24 ივნისი, ორშაბათი, 2024

პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში რეგისტრაცია პირველი აგვისტოს 14:00 საათამდეა შესაძლებელი

spot_img

რეგისტრაცია ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველებისათვის, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, 28 ივლისის 10:00 საათიდან პირველი აგვისტოს 14:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 აგვისტოს ჩატარდება.  

ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.

⇒ დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.  

შეგახსენებთ, რომ პროექტი „სერტუსი“ 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მაისის თვიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროექტის განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ტესტირება. ცნობილია მომდევნო  ტესტირებების თარიღებიც – გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაცია გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდება.

⇑⇓სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციაც, ტესტირებაცა და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს თანამედროვე შეფასების მეთოდოლოგიის სტანდარტებს და შეესაბამება როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ისე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები