჩე­ვა. მუ­შა­ო­ბას ისევ კა­ზი­ნო­ში ვაგ­რ­ძე­ლებ, კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს. ახ­ლა, რო­ცა პრაქ­ტი­კა სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კა­ში და სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში გა­ვი­ა­რე, ვნა­ხე, რა მძი­მე, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს ას­რუ­ლე­ბენ ექ­თ­ნე­ბი. უზო­მოდ მიკ­ვირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი მი­ზე­რუ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის სა­და­რა­ჯო­ზე მყო­ფის ანაზღა­უ­რე­ბა, თუმ­ცა ისიც მეს­მის, რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ან, სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის მქო­ნე, მთა­ვა­რი მათ­თ­ვის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნაა და არა ანაზღა­უ­რე­ბა, თუმ­ცა, არც ესაა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ფაქ­ტო­რი. ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ბავ­შ­ვ­თა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში პრაქ­ტი­კამ – 5 ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბას და­ვეს­წა­რი, ვეხ­მა­რე­ბო­დი კი­დეც ექ­თანს, ვე­რას­დ­როს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ავად­მ­ყო­ფებ­თა­ნაც შევ­ძ­ლებ­დი რა­ი­მე სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, არა­და, შევ­ძე­ლი; სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­შიც და­ვეხ­მა­რე ექ­თანს; პან­დე­მი­ის დროს, სა­ნიტ­რა­დაც ვი­მუ­შა­ვე, რად­გან, ვფიქ­რობ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ესეც ჩე­მი პრო­ფე­სი­ის შე­მად­გე­ნე­ლია; ვნა­ხე, რამ­ხე­ლა ძა­ლა აქვს თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნის სიტყ­ვას ავად­მ­ყო­ფის­თ­ვის, მით უფ­რო ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბის­თ­ვის, რო­გო­რი იმე­დით გა­ყო­ლე­ბენ თვალს, მათ­თან უსა­თუ­ოდ ბო­ლომ­დე უნ­და და­ი­ხარ­ჯო. ყვე­ლა­ფერ იმის შემ­დეგ, რაც ამ სამ წე­ლი­წად­ში ვნა­ხე და ვის­წავ­ლე, ვი­ცი, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე და ისიც ვი­ცი, რომ კარ­გი ექ­თა­ნი ვიქ­ნე­ბი“.

კარ­გი ექ­თა­ნი უკ­ვე არის ჩვე­ნი მე­სა­მე რეს­პო­დენ­ტი ია ქა­ის­ხე­ვე­ლი, თუმ­ცა ისიც მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბით მო­ვი­და „ორი­ენ­ტი­რამ­დე“. მას დუ­შე­თის 3 სა­ჯა­რო სკო­ლა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სკო­ლა რუ­სუ­ლი იყო, მე­რე გა­და­კეთ­და ქარ­თუ­ლად, იოლი არ იყო სწავ­ლის ქარ­თუ­ლად გაგ­რ­ძე­ლე­ბა, მაგ­რამ რას იზამ­და… შემ­დეგ, დე­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, რუ­სულ ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ა­ბა­რა. „თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, რომ ჩემ­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი არ გა­მო­ვი­დო­და. ბავ­შ­ვო­ბა­ში სულ თო­ჯი­ნებს ვმკურ­ნა­ლობ­დი, ოპე­რა­ცი­ებ­საც ვუ­კე­თებ­დი… პე­და­გო­გის დიპ­ლო­მი კი ავი­ღე, მაგ­რამ არ მი­მუ­შა­ვია, არ იყო ეს ჩე­მი საქ­მე“. სა­მე­დი­ცი­ნო­ზე მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნა ად­რე და­ო­ჯახ­და, მე­უღ­ლე სპე­ცი­ა­ლო­ბით ეკო­ნო­მის­ტია, მაგ­რამ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და მე­ნე­ჯე­რად, იაც სულ ეკითხე­ბო­და, სა­ჩე­მო ხომ არა­ფე­რია კლი­ნი­კა­შიო — „ვფიქ­რობ­დი, მიმ­ღებ­ში ან კან­ცე­ლა­რი­ა­ში იქ­ნებ მი­მი­ღონ, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში ხომ ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი და, აი, სა­ნიტ­რის ად­გი­ლი გა­მოჩ­ნ­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, სი­ხა­რუ­ლით წა­ვე­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არა­ფე­რი რთუ­ლი არ იყო, იმ­დე­ნად ჩემს ად­გი­ლას ვგრძნობ­დი თავს, ვმო­რი­გე­ობ­დი კი­დეც, ნე­ბის­მი­ერ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე ხე­ლებ­ში ვუ­ვარ­დე­ბო­დი ქი­რურ­გებს. ისი­ნიც რე­ზი­დენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, სხვა­თა შო­რის, სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ის­წავ­ლე, დიპ­ლო­მი აიღეო. ჩე­მი სურ­ვი­ლიც ეს იყო და ჩა­ვა­ბა­რე პროფ­სას­წავ­ლე­ბელ­ში „არ­გო“. სწავ­ლით კი ის­წავ­ლა იამ, მაგ­რამ დიპ­ლო­მი ვერ აიღო – სას­წავ­ლე­ბელ­მა ავ­ტო­რი­ზა­ცია ვერ გა­ი­ა­რა და სტუ­დენ­ტე­ბი და­ი­ჩაგ­რ­ნენ – დიპ­ლო­მე­ბის ნაც­ვ­ლად, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს სწავ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, კლი­ნი­კამ და­ა­ფა­სა საქ­მი­სად­მი მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი, და­ი­ნა­ხა ის უნა­რე­ბი, რაც პრო­ფე­სი­ო­ნალს სჭირ­დე­ბა და ექ­თ­ნად გა­და­იყ­ვა­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­ვე სა­მი ვა­ჟის დე­და იყო, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მა­ინც გა­დაწყ­ვი­ტა და ახ­ლობ­ლის რჩე­ვით, „ორი­ენ­ტი­რის“ სტუ­დენ­ტი გახ­და. იაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი იხ­სე­ნებს კო­ლეჯ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, პე­და­გო­გებს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნად­გო­მას, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდს, პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა კლი­ნი­კა­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას. „რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში კარ­დი­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც რე­ა­ნი­მა­ცი­ას­თან იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი. აქ ექ­თ­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა ორ­მაგ დატ­ვირ­თ­ვას ატა­რებს, რთუ­ლია, მაგ­რამ არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ყო­ველ­თ­ვის ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბო­დი. ამას ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყ­ვა, უფ­რო­სი ექ­თ­ნის თა­ნა­შემ­წის პო­ზი­ცი­ით და ა.შ.“ ია ექ­თა­ნი ფლე­ბო­ტო­მის­ტი­ცაა – ვე­ნი­დან სის­ხ­ლის აღე­ბის ახა­ლი მე­თო­დით მუ­შა­ობს, კო­ვიდ-შემ­თხ­ვე­ვებ­მა იმა­ტა და ტეს­ტე­ბის ასა­ღე­ბად გა­დი­ან. ასე რომ, უკ­ვე სტა­ჟი­ა­ნი ექ­თა­ნია მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, სა­ათს არას­დ­როს დას­ც­ქე­რის სა­მუ­შაო დრო­ის დას­რუ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნით.

ჩვე­ნი სა­უბ­რი­სას, გო­გო­ნებ­მა ბევ­რი პე­და­გო­გი თუ კლი­ნი­კა­ში თა­ვი­ან­თი მენ­ტო­რი გა­იხ­სე­ნეს სა­მად­ლო­ბე­ლი სიტყ­ვე­ბით. თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ და­ოს­ტა­ტე­ბას უმად­ლი­ან მთა­ვარ ექ­თ­ნებს – ნი­ნო ფრუ­ი­ძე­სა და ნი­ნო ოდიშ­ვილს, მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ბო­რის ოვ­სე­პი­ანს; იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ გა­ი­ა­რეს „კა­რი­ტას­ში“ „შინ მოვ­ლის მო­დუ­ლი“, რამ­დე­ნი „ხრი­კი“ ის­წავ­ლეს დავ­რ­დო­მი­ლი პა­ცი­ენ­ტის მოვ­ლი­სა და ისე გა­და­ად­გი­ლე­ბის, რომ ვერც სიმ­ძი­მე იგ­რ­ძ­ნო და არც პა­ცი­ენტს და­უ­შავ­დეს რა­მე. ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­სას­წავ­ლად და და­სახ­ვე­წად, მო­რი­გე­ო­ბით, თა­ვად იყ­ვ­ნენ ხოლ­მე დავ­რ­დო­მი­ლის როლ­ში…

დი­ახ, პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან­მა, ნი­ნომ და იამ აირ­ჩი­ეს, ნამ­დ­ვი­ლად რთუ­ლია, მაგ­რამ, ჩანს, ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან ამ არ­ჩევ­ნით. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მათ ხელ­ში მოხ­ვედ­რილ ყვე­ლა პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია, იმე­დი­ა­ნად იყოს. ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, არა­მედ თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ.

„რომ გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბი­ან და ეწე­რე­ბი­ან, ჩაც­მუ­ლებს ხან­და­ხან ვე­ღარ ცნობ… ისი­ნი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მე­ძა­ხი­ან: ია, ია, რომ და­მემ­შ­ვი­დო­ბონ და მად­ლო­ბა მითხ­რან – სხვა მე­ტი რა­ღა გინ­და,“ – ია
„თეთ­რი ხა­ლა­თით რომ გა­ივ­ლი და იმე­დი­ა­ნი თვა­ლე­ბით გი­ყუ­რე­ბენ, რო­გორ არ და­ი­ხარ­ჯე­ბი ბო­ლომ­დე,“ – ნი­ნო
„იაშ­ვილ­ში ვნა­ხე პრაქ­ტი­კის დროს და არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა, რო­გო­რი გა­ფა­ცი­ცე­ბით ელი­ან ავად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი ექ­თ­ნის გა­მო­ჩე­ნას და რამ­ხე­ლა ტვირთს უმ­სუ­ბუ­ქებ მათ ერ­თი იმე­დი­ა­ნი სიტყ­ვით,“ – ქე­თე­ვა­ნი

◊ ◊ ◊

„ორი­ენ­ტი­რი“ ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რაა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი დარ­გის ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, ან­ზორ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა 1992 წელს. მას შემ­დეგ 20 წე­ლი გა­ვი­და – 2016 წლი­დან კო­ლეჯს რა­მაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ხელ­მ­ძღავ­ნე­ლობს და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა რე­ფორ­მის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად – ახა­ლი შე­ნო­ბა, პრო­ფე­სი­ულ სა­გა­ნმა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი აუდი­ტო­რი­ე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რ­ცე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი. შე­ნო­ბის ყვე­ლა სარ­თულ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვი ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა, სკო­ლის ეზო­ში სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნია…

კო­ლე­ჯი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია და 2019 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს: სა­ექ­თ­ნო საქ­მე, ფარ­მა­ცია, სა­ფი­ნან­სო სერ­ვი­სე­ბი, კბი­ლის სა­ტექ­ნი­კო საქ­მე, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა; 2021 წლი­დან კი და­ი­მა­ტა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა – აღ­მ­ზ­რ­დე­ლი.

კო­ლეჯს პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბაც აქვს.

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები