28 აპრილი, კვირა, 2024

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის რო­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კა­ში

spot_img
მა­კა ხე­ლა­ძე
თბი­ლი­სის წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2021-ის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რი

 

 

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დია. ის სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბის­გან. ის ავი­თა­რებს მოს­წავ­ლე­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა უნა­რებს – კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნარს და ა.შ. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის სწავ­ლე­ბის დროს ქმნის სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო გა­რე­მოს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის რთულ და, ამავ­დ­რო­ულად, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა სას­წავ­ლო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა; გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით სწავ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ მიდ­გო­მად მი­მაჩ­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო შე­მოქ­მე­დე­ბითად უდ­გე­ბი­ან სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტას. ად­გე­ნენ მი­ზან-შე­დე­გობ­რივ კავ­ში­რებს, აგ­ვა­რე­ბენ პრობ­ლე­მებს, ახ­დე­ნენ მო­ნა­ცე­მე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას. პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი გუ­ლის­ხ­მობს კე­თე­ბით სწავ­ლას, რაც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ სწავ­ლის პრო­ცეს­ში ჩარ­თულ­ნი. მოკ­ლედ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, „პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა აერ­თი­ა­ნებს ცოდ­ნას და კე­თე­ბას“, მოს­წავ­ლე იყე­ნებს ცოდ­ნას, რაც უკ­ვე იცის და სწავ­ლობს პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან ახალს, ცდი­ლობს იპო­ვოს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბი. სწო­რედ ამ მიდ­გო­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­ვიწყეთ უწყ­ვე­ტი ზრუნ­ვა დე­და­მი­წა­ზე და დავ­გეგ­მეთ პრო­ექ­ტე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბა/სტრა­ტე­გი­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვ­ნე­ბა.

„და­ვიც­ვათ გა­რე­მო ადა­მი­ანე­ბის­გან – ადა­მი­ანე­ბის­თ­ვის“. პრო­ექ­ტი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და მრა­ვალ­შ­რი­ა­ნი იყო. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო მოს­წავ­ლე­ებ­ში ამე­მაღ­ლე­ბი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, შეც­ვ­ლი­ლი­ყო მა­თი ხედ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის მი­მართ, გაზ­რ­დი­ლი­ყო მო­ტი­ვა­ცია და სა­მო­მავ­ლოდ მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა და სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბა.

ეკო გაკ­ვეთ­ლე­ბი – ეკო წიგ­ნი­ე­რე­ბის, რო­გორც გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი – სწო­რედ ამ მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „და­ზო­გე წყა­ლი“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლებ­მა გა­ი­აზ­რეს წყლის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ცოცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თ­ვის/დე­და­მი­წის­თ­ვის. იმუ­შა­ვეს გუნ­დუ­რად, მო­ი­ძი­ეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია და აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე მო­აწყ­ვეს პრე­ზენ­ტა­ცია. სკო­ლის ხელ­სა­ბა­ნებ­ში გა­მო­აკ­რეს სა­ინ­ფორ­მა­ციო პოს­ტე­რე­ბი,  თა­ნა­ტო­ლებს გა­უ­ზი­ა­რეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­წო­დე­ბე­ბი წყლის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის – „დათ­ვა­ლე თი­თო წვე­თი“.

მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი ყო­ველ წელს ვუ­ერ­თ­დე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვი­სა და გაფ­რ­თხი­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას. ჩვე­ნი გან­წყო­ბა და გა­მოწ­ვე­ვა ხში­რად მი­სა­ბა­ძი და გა­დამ­დე­ბია მთე­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. ონ­ლა­ინ ­ს­წავ­ლე­ბის ფორ­მატ­შიც კი  დავ­გეგ­მეთ და გავ­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ არა­ერ­თი  პრო­ექ­ტი, მა­გა­ლი­თად,  „გა­უფ­რ­თხილ­დი ტყეს“; შექ­მ­ნეს კა­ტა­ლო­გე­ბი გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ ცხო­ვე­ლებ­ზე და ფრინ­ვე­ლებ­ზე; ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ამ­ზა­დეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, დარ­გეს ხე და ისა­უბ­რეს ტყის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას. ბავ­შ­ვებ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა მი­ი­ღეს ტყის, ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მათ­ზე ზრუნ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ამა­ვე კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მო­ვიწ­ვი­ეთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და კრე­ა­ტი­უ­ლი ოჯა­ხი, რომ­ლებ­მაც და­ა­არ­სეს ორ­გა­ნი­ზა­ცია „ბა­მო“. „ბა­მო“ მე­ო­რე­ა­დი მა­სა­ლის­გან ამ­ზა­დებს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სა­ბავ­შ­ვო სა­თა­მა­შო­ებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თებს. მო­ეწყო ნა­კე­თო­ბე­ბის გა­მო­ფე­ნა და მოს­წავ­ლე­ებ­მა კი­დევ ერ­თხელ გა­ი­აზ­რეს უსაფ­რ­თხო სა­თა­მა­შოს ეკო­ლო­გი­უ­რად ჯან­სა­ღი მე­ო­რა­დი მა­სა­ლის­გან შექ­მ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ისე, რომ და­მა­ტე­ბით ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს ბუ­ნე­ბას, ტყეს და ა.შ.

„ჩვენ ფრინ­ვე­ლე­ბის­თ­ვის“ აქ­ტი­ვო­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­ი­მუ­შა­ვეს სტრა­ტე­გია რო­გორ უნ­და დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ფრინ­ვე­ლებს ცი­ვი ზამ­თ­რის გა­და­ტა­ნა­ში. ფრინ­ვე­ლებს პა­ტა­რა თავ­შე­საფ­რე­ბი და­უმ­ზა­დეს. ხელ­ნა­კე­თი თავ­შე­სა­ფ­რე­ბი, ზამ­თ­რის ცი­ვი დღე­ე­ბის­თ­ვის, თა­ვი­ან­თი საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის წინ გა­ნა­თავ­სეს უფ­რო­სე­ბის დახ­მა­რე­ბით.

„დარ­გე ხე, გა­ამ­წ­ვა­ნე დე­და­მი­წა“ – კვი­რე­უ­ლი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში პა­ტა­რებ­მა ნარ­ჩე­ნე­ბის­გან და­ა­სუფ­თა­ვეს სკო­ლის (გას­ვ­ლით ექ­ს­კურ­სი­ებ­ზეც სპე­ცი­ა­ლუ­რად აღჭურ­ვი­ლე­ბი მივ­დი­ვართ და ვა­სუფ­თა­ვებთ ერთ კონ­კ­რე­ტულ მი­და­მოს) შე­მო­გა­რე­ნი.

მე­ო­რა­დი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ვამ­ზა­დებთ ახალ ნივ­თებს, ვუბ­რუ­ნებთ ახალ სი­ცოცხ­ლეს. ასე­ვე მე­ო­რა­დი მუ­ყა­ო­ე­ბის­გან შევ­ქ­მე­ნით „მოძ­რა­ვი თე­ატ­რი-ეკო თო­ჯი­ნე­ბით“. მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვად მო­ირ­გეს რო­ლე­ბი და ნას­წავლ პროგ­რა­მულ ტექ­ს­ტებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ძალი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სპექ­ტაკ­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რომ­ლის  ჩვე­ნე­ბაც მო­ეწყო პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლე­ბისა და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც.

ეკო გაკ­ვეთ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელდა შე­მეც­ნე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი – „ჩვე­ნი მე­ბა­ღე“ და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის უკეთ გა­აზ­რე­ბის­თ­ვის – „ექი­მის რჩე­ვე­ბი“.

გა­ვიხ­სე­ნებ­დი ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს, მას­შ­ტა­ბურ და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექტს „ჩვე­ნი ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რე­ბი“. სამ­ყა­რო­ზე, ცოცხალ არ­სე­ბებ­ზე ზრუნ­ვა და ამ მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის არ არის უცხო. თა­ნად­გო­მის ამ ფორ­მით, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­კე­თო საქ­მე კეთ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, აშენ­და ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რე­ბი, სკვე­რებ­ში და­იდ­გა მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის­თ­ვის ბუდ­რუ­გა­ნე­ბი. რო­ცა ბევ­რ თა­ნა­მო­აზ­რე და გუ­ლან­თე­ბულ ადა­მი­ანს შე­მო­იკ­რებ კე­თი­ლი საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად, აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ მი­ზანს. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ ჩა­ვერ­თეთ გა­და­ცე­მა „თა­თე­ბის იმე­დად“ (იმე­დის დი­ლის გა­და­ცე­მა), სა­­ხალ­ხო აქ­ტი­ვო­ბა­ში „გახ­დი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის სან­ტა“.  ერ­თად ვიზ­რუ­ნეთ ქუ­ჩის ცხო­ვე­ლებ­ზე. ამ პრო­ექ­ტით მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ დე­და­მი­წა, ადა­მია­ნე­ბის გარ­და, ცხო­ვე­ლებ­საც ეკუთ­ვ­ნით. მათ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა და ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბათ. დღეს ქუ­ჩე­ბი სავ­სეა უპატ­რო­ნო ცხო­ვე­ლე­ბით. ზოგ­ჯერ მათ ადა­მი­ანე­ბი სას­ტი­კად ეპყ­რო­ბი­ან. თუმ­ცა ბევ­რიც ზრუ­ნავს მათ­ზე. ჩვენც ჩავ­დე­ქით მათ რი­გებ­ში და და­უც­ველ ცხო­ვე­ლებს ყუ­რადღე­ბა და­ვუთ­მეთ. მოს­წავ­ლე­ებ­მა თავ­შე­საფ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ცხო­ვე­ლებს მო­უ­ტა­ნეს საკ­ვე­ბი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც მათ სი­ცოცხ­ლეს გა­და­არ­ჩენ­და. ამ პრო­ექ­ტ­მა ისინი მრა­ვა­ლი კუთხით და­ა­ფიქ­რა. კერ­ძოდ, იმა­ზე, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი ამ­ბა­ვი აქვს: ერ­თი ოდეს­ღაც სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და უზ­რუნ­ვე­ლად, პატ­რონ­თან ერ­თად, თუმ­ცა, შემ­დეგ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნ­და;  მე­ო­რე ქუ­ჩა­ში და­ი­ბა­და და და­ბა­დე­ბი­დან, სი­ცოცხ­ლის­თ­ვის, გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის ბრძო­ლა უწევს…

ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში არა­ერ­თხელ ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლეთ ცხო­ველ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს­თან. მათ­თან ერ­თად დავ­გეგ­მეთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ მრა­ვა­ლი სა­ჭი­რო და შე­მეც­ნე­ბი­თი გა­კე­თი­ლი. მაგ.: ჩე­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლი­სას,უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, აიყ­ვა­ნე ლეკ­ვი თავ­შე­საფ­რი­დან და ა.შ.

მო­ეწყო სა­ინ­ტე­რე­სო ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა უყუ­რეს სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ორ­გო­ლებს, წა­ი­კითხეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტე­ბი ძაღ­ლის სხვადა­ს­ხ­ვა ჯი­შის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, ერ­თ­მა­ნეთს გა­აც­ნეს თა­ვი­ან­თი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, ისა­უბ­რეს ცხო­ვე­ლის მოვ­ლის და პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის სა­კითხებ­ზე, რო­გორ არი­ან ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა ამ პრო­ცეს­ში და რა რო­ლი და ფუნ­ქ­ცია აკის­რი­ათ, აქვთ თუ არა გა­აზ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს ცხო­ვე­ლების აღ­ზ­რ­დის ეტა­პებ­ზე.

მოს­წავ­ლე­ებ­მა „მკითხ­ველ­თა კლუბ­ში“ წა­სა­კითხად შე­არ­ჩი­ეს თე­მა­ტუ­რად შე­სატყ­ვი­სი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა: „მო­ლი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი“, „მე კოს­მო“.  წა­კითხუ­ლის ირ­გ­ვ­ლივ გა­ი­მარ­თა დე­ბა­ტე­ბი. ერთ-ერთ აქ­ტი­ვო­ბად გა­მო­ვი­ყე­ნეთ „მე­ტაპ­ლა­ნი“ – ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რი ფორ­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე ავი­თა­რებს სწავ­ლე­ბა-სწავ­ლის პრო­ცეს­ში სა­ჭი­რო ისეთ სა­ბა­ზი­სო უნა­რებს,  რო­გო­რი­ცაა: იდე­ე­ბი­სა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, სა­მოქ­მე­დეო გეგ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და ერ­თობ­ლი­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ზე­მოთ ჩამოთ­ვ­ლილ­მა ნა­ბი­ჯებ­მა  და აქ­ტი­ვო­ბებ­მა ბავ­შ­ვებ­ში აამაღ­ლა მო­ტი­ვა­ცია და უბიძ­გა მათ და­ე­არ­სე­ბი­ნათ ცხო­ველ­თა დაც­ვის კლუ­ბი „თა­თე­ბი“.

მთე­ლი პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია შემ­დეგ სა­კითხებ­ზე:

♦ ცხო­ვე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და მა­თი უფ­ლე­ბე­ბი;

♦ მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი;

♦ რა­ტომ უკე­თი­ათ ძაღ­ლებს „სა­ყუ­რე“;

♦ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ცხო­ვე­ლის ყო­ლა ბავ­შ­ვის ფსი­ქოემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;

♦ რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აქვს ცხო­ვე­ლის პატ­რონს და ზო­გა­დად, ადა­მი­ანს;

♦ რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ გა­სა­ჭირ­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში;

♦ ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბის ის­ტო­რი­ე­ბი;

♦ ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ში­შე­ბი;

♦ მი­უ­სა­ფარ ცხო­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სე­ბი და ა.შ.

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, გა­და­ე­ცათ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი  და მი­ე­ნი­ჭათ სტა­ტუ­სი – „ცხო­ვე­ლე­ბის მე­გო­ბა­რი“.

„სა­ბუ­კო“ – ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩავ­რ­თეთ პრო­ექ­ტ­ში, რომ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­სურ­სი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­და­ვი­ტა­ნეთ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, რაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის  ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. კერ­ძოდ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­და მუ­ზე­უმ­ში და სკო­ლის ღია ვე­რან­და­ზე. მოს­წავ­ლე­ებს და­უ­რიგ­დათ სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რა და პოს­ტე­რე­ბი ამ ტი­პის სას­წავ­ლო გაკ­ვეთ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თ­ვის. ძი­რი­თა­დი თე­მა გახ­ლ­დათ ფრინ­ვე­ლე­ბის მიგ­რა­ცია, მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ჭარ­ბ­ტე­ნი­ა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ჰა­ბი­ტა­ტი/მა­თი დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა. კლას­ში კი ვი­მუ­შა­ვეთ ამ­გ­ვა­რად – ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე, კითხ­ვა-პა­სუ­ხი მიგ­რა­ცი­ა­ზე, შე­სა­ბა­მი­სო­ბე­ბი, პა­ტა­რა თა­მა­შე­ბი ფრინ­ვე­ლებ­ზე. პროგ­რა­მის ბო­ლოს, შე­სა­ჯა­მებ­ლად, კლას­ში დავ­ბ­რუნ­დით და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბა შე­ვას­რუ­ლეთ – ხელ­ნა­კე­თი თეთ­რი ყარ­ყა­ტე­ბის მოძ­რა­ვი თა­ვე­ბი დავამზადეთ. აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბი და ემ­პა­თი­უ­რე­ბი გა­ხა­და, ის­წავ­ლეს ზრუნ­ვა ცოცხალ არ­სე­ბებ­ზე და ამ საზ­რუ­ნა­ვით გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით სწავ­ლის შე­დე­გი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­მაჩ­ნია ზოგ შემ­თ­ხვე­ვა­ში. მი­სი შე­დე­გი სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბაა. ამ დროს იც­ვ­ლე­ბა მოს­წავ­ლის ხედ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის მი­მართ, იზ­რ­დე­ბა მი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, მო­ტი­ვა­ცია, სურს გახ­დეს უფ­რო აქ­ტი­უ­რი, ჩარ­თუ­ლი რი­გი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ისგ ჯგუ­ფის დაკ­ვირ­ვე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ იგე­ბენ კომ­პ­ლექ­სურ სა­კითხებს, პრობ­ლე­მებს. სწო­რედ ამი­ტომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე პრო­ექ­ტი „ვი­მე­გობ­როთ“, რო­მე­ლიც უსი­ნათ­ლო ბავ­შ­ვე­ბის გაც­ნო­ბას, თა­ნად­გო­მას, მათ­თან და­მე­გობ­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. სა­ზო­გა­დოე­ბის მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა – ადა­მი­ა­ნის მიმ­ღებ­ლო­ბა და ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნაა. ამ პრო­ექ­ტ­მა მარ­თ­ლაც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა და, რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტის შემ­დე­გაც გაგ­რ­ძელ­და ჩე­მი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მე­გობ­რო­ბა.

პრო­ექ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის დროს, მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად რომ ჩა­ერ­თონ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი ინ­ტე­რე­სები და მათ­თან ერ­თად შე­ვარ­ჩი­ოთ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათ სურ­ვი­ლებ­ზე. ეს პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის წინ გა­დად­გ­მუ­ლი ერ­თი ნა­ბი­ჯია. პრო­ექ­ტის და­სას­რულს, მოს­წავ­ლე­ე­ბი აჯა­მე­ბენ პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბებს და გა­მოთ­ქ­ვა­მენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს, რა ის­წავ­ლეს ახა­ლი, რაც მათთვის ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, ვიდ­რე გა­მოც­და. ამავ­დ­რო­უ­ლად, ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად გა­ავ­რ­ცე­ლონ, გა­უ­ზი­ა­რონ და გა­დას­ცენ თა­ნა­ტო­ლებს.

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა – ეს არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­თო­დი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს ამ­ზა­დებს ახა­ლი სას­წავ­ლო და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვევ­ების­თ­ვის. მის­ცემს მას საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის ნამ­დ­ვილ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები