27 ივლისი, შაბათი, 2024

პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში 24 იანვარს ჩანიშნული ტესტირებისთვის რეგისტრაცია მსურველებს 28 დეკემბრიდან შეუძლიათ

spot_img

ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის რეგისტრაცია, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, 28 დეკემბრის 10:00 საათიდან 22 იანვრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 24 იანვარს ჩატარდება.

ტესტირების მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ   ბმულზე.

!! აქვე შეგახსენებთ, რომ გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები